Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ინდოელი ბიზნესმენები კონკრეტულ პროექტებს ქართულ მხარეს ორდღიან ბიზნესფორუმზე წარუდგენენ


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/anaklia1-300x225.jpgინდოელი ბიზნესმენები კონკრეტულ პროექტებს ქართულ მხარეს ორდღიან ბიზნესფორუმზე წარუდგენენ.

ამის შესახებ, ჟურნალისტებს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა.

ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალ ტურისტულ ზონაში 5 სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენდეს.

ანაკლიაში სახელმწიფო სასტუმროების მშენებლობისთვის ბიზნესმენებს ~ქობულეთის თავისუფალი ტურისტული ზონის~ მსგავს პირობებს სთავაზობს. ინვესტორებს მიწა, სასტუმროს პროექტები და ყველა კომუნიკაცია სახელმწიფოსგან საჩუქრად გადაეცემათ, ასევე ინვესტორები მოგებისა და ქონების გადასახადისგან 15 წლით გათავისუფლდებიან. ამასთან სახელმწიფო ფოთიდან შავიზღვისპირეთის გასწვრივ ანაკლიამდე ახალ გზას ააშენებს.

გარდა ამისა, სახელმწიფო ახალ კურორტზე მინერალურ წყალს უფასოდ მიიყვანს, აშენდება აეროპორტი ანაკლია-ზუგდიდის ტურისტულ ზონაში და იახტ-კლუბი.

ინვესტორებისთვის გადასაცემი უფასო მიწის ნაკვეთები განლაგებულია ესპანელი არქიტექტორების დაპროექტებული ბულვარის გასწვრივ.

ანაკლია-ზუგდიდის თავისუფალი ტურისტული ზონის მშენებლობაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, გარდა სამინისტროსი, შეუძლიათ მიმართონ პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაციას სამეგრელო-ზემო სვანეთში.

პოტენციურ ინვესტორთა განაცხადების მიღება 1 აპრილს იწურება.

 

ურჩიეთ:

http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...