Jump to content
Planeta.Ge

მელიქიშვილი -არჩევნები განსაზღვრულ დროში გაიმართება


Recommended Posts

http://tribuna.ge/index.php?option=com_content&task=view&id=1642&Itemid=999999999

„ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“

 

„ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე“, „ჩვენ ვებრძვით კორუფციას“, ჩვენი მიზანია დასაქმება, დასაქმება, დასაქმება“,- ამგვარი მოწოდებები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ლექსიკაში წლებია დამკვიდრდა. ისინი ასე საუბრობენ არჩევნებამდეც, არჩევნების დროსაც და არჩევნების შემდეგაც. სჯერათ, რომ ქვეყანას არც მშიერი ბუნტი ემუქრება და არც პოლიტიკური დესტაბილიზაცია.

 

„ტრიბუნა.ge“ აქტუალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებზე „ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ზურაბ მელიქიშვილს ესაუბრა.

 

- ინფლაციის პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის დეკემბერში მთავრობას ანტიინფლაციური პროგრამის მომზადება დაავალა. მუშაობს თუ არა მთავრობა ამ პროგრამაზე და რა მექანიზმებით აპირებს ხელისუფლება ინფლაციის შემცირებას?

 

- ინფლაცია მხოლოდ საქართველოსთვის არ არის გამოწვევა. ეს პრობლემა მსოფლიოს უდგას. საქართველო არის დიდი მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი წევრი. ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს 150 ქვეყანასთან. ბუნებრივია, ამა თუ იმ ქვეყანაში მომხდარი კატაკლიზმები გავლენას ახდენს ამ ქვეყანაში წარმოებული პროდუქტის ფასებზე, შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ პროდუქტებზე ფასები საქართველოშიც იზრდება.

 

ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მცირე იყოს ინფლაციის გამო ფასების ზრდით გამოწვეული გასაჭირი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 

ასეთ პირობებში მთავრობა დგამს ნაბიჯებს, რომლებიც პირდაპირ არ უკავშირდება ინფლაციის შემცირებას, მაგრამ მოსახლეობისთვის პრობლემების შემსუბუქებას ისახავს მიზნად. ასეთი მექანიზმებია ელექტროენერგიისა და სასურსათო ვაუჩერების პროგრამები.

 

რატომღაც გვაბრალებენ, თითქოს ვთქვით, რომ ვაუჩერების დარიგება ანტიინფლაციური პროგრამაა. ეს არ არის ანტიინფლაციური ღონისძიებები, უბრალოდ, მოსახლეობისთვის მძიმე ყოფის გაუმჯობესებას ემსახურება.

 

- ანტიინფლაციური პროგრამის ფარგლებში რის გაკეთებას აპირებთ?

 

- როდესაც 2011 წლის ბიუჯეტი დავამტკიცეთ, მაშინაც გავითვალისწინეთ და დამატებითაც გამოვყოფთ თანხებს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებისთვის. ეს ღონისძიებები ხელს შუწყობს საქართველოში მოსავლიანობის გაზრდას. გაორმაგდება და გასამმაგდება ადგილობრივი წარმოება, ეს კი პროდუქტზე ფასების შემცირებას გამოიწვევს.

 

საქართველოში ინფლაციის გამომწვევი მიზეზი არ არის ის, რომ ეროვნულ ვალუტას, ლარს, პრობლემები შეექმნა. ინფლაცია სურსათზე ფასების ზრდამ გამოიწვია. მოსახლეობას მოთხოვნა, ძირითადად, 226 დასახელების საქონელზე აქვს, მათ შორის დიდი წილი საკვებ პროდუქტებზე მოდის და, სწორედ ეს იწვევს ფასების ზრდასა და ინფლაციას.

 

- გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციური პროცესების მიზეზი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია. როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მსგავსი საფრთხეებისგან თავის დაცვას?

 

- ნამდვილად ვერ შევადარებ თქვენ მიერ დასახელებული ქვეყნების სიტუაციას საქართველოში დღეს არსებულ ვითარებას. იქ სულ სხვა ფაქტორები იყო პროტესტის მიზეზი. საქართველოს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაასაქმოს, რათა ამ ადამიანებმა საკუთარი შრომისა და ენერგიის ხარჯზე შეძლონ, გაუმკლავდნენ ინფლაციისა თუ ჯანმრთელობის პრობლემებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავარი ამოცანა არის დასაქმება, დასაქმება და დასაქმება!

 

- ელიტურ კორუფციაზე მინდა გკითხოთ - ეს თემა პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლის შემდეგ განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აგვიხსენით, რა არის ელიტური კორუფცია. დანამდვილებით შეგიძლიათ იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ელიტური კორუფციის დამადასტურებელი მაგალითები არ არის?

 

- მოდით, ასე გეტყვით: კორუფცია ან არის, ან - არ არის. მას ან ებრძვი, ან - არ ებრძვი. რაც შეეხება „ელიტურ კორუფციას“, უმჯობესია, მისი განმარტება მას სთხოვოთ, ვინც ამ ტერმინს ამკვიდრებს. კორუფციასთან ჩვენ ცალსახა დამოკიდებულება გვაქვს - ჩვენთვის არ არსებობს არც ერთი თანამდებობის პირი, არც ერთი მიმართულება, არც ერთი სფერო, რომელზეც შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აქ არავინ არაფერს აქცევს ყურადღებას და კორუფცია ყვავის.

 

რომ გადახედოთ პრესის ფურცლებს, ნახოთ სატელევიზიო სანფორმაციო გამოშვებები, ძალიან ხშირად წააწყდებით კორუფციასთან ბრძოლის კონკრეტულ ფაქტებს. ჩვენ არ ვაფარებთ ხელს კორუფციაში ჩართულ არც ერთ პირს. ეს ასეც გაგრძელდება. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის ერთჯერადი აქცია. წლების განმავლობაში ვატარებთ რეფორმებს და ვებრძვით კორუფციას. კარგად ვიცით, რომ კორუფცია აფერხებს განვითარებას, ამიტომაც მივიჩნიეთ ეს საკითხი პრიორიტეტებს შორის ერთ-ერთ პირველად ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან. ბუნებრივია, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ხშირად აკეთებენ სხვაგვარ შეფასებებს, მაგრამ ეს მათი უფლებაა. მთავარი არის ფაქტი. ფაქტი კი არის ის, რომ ჩვენ ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის დროს ჩვენთვის არ არსებობს მაღალი, დაბალი და საშუალო ეშელონები.

 

- ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ მთავარი არის ფაქტი და არა - შეფასება. ამიტომ დამატებით ჩაგეკითხებით: არის თუ არა ელიტური კორუფციის დამადასტურებელი ფაქტები ირაკლი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის შემთხვევები. ოქრუაშვილს ხელისუფლებამ თავდაცვის მინისტრობის პერიოდში არსებული ფინანსური დარღვევები მხოლოდ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ გაუხსენა, ბურჯანაძეს კი - ერთ ლარად გადაცემული მილიონლარიანი წყნეთის აგარაკი თავადვე ჩამოართვა. ისინი ოპოზიციაში რომ არ გადასულიყვნენ, არ შერჩებოდათ ეს „სარგებელი“?

 

- მე გეტყვით სხვა მაგალითებს. კორუფციულ სქემებში მონაწილეობის გამო სამართალდამცავებმა დააკავეს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ხაჩიძე. ( ვის შეეშალა ჟურნალისტს თუ მელიქიშვილს :D ლაშა ) ეს მხოლოდ ერთი მაგალითი არ არის. ასეთი ბევრი შემთხვევაა. ძალიან ბევრი დაგვიპატიმრებია ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენი დამოკიდებულება არასდროს იცვლება, კორუფციაში ჩართული ნებისმიერი ადამიანი დაისჯება. ჩვენ ბევრ ნაბიჯს ვდგამთ ამ მიმართულებით.

 

- ქართული პარტია და „სახალხო კრება“ გაზაფხულზე სახალხო აჯანყებას და ამ გზით ხელისუფლების შეცვლას გეგმავენ. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?

-მინდა გითხრათ, რომ ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, გვაქვს პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ. გვინდა, რომ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და გავაკეთებთ კიდეც ამ ყველაფერს.

(სახელმწიფო და პარტიული ხაზინა გაყავი ჟიიიიგარ ;-ლაშა )

 

 

- ოპოზიციური პარტიების ნაწილი საქართელოში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობებზე საუბრობს. თუმცა სხვები, მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნები დღეს სააკაშვილის ინტერესშია. მართლა განიხილება ხელისუფლებაში რიგგარეშე არჩევნების თემა?

 

- არანაირი რიგგარეშე არჩევნების საკითხი არ დგას ჩვენს დღის წესრიგში. არჩევნები გასაზღვრულ ვადებში გაიმართება.

(თუ ასე გაახურებთ, ჩატარდება კი ? :( )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...