Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- „დალირიკებული“ საქართველო


Recommended Posts

„ლირიკა“, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პრეპარატის სახელწოდებაა. აფთიაქის თანამშრომლები არ მალავენ, რომ დღის განმავლობაში ასობით, ხშირად კი ათასობით კაფსულა pregabalin (იგივე ლირიკა) იყიდება. თუ რა დანიშნულებით იყენებენ ამ წამალს, განსაკუთრებით ახალგაზრდები, ამის შესახებ მოგვიანებით. მანამდე კი ცოტა რამ თავად პრეპარატზე შევიტყოთ.

 

გაზიარება

[ილია ჩაჩიბაია. 19:52 21-03-2011]

http://3.bp.blogspot.com/-VMG50OSIdmM/TYd0FPzlF5I/AAAAAAAAEc0/u-efycqUTzM/s200/111897.jpgლირიკა გამოიყენება ნეიროპათიული ტკივლის სამკურნალოდ (რასაც შეიძლება განაპირობებდეს სხვადასხვა დაავადება, მათ შორის დიაბეტი და ჰერპესი), ის აგრეთვე გამოიყენება ეპილეფსიის განსაზღვრული ფორმების სამკურნალოდ - მოზრდილებში.

გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები: თავბრუსხვევა, სისუსტე; მადის მომატება; ეიფორია, დაბნეულობა, სექსუალური გუნება-განწყობის შეცვლა; გაღიზიანებადობა; ყურადღების დარღვევები, ინერტულობა, მეხსიერების დარღვევები, ტრემორი, მეტყველების დარღვევები, ჩხვლეტის შეგრძნება; მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია; პირის სიმშრალე, ყაბზობა, ღებინება; ერექციის დარღვევევბი; კიდურების შეშუპება, სიარულის პათოლოგიური სტილი; წონაში მომატება; მადის დაქვეითება... პრეპარატს კიდევ ბევრი სხვა სახის უკუჩვენება გააჩნია.

ზემოთ მოყვანილი სია ნათლად ასახავს, თუ როგორი საზიანოა ადამიანის ორგანიზმისთვის პრეპარატის გაუფრთხილებლად, დანიშნულების გარეშე მიღება. ლირიკა პირველ რიგში აზიანებს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემას, იწვევს თირკმელების დაზიანებასა და წამალდამოკიდებულებას.

საქართველოში ბოლო დროს pregabalin–ს, ანუ ლირიკას მოზარდები და არა მარტო ისინი დროებითი ეიფორიის, იგივე „კაიფის“ მისაღებად იყენებენ. წამალი მიღებიდან 1–2 საათში ნერვიული სისტემის დაბინდვას იწვევს. თუმცა საერთო ჯამში ჯანმრთელობას არღვევს და ჯანსაღ ორგანიზმს უამრავ პრობლემას უქმნის.

ყველაზე დიდ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ლირიკა საქართველოში მოქმედ ყველა აფთიაქში თავისუფლად ყოველგვარი რეცეპტის გარეშე იყიდება.

"ღია ბოქლომმა" ექსპერიმენტი ჩაატარა. 11 წლის მოზარდს, რომელიც ჩვენი ერთ–ერთი თანამშრომლის ქალიშვილი გახლავთ, პრეპარატის საყიდლად საჭირო თანხა მივეცით (150–იანი კაფსულა 2.50ლარი, 300–იანი კაფსულა კი 3.82ლარი ღირს ) და ქალაქის რამოდენიმე აფთიაქში მისი შეძენა ვთხოვეთ. გოგონას, ლირიკა ყველა აფთიაქში დაუბრკოლებლად მიყიდეს...

ექსპერიმენტი გაგრძელდა. შეძენილი წამლის დალევა მეც გადავწყვიტე. ორი 300.მგ კაფსულა გადავყლაპე. დაახლოებით საათნახევარში ორგანიზმი მომიდუნდა. 2 საათში კი ყოველგავრ ცხოვრებისეულ პრობლემაზე შევწყვიტე ფიქრი. მალე გულისრევის შეგრძნება გამიჩნდა... 3–4 საათში საოცრად აჟიტირებული გახლდით. წონასწორობას ვერ ვიცავდი, კომპიუტერში მუშაობა გამიძნელდა, შრიფტს ვეღარ ვკითხულობდი; კარგ ხასიათზე დავდექი და ყველა გარშემომყოფს სიყვარულს ვეფიცებოდი; საღამოს 9 საათზე, რედაქციაში მუშაობას ვეღარ ვახერხებდი, სკამს მივეყრდენი და წამით თვალები დავხუჭე, რომ გამომეღვიძა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს მხოლოდ ერთი წუთით ჩამთვლიმა, საათი კი დილის 7 საათს უჩვენემდა, ვიფიქრე, თვალი ან საათი მატყუებს-მეთქი. კომპიუტერში, მობილურ ტელეფონში და კედლის საათზე ერთი და იგივე დრო რომ დავაფიქსირე, მაშინღა მივხვდი, რომ მჯდომარეს, გაუნძრევლად 10 საათი მეძინა... დილით აუტანელი თავის ტკივილი მაწუხებდა და მკლავდა სურვილი, ეს დისკომფორტი კვლავ ლირიკის მიღებით მომეხსნა... ეგრეთწოდებულ ლომკას რომ არ დავემორჩილე ტკივილიც გამიქრა და მდგომარეობიდან გამოსულმა ვიგრძენი, რომ ცხოვრება ამ საწამლავის გარეშე ბევრად სასიამოვნო და მშვენიერია...

ექიმების თქმით, პრეპარატის რეცეპტის გარეშე მიღება კატეგორიულად მიუღებელია. მედიცინის მუშაკები ლირიკის დანიშნულების გარეშე გაყიდვის აკრძალვას ითხოვენ და ჯანდაცვის სამინისტროს კატეგორიულად მოუწოდებენ, შესაბამისი ზომები მიიღოს.

ფსიქოლოგი მარინა კვიკვინია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრეპარატის შესახებ მისი პაციენტები სეანსებზე ხშირად ყვებიან. მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ არავინ ამბობს, ლირიკას საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი მოიხმარს. მარინა კვიკვინიას თქმით, მოზარდების pregabalin–ზე დამოკიდებულება საქართველოში გასართობი დაწესებულებების ნაკლებობითაა გამოწვეული. მისი თქმით ამას ემატება სოციალური პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდობის დიდ ნაწილს გააჩნია, და ისინი შედარებით იაფად ცდილობენ დროის გატარებას...

 

http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-3568667354936034566?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...