Jump to content
Planeta.Ge

პალიკოს დებილები ვგონივართ


Recommended Posts

პალიკჯან , ძალაინ კარგად ვიცით რაა ეს თქვენი "მაჟორიტარები".

ფორა გინდათ ძმაუ.

მოკლედ აგდებენ თვითონ მოლაპარაკებას და სხვებს აბრალებენ.

თბილისი. 28 მარტი. ~ინტერპრესნიუსი~ - დიალოგის მაგიდასთან მუშტების ქნევა ან მჯიღის ცემა მიუღებელია. ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისივე თქმით, ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ უმრავლესობა არ მიიღებს ოპოზიციის შეთავაზებებს, დაძაბავს ქვეყანაში სიტუაციას, შანტაჟი და მუქარაა.

“ჩვენ მივიღეთ ერთი შემოთავაზება: ჩვენი ოპონენტები ყოველგვარი არგუმენტების გარეშე გვთავაზობენ, რომ რაიონებს აღარ ჰყავდეთ თავიანთი წარმომადგენლები პარლამენტში _ აღარ ჰყავდეთ მაჟორიტარი დეპუტატი და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამას ითხოვონ არგუმენტაციის გარეშე. ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ თუ ჩვენ არ დავთანხმდებით საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებს, ეს დაძაბავს ქვეყანაში სიტუაციას, ეს არის მუქარის, შანტაჟის, ულტიმატუმის ენა და დიალოგის პროცესში მუქარისა და შანტაჟის ენა მიუღებელია. ეს მოლაპარაკებებს ვერანაირად ვერ წაადგება”, _ განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

რეკომენდაციების გათვალისწინებისა და კომპრომისების მაგალითებად კუბლაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნით საპარლამენტო არჩევნების ბარიერის 7-დან 5%-მდე დაწევა, ცესკო-ს თავმდჯომარის არჩევის ახალი წესის შემოღება, ამ პროცესში ოპოზიციის ჩართულობის ზრდა თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის შემოღება, ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში პარტიული წარმომადგენლობის გაჩენა, ოპოზიციის მიერ საოლქო კომისიის მდივნის არჩევა, არჩევნებზე დამკვირვებლებისთვის უპრეცედენტოდ შეუზღუდავი უფლებამოსილებების მინიჭება, ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის უფასო საეთერო დროის გამოყოფა და სხვა გადაწყეტილებები დაასახელა.

კუბლაშვილი დღეს ედპ-ს ინიციატიავასაც გამოეხმაურა, რომელიც არჩევნების ჩატარებას ე.წ. ბარკოდებით გულისხმობს და აღნიშნა, რომ უშუალოდ არჩევნების დღეს ხმის მიცემა ელექტრონული გზით არ მოხდება და მმართველი გუნდისთვის არც მაჟორიტარული სისტემის რეგიონულ-პროპორციულით ჩანაცვლების მოთხოვნაა მისაღები.

“ამასთან, ჩვენ მზად ვართ, საპარლამენტო არჩევნებისთვის იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც 100 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული, თითო მანდატი დავამატოთ” - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ჰეჰეჰე,დაცინის რა რვიანს

 

თბილისი. 28 მარტი. ~ინტერპრესნიუსი~ - “ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა მოხარულია, რომ ოპოზიციურმა “რვიანმა” ხელისუფლება შეაშინა, - ამის შესახებ შარტავამ “ინტერპრესნიუსს” პავლე კუბლაშვილის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.

“აქამდე მეგონა, რომ ულტიმატუმებით ხელისუფლება საუბრობდა და საზოგადოება დაშინებული ჰყავდა. ახლა კი პირიქით, შეგვიშინებია, რაც ცუდი არ არის. საზოგადოებრივ-პოლიტიკური კრიზისის დამძლევია სამართლიანი არჩევნების ულტიმატუმი. ხელისუფლება ცდილობს, მოძებნოს მიზეზები, რათა მოლაპარაკების მაგიდას გაექცეს”, - განაცხადა შარტავამ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ღიად დააფიქსიროს, რომ მოლაპარაკებებს გაურბის, რითაც მოუწევს აღიაროს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩამტარებელი არ არის და არალეგიტიმურია.

“საინტერესო იქნება საზოგადოების პასუხი ამ უარზე. სიტუაცია ძალიან მარტივია – ხელისუფლება ან უნდა დათანხმდეს სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ან – არა. ახლა ყველაფერი უარისკენ მიდის”, - აღნიშნა შარტავამ.

მისივე თქმით, “რვიანი” მზად უნდა იყოს ამ უარის მოსასმენად და მასზე რეაგირებისათვის.

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის თქმით, ოპოზიციური “რვიანის” წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ თუ უმრავლესობა არ მიიღებს ოპოზიციის შეთავაზებებს, დაძაბავს ქვეყანაში სიტუაციას, შანტაჟი და მუქარაა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...