planetanews Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/Pen1.jpgსაქართველოს სახალხო დამცველი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის. კონკურსის მიზანია ქართულ მედიასა და საზოგადოებაში ადამიანის უფლებების დაცვის, სახალხო დამცველის მანდატისა და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონკურსი გაიმართება სახალხო დამცველისა და მისი აპარატის საქმიანობის სამ პრიორიტეტულ თემაზე. კერძოდ: 1. იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობა; 2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა; 3. ბავშვთა უფლებები; მედია კონკურსი ცხადდება მედიის ყველა ტიპისათვის: ტელევიზია, რადიო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ჟურნალისტს, რომლის მიერ მომზადებული მასალა დაიბეჭდა, გამოქვეყნდა და ეთერში გავიდა 2011 წლის 15 თებერვლიდან 2011 წლის 15 მაისამდე. 2011 წლის 15 თებერვლამდე ან ამავე წლის 15 მაისის შემდეგ შესრულებული ნამუშევარი არ მიიღება. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ კატეგორიებში: - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო რადიო პროგრამა ან სიუჟეტი ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სტატია იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სტატია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); - საუკეთესო სტატია ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე (პირველი ადგილი – 1000 ლარი); ნამუშევრები უნდა წარმოადგინოთ ან გამოაგზავნოთ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში არაუგვიანეს 2011 წლის 20 მაისის 18 საათისა. საკონტაქტი პირი: პროექტის “სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა” ოფის მენეჯერი ქ-ნ. თეა ქეთიშვილი. მისამართი: თბილისი, ნინო რამიშვილის ქ.#6. ასევე, შესაძლებელია ნამუშევრების ელექტრონულად წარდგენა შემდეგ მისამართზე : thea.ketishvili@hdpdo.ge. საკონკურსო ნამუშევრებს თან უნდა ერთვოდეს ჟურნალისტთა საკონტაქტო ინფორმაცია: სახელი, გვარი, სამუშაო ადგილი, ტელეფონი, ელ-ფოსტის მისამართი. კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2011 წლის 20 მაისის შემდეგ 20 დღის განმავლობაში. ნამუშევრებს შეაფასებს სპეციალური ჟიური. ზოგადი კრიტერიუმები მოიცავს: პრობლემის აქტუალობა, სიახლის შემცველობა, წერის, გადმოცემის მანერა, საზოგადოებრივი სარგებელი, ჟურნალისტური ეთიკური ნორმების დაცვა, ორიგინალურობა და სიახლე, შემოქმედებითი მიდგომა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, ევროკავშირისა და პროექტის თანამშრომლები, მათი მეუღლეები და შვილები არ არიან უფლებამოსილნი, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts