Jump to content
Planeta.Ge

ვინ იქნება რევოლუციის ლიდერი?


Recommended Posts

http://wp.me/pySj7-ga

 

ვგონებ მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არსებული კრიმინალური რეჟიმის რაობა აპრიორში გამორიცხავს მშვიდობიანი მეთოდებით ანტისახალხო/ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმისა და კორუმპირებული პოლიტკური სისტემის დემონტაჟს. მოგეხსენებათ ისიც, რომ საქართველოში არსებული ე.წ. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი კრიმინალური რეჟიმის მარიონეტია და არაფერი საერთო ხალხისა და ქვეყნის სამსახურთან არ გააჩნია. არც ის გახლავთ სიახლე, რომ კორუმპირებული ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტა ბანკროტია და ობიექტურად ვერ უზრუნვეყობს საზოგადოებისა და ქვეყნის ცივილიზაციურ განვითარებას და ალბათ ისიც გაცნობიერებული გაქვთ, რომ მხოლოდ (ნამდვილ) რევოლუციას ხელეწიფება როგორც კრიმინალური რეჟიმისა და პოლიტიკური სისტემის ასევე ხელოვნური/არაადეკვატური პოლიტიკური სპექტრისა და მთლიანობაში (კორუმპირებული) ე.წ. საზოგადოებრივ პოლიტიკური ელიტის ნეიტრალიზება.

 

აღბიშნულიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკურად მიმაჩნია კითხვა თუ ვინ შეიძლება გახდეს საქართველოში რევოლუციის სულისჩამდგმელი და ლიდერი?

 

მკითხველმა ამ პოსტის ქვეტექსტად ჩემი ამბიციები შეიძლება ამოიკითხოს და გარკვეულწილად სწორიც იქნება.

 

რათქმაუნდა მაქვს ამბიცია უნიკალური წვლილი შევიტანო რევოლუციის საქმეში, მით უმეტეს, რომ რევოლუციის იდეის აქტუალიზებას წლების მანძილზე ვცდილობ, მაგრამ არ მაქვს ამბიცია ვიყო ხელისუფლებაში და ეს მომენტი ბევრ რამეს ცვლის. არადა სხვა ადამიანს, რომელიც წლების მანძილზე ეწევა არგუმენტირებულ რევოლუციურ აგიტაცია/პროპაგანდას და რომელიც უკომპრომისოდ იყო და არის დაპირისპირებული შევარდნაძე/სააკაშვილის კრიმინალურ რეჟიმთან არ ვიცნობ და ამდენად დასმულ კითხვაზე პასუხის მიღება ჩემთვის არანაკლებ საინტერესო იქნება ვიდრე თქვენთვის..

 

ვინ შეიძლება იყოს რევოლუციის ლიდერი?

მიმდინარეობს თუ არა საზოგადოებაში ახალი/რევოლუციონერი ლიდერის ძიების პროცესი?

აღიარებს კი საზოგადოება ახალი ლიდერის წარმოჩენის აუცილებლობას და არის კი მზად უკომპრომისოდ დაუპირისპირდეს კრიმინალურ/ანტისახალხო რეჟიმს?

 

საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და ფიქრობთ თუ არა საერთოდ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ შეიძლება იყოს რევოლუციის ლიდერი?

 

ხალხი გამოკვეთავს თვითონ. მთავარია დაიწყოს პროცესი. ახლა რთული განსასაზღვრია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხალხი გამოკვეთავს თვითონ. მთავარია დაიწყოს პროცესი. ახლა რთული განსასაზღვრია.

ანუ რევოლუცია თავად წარმოაჩენს ლიდერს?

 

ეხლა სიტყვაზე ვამბობ და მე რომ ხვალ ზეგ საქართველოში დავბრუნდე და დავუშვათ არ დამიჭირეს, რევოლუცია რომ დავიწყო საზოგადოება ვითომ მზად შეხვდება ამას?

 

რევოლუცია ხომ მხოლოდ რეჟიმის დემონტაჟი არ არის? საზოგადოების ცნობიერების, პრინციპებისა და ღირებულეების რევიზიაც ხომ მოყვება ამ პროცესს და არის ამისთვის საქართველოს მოსახლეობა მზად?

 

ლიდერი ხომ იმისთვისაც არის საჭირო, რომ გზის იდენტიფიცირება მოხდეს, ანუ ადამიანებმა გაარკვევით იცოდნენ თუ საიდან მიდიან და სად??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ იქნება რევოლუციის ლიდერი?

ასდს :)

 

მიმდინარეობს თუ არა საზოგადოებაში ახალი/რევოლუციონერი ლიდერის ძიების პროცესი?

არა მგონია.. :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასდს მოკვდება თავისუფლებისთვის, თანასწორობისთვის, სოციალური სამართლიანობისთვის, მაგრამ რევოლუციის ლუდერობა?

 

რავიცი.. რავიცი ... : ))

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მე რევოლუციის ლიდერი :ihihi:

 

ზვუჩიტ ოდნაკო : ))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

არ მოხდება რევოლუცია.

რევოლუცია მოხდება ნუკრიკო. აუცილებლად მოხდება, რადგან თქვენი და ყოველი მომდევნო თაობა ცივილიზებულ, განვითარებულ, სოციალურ და სამართლებლივ სახელმწიფოში ცხოვრებას იმსახურებს.

 

თქვენ გული არ გაიტეხოთ მთავარია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გამაგონოთ რევალუცია,

რადგან ყველა რევალუცია გარედან დაკვეტით ხდება,

მე ფიზიკის კანონებს ვაღიარებ,

მოგაწვა? მიაწექი, ოღონდ უფრო მძლავრად ვიდრე მომწოლია :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გამაგონოთ რევალუცია,

რადგან ყველა რევალუცია გარედან დაკვეტით ხდება,

მე ფიზიკის კანონებს ვაღიარებ,

მოგაწვა? მიაწექი, ოღონდ უფრო მძლავრად ვიდრე მომწოლია :givi:

მესმის შენი სიმართლე გითხრა..

 

მესმის და ობიექტურობიდან გამომდინარე ვამბობ რომ საქართველოს მოსახლეობას რევოლუცია ჭირდება..

 

უბრალოდ მომწიფდა საზოგადოება ცივილიზაციური განვითარების შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად და რევოლუციამ შუალედური საფეხური უნდა შეუქმნას..

 

თუ გაუმართლა საქართველოს და რევოლუციონერების სახით მართლა იდეინი ადამიანები მიიღო, ესეიგი შუალედურ საფეხურსაც სწრაფად გაივლის და რევოლუციურ ხელისუფლებასაც მოკლე ვადაში მოიტოვებს ისტორიის ფურცლებზე. ასე რომ სადღაც 10-15 წელიწადში დღევანდელობა ახალ თაობებს წარმოუდგენელიც კი შეიძლება ეგონოთ..

 

ყველაფერი კარგად იქნება. მე მჯერა ჩემი ქვეყნის :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს სუფრის სადღეგრძელოს უფრო ჰგავს..

 

 

ერთი სურვილია, მეორე რეალობა..

ასდს ვარ კაცო ვინმე ფორუმ.გეელი ზეპატრიოტი ჯეელი ხომ არ გგონივარ : )))

სადღეგრძელოებით საუბარი კი მე არ მჩვევია, ასე რომ...

 

თქვენი თაობა აუცილებლად იცხოვრებს ქვეყანაში სადაც ცხოვრება შეიძლება და სადაც ცხოვრება სასიამოვნოა. დამიჯერე ასე იქნება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ყველაფერი კარგად იქნება

საჭიროა სიმშვიდე და არ-აყოლა,

თავის თავს ამოჭამს უარყოფითი ფენომენი,

მთავარია ჩვენი ემოციებით არ გავუხანგრძლივოთ არსებობა.

ემოციები ვამპირების საზრდოა.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რევოლუცია მოხდება ნუკრიკო. აუცილებლად მოხდება, რადგან თქვენი და ყოველი მომდევნო თაობა ცივილიზებულ, განვითარებულ, სოციალურ და სამართლებლივ სახელმწიფოში ცხოვრებას იმსახურებს.

 

თქვენ გული არ გაიტეხოთ მთავარია.

რას ჰქვია იმსახურებს? რისთვის? ლამაზი თვალებისთვის?

უნდა შექმნა ეს განვითარებული სახელმწიფო შრომით და მერე პაჟალუსტა, იცხოვრე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

 

საჭიროა სიმშვიდე და არ-აყოლა,

თავის თავს ამოჭამს უარყოფითი ფენომენი,

მთავარია ჩვენი ემოციებით არ გავუხანგრძლივოთ არსებობა.

ემოციები ვამპირების საზრდოა.....

და როცა შია ადამიანს და ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...