planetanews Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 "მედია-კავშირ „ობიექტივისა“ და საერთო-სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობის ინიციატივით 2011 წლის 18 მარტს, 18.00 საათზე, კინოს სახლთან დანიშნულია აქცია, „მეც პატიმარი ვარ“. გაზიარება[16:26 13-03-2011]http://2.bp.blogspot.com/-dut8R17yfnI/TX0AnIHe67I/AAAAAAAAAaM/76sYThnKQNI/s320/irma.jpgაქციის მიზანია: საქართველოში პატიმართა წამების ფაქტების საჯარო გაპროტესტება და წამების, როგორც არაჰუმანური მოვლენის აღკვეთა. მოგეხსენებათ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ დაფიქსირებულია პატიმართა წამების 4 ფაქტი, რაც თავისთავად იწვევს შეშფოთებას. მოგმართავთ თხოვნით, გაუწიოთ საინფორმაციო მხარდაჭერა პატიმრებს, რომლებსაც არაადამიანურ პირობებში უწევთ სასჯელის მოხდა. გთავაზობთ ორშაბათიდან, ანუ 2011წლის 14 მარტიდან 2011 წლის 18 მარტის, პარასკევის ჩათვლით სოლიდარულ მედია-კამპანიაში მონაწილეობას, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა წამების ფაქტებზე რეაგირებას, ამ ფაქტების გაშუქებას და საზოგადოების კონსოლიდაციას, საქართველოში წამების აღკვეთის მიზნით. თუ შესაძლებელია, იქნებ, ერთი კვირის მანძილზე ყველა ბეჭდური გამოცემის პირველი გვერდი დაუთმოთ პატიმართა წამების თემას. თხოვნით მოგმართავთ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების: „კავკასიისა“ და „მაესტროს“ ხელმძღვანელობას, რათა დაგვეხმაროთ 18 მარტის აქციის გაშუქებასა და საინფორმაციო უზრუნველყოფაში. 18 მარტის საპროტესტო აქციამდე კი, გთხოვთ, თუნდაც, ხანმოკლე საეთერო დროის გამოყოფას, რათა აქციის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა: ჯემალ სეფიაშვილმა, დიმიტრი ჯაიანმა, ადა მარშანიამ, გიორგი კორკოტაშვილმა, ლალი აფციაურმა, ზურაბ მანჯავიძემ მონაწილეობა მიიღონ თქვენს თოქ-შოუებში და საზოგადოებას განუმარტონ, თუ რას ისახავს მიზნად 18 მარტის აქცია. კოლეგებო, იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერისა და თანადგომისა" – ამ საკითხზე "ქართული რადიოს" ეთერში სტუმრის სტატუსით მიწვეული ირმა ინაშვილი, 21:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში საუბრობდა. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts