Jump to content
Planeta.Ge

განაჩენი დემეტრაძეს

Recommended Posts

ეს გამოგრჩათ კაცებო? :what:

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით , დემეტრაძეს ჩამოერთმევა ქონება და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.

საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეიქრიშვილს სასჯელიდან 2 წლის მოხდა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე ჯარიმის გადახდა 30 000 ლარის ოდენობით.

დემეტრაძეს, გაგნიძეს და ფეიქრიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში – ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. ,,მაზავშიკებთან~ მოგებულ თანხებს. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი, ,,ქურდულ საერთოში~ იყრიდა თავს. თანხის გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 40 700 აშშ დოლარი ამოიღეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ სცნო წარგენილ ბრალდებაში და დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით განსაზღვრა დანიშნული სასჯელის ზომა", _ აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.

ეხლა ამიხსენიღ ეს ქონების ჩამორთმევა რაღაა? :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ამიხსენიღ ეს ქონების ჩამორთმევა რაღაა?

ალბათ რაც ქურდული სამყაროს წევრობისგან მიიღო შემოსავალი იმ ქონებას გულისხმობენ :read:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

ალბათ რაც ქურდული სამყაროს წევრობისგან მიიღო შემოსავალი იმ ქონებას გულისხმობენ

გეგონოს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Anima Libera

გეგონოს...

აბა ფეხბურთელის ხელფასით შეძენილი ქონება რა პონტში უნდა ჩამოართვან???!!! :what:

ქურდული სამყაროს წევრობა რაში გამოიხატებაო რა თქვა სამი გუმანნი სუდმა ნა სვეტე???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ra qveyana daangries

აბა ფეხბურთელის ხელფასით შეძენილი ქონება რა პონტში უნდა ჩამოართვან???!!!

"პონტია ვარდენ" - ჭკუა დაუშლით თუ თანამდებობა? :user:

“სინდისი და პატიოსნება ტანსაცმელს ჰგავს: რაც უფრო მეტად არის შელახული, მით უფრო დაუდევრად ეპყრობი” – აპულეიუსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე თუ ფეხბურთელი იყო შავებთან რას ტრიალებდა, მიეხედა სპორტისთვის,

ყველას რავა შავი ან წითელი პაგონები აქვს ამ ქვეყანაში,

ეხლა კიდევ ცისფერი პაგონები შემოდის მოდაში...

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სასამართლო სისიტემა არის #######ში და ამიტომ არ მჯერა მაგათი სიმართლის.

:yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის განცხადება

01:08 25.03.2011

მივმართავ ჩემს მეგობრებს, კოლეგებს, თანამემამულეებს: ვფიქრობ დგება დრო, როდესაც უფრო მეტი უნდა მოვთხოვოთ ხელისუფალთ, მეტი გამჭვირვალეობა, დემოკრატიის შუქურად წოდებულმა ქვეყანამ უკანასკნელ წლებში, აშკარა რეგრესი განიცადა ამ თვალსაზრისით. ძალიან სამწუხაროა მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანებს გვიწევს საუბარი კოდირებულად, ფარულად. არსებობს შიშის სტერეოტიპი, რომელიც დასამსხვრევია და ის პირველ რიგში თითოეულმა ჩვენგანმა შინაგანად, თავის თავში უნდა გაანადგუროს!

მთელი ცხოვრება ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის, მინდორსა თუ მის გარეთ, არასოდეს შევშინებივარ სიძნელეებსა და გამოწვევებს. ყოველთვის მჯეროდა, რომ სამართლიანობა ადრე თუ გვიან იზეიმებდა, რომ ქვეყანაში კანონი ადრე თუ გვიან იკანონებდა და არ იქნებოდა კანონის ორმაგი სტანდარტებით გაგება და გამოყენება. თუმცა გუშინ, რეფორმირებულმა ქართულმა სასამართლომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის აზრით, მორიგი ტესტი ვერ ჩააბარა! ჩვენი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქეთა მსგავსად მეც ვფიქრობ, რომ გიორგი დემეტრაძის საქმე თავიდან გადასახედია, თავიდან შესასწავლია თითოეული დეტალი... აღნიშნულმა ვერდიქტმა საზოგადოების უნდობლობა დაიმსახურა...

ადამიანების ბედით ასე არ უნდა თამაშობდნენ! უამრავი ადამიანი გვირეკავს გიორგის მეგობრებს, გვხვდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი განცხადებები სოციალურ ქსელში. სასამართლოს დასრულებამდე მქონდა მიზერული, მაგრამ მაინც იმედი, რომ ქართული თემიდას სასწორი უდანაშაულოდ დაკავებული ადამიანის სასიკეთოდ გადაიხრებოდა... თუმცა ამაოდ...

მტკიცედ მჯერა, რომ გიორგი დემეტრაძე უდანაშაულოა და ჩვენ, მისი მეგობრები და მისი ნიჭის დამფასებელი მრავალათასიან გულშემატკივართა არმია ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით! გვჯერა, სამართალი პურს ჭამს და სამართლიანობა გაიმარჯვებს!

ბეჭდვა გაუზიარეთ:

|

კომენტარები:http://www.presage.tv/?m=society&AID=3992

ნეტა ვინ დაუწერა :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის კახა კალაძის განცხადება

ძლივს ერთი "კაცი" გამოჩნდა ამ საზოგადოებაში!

რესპექტები :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძლივს ერთი "კაცი" გამოჩნდა ამ საზოგადოებაში!

რესპექტები :yes:

ეს "კაცი" 7 ნოემბრის მერე ხუთიანი შემოხაზეთო გვეუბნებოდა,მიშა დემოკრატიის მამააო..მერე ნაცებმა რომ შეტეხეს ბიზნესიდან გაბრაზდა და ეხლა აღარ არის შუქურაო..ვის როგორც უნდა ისე ატრიალებს პლასტინკას..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...