Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- სოზარ სუბარი – ლოგიკურია, რომ ისრაელმა საქართველოს ხელისუფლებასთან კონტაქტები გაყინა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/03/8c7f3f7e695a4aa2601e832c66440e7b.jpg“ქართული პარტიის” თავმჯდომარე სოზარ სუბარი ლოგიკურს უწოდებს იმ ფაქტს, რომ ისრაელის ხელისუფლებამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტები გაყინა და “სააკაშვილის რეჟიმის” პოლიტიკური გუნდის წევრებთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

 

“მსოფლიო თანდათან ხედავს, თუ რა მძიმე პირობებში უხდება ქართველ ხალხს ცხოვრება. სამართალი რომ საქართველოში არ არსებობს, ჩვენმა საზოგადოებამ დიდი ხანია კარგად იცის. ბოლო პერიოდში ამაში ისრაელის ხელისუფლებაც დარწმუნდა, რომელიც თავისი მოქალაქეების უკანონოდ დაპატიმრების გამო, პროტესტის ნიშნად უარს ამბობს შეხვედრები გამართოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან და ეკონომიკის მინისტრ ვერა ქობალიასთან. ისრაელის ხელისუფლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის, რომ ქართველმა მაღალჩინოსნებმა ებრაელი ბიზნესმენები ქვეყანაში შემოიტყუეს და უკანონოდ დააკავეს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა დღეს, პარტიის გურჯანიის რაიონული ორგანიზაციის ოფისის გახსნაზე.

 

ოპოზიციონერმა ლიდერმა პარტიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნორმალურად ჩატარებული არჩევნების პირობებში “ქართული პარტია” აუცილებლად გაიმარჯვებს, თუმცა, მას ეჭვი ეპარება, რომ “სააკაშვილის რეჟიმი” სამართლიან არჩევნებს ჩაატარებს და მის შედეგებს არ გააყალბებს. ამ შემთხვევაში “ქართული პარტიის” თავმჯდომარე გამართლებულად თვლის პოლიტიკური ბრძოლის ნებისმიერი ფორმის გამოყენებას.

 

ბოლო პერიოდში არაბულ ქვეყნებში განვითარებული მოვლენები სოზარ სუბარს საფუძველს აძლევს განაცხადოს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა არ აპატიებს მიხეილ სააკაშვილს ხალხის ნების იგნორირებას და ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას.

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ან პრეზიდენტი უფლებამოსილების ვადას უკანონოდ გაიხანგრძლივებს, მაშინ ხალხს უფლება ექნება “სახრეებით გამორეკოს ხელისუფლება თავისი კაბინეტებიდან”.

 

ოფისის გახსნაზე მოსულმა მოქალაქეებმა სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრეს. მათთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ხელისუფლების სურვილი, რომ საქართველოში 40 ათასი ბური ჩამოასახლოს. გურჯაანელების აზრით, ეს სერიოზული საფრთხის შემცველი ნაბიჯი იქნება და თუ საქართველოს ხელისუფლებას აგრარული სექტორისთვის ხელის შეწყობა შეუძლია, მაშინ უმჯობესია დახმარება პირველ რიგში, ქართველმა გლეხმა მიიღოს, რომელსაც სოფლის მეურნეობის გაძღოლა ბურებზე არანაკლებ შეუძლია.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...