Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ინგლისი კარგია, მაგრამ…


Recommended Posts

http://a.pix.ge/x/gsqxc.jpg

 

მექსემ პრემიერ ლიგა გამორიცხა!

 

რომას მცველმა ფილიპ მექსემ გადაწყვიტა, რომ, როცა კონტრაქტი ამოეწურება კარიერიას ინგლისში არ გააგრძელებს.

 

28 წლის ფრანგი ფეხბურთელი არსენალთან, ლივერპულთან, მილანთან და იუვენტუსთან იყო დაკავშირებული. მექსემ აღიარა, რომ პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ კარიერის გაგრძელება მაინც იტალიაში ურჩევნია.

 

“მართალია, რომ კონტრაქტი ზაფხულში მიმთავრდება, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავს მაინც მშვიდად ვგრძნობ.” – განუცხადა მექსემ ფრანგულ პრესას – “ჯერ არაფერი გადამიწყვეტია, დაველოდები ამ სამი თვის გასვლას და აგენტთან ერთად სიამოვნებით განვიხილავ თითოეულ შემოთავაზებას.”

 

“მილანი? დიახ, იყო ამაზე საუბარი, მაგრამ მე იქ გადასვლას რომასთან კონტრაქტის გაგრძელება, ან პრემიერ ლიგაში გადასვლა მირჩევნია.

 

“ინგლისი? პრემიერ ლიგა მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ იტალიას კარგად ვარ მორგებული, ამიტომ სტილის შეცვლას ისევ აქ დარჩენა მირჩევნია.”

 

“არცერთ ვარიანტში არ დავბრუნდები ლიგა 1-ში, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი კლუბებია. მე ჯერ კიდევ ბევრი მაქვს დასამტკიცებელი კარიერაში და ფულის გაკეთებაზე ჯერჯერობით არ მიფიქრია.”

 

მომზადებულია ESPN-ის მიხედვით

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...