planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/03/ugulava11.jpgთბილისის მერმა გიგი უგულავამ ბავშვთა სამკურნალო–გამაჯანსაღებელი საცხენოსნო ცენტრი ,,რაიდმედი“ დაათვალიერა და ცენტრის პერსონალსა და პაციენტებს გაესაუბრა. გიგი უგულავას თქმით, ეს ინიციატივა ძალიან საინტერესოა. უნარშეზღუდულ ბავშვებს ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ და მთავარი მათი რესოციალიზაციაა “მთავარი უნარშეზღუდული ბავშვების რესოციალიზაციაა. აქ უნარშეზღუდული ბავშვი თავს გრძნობს სრულფასოვნად. მინდა მივესალმო ამ ინიციატივას და ჩვენ მათ მხარში ამოვუდგებით და დავეხმარებით”- განაცხადა უგულავამ. სამკურნალო–გამაჯანსაღებელი საცხენოსნო ცენტრი ,,რაიდმედი“ 3 000კვ.მეტრ ფართობზეა განლაგებული და ის დახურული და ღია საცხენოსნო მანეჟებისგან შედგება. ცენტრის დაარსების მთავარი მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სხვადასხვა პათოლოგიებით დაავადებული ბავშვებისთვის მკურნალობის უნიკალური მეთოდის: რაიტთერაპიის, იგივე სამკურნალო ცხენოსნობის შეთავაზებაა. მკურნალობის ეს მეთოდი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აპრობირებული და ის არაორდინალურ და სპეციფიკურ გარემოს მოითხოვს. რაიტთერაპია წარმატებით გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა: სქოლიოზი, ყურადღების დეფიციტი, ჰიპერაქტიობის სინდრომი, აუტიზმი, ბავშვთა ცერებრული დამბლა, მეტყველების დეფექტები, დაუნის სინდრომი და სხვა. ცენტრში მაღალი კვალიფიკაციის მქონე რვა სპეციალისტი მუშაობს და ბავშვების გაჯანსაღებაზე ზრუნავს. ცენტრის დაარსებიდან დღემდე მათ 80–მდე ბავშვს უმკურნალეს. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts