planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://b.pix.ge/c/unphh.jpg ბლექპულის ნახევარმცველი 25 წლის ჩარლი ადამი ზაფხულში სავარაუდოდ მანჩესტერ იუნაიტედის ფეხბურთელი გახდება. აღსანიშნავია, რომ ადამის შეძენის მსურველებს მანჩესტერელები ახლახან შეუერთდნენ. იანვარში, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა ღია იყო, მის შესაძენად ლივერპული და ტოტენჰემი აქტიურობდნენ. იუნაიტედის შოტლანდიელმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ადამის შესახებ რეინჯერსის მწვთნელ ვალტერ სმიტს ჰკითხა – ადამი 2003-2009 წლებში რეინჯერში ირიცხებოდა – და მასთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა ბლექპულისთვის ტრანსფერზე სიტყვა ჩამოეგდო. ფერგიუსონი ვეტერანი პოლ სქოულზის შემცვლელის ძიებაშია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ბლექპული სეზონის დასრულების შემდეგ სარფიან წინადადებაზე უარს არ იტყვის და არც ადამი დაემალება ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლის შანსს, თუგინდ იუნაიტედში ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშის გარანტია არ მისცენ. მომზადებულია სპორტულ გაზეთ “ლელოზე” დაყრდნობით View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts