Morfius Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 darialaგასაგებია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, უბრალოდ ჯერ მცირე პრეისტორიას მოვყვები და მერე ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძLება... იოანე დამასკელის ცხოვრებაში დაწვრილებითაა აღწერილი თU როგორ იწყებს ის საგალობლების შექმნას, როგორ აჩერებენ მას სხვადასხვა ხერხებით და ბოლოს ისიც, რომ დამასკელი თავის საგალობლებს ღმრთისმშობლის უშუალო კურთხევით წერდა... ერთ-ერთი ასეთი კურთხევისას ცნობილია ღვთისმშობლის სიტყვები, ,,ის (იოანე დამასკელი) დაწერს საგალობლებს და იგი იარსებებს ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.".. შენ როგორც ამბობ,რომ დამასკელისეული საგალობლები აღარ არსებობს და იგი ბერძნულმა და აღმოსავლურმა მელიზმებმა ჩაანაცვლეს, მე გისვამ კითხვას: ღმრთისმშობელმა მოიტყუა, როდესაც დამასკელისეული საგალობლების გალობა სამყაროს აღსასრულამდე აკურთხა?მე აქამდე მშობელი ნაშობზე დიდი მეგონა, გამოდის რომ პირიქითაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dariala Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 Morfiusვაი იმას ვისგანაც მოდის ცდუნება, ასე რომ ვინაიდან პროცესი შეუქცევადია და თან აუცილებლად მოსახდენი და თან ამ მოდგმის განდევნა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება, ნებისმიერს ამას ვთავაზობ, ლოცვას და მარხვას, სხვა დანარჩენი ფორუმზეც და რეალობაშიც მხოლოდ ლიტონ სიტყვათა რაკუნია.ზუსტად იგივე აზრისა ვარ მეც საათები გამიტარებია არაფრისმომცემ კამათში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 (edited) 1. ღმერთს ბოროტი გულით აღვლენილი უნიჭო ყმუილები არ ჭირდება.2. მითუმეტეს ვინ როგორ ყმუის ამაზე დავა.5. ღმერთი რომ ვიყო ამ ყველაფერზე ვიხარხარებდი.6. ღმერთი ადამიანი არ არის რომ მას რაღაც ჭირდებოდეს7. ჯერ ღმერთი უნდა გაიცნო, ანუ შეიცნო და შემდეგ ისაუბრო რა მოწონს და რას მოითხოვს8. ღმერთი ადამიანის გულს უყურებს და არა ხმას და გარეგნობას9 წრფელი გულით აღვლენილი თუნდაც მუნჯის ფიქრი მისთვის მოსაწონია10 პატრიარქი ადამიანია მაშასადამე არასრულყოფილი და ადამის ცოდვით დაბადებული ნაყოფი14. ბოლოს კი გალობის ჩარჩოში მოქცევა ღია კარის მიზანმიმართული დაკეტვაა, რადგან ჩემს გულს თუ უხარია სულ ჰარი ჰარალეთი ვადიდებ უფალს და წრფელი გულით ნამღერი ჰარი ჰარალე უფრო მისაღებია მისთვის ვიდრე ათასჯერ ნაკამათები, ერთმანეთის ლანძღვის და ცემის მიზეზად გადაქცეული შენ ხარ ვენახი. ვიზიარებ ამ აზრს.ბიბლიის ცოდნაზე თავს არ დავდებ, სულ ეთხელ მაქვს წაკითხული და რამოდენიმეჯერ ისე ცახედული, მაგრამ კარგად მახსოვს იქ ეწერა ადიდე უფალი სომღერით და დოლ დაფდაფებითო, ადიდე უფალი ცეკვით და ა.შ, ანუ ისე რომ მისი არსებობა სიხარულით გამოხატო. და არა აქვს მნიშვნელობა რომელი მუსიკით და რა მოძრაობით გამოხატავ, ჩახლეჩილი ხმით საოპერო ტენორით თუ ბარიტონით. შენს გულს უხაროდეს და თუ ხმის ამოღების გრცხვენია( ზოგის სომღერას სულ არ მღერა სჯობს) როგორც გინდა ისე გამოხატე, სხვისი როშესრულებული მოისმინე და სხვასთან ერთად იზეიმე. როდესაც რომელიმე საგალობელს ღმერთისთვის დაწერილს და შესრულებულს ვინმე აკრიტიკებს, ის ღმერთს და ღმერთის მადიდებელ ადამიანს აყენებს შეურაცყოფას.ისიც კი, ვინც გალობას ქმნის და ღმერთისგან მოდისო რომ ამტკიცებს. ღმერთმა კი თქვა - ყველაფერის გაპატიებთ სულისწმინდის შეურაცყოფის გარდაო. ასე რომ დაფიქრდით კარგად. მე მართალია ბევრი რამ ზღაპარი მგონია ეს, მაგრამ ბიბლიიდან სხვა აზრი არ გამომიტანია. Edited April 10, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 მე აქამდე მშობელი ნაშობზე დიდი მეგონა, გამოდის რომ პირიქითაა.ეგრეა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელი რომ ღვთისმშობელიოც ღვთის შვილია, რომელსაც პატივი ერგო ღვთის მისიის შესასრულებლად დედამიწაზე. სხვა რა გამოდის? ღმერთი თუ მამაა და ძეც? ისეა ღვთიშმობელიც, დედა და ასული ღვთის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 (edited) ეგრეა, მაგრამ ძნელი დასაჯერებელი რომ ღვთისმშობელიოც ღვთის შვილია, რომელსაც პატივი ერგო ღვთის მისიის შესასრულებლად დედამიწაზე. სხვა რა გამოდის? ღმერთი თუ მამაა და ძეც? ისეა ღვთიშმობელიც, დედა და ასული ღვთის.და თუ ეგრე არ არის? მარიამი იესოს მშობელი დედაა და არა მამა ღმერთის, ხოლო მამა რომ ძეზე მეტია ამას თავად იესო ამბობს, მოკლედ ასეა მარიამმა შვა ძე ღვთისა, რომელიც გამოვიდა მამისაგან ასე რომ ღვთისმშობელი თავად მამაა და არა მარიამი, ვინაიდან იესო მამა ღმერთისაგან იშვა და მხოლოდშობილი ძე ეწოდა, თან მანამდე სანამ მას მარიამი მიწიერ ადამიანად დაბადებდა. Edited April 10, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 ვიზიარებ ამ აზრს.ბიბლიის ცოდნაზე თავს არ დავდებ, სულ ეთხელ მაქვს წაკითხული და რამოდენიმეჯერ ისე ცახედული, მაგრამ კარგად მახსოვს იქ ეწერა ადიდე უფალი სომღერით და დოლ დაფდაფებითო, ადიდე უფალი ცეკვით და ა.შ, ანუ ისე რომ მისი არსებობა სიხარულით გამოხატო. და არა აქვს მნიშვნელობა რომელი მუსიკით და რა მოძრაობით გამოხატავ, ჩახლეჩილი ხმით საოპერო ტენორით თუ ბარიტონით. შენს გულს უხაროდეს და თუ ხმის ამოღების გრცხვენია( ზოგის სომღერას სულ არ მღერა სჯობს) როგორც გინდა ისე გამოხატე, სხვისი როშესრულებული მოისმინე და სხვასთან ერთად იზეიმე. როდესაც რომელიმე საგალობელს ღმერთისთვის დაწერილს და შესრულებულს ვინმე აკრიტიკებს, ის ღმერთს და ღმერთის მადიდებელ ადამიანს აყენებს შეურაცყოფას.ისიც კი, ვინც გალობას ქმნის და ღმერთისგან მოდისო რომ ამტკიცებს. ღმერთმა კი თქვა - ყველაფერის გაპატიებთ სულისწმინდის შეურაცყოფის გარდაო. ასე რომ დაფიქრდით კარგად. მე მართალია ბევრი რამ ზღაპარი მგონია ეს, მაგრამ ბიბლიიდან სხვა აზრი არ გამომიტანია.ჰო ასეა, მაგალითად დავით მეფემ სიხარულისაგან ტანსაცმელი შემოიხია და მდაბიოსავით იერუსალიმის ქუჩებში ცეკვა ხტუნვით დარბოდა და სიმღერითა და დაფ დაფებით ადიდებდა ღმერთს, ეხლა ხომ დიდი სისულელეა იმის თქმა რომ დავით მეფის ეს სიხარულის გამომხატველი ცეკვა და სიმღერა მხოლოდ იმიტომ არის მიუღებელი ღვთისთვის რადგან ძველქართულად ან ბერძნულად არ იყო შესრულებულიო, საქმე იმაშია რომ ზოგი ასე ადიდებს უფალს ზოგი ისე და ზემოთ ხომ დავწერე ჯერ თავად უფალი უნდა გაიცნო და მერე უნდა ისაუბრო თქო რა მოსწონს და რა არა, რომ ამბობენ ეს არ მოსწონს და გინდა თუ არა ისე უნდა იმღერო და იგალობოო ამაზე მეშლება ნერვები, თითქოს გუშინ ლანჩზე დაპატიჟა ღმერთმა მავანი და საგალობლების ტექსტი ათი მცნებასავით დაუწერა. გიხარია და იმღერე, გამოხატე შენი სიხარული გინდა სიმღერით და გინდა თავდაყირა დგომით როგორც ვთქვი ღმერთი ადამიანის გულებს უყურებს და არა ტენორსა და ბარიტონს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 და თუ ეგრე არ არის? მარიამი იესოს მშობელი დედაა და არა მამა ღმერთის, ხოლო მამა რომ ძეზე მეტია ამას თავად იესო ამბობს, მოკლედ ასეა მარიამმა შვა ძე ღვთისა, რომელიც გამოვიდა მამისაგან ასე რომ ღვთისმშობელი თავად მამაა და არა მარიამი, ვინაიდან იესო მამა ღმერთისაგან იშვა და მხოლოდშობილი ძე ეწოდა, თან მანამდე სანამ მას მარიამი მიწიერ ადამიანად დაბადებდა.ვერ გავიგე მაშინ რომელი დაიკარგა მამაში ან ძეში? სამება ხო ორის ერთ არსებაში მამა? ძე? სული წმინდა? ძე ვიცი რომ უფალია თავად მოსული ადამიანის სახით. ასეა? ანუ იესო ძეა და თან მამაც. თუ იესოს მამობას არ ცნობენ როგორც მუსულმანები მაგალითად მუხამედს მოციქულად თვლიან და არა ღმეღთად. მე როგორც ვიცი? მართლმადიდებლები და კათოლოკებიც იესოს მამად თვლიან მაცხოვრად. არ არის ასე? ჰო და თუ მამაა, ის არის შვილიც ღვთისმშობლის როგორც კაცად შობილი და ამ დროს მამაც< როგორც ყოველი ცოცხალის შემოქმედი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 ვერ გავიგე მაშინ რომელი დაიკარგა მამაში ან ძეში? სამება ხო ორის ერთ არსებაში მამა? ძე? სული წმინდა? ძე ვიცი რომ უფალია თავად მოსული ადამიანის სახით. ასეა? ანუ იესო ძეა და თან მამაც. თუ იესოს მამობას არ ცნობენ როგორც მუსულმანები მაგალითად მუხამედს მოციქულად თვლიან და არა ღმეღთად. მე როგორც ვიცი? მართლმადიდებლები და კათოლოკებიც იესოს მამად თვლიან მაცხოვრად. არ არის ასე? ჰო და თუ მამაა, ის არის შვილიც ღვთისმშობლის როგორც კაცად შობილი და ამ დროს მამაც< როგორც ყოველი ცოცხალის შემოქმედი.არ არის მთლად მასე, იესო რომ მამა იყოს, მამა ერქმეოდა და არა ძე, მას კი ძე ჰქვია და თავადაც ამას იძახდა ყოველთვის, რომ ის ღვთის ძე იყო. საქმე იმაშია რომ ის მამისგან იშვა ანუ მამა ღმერთისგან გამოვიდა, ეს შეგიძლია ასე წარმოიდგინო, სულს გამოეყო ახალი დამოუკიდებელი და პიროვნების მქონე სული, სწორედ ისე როგორც სული წმინდა გამოდის მამისაგან და ძისაგანაც და ის დამოუკიდებელია და თან ღმერთი, მოკლედ ასეთი რაღაცაა, თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი ეს ნიშნავს იმას რომ სულ თავდაპირველად როდესაც არაფერი არ არსებობდა არც ხილული და არც უხილავი სამყარო, მამა ღმერთისაგან იშვა იესო ამიტომ წერია თავდაპირველად იყო სიტყვაო, ხოლო ის სიტყვა რომ ღმერთთან იყო ეს ნიშნავს იმას რომ იგი თავად ღმერთიდან გამოვიდა, მერე წერია სიტყვა იყო ღმერთიო რაც იმას ნიშნავს რომ იესო მამის წიაღიდან გამოსული იგივე სული იყო, მამა ღმერთის სრული ანალოგი, მისი მსგავსი, მაგრამ არა თანასწორი, ის იყო მამის წიაღიდან გამოსული მხოლოდშობილი ძე და არა რასელისტური იდეოლოგიის თანახმად იეჰოვას მიერ შექმნილი პიროვნება, ჰო და ამ ყველაფრის არსი ასეთია იყო დაუსაბამო მამა ღმერთი მისგან იშვა სიტყვა ანუ იესო და მამისაგან და ძისაგან გამოდის ღვთის სული წმინდა, ანუ მესამე პიროვნება, ამიტომ ვთქვი რომ იესოს რეალური მშობელი თავად მამაა და ღვთისმშობელი თავად ის არის, რაც შეეხება ადამიანისთვის ამ ბუნების მიწერებას რომ თითქოს მან ღმერთი შვა არასწორია, იმიტომ რომ როგორც ვთქვი იესო მანამდე იყო ნაშობი სანამ მას მარიამი, როგორც ადამიანს დაბადებდა. თუმცა ამ შემთხვევაში მას შეიძლება მიწიერი მშობელი ეწოდოს მაგრამ როდესაც ამ სიტყვას ამბობ აქვე უნდა განმარტო ეს ყველაფერი რაც მე დავწერე იმიტომ რომ ქრისტიანობაში ნაკლებად გათვიცნობიერებულ ადამიანს ეგონება რომ თითქოს იესოს არსებობას მარიამმა დაუდო სათავე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 არ არის მთლად მასე, იესო რომ მამა იყოს, მამა ერქმეოდა და არა ძე, მას კი ძე ჰქვია და თავადაც ამას იძახდა ყოველთვის, რომ ის ღვთის ძე იყო. საქმე იმაშია რომ ის მამისგან იშვა ანუ მამა ღმერთისგან გამოვიდა,.. ჰო და ამ ყველაფრის არსი ასეთია იყო დაუსაბამო მამა ღმერთი მისგან იშვა სიტყვა ანუ იესო და მამისაგან და ძისაგან გამოდის ღვთის სული წმინდა, ანუ მესამე პიროვნება, ამიტომ ვთქვი რომ იესოს რეალური მშობელი თავად მამაა და ღვთისმშობელი თავად ის არის, რაც შეეხება ადამიანისთვის ამ ბუნების მიწერებას რომ თითქოს მან ღმერთი შვა არასწორია, იმიტომ რომ როგორც ვთქვი იესო მანამდე იყო ნაშობი სანამ მას მარიამი, როგორც ადამიანს დაბადებდა. თუმცა ამ შემთხვევაში მას შეიძლება მიწიერი მშობელი ეწოდოს მაგრამ როდესაც ამ სიტყვას ამბობ აქვე უნდა განმარტო ეს ყველაფერი რაც მე დავწერე იმიტომ რომ ქრისტიანობაში ნაკლებად გათვიცნობიერებულ ადამიანს ეგონება რომ თითქოს იესოს არსებობას მარიამმა დაუდო სათავე. მეც იგივე ვთქვი ეგრე გამოდის ბიბლიით, მაგრამ ამ დროს ეჭვი გამოვხატე, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო იმ დროს, როდესაც იესო სანამ გაიზრდებოდა, მის მისიას შეასრულებდა და მასში წმინდა სული გადმოვიდოდა (მტრედის სახით) ამ დროს ხომ ძე იყო? ანუ პიროვნება მარიამის შვილი და ღმერთის შვილი, და ამავე დროს იყო ცალკე ზეცაში თუ სადღაც მისი მშობელი და შემოქმედი მამაც. ის ხომ ვერ გაქრებოდა დროებით? ანუ იმ მომენტისთვის, როდესაც იესო იესოდ იწოდებოდა უბრალოდ და ამბობდა თავადაც, რომ შვილი იყო და მამის ნებას ასრულებდა, იყო მამაც და იყო ორი ცალკე პიროვნება, ანუ ორი სული. და მესამეც წმინდა სული, რომელიც მამასთან ერთად იყო ამბათ ლოგიკურად. ა ნუ იყო მამა და წმინდა სული, იყო ცალკე იესო შვილი. შემდეგ ვიცით რომ იესოში გადმოვიდა წმინდა სული მისი ჯვარზე გაკვრის და აღდგომის შემდეგ, და გახდა იესოს სახით მასში მამა, ძე და წმინდა სული. ხო არ მეშლება რამე? თუ არ მეშლება რა დაემართა იესოს სულს? ადამიანისას რომელიც იყო შვილი? თუ მოხდა მისი გაერთიანება მამის სულთან? ეს მე რომელიღაცა სხვა რელიგიურ მიმდინარეობას მაგონებს, მგონი ინდუისტურშია,სადაც ადამიანის მიზანი უნდა იყოს მისი სულის დახვეწით დედამიწაზე სხოვრებით შეერთება ღმერთის არსებასთან და მის ნაწილად გახდომა. და ეს შეუძლია ყველას, ვინც მართებულად ცხოვრობს და ვისი სულიც ამისთვის მზად იქნება.ვისიც არა, ის ბრუნდება უკან დედამიწაზე რეინკარნაციის სახით, რადგან ეს გზა თავიდან გაიაროს. და ყოველთვის ადამიანის სახით არა. რაღაც ასეა მგონი. რას იტყვი დავით? კავშირს რამეს ხედავ ან მსგავსებას სულის გაერთიანების სულის გაყოფასთან და თავიდან გაერთიანებასთან? ანუ მამა გაიყო ორად, მოვიდა იესოს სახით დარჩა რა ერთი ნაწილი თავის ადგილას სამყაროს სამართავად, მეორემ ადამიანის სახით შეასრულა თავისი მისია, რადგან ადამიანებისთვის ესწავლა, მაგალიტი მიეცა თავისი ცხოვრებით ადამიანის ბუნებით და სხეულით რამდენად სესაძლებელია ღმერთის ნების შესრულება/მაგრამ სული რატომ არის ასეთ დროს მესამე ცალკე ობიექტად გამოყოფილი, როდესაც ერთიც და მეორეც თავისთავად სულს გულისხმობს? თუმცა ეგეც შეიძლება ზოგადად აღვიქვათ როგორც სულის არსებობა, რომელიც ორივეს ჰქონდა ერთი, ოღონდ ცალცალკე აღებულს, გაყოფილი, რომლის ისევ შერწყმა მოხდა იესოს ცაზე დამკვიდრებისას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 მეც იგივე ვთქვი ეგრე გამოდის ბიბლიით, მაგრამ ამ დროს ეჭვი გამოვხატე, თუ როგორ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო იმ დროს, როდესაც იესო სანამ გაიზრდებოდა, მის მისიას შეასრულებდა და მასში წმინდა სული გადმოვიდოდა (მტრედის სახით) ამ დროს ხომ ძე იყო? ანუ პიროვნება მარიამის შვილი და ღმერთის შვილი, და ამავე დროს იყო ცალკე ზეცაში თუ სადღაც მისი მშობელი და შემოქმედი მამაც. ის ხომ ვერ გაქრებოდა დროებით? ანუ იმ მომენტისთვის, როდესაც იესო იესოდ იწოდებოდა უბრალოდ და ამბობდა თავადაც, რომ შვილი იყო და მამის ნებას ასრულებდა, იყო მამაც და იყო ორი ცალკე პიროვნება, ანუ ორი სული. და მესამეც წმინდა სული, რომელიც მამასთან ერთად იყო ამბათ ლოგიკურად. ა ნუ იყო მამა და წმინდა სული, იყო ცალკე იესო შვილი. შემდეგ ვიცით რომ იესოში გადმოვიდა წმინდა სული მისი ჯვარზე გაკვრის და აღდგომის შემდეგ, და გახდა იესოს სახით მასში მამა, ძე და წმინდა სული. ხო არ მეშლება რამე? თუ არ მეშლება რა დაემართა იესოს სულს? ადამიანისას რომელიც იყო შვილი? თუ მოხდა მისი გაერთიანება მამის სულთან? ეს მე რომელიღაცა სხვა რელიგიურ მიმდინარეობას მაგონებს, მგონი ინდუისტურშია,სადაც ადამიანის მიზანი უნდა იყოს მისი სულის დახვეწით დედამიწაზე სხოვრებით შეერთება ღმერთის არსებასთან და მის ნაწილად გახდომა. და ეს შეუძლია ყველას, ვინც მართებულად ცხოვრობს და ვისი სულიც ამისთვის მზად იქნება.ვისიც არა, ის ბრუნდება უკან დედამიწაზე რეინკარნაციის სახით, რადგან ეს გზა თავიდან გაიაროს. და ყოველთვის ადამიანის სახით არა. რაღაც ასეა მგონი. რას იტყვი დავით? კავშირს რამეს ხედავ ან მსგავსებას სულის გაერთიანების სულის გაყოფასთან და თავიდან გაერთიანებასთან? ანუ მამა გაიყო ორად, მოვიდა იესოს სახით დარჩა რა ერთი ნაწილი თავის ადგილას სამყაროს სამართავად, მეორემ ადამიანის სახით შეასრულა თავისი მისია, რადგან ადამიანებისთვის ესწავლა, მაგალიტი მიეცა თავისი ცხოვრებით ადამიანის ბუნებით და სხეულით რამდენად სესაძლებელია ღმერთის ნების შესრულება/მაგრამ სული რატომ არის ასეთ დროს მესამე ცალკე ობიექტად გამოყოფილი, როდესაც ერთიც და მეორეც თავისთავად სულს გულისხმობს? თუმცა ეგეც შეიძლება ზოგადად აღვიქვათ როგორც სულის არსებობა, რომელიც ორივეს ჰქონდა ერთი, ოღონდ ცალცალკე აღებულს, გაყოფილი, რომლის ისევ შერწყმა მოხდა იესოს ცაზე დამკვიდრებისას.არა, არა დავით ეგრე არ იყო გეტყვი ეხლა როგორც მოხდა, მოკლედ იესო სანამ მიწაზე ადამიანად მოევლინებოდა კაცობრიობას ღვთის სასუფეველში იმყოფებოდა, როგორც თავად ღვთისაგან გამოსული სული, დამოუკიდებელი პიროვნება, ისევე როგორც სული წმინდა, ამის შემდგომ სულიწმინდის ძალით ამ სულისთვის შეიქმნა ხორციელი სხეული, ანუ მარიამი სულიწმინდისაგან აღმოჩნდა დაორსულებული, ხოლო იესო როდესაც დაიბადა მას რაიმე სხვა სული კი არ ქონდა ის თავად იყო ის სული რაც მამისაგან გამოვიდა, უბრალოდ ამ სულს, ხორციელი სხეული გააჩნდა უკვე, იგი ღვთის ძედ ნათლობის შემდეგ კი არ იწოდა, მან ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში აღნიშნა რომ ის მამამისის ანუ ღვთის სახლში უნდა ყოფილიყო, როდესაც ის დაკარგული ეგონათ მარიამსა და იოსებს და ძებნა დაუწყეს, იესომ ადრეული ასაკიდანვე იცოდა ვინც იყო და ვინ იყო მისი მშობელი და როგორც ვთქვი, ის მანამდეც სანამ მიწაზე ადამიანად მოვიდოდა არსებობდა და ცხოვრობდა მამასთან სასუფეველში, როგორც წერია, თავდაპირველად იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, რაც კი შეიქმნდა და არაფერია მის გარეშე შექმნილი, ეხლა დააკვირდი ერთ რამეს ბიბლიაში წერია რომ ღმერთი ამბობს შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და მსგავსად, ის მხოლობითში კი არ ამბობს შევქმნი ადამიანს ჩემს ხატადო, არამედ მრავლობითში საუბრობს, მოკლედ მოხდა ასეთი რამ, როდესაც პირველი ადამიანი შეცდა, უფალმა დადო აღთქმა და უთხრა გველს ანუ სატანას შენ ქუსლს უგესლავდე დედაკაცის ნაყოფს ის კი თავს გაგისრისავსო, აქ იესოზეა ნათქვამი, და ეს უკვე აღთქმაა კაცობრიობის ხსნის აღთქმა და შეპირება რომ მოვიდოდა მიწაზე მესია რომელიც დაამარცხებდა სატანას ანუ მის მიერ შექმნილ მთლიან სიცრუისა და სიკვდილის სისტემას და თავად მას. ამ აღთქმის შემდეგ 1 საუკუნეში მამა ღმერთმა ეს დაპირება შეასრულა და თავისი ძე წარმოგზავნა მიწაზე, ამიტომ წერია ისე შეიყვარა ღმერთმა ადამიანები რომ მისცა მათ თავისი მხოლოდშობილი ძე, რადგან ყოველი მისი მორწმუნე არ დაღუპულიყო და ჰქონოდა საუკუნო სიცოცხლე, ასე რომ იესო როგორც ღვთის ძე, მანამდე იყო სანამ ადამიანად დაიბადებოდა, ადამიანად დაბადებამ კი არ გახადა ის ძე, ის მანამდე იყო ძე და სწორედ ეს ძე მოვიდა ადამიანად და კაცად კაცობრიობის სახსნელად. რაც შეეხება მასზედ სული წმინდის გადმოსვლას ნათლობისას, ეს იყო ნიშანი იოანესათვის აღთქმული, რომ ვისზედაც ის იხილავდა ღვთის სულს გარდმომავალს მტრედის სახით ის იქნებოდა მესია და მასზე თავად მამამაც დაამოწმა, როდესაც გაისმა ხმა ზეციდან "ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე" ამ საკითხს რასელისტები ხსნიან შემდეგნაირად: ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვამ შექმნა პირველი ანგელოზი იესო, ოღონდ ამ ანგელოზს ხანდახან მთავარანგელოზ მიქაელსაც ეძახდნენ, შემდეგ გააკეთა ფოკუზი და ეს ანგელოზი ანუ მისი სულიერი სხეული სადღაც გააქრო და პარალელურად მიწაზე გააჩინა იგივე ანგელოზი ოღონდ ხორციელი სხეულით სულის გარეშე, შემდეგ ამ უსულო ხორცის მოკვდინების შემდეგ ეს ხორციც ანუ იესოს გვამი წინა სულიერი სხეულივით სადღაც გააქრო და ჰოპლა და ისევ წინანდელი ანგელოზი გააჩინა ანუ უკვე მესამედ შექმნა ხელახლა იესო, აი ამ აბდაუბდას ამტკიცებდა მისტერ აზრი რაზედაც ვუთხარი რომ მზარედ ცდებოდა, სინამდვილეში კი რაც იყო და როგორც იყო უკვე დავწერე ანუ:1. იესო მამის წიაღიდან გამოციდა ანუ მამა ღმერთს გამოეყო პიროვნებად და ეწოდა ძე2. მამისაგან და ძისაგანაც გამოდის მესამე პიროვნება ანუ სული წმინდა და ეს არის ღვთის სული ანუ აქედან დასკვნა მამას და ძეს ერთი სული აქვთ და ამიტომ ამბობს იესო მე და მამა ერთი ვართ.3. იესო მანამდე იყო მამასთან სანამ ხილული და უხილავი სამყარი გაჩნდებოდა4. ის ანგელოზი კი არა ღვთის ნაწილი იყო ღვთისგან გამომდინარე პიროვნება მაგალითად როგორც მზე ბირთვი და სხივი მისგან გამომდინარე.5. იესო ხორციელ სხეულშიც იგივე სული იყო რაც ხორცში მოსვლამდე.6. იესო აღდგა ხორციელ სხეულში შემდგომ ამაღლდა მამასთან და მიიღო ის თავდაპირველი სულიერი სხეული.7. თვთისმშობელი თავად ღმერთია, ხოლო მარიამი ამ ღვთის მიწიერი მშობელია ანუ როგორც ვთქვი მან შვა არა მამა ღმერთი არამედ ძე ღვთისა.პს მგონი კარგად აგიხსენი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 (edited) verusi ეგ საკითხები რაც შენ გაინტერესებს ამ ფორუმზე დიდი ხნის წინათ იქნა განხილული თემებში "რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე": http://planeta.ge/index.php?showtopic=13438&st=30 და "რა არის სამება": http://planeta.ge/index.php?showtopic=13602&st=30 და თუ წაიკითხავ ბევრ რამეში გაერკვევი. მოკლედ კი მოგწერ მაინც რომ მორფიუშკას ბოდვების გარდა სწორი ინფორმაცია რომ მიიღო: ბიბლიის თანახმად, მანამ სანამ იესო დედამიწაზე მოევლინებოდა ადმაიანად, უხსოვარი დროიდან მოყოლებული ზეცაში ცხოვრობდა სულიერ სხეულში. ის იყო ღმერთთან და იყო ღვთის მსგავსი. მას ეწოდებოდა ღვთის ძე და მიქაელ მთავარანგელოზი. ის იყო ღვთის პირველი ქმნილება. მოგვიანებით მისი სიცოცხლე ღმერთმა გადმოიტანა ადამიანში, მარიამში. რომელმაც ადამიანად შვა ღვთის ძე. დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში იესომ თავისი შემქმნელის ნება შეასრულა და კაცობრიობის გამოსახსნელად თავისი სიცოცხლე გაიღო. შემდეგ ღმერთმა ის აღადგინა სულიერ სხეულში და თავის მარჯვნივ დასვა ზეცაში. ამგვარად, ღმერთის ძის ცხოვრება შეიძლება დაიყოს სამ პერიოდად. 1) დასაწყისში, სანამ ადამიანი გახდებოდა, ჩვენთვის უცნობი რაოდენობის წლები მამასთან ერთად გაატარა ზეცაში. 2) შემდეგ დედამიწაზე იცხოვრა ოცდაცამეტ წელნახევარი. 3) მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, კვლავ ზეცაში ცხოვრობს, როგორც სულიერი პიროვნება. Edited April 11, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 მოკლედ 3 დღიანი ტყვეობის შემდეგ მისტერ აზრი მკვდრეთით აღსდგა აღთქმისამებრ და დაიწყო ჩვეული გამობა რომლის შენაარსიც ზემოთ უკვე დავწერე მაგრამ კიდევ დავაზუსტებ: რასელისტული და ზოგადად მისგან ტვინარეული ხალხის ბოდვა იესოსთან დაკავშირებით ასეთია:1. ერთ მშვენიერ დღეს იეჰოვამ შექმნა ანგელოზი მიქაელი, რომელსაც რასელისტები იესოდ აღიქვავენ2. პირველ საუკუნეში იეჰოვამ მთავარანგელოს მიქაელის სულიერი სხეული სადღაც გააქრო.3. მიწაზე მარიამის მუცელში შექმნა ახალი ხორციელი სხეული რომელიც იგივე მიქაელი იყო ოღონდ მხოლოდ ხორცი სული არ ჰქონდა და მას იესო დაარქვეს.4. როდესაც იესო მოაკვდინეს ჯვარცმით იეჰოვამ მისი ხორციელი გვამი ჩუმად მოიპარა და გააქრო, ზატო ტკაც და ისევ შექმნა იგივე მთავარანგელოზი მიქაელი ოღონდ მას უკვე ხან იესო ერქვა ხან მიქაელი.5. მერე ეს მიქაელი მარჯვნივ მოისვა და ცხოვრობდნენ ტკბილად და ბედნიერადჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ფქვილი აქა.ეხლა ვეკითხები ყველა ფორუმელს ნაბოდვარს იესოს წარმოშობის და არა შექმნის შესახებ, ჩემი მოსაზრება უფრო ჰგავს თუ მისტერ აზრის რასელისაგან ნასწავლი მართლად რომ საღადილაო ნაბოდვარი.პს პირადში საჩუქარი დავუტოვე მისტერ აზრს და ალბათ მოეწონა ასე რომ გააქტიურებულა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 თემა გაიწმინდა ბილწსიტყვაობისაგან. Morfius და აზრი სამი დღით ვერ შეძლებენ პოსტვას. მოდერები თუ გაითვალისწინებენ, მიაქციონ ყირადღება იმას, პირველი ვინ ვის აყენებს შეურაცყოფას პირველი როცა აყენებენ ვინმეს შეურაცხყოფას, ამისთვის არსებობს სპეციალური თემა, რათა დაფიქსირდეს ეს ფაქტი რადგან მოდერატორი ვერ კითხულობს ყველა თემას. მეორე გზაა PM -ში მიწერა დარღვევასთან დაკავშირებით. თუ შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე უპასუხებ, რეაგირებასაც იგივეს უნდა ელოდო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gruzian_ka Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 Morfius მამისაგან და ძისაგანაც გამოდის მესამე პიროვნება ანუ სული წმინდაეს საიდან დაასკვენი? ან რომელ სწავლებას ემყარები როდესაც სულის ძისაგანაც გამომავლობას ქადაგებ? ადამიანი შეგყავს შეცდომაში და თუ ამდენი რამე წაგიკითავს სახარებაში იმასაც წაიკიტხავდი, რომ ,,რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა." (მარკოზი 9 თავი), მზად ხარ ამისთვის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 ბატონებო, სამების შEსახებ არსებობს თემა, რა შუაშია მართლმადიდებლური გალობა და ეს საკითხი ერთმანეთთან არ მესმის, ვიკამათოთ იმ თემაში,სამების შEსახებ გაიხსნა თემა და იმის ნაცვლად რომ გაგვერკვია ეს საკითხი, ერთმანეთისთვის დაგვეპირისპირებინა მართლმადიებლური თუ კათოლიკური შეხედულებები, თემამ საკმაოდ უღიმღამო განვითარება ჰპოვა, არადა, როგორც ჩანს ამ საკითხთან დაკავშრიებიტ გქონიათ თქვენი შეხედულებები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.