planetanews Posted March 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 28, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/03/perfomansi_1-300x209.jpgთბილისის ცენტრში, 30-მდე ახალგაზრდამ „უხარისხო” ტელე-შოუების წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი მოაწყო.აქციის ორგანიზატორების თქმით, ქართული ტელესივრცე მდარე და უხარისხო გადაცემებითაა გაჯერებული, რაც “მაყურებელთა ტვინებს და აზროვნებას ამახინჯებს.” მათ, შოთა რუსთაველის ძეგლთან ტელევიზორის ბუტაფორია დადგეს. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ფურცელზე მათთვის მიუღებელი გადაცემის სახელი დაეწერათ და „ტელევიზორში” ჩაეგდო.აქციის სლოგანით, “ნუ გვანაგვიანებთ!” მონაწილეებმა, ნაჭრებიც გარეცხეს, რომელზეც ადამიანის თავის ტვინი იყო გამოსახული.აღნიშნული აქციის იდეა სოციალურ ქსელ „facebook”-ის წევრებს შორის დაიბადა და მიზნად ისახავდა ორიგინალური ფორმით ქართულ ტელე-სივრცეში არსებული უხარისხო გადაცემების გაპროტესტებას .აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორის ლაშა კვანტალიანის განცხადებით, მათ ამ პერფორმანსით ტელეგადაცემების შემქნელებისათვის იმის თქმა უნდოდათ, რომ კრიტიკა, რომელიც მათ მიმართ ისმის სოციალურ ქსელებში, რეალურ ხალხს ეკუთვნის.აქციის ორგანიზატორები „facebook”-ის მომხმარებლებს მოუწოდებენ, უკმაყოფილება ვირტუალური სივრციდან რეალურ სამყაროში გამოხატონ. ურჩიეთ: http://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/su.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/digg.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/fb.pnghttp://epn.ge/wp-content/plugins/jw-share-this/twitter.png იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts