Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- პაატა ბურჭულაძის ვაჟის სკანდალური Facebook Love Story


Recommended Posts

ცნობილი ბანისა და ქველმოქმედის პაატა ბურჭულაძის შვილი, შუქრი ბურჭულაძე მორიგ სკანდალში გაეხვა. 18 წლის მარიამ კვარაცხელია, ქველმოქმედის შვილს, ფიზიკურ შეურაცხყოფაში სდებს ბრალს. მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ, შუქრი ბურჭულაძემ კვარაცხელიას ოჯახში მიაკითხა. მას შემდეგ, რაც ოჯახის დიასახლისმა მას კარი არ გაუღო, ბურჭულაძე შეეცადა ძალის გამოყენებით შეეღწია ბინაში. 18 წლის კვარაცხელია ამტკიცებს, რომ ამ ინცინდენტის მეორე დღეს, ბურჭულაძემ მასთან დაკავშირება კვლავ სცადა - მიაკითხა და სთხოვა მანქანაში ჩამჯდარიყო.

 

გაზიარება

[შორენა გოგოლაძე, გიორგი ჩხაიძე. 16:30 18-03-2011]

http://1.bp.blogspot.com/-4GvmJUoXpIM/TYNR4zuwOJI/AAAAAAAAEcM/h5fPiDSlE2U/s200/paata-burch.jpg,,ძალით ჩამტენა მანქანაში. მობილურის წართმევა დამიპირა, შევეწინააღმდეგე, რის გამოც სახეში დარტყმა დამიწყო. დოლიძიდან ხილიანის მიმართულებით მივდიოდით. შემდეგ სვლა შეანელა, რა დროსაც მოვახერხე გადმოხტომა და პოლიციაში წავედი ’’, - აცხადებს მარიამ კვარაცხელია.

მარიამ კვარაცხელია ბურჭულაძესთან ურთიერთობის დეტალებს ასე იხსენებს: ,,სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” მეშვეობით გავიცანი. მე საიტების დიზაინერი ვარ. მთხოვა, ყვავილების მაღაზია მაქვს და საიტის გაკეთება მინდაო. შევხვდი მას. შეხვედრას საქმიანი ელფერი ჰქონდა.

ვიცოდი, რომ ის პაატა ბურჭულაძის შვილი იყო. მითხრა, რომ სამსახურს დამაწყებინებდა ფონდ “იავნანაში”, მოგეხსენებათ, შემოსავალი არავისთვის არის ზედმეტი. სიყვარულზე არ ყოფილა საუბარი. რამდენჯერმე ყვავილები გამომიგზავნა, როდესაც მივხვდი რომ სამსახურს არ მაწყებინებდა და სხვა მიზნები ჰქონდა, ვთხოვე აღარ დამკავშირებოდა. როდესაც ვუთხარი, რომ აღარ შევხვდებოდი, დაიწყო მუქარის შემცველი, მოკლე ტექსტური შეტყობინებების გამოგზავნა. მწერდა მოგკლავო, დაგამახინჯებო’’, - ჰყვება მარიამ კვარაცხელია.

კვარაცხელიასა და ბურჭულაძეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჰქონდათ ,,საქმიანი’’ ურთიერთობა. ამ ურთიერთობის შესახებ, ინფორმირებული იყო დაზარალებულის დედაც. ირინა ყავლაშვილი ამბობს, რომ ბურჭულაძემ მისი შვილი სცემა და მასთან არაკეთილსინდისიერი მიზნები ამოძრავებდა.

,,ჩემ შვილსა და იმ ნაძირიალას შორის მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა იყო. ჩემი შვილი როდესაც მიხვდა, რომ ატყუებდა და სხვა განზრახვა ჰქონდა, გადაწყვიტა აღარ შეხვედროდა, რის შემდეგადაც ამ რეციდივისტმა მუქარა დაუწყო. ბავშვი ისეთ დონემდე ჰყავდა მიყვანილი, რომ მის ოთახში იოდი ვნახე, არ ვიცი რისთვის უნდოდა, მაგრამ რამე, რომ მოსვლოდა ჩემს შვილს სად წამივიდოდნენ?! ძალიან მაინტერესებს თქვენ რომ მობილური წამართვათ, ხომ დაგიჭერენ. ეს ადამიანი დღეს ქუჩაშია. რახან ეგ დიდი კაცის შვილია, ამიტომ უნდა დათარეშობდეს გარეთ? არანაირი გარანტია არ მაქვს, რომ ჩემს შვილს კიდევ რამეს არ დაუშავებს’’– ამბობს ყავლაშვილი.

დაზარალებულის ოჯახისთვის ცნობილი იყო, რომ შუქრი ბურჭულაძე დაოჯახებულია და შვილიც ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული მიხვდა, ბურჭულაძეს მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთბა არ სურდა, ურთიერთობა არ გაუწყვეტია, სანამ ცნობილი ქველმოქმედის შვილის მხრიდან, მასზე ფიზიკური შეურაცხყოფა არ განხორციელდა.

ჩვენ შეკითხვაზე, მარიამსა და შუქრი ბურჭულაძეს სასიყვარულო ურთიერთობა ხომ არ აკავშირებდათ, დაზარალებულის დედა ასე გვპასუხობს: ,, არა, რა სიყვარული, ჯერ ერთი ცოლი ჰყავს, მეორეც ასაკით ჩემზე დიდია, უბრალოდ ახურებული და გარყვნილი კაცია. თუ ნახულობს ქალისგან წინააღმდეგობას, გიჟდება. ან რომელ სიყვარულზეა საუბარი, როდესაც გოგო ასეთ დღეში ჩააგდო’’.

ამ თემას არ გამოხმაურებია ბურჭულაძის ოჯახის არცერთი წევრი. ,,პრესა.ჯი’’ პაატა ბურჭულაძის დედას, ნუნუ ბურჭულაძეს დაუკავშირდა. ბრალდებულის ბებია შვილიშვილს დადებითად ახასიათებს და ამბობს, რომ ის სანიმუშო მეუღლე და მამაა. ,,ამ ფაქტის შესახება არ ვიცოდი. როდის ცემა ის გოგო? ან დადასტურებულია ეგ ინფორმაცია? გამორიცხულია ასე ყოფილიყო. შუქრის არასდროს ქალზე ხელი არ აუწევია. როგორ დაგიხასიათოთ? ერთს გეტყვით, ის ზუსტად ისეთივეა, როგორიც ჩემი პაატა’’.

ნუნუ ბურჭულაძე ამბობს, რომ შვილიშვილს ბოლოს ორი დღის წინ ესაუბრა და მსგავსი რამ მისთვის შუქრის არ უთქვამს. ,,ძალიან გამიკვირდა რაც მითხარით. ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს’’– ამბობს ბრალდებულის ბებია.

აღნიშნულ ფაქტს, ვაკე–საბურთალოს პოლიციის რაიონული განყოფილება იძიებს.ამ დროისთვის, შუქრი ბურჭულაძე გათავისუფლებულია. კვარაცხელიების ოჯახი კი მის გასამართლებას და მისთვის ადეკვატური სასჯელის მისჯას ითხოვს.presa.ge

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-2940911246879135475?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...