აზრი Posted March 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 25, 2011 შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს, ამიტომ არ გირჩევთ ამის გაკეთებას ნიკა 100%-ით გეთანხმები. ზემოთ 8-ე პოსტში დავწერე: მაგ "სიმღერის" მღერას არაფერი დადებითის მოტანა არ შეუძლია ადამიანისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 რადგან ჩვენ ამ ბგერებს ვერასდროს ვერ გამოვთქვავთ ისე სუფთად და სწორად როგორც საჭიროა, ჩვენი ხორხისთვის მიუღებელია ამ ბგერათა თანწყობა და შესაბამისად მათმა 100 000-ჯერ არასწორად წარმოთქმამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს, ამიტომ არ გირჩევთ ამის გაკეთებასეს დაწერეთ თქვენ ეხლა დავანახვებ მკითხველს რა დაწერა აზრმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 მან თქვენს სიტყვებს გამოაკლო მთავარი რაც წინადადებაში ჩადებულ აზრს გამოხატავდა, თქვენ თქვით რომ ვინაიდან ბგერესბის, სუფთად და სწორედ გამოთქმა ქართველი ადამიანის ხორხისთვის რთულია, შესაბამისად ამ ბგერების არასწორედ წარმოთქმამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას, ამით თქვენ გამოთქვით საკუთარი აზრი თემასთან დაკავშირებით ეხლა რა ქნა აზრმა: მან როგორც სჩვევია წინადადებიდან სათავისოდ აგოგლიჯა სიტყვები: "შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს" და დამალა რაც ამ სიტყვების თავში ეწერა ანუ ბგერების არასწორედ გამეორებამ და თქვენს წინადადებას აზრი და დანიშნულება სათავისოდ შეუცვალა, მისგან ასეთი მოქმედებები დიდი ხანია უკვე აღარ მიკვირს, მისი მხრიდან ანალოგიურს ადრეც ჰქონდა ადგილი როდესაც ერთ ერთი იუზერის წერილიდან მხოლოდ მარცვალი "ხო" ამოგლიჯა და თანხმობის ნიშნად მიიღო მაშინ როდესაც, ეს იუზერი სრულიად საპირისპიროს ეუბნებოდა, მაგრამ ეს ჩვევა მხოლოდ იუზერთა წერილების დამახინჯებით რომ შემოიფარგლებოდეს კიდევ არაფერი იტყოდა კაცი უხარია და გაუშვი გაიხაროსო, მაგრამ ანალოგიურ ტექსტიდან სათავისო ფრაზების ამოგლეჯის ჩვევას ის ბიბლიის განხილვისასაც მიმართავს მაგალითად, როდესაც სულის უკვდავებაზეა საუბარი: იშველიებს ეზეკიელის სიტყვებს: "ყველა ცოდვილი სული უნდა მოკვდეს" და ამავდროულად მალავს იგივე ეზეკიელის სიტყვებს, რომელიც ცხადყობს, რომ მართალი სული კი ცხონდება, იძახის აგე ნახეთ რა სწერია ეზეკიელის მიერ ცოდვილი სული მოკვდებაო, მაგრამ აღარ აგრძელებს, რომ ეზეკიელი აქვე მართალი სულის ცხონებაზეც საუბრობს, რითაც ქმნის მცდარ წარმოდგენას იმაზედ რომ, თითქოს სული ხორცია და ყველა სული ანუ ხორცი მოკვდავია. სინამდვილეს კი იესოს სიტყვები გადმოგვცემს, "ჩემი მორწმუნე კიდეც, რომ მოკვდეს მაინც იცოცხლებს". აი ასეთი ღირსეული პიროვნებისთვის შეუფერებელი და მიუღებელი ჩვევებით ებრძვის ის ჭეშმარიტ სწავლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 მსმენია იმის შესახებ, რომ ბგერითი რხევები ადამიანის ორგანიზმზე და მის ფსიქიკაზე ახდენს ზეგავლენას, ვფიქრობ Morfius-სს ამის თქმა უნდოდა, რომ ამ ფრაზების შინაარსი კი არა, მათი ბგერითი რხევები ზემოქმედებს ჩვენზე. თუმცა რამდენად გაგვაბედნიერებს და დასახულ მიზნებამდე მიგვაახლოვებს ეს ბგერები ეს ცალკე საკითხია რადგან ჩვენ ამ ბგერებს ვერასდროს ვერ გამოვთქვავთ ისე სუფთად და სწორად როგორც საჭიროა, ჩვენი ხორხისთვის მიუღებელია ამ ბგერათა თანწყობა და შესაბამისად მათმა 100 000-ჯერ არასწორად წარმოთქმამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მოგვაყენოს, ამიტომ არ გირჩევთ ამის გაკეთებას მართალს ბრძანებთ ამ მანტრის შინაარსს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არც მელოდიას, რაც შეეხება ბგერის გამოთქმის წესს, ვინაიდან მელოდიას მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმითაც სურს ადამიანს ისე შეიძლება გამოთქვას, მაგალითად ბგერა "ი", შეუძლია გააგრძელოს ხმაში სიმღერით "იიიიიიიიიიიიიიიი", ან შეუძლია უბრალოდ წარმოთქვას მხოლოდ "ი", ჩემს მიერ მანტრაში დაწერილი ბგერები ქართველი ადამიანისთვის გამოსათქმელად რთული არ არის, ეს სირთულეს წარმოადგენს იმ ერისა და ეთნოსის ადამიანებისთვის რომლებსაც ანბანში ასო "ჰ" არ აქვთ მაგალითად რუსებისთვის, დანარჩენი რაც წერია სწორედ ისე გამოითქმის როგორც სწერია, შეგიძლია მელოდია თავადაც შეურჩიო, ოღონდ საკუთარი ფანტაზიით ახალი ბგერები არ უნდა წაუმატოს ადამიანმა, რაც შეეხება ბგერის მოქმედებას ფსიქიკაზე, ამას ინდუისტები ცოტა სხვანაირად ხსნიან, მაგალითად მათი მოძღვრების მიხედვით ადამიანის ფიზიკურ სხეულში მდებარეობს უამრავი ჩაკრა ანუ ენერგეტიკული ცენტრი ნერვული დაბოლოვებები) რომელთა აღგზნებით პიროვნება განიცდის დადებით და უარყოფით ენერგიულ ზემოქმედებას, არსებობს მანტრები რომლებიც სხეულის ტემპერატურას 100 გრადუს ცელსიუსამდე ზრდიან, ეს ის ტემპერატურაა როდესაც წყალი დუღილს იწყებს და სხეული გადახურებისგან იწვება, ამ მეთოდს ისინი გარდაცვალების დროს მიმართავენ სხეულის მუმიფიკაციისთვის, ხოლო მანტრა რომელიც მე აქ დავწერე სრულიად უსაფრთხო და სასარგებლოა, რადგან მე აქ ზოგ ზოგიერთებისგან განსხვავებით გაუაზრებელ და მავნე ზემოქმედების ეზოთერულ წოდნას არ გადავცემ მკითხველს, გაიატი მანტრა მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, აპრობირებული და მრავალგზის ნაცადი მანტრაა სულიერი გასხივოსნებისკენ მიმავალ გზაზე. ამ მანტრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ჩემი სიტყვების გადამოწმება თავად შეგიძლიათ. ეხლა კი მოკლედ ვისაუბრებ იმაზე თუ რა ხდება ამ მანტრის მღერის დროს, როგორც ზემოთ აღვნიშნე ადამიანის ფიზიკურ სხეულში უამრავი ჩაკრაა (ნერვული დაბოლოება) აქედან ინდუისტები და ბუდისტები გამოყოფენ 7 მთავარ ჩაკრას რომელიც მდებარეობს ხერხემლის გასწვრივ, თავის თხემიდან დაწყებული ჭიპის ქვეშ 2 თითის მოშორებით დამთავრებული, იმას რასაც ინდოელები ანაჰატა ჩაკრას ეძახიან ქართველები კუჭის თავს უწოდებენ ეს არის მზის წნული ნერვული დაბოლოებები რომელზე უხეში ზემოქმედებაც საკმაოდ მტკივნეულია (ბევრი მინახავს ჩაკეცილი კუჭის თავზე მიღებული დარტყმის შედეგად) ანალოგიური ნერვული დაბოლოებები არსებობს წარბებს შორის 3 თითის დაშორებით თავის თხემისკენ რასაც ე.წ მესამე თვალს უწოდებენ ხოლმე, ყელის ხორღის ჩაღრმავების ადგილზე, ლავიწის ძვლიდან 12 თითის მოშორებით მანძილზე მკერდის გასწვრივ და ასე შემდეგ, ჩინური ნემსებით მკურნალობის მედიცინური მეთოდის შესახებ ხომ გსმენიათ? სწორედ მსგავს ნერვულ დაბოლოებებზე აღჭობენ ნემსებს რითაც ბლოკავენ ან ათავისუფლებენ სხეულში ენერგიულ ნაკადს, გაიატი მანტრასაც მსგავსი ზემოქმედება აქვს სპეციალურ ჩაკრებზე და საერთოდ ორგანიზმზე, მაგალითად ჩვენ ყველამ ვიცით რომ ადამიანის სხეულის 75 პროცენტი შედგება უბრალო წყლისგან H2O თუ ჩავატარებთ ექსპერიმენტს ბგერის ზეგავლენის შესასწავლად წყალზე დავინახავთ, რომ გაყინული წყლის კრისტალში რომელიც თხევად მდგომარეობაში იდგა ოთახში არსებული კლასიკური მუსიკის დროს მიკროსკოპის ქვეშ შევამჩნევთ რომ კრისტალის ფორმები გეომეტრიულად პროპორციულადაა დალაგებული რასაც ვერ ვიტყვით იგივე წყალზე თუ მას დაკვირვების შემდეგ იმ ოთახში დავდგავთ სადაც მძიმე როკის ჰანგები ჟღერს, ამ შემთხვევაში წყლის კრისტალზე დაკვირვებით დავინახავთ რომ მისმა გეომეტრიული პროგრესით დალაგებულმა ფორმამ სახე იცვალა და ქაოსური გახდა. ამავე მიზეზის გამო ადამიანს მოწონს ზოგს წყნარი და მშვიდი მუსიკა ზოგს კი ქარიზმატული, ზოგი მუსიკა ადამიანს ნერვებზე შლის ზოგი აწყნარებს, ქარიზმატული მუსიკის დროს ნერვები აღიგზნება და გამოიყოფა ადრენალინი ასევე სიამოვნების მომგვრელი ჰორმონები ენდოფრინები ქვია თუ არ ვცდები და ზოგს მოწონს ასეთი მდგომარეობა. ეხლა რა გავლენას ახდენს გაიატი მანტრაში მოყვანილი ბგერები ადამიანის სხეულზე, მაგალითად მარცვალი "ომ" მოქმედებს და აღაგზნებს ე.წ მესამე თვალს, მარცვალი "ნიაჰ" ყელის ჩაკრას ხოლო მარცვალი "იაჰ" მოქმედებს ანაჰატა ჩაჯრაზე სადაც ინდუისტების თქმით იმყოფება სული. გაიატი მანტრაში მოყვანილი მარცვლები გამოთქმის შედეგად როდესაც მათი აღქმა ხდება ყურით მოქმედებს სხვადასხვა ჩაკრაზე, თითოეული მარცვალი და მისი ჟღერადობა გათვლილია სხვადასხვა ენერგეტიკული ცენტრის აღსაგზნებად ხოლო თანმიმდევრულად აღგზნებული ენერგეტიკული ცენტრები ენერგეტიკული არხით დაკავშირებული ერთმანეთს წარმოქმნის ძალას, ასტრალურ ძალას, რომელშიც ჩადებული კონცენტრირებული სურვილი ამ ძალას გადააქვს ასტრალურ, ვიტალურ სამყაროში და იქიდან ხდება შემდეგ სურვილის რეალიზაცია და მატერალიზაცია. რაც შეეხება თქვენს ეჭვს გაიატი მანტრის მღერის ავ კარგიანობასთან დაკავშირებით სრულიად გასაგები და ნორმალურია, ვინაიდან სრული უფლება გაქვთ ასეთი ეჭვი გამოთქვათ რადგან თქვენ არასოდეს გამოგიცდიათ მისი ზემოქმედება და არ იცით დადებითად მოქმედებს თუ უარყოფითად, მაგრამ გაუგებარია იუზერი "აზრის" ხისტი პოზიცია რომელიც ამტკიცებს რომ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე, მე ამის შესახებ მივწერე მას, გამოცდილი ქონდა თუ არა საკუთარ თავზე ამ მანტრის ზემოქმედება, მაგრამ დუმს და არაფერს იძახის, დასკვნა ასეთია მას არ აქვს საკუთარ თავზე გამოცდილი ამ მანტრის ზემოქმედება, ხოლო მისი სიტყვები ეს უარყოფითია მხოლოდ იმ ბოღმით არის გამოწვეული რომ სხვამ იცის და მან კი არა მანტრებისა და რაგების შესახებ, რითაც ერთპიროვნული დომინანტის რეპუტაცია ეკარგება ფორუმის განყოფილებაში და ცდილობს კომენტარი გააკეთოს იმაზე რაც უბრალოდ არ იცის, აქედან გამომდინარე კი აკეთებს უსუსურ მცდარ კომენტარს, ვინაიდან მე თუ თაფლი გასინჯული არ მაქვს ვერ ვიტყვი ის მწარეა თუ ტკბილი, აზრი კი გაუსინჯავად ამტკიცებს ტკბილი კი არა მწარეაო და დარწმუნებული ვარ ამ პოსტის შემდეგ საკუთარ პოზიციას რასელის მწვალებლური ერესით შეეცდება.მე არავისთვის დამიძალებია აქ, გინდა თუ არა ეს მანტრა იმღერეთო, მე ავღნიშნე ფაქტი, რომ არსებობს მანტრა, რომლის ბგერების მღერითაც ინდუისტური მოძღვრების მიხედვით შესაძლებელია ნებისმიერი სურვილის ასრულება დროის მინიმალურ მონაკვეთში. ანალოგიურ თემას ჩვენ ქრისტიანობაშიც ვხვდებით, როდესაც იესო იძახის სიტყვებს "თუ რამეს სთხოვთ მამას, ჩემი სახელით მოგეცემათ" ეხლა რა უნდა ვქნა? აზრივით მცდარი დასკვნა დავდო, რომ ლოცვა უარყოფითად მოქმედებს ჩვენზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 26, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 26, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 26, 2011 ეს რა დაგიდია ნუკრიკო? აზრზე რომ უარყოფითად იმოქმედოს და მიკროინფარქტის შეტევა დაემართოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 Morfius ბგერა ეს ხმოვანი ტალღაა რომელიც ვიბრირებს და შესაბამისი ბგერა, შესაბამისი ხანგრძლივობით რაღაც გავლენას ახდენს, იგივე მაგალითი წყალზე როკისა და კლასიკური მუსიკის ზემოქმედებაზე რომ ახსენეთ, ანუ ბგერითი ტალღის ზემოქმედებაა ეგეც და მისაღებია ჩემთვის, თუმცა არ მესმის ამ მანტრის ზემოქმედება რა გზით ხდება თუ არა აქვს მნიშვნელობა... თქვენს ციტატას დავიხმარ: ამ მანტრის შინაარსს, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არც მელოდიას, რაც შეეხება ბგერის გამოთქმის წესს, ვინაიდან მელოდიას მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმითაც სურს ადამიანს ისე შეიძლება გამოთქვას და რას აქვს მნიშვნელობა და რა გზით ზემოქმედებს ეს ასოთა თანწყობა ადამიანზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 ყველაზე თამამი სურვილის ახდენაინტიმური ტელეფონის რეკლამას გავს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nika3012 Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 ყველანაირ სურვილებს ახდენსო, თუ სურვილი ინტიმია ინტიმი გექნება, 100 000-ჯერ რო გაიმეორებ ერთი და იგივეს მერეც თუ მოგინდება ეგ ინტიმი ეგაა საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 http://www.youtube.com/watch?v=YW8IjcOWtlI Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 ბგერა ეს ხმოვანი ტალღაა რომელიც ვიბრირებს და შესაბამისი ბგერა, შესაბამისი ხანგრძლივობით რაღაც გავლენას ახდენს, იგივე მაგალითი წყალზე როკისა და კლასიკური მუსიკის ზემოქმედებაზე რომ ახსენეთ, ანუ ბგერითი ტალღის ზემოქმედებაა ეგეც და მისაღებია ჩემთვის, თუმცა არ მესმის ამ მანტრის ზემოქმედება რა გზით ხდება თუ არა აქვს მნიშვნელობა... თქვენს ციტატას დავიხმარ:ამ მანტრის მღერისას, მასში ჩადებული მარცვლების ხმამაღლა გამოთქმა, აღაგზნებს სპეციალურ ენერგეტიკულ ცენტრებს ანუ ჩაკრებს, თანმიმდევრულად, თითოეული ბგერა განკუთვნილია სპეციალურად შერჩეული ჩაკრის აღსაგზნებად, შემდეგ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ენერგეტიკული ცენტრები ერთმანეთს უკავშირდება ენერგეტიკული არხებით და იკვრება წრედი, რომელიც წარმოქმნის ასტრალურ ენერგიას ე.წ გამტარს ვიტალურ სამყაროში რომელიც შეგიძლია წარმოიდგინო როგორც სიხშირის ტალღა რომელსაც დისტანციაზე გადააქვს ინფორმაცია, ხოლო სიმღერის დროს სურვილი რაზეც კონცენტრირებ შეგიძლია წარმოიდგინო ამ იმფორმაციად, რაც შეეხება წყალზე ექსპერიმენტს მე ეს იმის დასანახებლად დავწერე რომ ზოგადად ბგერა მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ სხეულზე. გაიატი მანტრის მღერის ერთ ერთი ვერსია დავდე უკვე ზემოთ ესეც პერსონალურად თქვენთვის, მოუსმინეთ და საკუთარი აზრი გამოთქვით, თქვენს ნერვულ სისტემას დააწყნარებს თუ პირიქით ნერვებს მოგიშლით, მიუხედავად იმისა რომ ეს სიტყვები მრავალჯერ მეორდება თქვენ არასოდეს მოგბეზრდებათ მისი მოსმენა, აბა სცადეთ და ერთი და იგივე სიტყვები გაიატი მანტრის გარდა მრავალჯერ მოისმინეთ ნახავთ რომ 5 წუთის გასვლის შემდეგ ის უკვე აუტანელი გახდება მოსასმენად ამ მანტრას კი მთელი დღე რომ უსმინოთ არ მოგბეზრდებატ, მისი შესრულების მრავალი ვერსია არსებობს, რაც მიუთითებს იმაზედ რომ ამ შემთხვევაში მელოდიას კი არა თავად ბგერის წარმოთქმას აქვს მნიშვნელობა, განსხვავება იმაშია რომ ღრიალით და ყვირილით ნამღერი ეს მანტრა შეიძლება ყურისთვის არასასიამოვნოდ იქნას აღქმული მაგრამ მიზანს მაინც მიაღწევს მსურველიhttp://www.youtube.com/watch?v=YW8IjcOWtlI ინტიმური ტელეფონის რეკლამას გავსყველანაირ სურვილებს ახდენსო, თუ სურვილი ინტიმია ინტიმი გექნება, 100 000-ჯერ რო გაიმეორებ ერთი და იგივეს მერეც თუ მოგინდება ეგ ინტიმი ეგაა საქმესხვათაშორის მიუწვდემელ პარტნიორტან ინტიმური სურვილის ახდენაც შეიძლება , საქმე იმაშია რომ სურვილის ახდენის საშუალებაზე რომ ჩამოვარდა საუბარი ჩვენ თანაფორუმელ GENDF-ს თავში სექსის მეტი არაფერი მოუვიდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 Nukrikoმაგას რამდენჯერ უნდა მოუსმინოთ რომ ღმერთ იმპერატორი გავხდეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 27, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 საქმე იმაშია რომ სურვილის ახდენის საშუალებაზე რომ ჩამოვარდა საუბარი ჩვენ თანაფორუმელ GENDF-ს თავში სექსის მეტი არაფერი მოუვიდა. თანაც ტელეფონით სხვათაშორის მიუწვდემელ პარტნიორტან ინტიმური სურვილის ახდენაც შეიძლება ალბათ ოქროს წვიმად გადავიქცევი და ისე მივალ ქალამდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 თანაც ტელეფონითჰო ამისათვის მეცამეტე რაიონი არსებობს, ტელეფონით სექსის სურვილის ახდენის უმოკლესი გზა ალბათ ოქროს წვიმად გადავიქცევი და ისე მივალ ქალამდეჭიტა გამოვიქეცის სიმღერით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 27, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 27, 2011 100 000-ჯერ რო გაიმეორებ ერთი და იგივეს მერეც თუ მოგინდება ეგ ინტიმი ეგაა საქმე 100000 ჯერ თუ გაიმეორა ინტიმი ნამდვილად აღარ მოუნდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.