Jump to content
Planeta.Ge

მართლმადიდებლური გალობა

Recommended Posts

სიონში მოვუსმინე პატრიარქის მიერ დაწერილ გალობებს და მართალი გითხრა, რია ვიცი, რია ვიცი :no:

არც საოპერო და არც ხალხური სტილის სიმღერები და არც ლირიული

http://www.youtube.com/watch?v=zdYf9W0HOoY

აი რუსულენოვანი ბერძნულ-ბიზანტიური

აი ერთ კითხვას დაგისვამ

რატომ არის რომ გალობასთან დაკავშირებული პრობლემა არის რუსულ ეკლესიაშიც? რამეზე არ მიგანიშნებს ეს ამბავი?

მე მგონია რომ ხელოვნურად არის გამოწვეული ეს ყველაფერი და იმართება, ამიტომ არ მინდა მონაწილეობა მივიღო ამაში და სათამაშოდ ვიქცე ვიღაცის ხელში. ამიტომ რა კურთხევაც არის პატრიარქის მიერ გაცემული და რასაც აღიარებს ქართული ეკლესია ვუსმენ და ვიზიარებ იმას.

ასეთია ჩემი ჰაზრი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:TAT:

პატრიარქს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ჩემთვის მთავარი ჭეშმარიტებაა და არა ავოტირტეტი,

პატრიარქები კი არა, წმინდანები ცდებოდნენ,

კაი, ხვალ მოვიდეს ახალი პატრიარქი და თქვას, აი ჩვენ დღეიდან ვიწყებთ ბიზანტიური სტილით გალობას, დაეთანხმები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ რასაც პატრიარქი ამბობს გალობის შემთხვევაში ჭეშმარიტება არ არის? გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

გასაგებია შენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, უბრალოდ ჯერ მცირე პრეისტორიას მოვყვები და მერე ერთ კითხვას დაგისვამ თუ შეიძLება... იოანე დამასკელის ცხოვრებაში დაწვრილებითაა აღწერილი თU როგორ იწყებს ის საგალობლების შექმნას, როგორ აჩერებენ მას სხვადასხვა ხერხებით და ბოლოს ისიც, რომ დამასკელი თავის საგალობლებს ღმრთისმშობლის უშუალო კურთხევით წერდა... ერთ-ერთი ასეთი კურთხევისას ცნობილია ღვთისმშობლის სიტყვები, ,,ის (იოანე დამასკელი) დაწერს საგალობლებს და იგი იარსებებს ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.".. შენ როგორც ამბობ,რომ დამასკელისეული საგალობლები აღარ არსებობს და იგი ბერძნულმა და აღმოსავლურმა მელიზმებმა ჩაანაცვლეს, მე გისვამ კითხვას: ღმრთისმშობელმა მოიტყუა, როდესაც დამასკელისეული საგალობლების გალობა სამყაროს აღსასრულამდე აკურთხა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

მოდით თუ შეიძლება კონტრკითხვას სანამ დამისვამთ ჯერ მე რა კითხვაც დავსვი იმაზე მიპასუხეთ. მიპასუხეთ კითხვაზე - "დარწმუნებული ხარ რომ რასაც პატრიარქი ამბობს გალობის შემთხვევაში ჭეშმარიტება არ არის? გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები? "- ამაზე როცა მიპასუხებთ მერე შევეცდები გაგცეთ თქვენს კითხვაზე პასუხი.პირველმა კითხვა მე დავსვი :D

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dariala

გასაგებია რასაც ამბობ, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ რასაც პატრიარქი ამბობს გალობის შემთხვევაში ჭეშმარიტება არ არის? გაქვს ამის დამამტკიცებელი საბუთები?

ჭეშმარიტების ცნებაზე არასწორი დამოკიდებულება გქავს შენ ჩემო dariala,ჭეშმარიტება მხოლოდ საღვთო სწავლებიდან მოდის... და თუკი მას ადამიანები, მიუხედავად იერარქიული სიმაღლეებისა, ჩვენი პირადი მოსაზრების მიხედვით შევცვლით, ჭეშმარიტება საერთოდ დაგვეკარგება... ბოლო დროს სამწუხაროდ გამრავლდნენ ადამიანები, რომლებიც ღმერთს და პატრიარქს ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ, აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და თავად ჩვენი უწმინდესის უპატივცემულობა...

ასევე გამრავლდა პროვოკატრების არმია (კონკრეტულად შენზე არ ვამბობ), რომლებიც ცდილობენ პატრიარქის სახელით სპეკულირებას და ცდილობენ საზოგადოების ნაწილი უწმინდესის მოწინააღმდეგეებად წარმოაჩინონ, ესეც დიდი შეცდომაა...

ახლა ველოდები შენგან პასუხს, ღმრთისმშობლის სიტყვა არის თუ არა ჭეშმარიტება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gruzian_ka

მოკლედ ჩემი ლექტორივით წერ :D ერთი ლექტორი გვყავდა - არ მინდა სახელისა და გვარის დასახელება - ეგვიპტურ ხელოვნებას გვიკითხავდა და აზრზე არ იყო :D რამეს რომ ვკითხავდით - ოღონდ პასუხისთვის თავი აერიდებინა და ათას რამე ედებოდა დაწყებული ფინიკიელებიდან, დამთავრებული ინანას და დუმუზის სასიყვარულო ისტორიით :D მე დავსვი კონკრეტული შეკითხვა - პატრიარქი რასაც ამბობს გალობასთან დაკავშირებით ჭეშმარიტებაა თუ არა და თუ არ არის - რატომ? ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიმიღია :) ქართულ ეკლესიაში რა ხდება მეც კარგად მომეხსენება, მე კითხვაზე პასუხი მინდოდა და არა დღევანდელი სიტუაციის ანალიზი :D

და თქვენს კითხვას რაც შეეხება - პრობლემა არ მაქვს, აუცილებლად გაგცემთ პასუხს, უბრალოდ ჯერ თვქვენ გამეცით კონკრეტული პასუხი თუ შეიძლება. "ბალი ვჭამე კურკა ვყარე" პასუხები არ გვინდა :D

ძალიან გთხოვთ პირადულ წყენად არ მიიღოთ ჩემი პოსტი - არ გიცნობთ და არ მიცნობთ - უბრალოდ ვსაუბრობთ, ასე არ არის? :)

თორემ ფაქტიურად სულიერი დები ვართ

რა გვაქვს გასაყოფი და კიდევ რომ გვქონდეს მაინც არ უნდა ვიჩხუბოთ :D

ჭეშმარიტების ცნებაზე არასწორი დამოკიდებულება გქავს შენ ჩემო dariala

თემის სათაური "რა დამოკიდებულება აქვს dariala-ს ჭეშმარიტების ცნებისადმი"-ა?

:D

ეჰ - როგორ მეცნობდა კამათის მანერა :D

Edited by dariala
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ღმერთს ბოროტი გულით აღვლენილი უნიჭო ყმუილები არ ჭირდება.

2. მითუმეტეს ვინ როგორ ყმუის ამაზე დავა.

3. ღმერთს ყავს მგალობელ ანგელოზთა დასი სახელად სერაფიმები.

4. გალობა ყელმოღერებული. ვითომ წმინდა თვალთა კვესით და ძალათ უმანკო ხმებით აჟღერებულ ჰანგებს. არ ნიშნავს

5. ღმერთი რომ ვიყო ამ ყველაფერზე ვიხარხარებდი.

6. ღმერთი ადამიანი არ არის რომ მას რაღაც ჭირდებოდეს

7. ჯერ ღმერთი უნდა გაიცნო, ანუ შეიცნო და შემდეგ ისაუბრო რა მოწონს და რას მოითხოვს

8. ღმერთი ადამიანის გულს უყურებს და არა ხმას და გარეგნობას

9 წრფელი გულით აღვლენილი თუნდაც მუნჯის ფიქრი მისთვის მოსაწონია

10 პატრიარქი ადამიანია მაშასადამე არასრულყოფილი და ადამის ცოდვით დაბადებული ნაყოფი

11 მოციქულიც კი შეცდა რომელის სამწელიწად ნახევარი 24 საათი უფლის გვერდით იმყოფებოდა.

12. სინამდვილეში ადამიანს თავისი მოსასხამის ფოჩების დაგრძელება უფრო აღელვებს ვიდრე ღმერთი და ჭეშმარიტება.

13 და როგორც თავად ამბობს არავინ არის მართალი არავინ ეძებს ღმერთს.

14. ბოლოს კი გალობის ჩარჩოში მოქცევა ღია კარის მიზანმიმართული დაკეტვაა, რადგან ჩემს გულს თუ უხარია სულ ჰარი ჰარალეთი ვადიდებ უფალს და წრფელი გულით ნამღერი ჰარი ჰარალე უფრო მისაღებია მისთვის ვიდრე ათასჯერ ნაკამათები, ერთმანეთის ლანძღვის და ცემის მიზეზად გადაქცეული შენ ხარ ვენახი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10 პატრიარქი ადამიანია მაშასადამე არასრულყოფილი და ადამის ცოდვით დაბადებული ნაყოფი

აქ საუბარი არ არის პრინციპულად პატრიარქის ცდომილება-უცდომელობაზე. მე პირადად უფრო ვფიქრობ იმას, რომ იმ ძალებმა ვისაც სურს საქართველოს და ქართველი ხალხის გატეხვა, დამორჩილება - პოლიტიკურად და ეკონომიკურად რომ დაგვიმონა, ეხლა უნდათ სულიერადაც გაგვტეხონ. ძალით შემოაგდეს გალობის პრობლემა, არადა ქართულ ეკლესიასი სხვა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი. არ მინდა ბრმა იარაღი ვიყო ვიღაცის ხელში და მე ცალკე დავდექი - გალობა არ არის დოგმატური საკითხი - მნიშვნელობა ენიჭება სიტყვებს და არა მელოდიას. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ქართული ჰანგი იქნება თუ სერბული. მე მაქვს არჩევანის უფლება და ვირჩევ იმ გზას, რომელსაც მიყვება პატრიარქი და ეკლესია. ჩემი ცოდვებიც თავზე საყრელი მაქვს და ამ საკითხის განხილვა უფრო დიდ ცოდვებში მაგდებს.

შევცდი საერთოდ რომ წამოვიწყე ამ თემაზე ლაპარაკი, ვაღიარებ. მე როგორ უდნა დაგაწრმუნოთ რამეში, როცა ჩემზე უფროჭკვიანი და გამოცდილი ადამიანები ვერაფერს ხდებიან. ყველა ირჩევს თავის გზას :) მე ეს ავირჩიე, თქვენ ეგ გზა აირჩიეთ, სიონი ერთია, მაგრამ მასთან ლესელიძიდანაც შეგიძლიათ მოხვდეთ, ერეკლე მეორის ქუჩიდანაც და სანაპიროდანაც.

"შენზედ დავაფუძნებ ეკლესიას და მას ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი" უთხრა ერთხელ იესომ პეტრეს.

ვინაიდან და რადგანაც იესოს სიტყვებში ეჭვი არასოდეს შემიტანია ვინ როგორ ებრძვის ეკლესიას ეგ ამბავი ნაკლებად მაღელვებს ვინაიდან მას ვერ დაძლევენ, თუ ეს ჭეშმარიტი ეკლესიაა და თუ არ არის ჭეშმარიტი მაინც დაიძლევა და აქ უკვე ადამიანის მცდელობა შეინარჩუნოს დასანგრევად და დასაძლევად განწირული ჰგავს კაცის საქციელს რომელსაც რიხტერის შკალით უნდა მიწისძვრის შეჩერება. ძალათ შემოგდებული გალობის პრობლემა რაღაც ახალია ჩემთვის ვინაიდან უფლის დიდება ყველა ენაზე შეიძლება და თუ ის წრფელი გულით არის აღვლენილი მოსაწონია მისთვის, უფალს მხოლოდ ქართული ან მხოლოდ ბერძნული კი არ ესმის, მსოფლიოს ყველა ენას ფლობს, რაც შეეხება პატრიარქს და ნებისმიერ ადამიანს სრული უფლება აქვს იმ ენაზე ადიდოს უფალი რასაც თავად არრჩევს მაგრამ აქ ძალადობა და იმის ძახილი რომ გინდა თუ არა ამ ენაზე და ამ სტილით უნდა იგალობოო უკვე უნიჭო ფანატიზმია, ვინაიდან როგორც დავწერე ღმერთმა ყველა ენა შესანიშნავად იცის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

მე არც მითქვამს რომ ვინმე მოერევა საკუთრივ მართლმადიდებლობას. აქ საუბარია ქართულ ეკლესიაში განხეთქილების შეტანის მცდელობაზე, რაც არაერთხელ გამოსვლიათ კიდეც. ამის მაგალითები მსოფლიო ისტორიაშიც მრავლადაა. ეკლესიაში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა. მეტის თქმის სურვილი არ მაქვს სიმართლე გითხრათ - იმიტომ რომ აზრს ვერ ვხედავ :) განა იმიტომ რომ თქვენში მეპარება ეჭვი, უბრალოდ დიდი ხანია გაცნობიერებული მაქვს, რომ ფორუმზე, ვირტუალურ სივრცეში კამათს აზრი არ აქვს :)

თქვენთან კამათი აზრადაც არ მომსვლია, მე უბრალოდ იმის თქმას ვცდილობ რომ არაფერი განსაკუთრებული და უჩვეულო არ ხდება, ეკლესიაში განხეთქილების შეტანას ეკლესიის დაფუძნების დღიდან ცდილობდა სატანა და პირველი დიდი განხეთქილება მან იუდას სახით დაუტოვა კაცობრიობას, შემდეგ იყვნენ ნიკოლაელები, არიანელები, ნესტორიანელები, გრიგორიანელები, კათოლიკეები ამ განხეთქილების ნაყოფი, შემდგომ ლუთერიანელები, ქარიზმატები, ორმოცდაათიანელები, ბაპტისტები, რასელისტები და ასე შემდეგ ამ პროცესის დასასრულს თავად იესო დასვავს წერტილს. ეკლესიაში ჩვეულებრივი ადამიანები მსახურობენ და ისინი შეცდებიან და არა მარტო ჩვეულებრივი ადამიანები, დაწერილია რომ სატანა რჩეულთაც შეაცდენს, ამ პროცესს წინ ვერ აღუდგება ვერავინ, ვინაიდან ასე უნდა მოხდეს იმიტომ რომ ასეა ნაწინასწარმეტყველები, როგორც იესომ უთხრა პეტრეს მამლის მესამედ ყივილამდე ორჯერ უარმჰყოფო და ეს მართლაც მოხდა, სწორედ ესე შეცდება მრავალი, რადგან თავად ღვთის სულმა თქვა მრავალი და მათ შორის რჩეულებიც ცდუნდებიან და აქვე დააყოლა სიტყვები, მაგრაამ ვაი იმას ვისგანაც მოდის ცდუნება, ასე რომ ვინაიდან პროცესი შეუქცევადია და თან აუცილებლად მოსახდენი და თან ამ მოდგმის განდევნა მხოლოდ ლოცვითა და მარხვით შეიძლება, ნებისმიერს ამას ვთავაზობ, ლოცვას და მარხვას, სხვა დანარჩენი ფორუმზეც და რეალობაშიც მხოლოდ ლიტონ სიტყვათა რაკუნია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...