planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/burjanadze55kk-300x199.jpg“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მიუნხენის აეროპორტში ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის კონფლიქტზე კომენტარი გააკეთა. ბურჯანაძეს უცნაურად ეჩვენება ლევან გაჩეჩილაძის აგრესია და ის, თუ რატომ გადაწყვიტა მან საკითხი, რომელიც უკვე კარგა ხანია ტრიალებს საზოგადოებაში, მაინცდამაინც მიუნხენის აეროპორტში გაერკვია. “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მის ოჯახს არავისთან არ აქვს კონფლიქტი. “მე ვფიქრობ, რომ თუ მას რაიმე აქვს გასარკვევი, არც ბადრი ბიწაძე ცხოვრობს მიუნხენში და არც ლევან გაჩეჩილაძე. გაცილებით სწორი იქნებოდა, რომ თბილისში შეხვედროდნენ ერთმანეთს და გაერკვიათ. ცხრა მთის იქით, უცხო ქვეყნის აეროპორტში, ამ საკითხების გარკვევა უხერხულია”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. “ბადრი ბიწაძისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არც ისე ადვილია, შემიძლია დარწმუნებით განგიცხადოთ”, – აღნიშნა ბურჯანაძემ. შეგახსენებთ რომ ბადრი ბიწაძისა და “ქართული პარტიის” თანათავმჯდომარის ლევან გაჩეჩილაძის მიუნხენის აეროპორტში დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts