Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ქვეყანა: ლოს-ანჟელესი, კალიფორნია, ა.შ.შ.

 

ჟანრი: ფსიქოდელური როკი, ჰარდროკი, ბლუზროკი

 

ჯგუფის წევრები:

 

ჯიმ მორისონი - ვოკალი (1943-1971)

რეი მანზარეკი - ორღანი, კეიბორდი (1939)

რობი კრეიგერი - გიტარა (1946)

ჯონ დენსმორი - დრამი (1944)

 

ხმისჩამწერი კომპანია: Elektra

 

ვებ-გვერდი: www.thedoors.com

 

Doors-ის ისტორია იწყება 1965 წლის ივლისიდან, როდესაც კინომატოგრაფიის სტუდენტები: ჯიმ მორისონი და რეი მანზარეკი ერთმანეთს შეხვდნენ პლიაჯზე. მორისონმა მანზარეკს უთხრა, რომ იგი წერდა სიმღერებს და ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რის შემდეგაც მორისონმა წაიმღერა კიდეც თავისი სიმღერა Moonlight Drive. მენზერიკი დათანხმდა. ამ დროისათვის მენზერიკი უკვე უკრავდა ჯგუფში Rick and The Rovans. აგვისტოში მათ შემოუერთდათ ჯონ დენსმორი, რომელიც მანამდე უკრავდა ჯგუფში The psichedelic Ranger. 1965 წლის სექტემბერში კი მათ შემოუერთდათ გიტარისტი რობი კრეიგერი. ეს ოთხეული არის ჯგუფ Doors-ის კლასიკური შემადგენდობა. სწორედ ამ შემადგენლობაით ჩაიწერა მათი მათი ცნობილი ალბომები 1967-1971 წლებში, სანამ ჯიმ მორისონი არ გარდაიცვალა.

 

1966 წლის 18 აგვისტოს ჯგუფი ხელშეკრულებას აფორმებს Elektra Records-თან. 1976 წელს Doors უშვებს სადებიუტო ალბომს იგივე სახელწოდებით, რომელმაც ეგრევე მეორე ადგილი დაიკავა ნაციონალურ ხიტ-პარადში. ჯგუფი სხვბისაგან გამოირჩეოდა არასტანდარტული ხმოვანობით და ორიგინალური ტექსტებით. ჯგუფის ლიდერი და ყველაზე გამორჩეული წევრი იყო ჯიმ მორისონი - უმეტესი სიმღერების ავტორი. იგი არაორდინალური ადამიანი იყო. მან ტავისი უჩვეული ქცევებით მიიზიდა ფანატები, როლებიც მისით აღფრთოვანეუბლები იყვნენ. მისმა გასაიდუმლოებულმა სიკვდილმა იგი უფრო მისტიური გახადა თაყვანისმცემლების თვალში.

ჯიმ მორისონი იყო ერუდირებული, გატაცებული იყო ფილოსოფიით, ინდიური კულტურით, სიმბოლოსტების პოეზიით და კიდე მრავალი სხვით. ჩვენი დროის ამერიკაში მას არამარტო როგორც დიდი მუსიკოსს ასევე გენიალურ პოეტადაც აღიარებენ.

ოფიციალური ვერსიით მორისონი გარდაიცვალა 1971 წლის 3 ივლისს, პარიზში, გულის უკმარისობით...

 

http://123.ge/uploads/1/327286_the_doors.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ჩემი საყვარელი ჯგუფიც დორსია... რავიცი ჩემთვის ეს მხოლოდ მუსიკაა არ არიის...

 

დორსით თენდება და ღამდება ჩემთვიიის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

''ჰაერი გარედან წვავს ჩემ თვალებს. მე ამოვითხრი მათ და თავს დავაღწევ წვას''

 

''სიძულვილი სათანადოდ ვერშეფასებული ძლიერი გრძნობაა''

 

''გამოამჟღავნე შენი უღრმესი საიდუმლო შიში, ამის შემდეგ მას ძალა აღარ ექნება, და შიში შეიკუმშება და გაქრება. შენ თავისუფალი ხარ''

 

''ხალხს ეშინია სიკვდილის უფრო მეტად ვიდრე ტანჯვის. ეს უცნაურია რომ მათ ეშინიათ სიკვდილის. სიცოცხლე უფრო მტანჯველია ვიდრე სიკვდილი. სიკვდილის პირას, ტკივილი დამთავრებულია. დიახ, მე ვფიწრობ ის მეგობარია''...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
ჩემი საყვარელი ჯგუფიც დორსია... რავიცი ჩემთვის ეს მხოლოდ მუსიკაა არ არიის...

 

დორსით თენდება და ღამდება ჩემთვიიის...

 

მეცე გრე ვარ ოღონდ RED HOT CHILI PEPPERS-ზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აჰააა მაგ სიმღერაში ყველაეეფრი ბრძნულია... Fილოსოფიური როგორც საერთოდ სხვა სიმღერებში...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

დოორსი... იქ სადაც გრძნობები სხეულს ისხავს და მუსიკის სახით აღწევს ჩვენში...

 

 

გლორია, მუსიკა რომელიც თავისთავად აღწერს რაღაც ეპიზოდს და მუსიკა გაგარძნობინებს ყველაფერს...

 

 

the end როცა ასე ახლოს გრძნობ დასასრულს და როცა გრძნობ როგორ უნდა ჯიმს დედამისი და როგორ ოცნებობს მამის მოკვლაზე...

 

მუსიკა სადაც სიტყვები არაფერია, სადაც მუსიკა ყველაფერს გახვედრებს სადაც მუსიკა უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ მელოდია...

 

იქ სადაც ჯიმია არის გრძნობები და არის სიყვარული, არის სიძულვილი და არის ვნება... ჯიმი სულ მუდამ ჩემთანაა... :|

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 months later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...