verusi Posted April 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 30, 2011 verusiუმძIმესი სიტუაციაა... და ბევრი ვერ ხვდება რომ ჯანდაცვის სისტემის მოშლა, პირდაპირ ჩვენ სიცოცხლეს ურტყამს...ავადმყოფების მოვლას აღარ ვამბობ, ჯამრთელებსაც რომ ჯამრთელობა შეუნარჩუნო და არ დაავადო, ამისთვისაც არაფერი კეთდება.კვების პროდუქტების შემადგენლობაზე კონტროლი ხომ არ არსებობს საერთოდ.გადაცემა ვუყურე ამას წინ, ჯანდაცვის წარმომადგენელი გამოდიოდა და კითხვებს სცემდა პასუხს.ლაბორატორიებზე კითხეს და ვარგისიანობის სერტიფიკატების გაცემაზე. ისეთ სისულელეს ლაპაროკბდა, საერთოდ ამ ხალხს აზრი არა აქვთ ელემენტარული, მარტივი, ერთუჯრედოვანი ქალამანას დონეზეც.ლაბორატორიებს ვერ ავამუშავებთო, იმიტომ რომ ჯერ ლაბორატორიებმა რომ იმუშაონ, ხარისხის მიმცემი სერტიფიკატი უნდა გვქონდესო.ერთი გამაგებინეთ მე არ მესმის შეიძლება. თუ ლაბორატორია არ გაქვს და სათანადო ხელსაწყოებით უზრუნველყოფილი არაა და სპეციალისტებით, სერტიფიკატის გაცემის უმლებას ან შემოწმების უფლებას ვის მისცემენ? ჯერ ლაბორატორია დადგა უნდა და მერე იმის მიხედვით მისცე მას უფლებები, რისი გაკეთებაც შეუძლია.თორემ არ არსებული რას შეამოწმებს და ვინ მოგცემს ხარისხის დამადასტურემელი სერტიფიკატის მოცემის უფლებას როდესაც ლაბორატორიები არა გაქვს? მოკლედ ასეთი უტვინოებით გაავსეს სახელმწიფო აპარატი და საქმეს აკეთებენ რომ ჰკითხო/არა და შემოწმება საერთოდ არ ხდება და ენდობიან მოყოლილ საბუთებს, რომლებიც პროდუქტის შემომტანს მოაქვს თან პროდუქტთან ერთად და ენდე მათ.არა და ამდენი სიმსივნური დაავადებები სულ ამ პროდუქტების ბრალია და მალავენ კიდო სტატისტიკას იმდენი ხეიბრები იბადება და უშვილობის შემთხვევები ახალგაზრდებში ზალიან ბევრია უკვე.ერი გადასენების გზაზე მიდის იმ უხარისხო და შეუმოწმებელი და ათასი ქიმიკატებით გაჟღენთილი პროდუქტების გამო. ამას კი არანაირი ყურადღება არ ექცევა. ბაზაც აღარა აქვთ, დაშალეს არსებული სისტემა რაც იყო, სპეციალისტები დაითხოვენ და ნაციონალების პარტიული გოშიები ყავთ მხოლოდ ბიუჯეტზე დასმული, თუ კი ქაღალდზე მაინც არის სადმე შემორჩენილი და ისიც იმის გამო, რომ დაჭირდებათ სახელისუფლებო რესურსი აამუშაონ არჩევნებისთვის. ეგ კი იციან, კარუსელებით სირბილი უბნიდან უბნამდე და ელემენტარული ანალიზის გაკეთება მათთვის კვანტური ფიზიკის კანონების აღმოჩენასავითაა.მოკლედ მაგარი ცუდადაა საქმე და ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 1, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 1, 2011 verusiავადმყოფების მოვლას აღარ ვამბობ, ჯამრთელებსაც რომ ჯამრთელობა შეუნარჩუნო და არ დაავადო, ამისთვისაც არაფერი კეთდება.ამ შემთხვევაში თავად საზოგადოებამ უნდა მიხედოს თავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted May 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 3, 2011 მიხეილ დოლიძე ხობის ახლად გახსნილ მულტიპროფილურ კლინიკას დაათვალიერებს ახლად შექმნილი ჰოსპიტალური ქსელის ადმინისტრაცია, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ახალ კლინიკაში პირველ სამ მშობიარე პაციენტს 500 ლარის ოდენობით ფულად ჯილდოს და ახალშობილის მოვლის ჰიგიენური საშუალებების სრულ პაკეტს გადასცემს. პირველ ახალშობილ ტყუპებს კი ათასი ლარის ოდენობის ფულადი პრემია გადაეცემათ. "დაათვალიერებს" რა შე ჩემისა ექსკურსიაზე მიდიხარ?ვიფიქრე ტერმინს არ მივაქცევ ყურადღებას-მეთქი, ბოლო–ბოლო სახელმწიფო საქმეებით დაკავებულმა ჩინოვნიკმა დრო გამონახა და კლინიკა დაათვალიერა,მაგრამ დათვალიერების მიზანმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა პ.ს მოკლედ კლინიკა გახსნეს და მაინც არ მოგვწონსოპოზიციონერობა მარაზმში გადაგვდის Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.