planetanews Posted March 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2011 წინა ბლოგტექსტში შეგპირდით: მომდევნო ბლოგტექსტს ქართული წარმოების ტელერეკლამების შესახებ დავწერ მეთქი. ასეც ვაპირებდი, მაგრამ ვფიქრობ, მომიწევს ამ თემის კიდევ ერთი “ბლოგტექსტით” გადაწევა. “ქალიშვილის აღზრდა – ერის აღზრდაა!” (ილია ჭავჭავაძე)გაზიარება[02:46 26-03-2011]http://4.bp.blogspot.com/-e56sCfoYl6s/TY0dRgk2u-I/AAAAAAAAEdE/rDKcScf3Ce4/s200/28535_125009324199175_100000703243348_173532_7167211_n.jpgმიზეზი უცნაურია: ქართულ ტელევიზიებში გასული რამდენიმე უაზრო უცხოური რეკლამების შესახებ დაწერილმა ბლოგმა, დიდი კამათი გამოიწვია... გენდერული თანასწორობის კუთხით! როგორც ჩანს, ჩვენს ქვეყანაში ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობების ფორმა, მკითხველისთვის გაცილებით საინტერესო თემაა, ვიდრე სარეკლამო ბაზარი. ამიტომაც, გადავწყვიტე, ახლა სწორედ ამ თემაზე დამეწერა. ქართული სარეკლამო ბაზარი, როგორმე, მოიცდის და გპირდებით, მომდევნო ბლოგტექსტს აუცილებლად მაგ თემას მივუძღვნი.რაც შეეხება “გენდერულ თანასწორობას”, გარდა იმისა, რომ როგორც გაირკვა, ქართველი მკითხველისთვის ეს მეტად აქტუალური თემაა, ჩემთვის პირადად, ის იმდენად უფროა საინტერესო, რამდენადაც, ჩვენში მას უმეტესწილად მოხერხებულად თქვეფენ “ფემინისტურ მოძრაობაში” და ასეთი დამახინჯებული სახით გვაწვდიან. თუმცა, ისიც საკითხავია ეს “ათქვეფა” რამდენად “მოხერხებულად” გამოსდით. სწორედაც რომ “გენდერული თანასწორობისა” და “ფემინისტური მოძრაობის” მოუხერხებელი “მიქსის” მომსწრე ვართ ხშირად, მაგრამ სამწუხაროდ, ეს “ნათქვეფი” ქართველი ქალბატონების, უმეტესად კი, ახალგაზრდა ასაკის გოგონების ფსიქიკის გარკვეული დროით დამახინჯებას მაინც ახერხებს ხოლმე. არადა, საქმეც ისაა, რომ სწორედ ეს “დროებითი” დამახინჯება იწვევს ახალგაზრდა გოგონებისთვის ცხოვრებისეულ ტრაგედიებს. სწორედაც რომ, უმეტესობა მათგანის ფსიქიკა სამუდამოდ მაინც ვერ მახინჯდება, თორემ, ისინი თავიანთი მახინჯური ცხოვრებით იცხოვრებდნენ ბოლომდე და სულაც ვერ შეიგრძნობდნენ თავიანთ ტრაგედიას. ტრაგედიას-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ სწორედ მათგანვე, ანუ თავიანთ ტრაგიკულ ბედზე მოწუწუნე ქალებისგანვე გამიგია ეს.ბოლო დროს, ქართულ ტელეარხებზეც, რამდენჯერმე გაიჟღერა ინფორმაციამ საქართველოში ოჯახების დანგრევის საგანგაშო სტატისტიკის შესახებ. იყო გარკვეული მსჯელობებიც. დასახელდა სავარაუდო მიზეზებიც, რომლებსაც, ძირითადად “ოჯახდანგრეული” ქალები ასახელებენ. “ოჯახდანგრეული” კაცები ნაკლებად ლაპარაკობენ ოჯახის დანგრევის კონკრეტულ მიზეზებზე და ძირითადად თავშეკავებულნი არიან. მაგრამ საკითხავია, რამდენად გულახდილნი არიან თავად ქალები, თავიანთივე ოჯახების დანგრევის კონკრეტული მიზეზების საჯაროდ დასახელებისას?დასახელებულ მიზეზთა შორის არის “მატერიალური სიდუხჭირე”, “ქმრის ნარკომანობა და ლოთობა”, “ოჯახური ძალადობა”, “ურთიერთობის გაცივება” და სხვა... თუმცა, ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ასეთმა მიზეზმა მიიქცია – “ხასიათების და ღირებულებების შეუთავსებლობა”.რამდენჯერმე მოხდა, რომ ჩემს ნაცნობ, ახლობელ ქალბატონებთან საუბრისას, რომლებიც მეუღლეებთან დაშორებულები არიან (სამწუხაროდ, ჩემს ნაცნობებს შორის საკმაონი არიან ასეთები, ქალებიც, კაცებიც და თავად მეც) ამ თემაზე ჩამოვარდა სიტყვა. სხვათა შორის, დაშორების მიზეზად, ქალების მეტმა ნაწილმა, პირად საუბრებში, სწორედ ეს იდუმალი “ხასიათების და ღირებულებების შეუთავსებლობა” დაასახელა. როცა საუბარმა შედარებით გულახდილ ფაზას მიაღწია, “ოჯახდანგრეული” ქალების უმეტესობისაგან ასეთი ფრაზა მოვისმინე: “ახლა რომ ვუფიქრდები, სულელი ვიყავი, რატომღაც ვფიქრობდი, რომ ქმრისთვის თავი არ უნდა დამეჩაგვრინებინა. სულ ხაზს ვუსვამდი, რომ თანასწორები ვართ. მე თუ ვრეცხავ შენც გარეცხე და ასეთ ფრაზებს ვეუბნებოდი. სხვა მხრივაც ვისულელე: რამდენჯერაც ვინმესკენ თვალი გაექცა, არც ერთხელ არ შევარჩინე, მეც დავუწყე ვიღაცეებს კეკლუცი. საბოლოოდ, ვხვდები რომ მისმა მამაკაცურმა ფსიქიკამ ეს ყველაფერი ვერ აიტანა და ისე აღარ მაფასებდა.მერე ურთიერთობები მკვეთრად აირია და საბოლოოდ დავშორდით. ახლა ამდენი წელი რომ გავიდა, ვფიქრობ რომ ძალიან სულელი ვიყავი. ვხვდები, რომ ამ კუთხითაც, კაცს ქალმა ცოტა მეტი უნდა შეარჩინოს. ვხვდები რომ ეს უბრალოდ კაცური ინსტინქტია, ქალი კი ამ ყველაფერს მხოლოდ შურისძიების გრძნობით აკეთებს. ამიტომ, თუ რამე მართლა ძალიან სერიოზული არ არის, თუ ქმარს მართლა ფიზიკური ურთიერთობა არ აქვს ვინმესათნ, ქალს მარტივად შეუძლია ქმრის მხრიდან პატარა ცუღლუტობების ატანა და უნდა აიტანოს კიდეც. კაცი ცოლის მხრიდან თუნდაც პატარა ცუღლუტობებს უბრალოდ ვერ აიტანს. რაც არ უნდა ეცადოს, მაინც ვერ აიტანს. ქმართან დაშორების მერე, მქონდა რაღაც ურთიერთობები ვიღაცეებთან, ჩემივე იმ სულელური “ღირებულებების” დაცვით, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ არცერთი მამაკაცი, ასეთი აზრების გამო, სერიოზულად არ აღმიქვამდა. დღეს რომ იგივე გამეორდეს ჩემს ცხოვრებაში სულ სხვანაირად მოივიქცეოდი. მთელი შეგნებით ვხვდები, რომ ჩემი ცხოვრებისეული ტრაგედია ჩემივე ბრალია, მაგრამ გვიანია. სხვათა შორის, ჩემი მაშინ გაუთხოვარი დაქალები, რომლებიც ასეთი საქციელებისკენ და “ქმრის არდამორჩილებისკენ” მაქეზებდნენ, მოგვიანებით თავად გათხოვდნენ და ქმრების ისეთი “დამჯერენი” არიან, ვერც კი წარმოიდგენ. თანაც ზევიდანაც მიყურებენ – ჩვენ ქმრები გვყავს და შენ არაო, წარმოგიდგენია?”რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ოჯახის დანგრევის მიზეზი ყოველთვის, ან თუნდაც უმეტეს შემთხვევაში ქალია. ვიცი ბევრი ისეთი შემთხვევაც, როდესაც ოჯახებს, ელემენტარულად, მამაკაცის უპასუხიმსგებლობა ანგრევს და ჩემთვის ცნობილია ისეთი წარმოუდგენელი ფაქტები, როდესაც ცოლთან გაშორებული ქმარი საერთოდ არც კითხულობს შია თუ ცივა მის საკუთარ შვილს ან შვილებს. აქ, რა თქმა უნდა ლაპარაკიც არ უნდა იმას, რომ ასეთი კაცი არანორმალურია რაც არ უნდა გამხდარიყო მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი, მაინც გაუმართლებელია კაცის ასეთი საქციელი.მაგრამ მე უბრალოდ, ამ ბლოგტექსტის საშუალებით, ხაზი მინდა გავუსვა ერთ გარემოებას: ქართული ოჯახების დანგრევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი ნამდვილად არის ქართველი გოგონებისა და ქალებისთვის “ტვინის ამოტრიალების” მცდელობები “გენდერული თანასწორობის” მახინჯი პროპაგანდის გზით. “მახინჯი”-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ის, რის პროპაგანდასაც დღევანდელ საქართველოში არც თუ იშვიათად ეწევიან სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემები, სინამდვილეში სულაც არ არის “გენდერული თანასწორობა”. ეს “ფემინიზმის” პირდაპირი პროპაგანდაა, რაც გარკვეულ ეტაპზე რაღაცით ხიბლავს ქალებს, განსაკუთრებით კი, ჯერაც ცხოვრებაში გამოუცდელ გოგონებს და როდესაც ეს “ხიბლის” ეტაპი გადაივლის, მათ ხელში უკვე საკუთარი დანგრეული ცხოვრება და მინიმუმ ერთი “ტრაგიკული ისტორია” შერჩებათ ხოლმე.“ფემინიზმი” ეს არის ყოვლად მახინჯი მოვლენა და პირდაპირ იტყუება ყველა, ვინც გვეუბნება, რომ თითქოს ევროპაში მიღებული წესი იყოს ის, რომ ქმარი ცოლის თანაბარ მონაწილეობას იღებს რეცხვის, ხეხვის, წმენდის, ხვეტის თუ კიდევ სხვა ტიპის საოჯახო საქმეებში. სისულელეა ის, რომ თითქოს, ევროპაში მიღებული იყოს ქალის იმავე ხარისხით “პიროვნული და სექსუალური თავისუფლება”, რა ხარისხითაც ამის უფლება საკუთარ თავს კაცმა შეიძლება მისცეს. რა თქმა უნდა არავის აქვს უფლება ვინმეს, გინდ კაცის და გინდ ქალის პირად ცხოვრებაში ჩაერიოს, მაგრამ მამაკაცი პირად ცხოვრებაში შედარებით მეტი თავისუფლებით რომ სარგებლობს და ისარგებლებს ყოველთვის, ეს ნებისმიერ, ყველაზე მეტად ევროპულ ქვეყანაშიც კი ასეა და სხვანაირად, იმ უბრალო მიზეზის გამო ვერც იქნება, რომ ეს ყველაფერი ქალისა და მამაკაცის ბუნებრივი, იმთავითვე მოცემული ფსიქიკური თავისებურებების “ბრალია” და არა იმისა, რომ თითქოს ვინმე ვინმეს “ჩაგრავს” გენდერულად.ქალი, რომელიც ცდილობს “პირადი ცხოვრების” იმავე ხარისხის “თავისუფლებით” ისარგებლოს, როგორითაც სარგებლობს მამაკაცი, აუცილებლად, ყველაზე უფრო “გენდერულად ტოლერანტულ” საზოგადოებაშიც კი, აღიქმება გაცილებით “არასერიოზულ” ქალად, ვიდრე მამაკაცი, რომელიც შეიძლება ზუსტად ისევე იქცეოდეს “პირად ცხოვრებაში”. აი, სწორედ ამას აპროტესტებენ ხშირად “ფემინისტური” მიდრეკილებების მქონე ქალბატონები და ამას “გენდერული თანასწორობის” მოტივით ხსნიან. არადა, სინამდვილეში “გენდერულ თანასწორობას” მცირე შეხებაც კი არ აქვს ამ ყოველივესთან. “გენდერული თანასწორობა” მოიცავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობას მხოლოდ და მხოლოდ მათ სამოქალაქო უფლებებში და ეს “თანასწორობა” სულაც არ ნიშნავს ქალისა და მამაკაცის “ერთნაირობას” ყველგან და ყველაფერში.ვინმეს შეიძლება ეს თემა სასაცილოდ და არასერიოზულადაც მოეჩვენოს, მაგრამ რამდენადაც მე პირადი საუბრებიდან, სხვადასხვა ინტერნეტ-ფორუმებზე გახსნილ შესაბამის თემებში წაკითხული პოსტებიდან, ტელეგადაცემებში მონაწილე ადამიანებისგან, თუნდაც ჩემივე ბლოგტექსტებზე დადებული კომენტარებიდან ვხედავ, ქართველი გოგონებისთვის “გენდერული თანასწორობის” არასწორად მიწოდება, მამაკაცთან ყველაფერში “თანაბრობის” მაცდუნებელი ხიბლი, თუნდაც ოჯახებში მათი არასწორი მიმართულებით აღზრდა, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ახალგაზრდა ოჯახების ნგრევისა.არადა, მსგავს თემებზე მომზადებულ არც ერთ ტელეგადაცემაში, რომლებიც ასე უხვად მზადდება ბოლო დროს საქართველოში, არ მინახავს ხაზგასმა ამ მიმართულებით. რატომღაც, მოდაში, ძირითადად ოჯახის დანგრევაზე პასუხისმგებლობის მამაკაცისათვის დაკისრება და “მიტოვებული ქალისათვის” ტრაგიკული მანტის მოსხმაა... ან ამის მიზეზი ის არის, რომ “ოჯახდანგრეული” მამაკაცები თავს იკავებენ ხოლმე მსგავს თემაზე მოწყობილ გადაცემებში მონაწილეობისაგან და ჩვენ მხოლოდ “ქალური” პოზიციების მოსმენა გვიწევს. გადაცემების ავტორები, წამყვანები და მონაწილეებიც ძირითადად ქალები არიან ხოლმე და გამუდმებით ხდება პროპაგანდა იმისა, თუ რაოდენ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან ოჯახს მამაკაცები... არავის არასოდეს მოსვლია აზრად, ამ კუთხით ქალის პასუხისმგებლობაზე ილაპარაკოს და იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სწორედ გოგონას აზროვნებისა და ფსიქოლოგიის სწორი მიმართულებით ჩამოყალიბება, რათა ის შესაბამის ასაკში მზად იყოს ოჯახის შესაქმნელად და გააზრებული ჰქონდეს, რას ნიშნავს “მამაკაცთან თანაცხოვრება”. როგორც ჩანს, ამას ხშირ შემთხვევაში, გოგონების პატრონი ოჯახებიც არასერიოზულად აღიქვამენ. ან მათი “გენდერულად დაჩაგრული” დედები ჩააგონებენ ქალიშვილებს, რომ ქმარს “საყოველთაო დაუმორჩილებლობა” გამოუცხადონ, რითიც, საბოლოოდ საკუთარივე ქალიშვილების დანგრეული ცხოვრების მიზეზნი ხდებიან უნებურად. ფაქტია, რომ მამაკაცის ფსიქოლოგია ქალის მხრიდან ასეთ “საყოველთაო დაუმორჩილებლობას” დიდხანს ვერაფრით ეგუება და უკვე თავადაც, პარიტეტის პრინციპით, საკუთარ “დაუმორჩილებლობას” იმით გამოხატავს, რომ ასეთი ქალისათვის მისი “ცოლის” სტატუსის დატოვებაზე უარს ამბობს და ტოვებს თავად ამ ქალს!...პრინციპი – “არც ერთი ნაბიჯი უკან! არაფერი დაუთმოთ კაცებს!” – არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ქალს სურს ვისიმე “ცოლის” სტატუსით ისარგებლოს. საბოლოოდ კი, თვით ყველაზე მეტად “გამოგენდერებული” ქალისთვისაც, “ცოლი” მაინც ყველაზე მეტად მისაღები სტატუსია და ნებისმიერი ქალი შეურაცხყოფილად იგრძნობს თავს იმ მამაკაცთან ურთიერთობით, რომელიც მასზე “სერიოზულად” არ ფიქრობს. მაშინ, როდესაც ნებისმიერი მამაკაცი დაუფიქრებლად დათანხმდება ნებისმიერ ქალთან ყველაზე “არასერიოზულ” ურთიერთობაზეც კი, თან ისე, რომ შეიძლება არც არასოდეს შეაწუხოს ფიქრმა, თუ რატომ არ სურს ამ ქალს რომ იგი მაინცადამაინც მისი “ქმარი” იყოს. ეს ჩვეულებრივი “მამაკაცის ფსიქოლოგიაა”, რომელიც ბუნებრივია, რომ მკვეთრად განსხვავდება “ქალის ფსიქოლოგიისაგან” და ისინი სამოქალაქო უფლებებში იდეალური თანასწორობის პირობებშიც კი, ვერაფრით ვერ იქნებიან “ერთნაირები”!ისიც ხშირად გამიგია გოგონებისა თუ ქალბატონებისაგან: “მამაკაცმა რომ მომხიბლოს, შეიძლება სულაც არ იყოს სიმპათიური და ასე შემდეგ, მაგრამ ის აუცილებლად “მამაკაცი” უნდა იყოსო”.ჰოდა, დაფიქრდით ძვირფასო ქალებო – მამაკაცმაც თქვენზე “სერიოზულად” რომ იფიქროს, ყველაფერ დანარჩენზე მეტად თქვენ “ქალები” უნდა იყოთ და არა ვინმე ახუნტრუცებული, აცუნდრუკებული და “აგენდერებული” არსებები.და რაც მთავარია: მე არც ისე პატარა ასაკის გახლავართ და ჯერ არ შემხვედრია “სამუდამოდ გამოგენდერებული” ქალი! ტუტუცური პროპაგანდების შედეგად, ქალები მხოლოდ “დროებით გამოგენდერდებიან” ხოლმე და ასეთი “დროებითი გამოგენდერების” შედეგები ისევ და ისევ მათთვის არის ყველაზე ტრაგიკული... ისიც ერთგვარი “ქალური ეგოცენტრიზმის” ბრალია, რომ ქალებმა მათი “ტრაგიკული ცხოვრების” საკუთარი ბრალი მხოლოდ პირად, გულახდილ საუბარში შეიძლება აღიარონ და არამც და არამც არ იზამენ ამას საჯაროდ...ვიცი, ახლა რა ტიპის კომენტარები შეიძლება აქ დახვავდეს. ველოდები ყველაზე უფრო “გამოგენდერებულ” კომენტარებსაც კი! მაგრამ, მიუხედავად ამისა, თუკი თქვენ აქ კომენტარის დატოვებას გადაწყვეტთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეს ბლოგტექსტი წაიკითხეთ. ანუ, ასე თუ ისე, ამ ბლოგტექსტში მოცემული შინაარსი თქვენს არაცნობიერზე მაინც დატოვებს გარკვეულ კვალს და იქნებ უკვე “აგენდერებულებს” დროზე “დაგენდერებაში” დაგეხმაროთ... განსაკუთრებით კი ის გამიხარდება, თუკი თქვენ ამ ყველაფერს ჯერ კიდევ “გამოგენდერებამდე” კითხულობთ, ძვირფასო გოგონებო და ქალბატონებო!presa.ge http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts