ieso-upalia Posted March 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2011 პროტესტანტიზმი (ლათ. protestans, ნათესაობითი ბრუნვა protestantis - ის, ვინც საჯაროდ ამტკიცებს) ქრისტიანობის სამი მთავარი განშტოებიდან ერთ-ერთია და წარმოადგენს რამდენიმე მსხვილი მიმდინარეობის და ბევრი დამოუკიდებელი ეკლესიის ერთობლიობას, რომლებიც წარმოშობით დაკავშირებულნი არიან რეფორმაციასთან - XVI საუკუნის ანტიკათოლიკურ მოძრაობასთან რომლის ერთერთი ხელმძღვანელი და სულისჩამდგმელი გერმანელი ბერი მარტინ ლუთერი იყო (1483―1546). ამჟამად მსოფლიოში 600 მილიონამდე პროტესტანტია, აქედან 350 მილიონი აფრიკაში, 120 მილიონი ევროპაში, 80 მილიონი ლათინურ ამერიკაში, 65 მილიონი აზიაში და 10 მილიონი ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.სექციების სია [დამალვა]1 სახელწოდების წარმოშობა და აღიარება2 პროტესტანტული მოძღვრება3 წესჩვეულებები და ღვთისმსახურება4 ისტორია5 პროტესტანტობის გავრცელება6 დამაარსებლები და ცნობილი პროტესტანტი ღვთისმსახურები7 იხილეთ აგრეთვე8 რესურსები ინტერნეტში სახელწოდების წარმოშობა და აღიარება [რედაქტირება]პროტესტანტიზმი რეფორმაციაისტორიაწინა-რეფორმაციული მოძრაობები ჰუსიტები • ლოლარდები • ვალდენსებირეფორმაციის მოძრაობები ანაბაპტიზმი • ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • კონტრ-რეფორმაცია • ლუთერანიზმი • პოლონური დასი • რემონსტრანტები • ცვინგალიზმი • ჰუგენოტებიპოსტ-რეფორმაციული მოძრაობები ბაპტიზმი • კონგრეციონალისტები • პიეტიზმი • პურიტანიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ამიშები პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი •XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესიაამ დაფის: ხილვა • განხილვა • რედ. 1526 წელს ლუთერის მომხრე გერმანელი თავადების შპეერის რაიხსტაგმა შეაჩერა ლუთერის საწინააღმდეგო ვორმსის ედიქტის მოქმედება. თუმცა 1529 წელს მეორე რაიხსტაგმა გააუქმა ეს დადგენილება, რასაც 5 საიმპერიო თავადის და რამდენიმე გერმანული ქალაქის პროტესტი მოჰყვა, რაც ხმამაღლა და უკომპრომისოდ განაცხადეს კათოლიკებთან გამართული თეოლოგიური დისპუტისას. აქედან წარმოსდგა ტერმინი ”პროტესტანტი”. ახალმა მიმდინარეობამ სწრაფად მოიცვა ევროპის ჩრდილოეთ ნაწილი და საფრანგეთი. შეშფოთებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ საფრანგეთში იარაღი გამოიყენა ახალი მიმდინარეობის წინააღმდეგ, რასაც თან დინასტიური ინტრიგები დაერთო, 1562-1598 წლებში მიმდინარეობდა ომი რომელიც ისტორიაში ”ჰუგენოტების ომის” სახელით შევიდა. შედეგად ჰუგენოტებმა მიიღეს სამხრეთ საფრანგეთში ცხოვრების უფლება, თუმცა მათი გავლენა საფრანგეთში მკვეთრად შემცირდა. რომის ეკლესიამ რეფორმაციასთან საბრძოლველად შექმნა ”კათოლიკური ლიგა”. პროტესტანტებმა ’’ევანგელისტური კავშირის’’ შექმნით უპასუხეს. შეიარაღებული დაპირისპირება საერთოევროპულ, ე.წ. ”30 წლიან” (1618-1648 წლები) ომში გადაიზარდა, რომელიც დასრულდა ვესტფალიის სამშვიდობო შეთანხმებით. შედეგად კათოლიკეები, პროტესტანტები და კალვინისტები უფლებრივად გათანაბრდნენ.პროტესტანტული მოძღვრება რადგანაც პროტესტანტიზმი არ არის ერთი ეკლესია და შედგება ბევრი მიმდინარეობისგან, აღსანიშნავია მხოლოდ ის თეზისები, რაც აერთიანებს პროტესტანტულ ტრადიციაზე აღმოცენებულ ეკლესიათა უმეტესობას. პროტესტანტები იზიარებენ ზოგადქრისტიანულ წარმოდგენას ღმერთზე, იესო ქრისტესა და სულიწმინდაზე, აღიარებენ სამებას და ნიკეო-კონსტანტინოპოლის აღსარებას, სწამთ სულის უკვდავების, იესოს მეორედ მოსვლის, საბოლოო განკითხვის და ცათა სასუფევლის. ამასთან ერთად, პროტესტანტიზმმა წამოაყენა 3 ძირითადი თეზისი: სულის ხსნა პერსონალური რწმენით, მორწმუნეთა საყოველთაო სიწმინდე და წმინდა წერილის განსაკუთრებული ავტორიტეტი. Sola scriptura (მხოლოდ წერილი) - პროტესტანტებისთვის ბიბლია წარმოადგენს საეკლესიო სწავლების ერთადერთ წყაროს, ამიტომ ის ითარგმნა ნაციონალურ ენებზე, მისი შესწავლა და პრინციპების ცხოვრებაში გატარება ყველა პროტესტანტის მთავარი ამოცანაა. წმინდა გადმოცემისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია, ერთის მხრივ უარყოფა და მეორეს მხრივ აღიარება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთი მნიშვნელოვანი დანამატით: გადმოცემა (ისევე როგორც ნებისმიერი სხვა თეოლოგიური ნაშრომი და საკუთარი აზრიც კი) ავტორიტეტულია იმდენად, რამდენადაც ის დაფუძნებულია ბიბლიაზე. სწორედ ეს დანამატი (და არა ღვთისმსახურების გამარტივების და გაიაფების მცდელობა) არის პროტესტანტული მიმდინარეობების მიერ ამა თუ იმ სწავლების და პრაქტიკის უარყოფის მიზეზი და სწორედ ამის გამო არის ამდენი მიმდინარეობა პროტესტანტიზმის შიგნით. რადგანაც ბიბლიის 34.000-ვე მუხლის ერთნაირად გაგება შეუძლებელია, მისი ინტერპრეტაცია იწვევს სხვადასხვა აზრის გაჩენას და ეს პროცესი ხანდახან დამოუკიდებელი ეკლესიების წარმოქმნით ბოლოვდებოდა. თუმცა ამ ეკლესიებს აერთიანებთ ერთი ტრადიცია და ძირითადი სწავლება მეტნაკლებად იდენტურია. Sola fide (მხოლოდ რწმენით) - პროტესტანტები ასწავლიან რომ ცოდვამ შეცვალა ადამიანის ბუნება და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს შეუძლია სიკეთის კეთება და ზნეობრივი ცხოვრება, მას არ შეუძლია სულის ხსნა საკუთარი დამსახურებით, ზნეობრივი ცხოვრებით და სიკეთის კეთებით. ეს შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლისადმი რწმენით. პროტესტანტები არ აუფასურებენ კეთილ საქმეებს, მათ მიაჩნიათ, რომ ზნეობრივი ცხოვრება არის რწმენის და ცოდვების პატიების გარდაუვლად თანმდევი ნაყოფი და არა ის პირობა, რის საფუძველზეც ღმერთი პატიობს ადამიანს ცოდვებს და ანიჭებს სულის ხსნას.პროტესტანტების სწავლება: რწმენას მოაქვს პატიება და შედეგად კეთილი საქმეებიკათოლიკური სწავლება: რწმენას და კეთილ საქმეებს მოაქვთ შედეგად პატიება სწორედ ეს თეზისი იყო მარტინ ლუთერის და სხვა რეფორმატორების ცენტრალური თეოლოგიური საკითხი. Sola gratia (მხოლოდ მადლი) - სულის ხსნას ვიღებთ როგორც ღმერთის მადლს, როგორც დაუმსახურებელ წყალობას და არა ისე, თითქოს ცოდვილმა დაიმსახურა ის. ანუ სულის ხსნა არის ღმერთის მიერ მონიჭებული დაუმსახურებელი საჩუქარი, გადმოცემული ადამიანებისთვის იესო ქრისტეს დამსახურებით. Solus Christus (მხოლოდ ქრისტე) - დოქტრინა იმის შესახებ, რომ ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი ღმერთსა და ადამიანებს შორის. ყველა მონათლულ ქრისტიანი იღებს ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობას და შეუძლია იქადაგოს სახარება. პროტესტანტობაში არ არსებობს დოგმატური განსხვავება მღვდელსა და საეროს შორის, ამიტომ ღვთისმსახურებს არა აქვთ თანამდებობა, მათ აქვთ მოვალეობა. ამგვარად უქმდება საეკლესიო იერარქია მისი ტრადიციული გაგებით. ამავე მიზეზის გამო არ არსებობს აღსარების საიდუმლო და ცოდვების პატიების რიტუალები, რომლებიც მღვდელმა უნდა შეასრულოს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის წინაშე გულწრფელ მონანიებას და ცოდვის მიტოვებას, როგორც შინაგანი მონანიების გარეგან დადასტურებას. Soli Deo gloria (დიდება მხოლოდ ღმერთს) - ადამიანი თაყვანს უნდა სცემდეს მხოლოდ ღმერთს, რადგანაც სულის ხსნა მიიღება მხოლოდ მისი ნებით და მოქმედებით - არა მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველი მსხვერპლით ჯვარზე, არამედ ამ გამოსყიდვის რწმენა იდება მორწმუნეთა გულებში სულიწმინდის მიერ. რადგანაც ღმერთი არის ”პირველი და უკანასკნელი” მთელი დიდება ეკუთვნის მას და არა მის ქმნილებას.წესჩვეულებები და ღვთისმსახურება საეკლესიო საიდუმლოებებიდან დატოვებულია მხოლოდ წყლით ნათლობა და ზიარება. გარდა ამისა, პროტესტანტები არ ლოცულობენ გარდაცვლილი ადამიანებისთვის, არ სცემენ თაყვანს წმინდანებს, მათ ნეშტებს, ხატებს და არ აღნიშნავენ მათდამი მიძღვნილ დღესასწაულებს. პროტესტანტების სამლოცველო სახლები, როგორც წესი, სადაა, არ გააჩნია მდიდრული ატრიბუტიკა, ხატები და ქანდაკებები. რადგან მიაჩნიათ რომ ასეთი დეკორაციების აუცილებლობა არ არის. ეკლესიის შენობად შეიძლება გამოიყენებოდეს ნებისმიერი შენობა, რომელსაც ქირაობენ, ან ყიდულობენ. ღვთისმსახურება ორიენტირებულია ქადაგებაზე, ლოცვაზე და საგალობლების შესრულებაზე. ღვთისმსახურების დაუქორწინებლობა, ისევე როგორც დაქორწინება არანაირად არ რეგლამენტირდება და ხუცესების (პასტორი, პრესვიტერი) პირადი გადასაწყვეტია. პროტესტანტიზმმა უარყო რომის პაპის ავტორიტეტი და გააუქმა ბერ-მონაზვნური სისტემა, როგორც სულის ხსნისთვის საჭირო განსაკუთრებული ღვაწლი. ამასთან არსებობენ მონასტრის ტიპის დაწესებულებებიც მაგ.: ნარკომანთა რეაბილიტაციის ცენტრები. საყოველთაო სიწმინდის პრინციპმა საფუძველი დაუდო ეკლესიების დემოკრატიულ მოწყობას (მრევლის და ღვთსმსახურთა თანაბრობა, არჩევითობა, ანგარიშვალდებულება და ა.შ.) იერარქია, იქნება ეს ფორმალური თუ არაფორმალური, არსებობს წესრიგის შესანარჩუნებლად და მას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს.ისტორია რეფორმაციამდელი მსხვილი მოძრაობები: კატარები (XI-XII ს.), ვალდენსები (XII ს.), ლოლარდები და სტრიგოლები (XIV ს.), ჰუსიტები (XV ს.)რეფორმაციული ეკლესიები (XVI ს.): ლუთერანები, კალვინისტები, ანგლიკანები, ანაბაპტისტები.პოსტრეფორმაციული მოძრაობები (XVII-XIX ს.): ბაპტისტები, კონგრეგაციონალისტები, ადვენტისტები, პიეტისტები, პურიტანები, მეთოდისტები, მენონიტები, პრესვიტერიანელები, ხსნის არმია, კვაკერები.დიდი გამოღვიძება (XIX ს.): ორმოცდაათიანელობა, ევანგელიზმი ამ მიმდინარეობების უმეტესობა ”სულიერი აღორძინების” ეგიდით ფორმირდებოდა, რათა ეკლესია პირველი საუკუნის ეკლესიის იდეალებს და რეფორმაციის არსს დაბრუნებოდა. ამ მიმდინარეობების განმასხვავებელი ნიშანი თავისუფალი ქადაგება და აქტიური მისიონერული მოღვაწეობაა.პროტესტანტობის გავრცელება დღევანდელ დღეს პროტესტანტიზმი წამყვან პოზიციებზეა სკანდინავიის ქვეყნებში (შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი), აშშ-ში, გერმანიასა და დიდი ბრიტანეთში, მოიცავს ჰოლანდის, დანიას, ისლანდიას, კანადს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და ზოგადად ოკეანიის რეგიონს. პროტესტანტული ქვეყნები გამოირჩევიან სოციალურად სამართლიანი სისტემით, ძლიერი სახელმწიფო წყობილებით და ცხოვრების მაღალი დონით. პროტესტანტიზმი ერთერთი იმ მცირერიცხოვან რელიგიათა შორისაა, რომლებიც დღევანდელ დღესაც სწრაფად იზრდება რაოდენობაში. მაგალითად: უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ბრაზილიის მოსახლეობის 20%, ჩილეს მოსახლეობის 25%, გვატემალის 30% და სამხრეთ კორეის 35% გახდა პროტესტანტი. ევრაზიის ისლამური საბჭოს წევრის საბრი ხაზმეთლის ცნობით უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში პროტესტანტობაში გადავიდა შუა აზიის 500.000 მაცხოვრებელი. საქართველოში პროტესტანტების საერთო ჯამური რიცხვი დაახლ. 15-20.000 ადამიანია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.