Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- ექსპერტების ვარაუდით, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო


Recommended Posts

ამ დროისთვის ლიბიაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში ჩაბმულია ოთხი ქვეყანა: საფრანგეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. უახლოეს საათებში კოალიციიასთან ერთად სამხედრო მოქმედებების დაწყების მზადყოფნა გამოთქვეს ესპანეთმა და თურქეთმა. თავის მხრივ, მუამორ კადაფი იარაღის დაყრას და დანებებას სულაც არ აპირებს.

 

გაზიარება

[16:26 20-03-2011]

http://4.bp.blogspot.com/--bn-rXiU8CM/TYYfIlcxE1I/AAAAAAAAAb0/ofFR0fU3JlI/s200/atombombX.gifთავისი მომხრეების სამხედრო ტექნიკასა და პოზიციებზე საჰაერო დარტყმების მიუხედავად, დასავლეთის ქვეყნებს ის კვლავ „დედამიწაზე ჯოჯოხეთის მოწყობით“ ემუქრება და მათ წინააღმდეგ საბრძოლველად მოსახლეობის შეიარაღებასაც აპირებს. საფრანგეთის მხრიდან საჰაერო იერიშის მიუხედავად, ბენღაზის სიახლოვეს კადაფის ჯარებს არც ერთი წუთით არ შეუწყვეტიათ საარტილერიო ცეცხლი ოპოზიციის მიმართულებით.

ლიბიაში შექმნილი მდგომარეობის გამო უკვე შეშფოთებას გამოთქვამენ სახვადასხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტები. მათი უმეტესობა მიიჩნევს, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების ნიშნები სახეზეა. ზოგიერთი არც იმას გამორიცხავს, რომ კოალიციის ასეთი ქმედებების შემდეგ კადაფი „ინტერვენციის მსხვერპლის“ მანტიაში გაეხვევა, რაც მის გარშემო მთელი მუსლიმანური სამყაროს გაერთიანებას გამოიწვევს. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საფრანგეთისა და აშშ-ს კვალდაკვალ ლიბიაზე საჰაერო თავდასხმებში დიდი ბრიტანეთის ჩაბმა და ესპანეთისა და თურქეთის მხრიდან მზადყოფნის გამოცხადება უკვე მიანიშნებს კადაფის ძალების სიძლიერეზე და იმაზე, რომ ლიბიაში დაწყებული საომარი მოქმედებები მოკლე ხანში არ დასრულდება.

საფრანგეთის კუთვნილმა ავიაგამანადგურებლებმა კადაფის ჯარების პოზიციებზე იერიში წუხელ, გვიან ღამით მიიტანეს. როგორც „ალ ჯაზირა“ იუწყება, საფრანგეთის თვითმფრინავებმა კადაფის 4 ტანკი გაანადგურეს, მოგვიანებით კი კოლონაც დაბომბეს. სულ თვითმფრინავებმა 40-მდე ბომბი და მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს. ფრანგული გამანადგურებლები ლიბიის საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებენ.

წერტილოვანი დარტყმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმაც განახორციელეს: აშშ-მ თავისი განუყრელი „ტომაჰავკები“ გამოიყენა. ამ ტიპის ფრთოსანი რაკეტები კადაფის დიდი ბრიტანეთის წყალქვეშა ნავიდანაც „გაუგზავნეს“.

„ტომაჰავკი“ დიდი სიშორის ამერიკული ფრთოსანი რაკეტაა, რომელსაც, ძირითადად, თვითმფრინავების ჩამოსაგდებად და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ობიექტების გასანადგურებლად იყენებენ.

საფრანგეთის საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა პირველი იერიში ტრიპოლში მდებარე სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე მიიტანეს, მოგვიანებით კი სამოქალაქო ობიექტები ზღვისპირა ქალაქებში: მისურატში, ზუვარსა და ბენღაზიშიც დაბომბეს. „ალ ჯაზირას“ ცნობით, მთელი სანაპირო ცეცხლის ალში იყო გახვეული. ამავე ტელეკომპანიის ცნობით, კადაფის მომხრეებმა ერთი ფრანგული გამანადგურებლის ჩამოგდება მოახერხეს, თუმცა, საფრანგეთის ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია უარყო.

როგორც ასეთი ოპერაციების დროს ხდება, საჰაერო იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. „ალ ჯაზირას“ ცნობით, ამ დროისთვის 50 ადამიანზე მეტია დაღუპული, ხოლო 150-ზე მეტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო.

პენტაგონის განცხადებით, საერთო ჯამში, ლიბიის ტერიტორიაზე 110 „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტა გაუშვეს. ლიბიის ნაპირებთან ამ დროისთვის აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის კუთვნილი სამი წყალქვეშა ნავი და ორი ხომალდი იმყოფება, რომლებიც „ტომაჰავკით“ არიან აღჭურვილი.

ლიბიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში არაბეთის გაერთიანებული საემიროებიცაა ჩართული. ამ ქვეყანამ ლიბიისკენ 24 თვითმფრინავი გაგზავნა. საჰაერო იერიშებისთვის მზადაა ყატარიც, რომლის 6 გამანადგურებელი სრულ მზადყოფნაშია.

ინტერვენციის დაწყებიდან ცოტა ხანში ლიბიის ტელევიზიით ხალხს მუამორ კადაფიმ მიმართა. იგი მოსახლეობას ირაღის დარიგებას დაპირდა და ოპოზიციას გაერთიანება და საერთო ძალებით მტერთან ბრძოლა შესთავაზა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ღია აგრესიის საპასუხოდ ხმელთაშუაზღვისპირეთში, რამდენიმე ობიექტზე იერიშის მიტანას გეგმავს. ექსპერტების განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ლიბიაში სამხედრო მოქმედებები დროში გაიწელოს და მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი მსხვერპლი გამოიწვიოს, სკეპტიკურად უყურებენ ამერიკელი სამხედროები. ასე მაგალითად, ამერიკელმა გენერალმა ჯეკ კეინმა ტელეკომპანია BBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მუამორ კადაფი და მისი მომხრეები არ წარმოადგენენ ისეთ ძალას, როგორიც მაგალითად, სადამ ჰუსეინი იყო.

კეინის განცხადებით დაწყებული ოპერაცია დიქტატორისთვის და მისი მომხრეებისთვის კარგი ზეწოლის მექანიზმი იქნება იმისთვის, რომ დაფიქრდნენ იმ ვალდებულებების შესრულებაზე, რომლებისკენაც მათ საერთაშორისო თანამეგობრობა მოუწოდებს.

"შესაძლოა, მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალების განადგურებაც გახდეს საჭირო. თუმცა ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ" – აღნიშნა ჯეკ კეინმა.

გარდა ამისა, ამერიკელმა გენერალმა გააკეთა განმარტება იმის შესახებაც, რომ დღეს დაწყებული ოპერაცია არ უნდა იყოს განიხილული როგორც ლიბიის ოპოზიციის მხარდაჭერა. მისი თქმით, ოპერაციის ერთადერთი მიზანი სამოქალაქო მოსახლეობის დაცვაა.presa.ge

 

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-8294327131403438542?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...