planetanews Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 http://a.pix.ge/m/2bd9x.jpg ლივერპულის კაპიტანმა ტორესის წასვლის შესახებ და ორ ახალ თავდამსხმელზე ისაუბრა. მისი აზრით მერსისაიდული კლუბი უკეთსი გახდა, ტორესის წასვლით და ორი ახალი ფორვარდის, სუარესი-ქეროლის შეძენით. როგორც მოგეხსენებათ ესპანელ თავდამსხმელს დღემდე ვერ გააქვს გოლი ლურჯების შემადგენლობაში. ამასობაში კი ლივერპულის ორმა ახავლწვეულმა საკმაოდ იმედისმომცემი სტარტი აიღო. ჯერარდმა Sky Sports-თან ინტერვიუში განაცხადა: -”სუარესმა მხოლოდ რამოდენიმე შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ვარჯიშებზე და მატჩებზე ის გამოირჩევა სიძლიერით და კარგი ტექნიკური მონაცემებით. ტორესიც ასევე, საკმაოდ სახიფათო თავდამსხმელი იყო, როდესაც პირველ სეზონს ატარებდა ჩვენთან ერთად, მაგრამ ვფქრობ ლივერპული უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდა – ორი ტოპ ფორვარდი ერთის ნახვლად. მე მომწონდა ტორესის უკან თამაში, მაგრამ თუ მკითხავთ, რომელი მირჩევნია გუნდში, ტორესი თუ სუარესი-ქეროლის დუეტი, მე ამ დუეტს ვმჯობინებდი.” ჯერარდმა ასევე განაცხადა, რომ ტორესის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილებამ, გული დაწყვიტა ლივერპულის ფეხბურთელებს. -”ჩვენ გულდაწყვეტილები დავრჩით, გულშემატკივრის მსგავსად ჩვენც გვინდოდა მისი დარჩენა, ის ხომ ტოპ ფეხბურთელია. მაგრამ მან არჩევანი გააკეთა და პატივი უნდა ვცეთ მის გადაწყვეტილებას.” ლივერპულის კაპიტანმა ასევე გაამართლა კლუბი, ჰოჯსონის გაშვებისთვის. -”როდესაც ლივერპულის ფანები შენ წინააღმდეგ გამოდიან, აუცილებლად უნდა მოუსმინო მათ. ისინი არიან ლივერპულის საფეხბურთო კლუბი!” (“They are Liverpool Football Club.” ) http://l.yimg.com/i/i/eu/sp/euros1.png View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts