mtidan Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 ერიკ ფურნიე ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში საქართველოს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს. საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობისთვის, ამ მომენტისთვის პრიორიტეტი ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში აღმოცენებული დემოკრატიების განმტკიცებაა.ელჩის განცხადება დღეს საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. "მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ აინტერესებთ ურთიერთობის განვითარება აღმოსავლეთ საზღვრებთან მდებარე მეზობლებთან. მათ ეს დაგვანახეს, როდესაც შეშფოთება გამოხატეს ბელორუსში ჩატარებული არჩევნების შემდეგ და ისინი დიდ დროს უთმობენ კონფლიქტების პრევენციის საკითხს. სწორედ ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია პარტნიორები როგორ აღიქვამენ მათ მხარდაჭერას დემოკრატიისადმი", - აღნიშნავს ელჩი.ფურნიეს განცხადებით, ამ თვალსაზრისით საქართველო უდავოდ შესანიშნავი ვიტრინაა და რეგიონის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს, რადგან იქ არჩევნები ტარდება იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებსაც ეუთო მიესალმება და დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს."იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის ალბათ ერთადერთი სახელმწიფოა, ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნების გარდა, რომელშიც სვადასხვა ორიენტაციის ოპოზიციური პარტიების მიმდევრებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა. აქ არ არის იმის ადგილი, უკრაინისა და სომხეთის გამოცდილებებზე რომ ვისაუბროთ, მათ განსხვავებული ლოგიკა აქვთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველო გამოირჩევა შეუთავსებელი ორიენტაციების მქონე პარტიათა დიდი რიცხვით, რაც ამავდროულად ოპოზიციის სისუსტეს ხელს უწყობს", - აცხადებს ფურნიე.მისი თქმით, ევროპელებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული ძალისხმევები მუდმივ მხარდაჭერას ითხოვს და ეს ისაა, რაც მათ გააკეთეს კონსტიტუციის რეფორმის მხარდასაჭერად, მედია საშუალელების საკუთრების გამჭვირვალობის ხელშესაწყობად, საარჩევნო კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის თაობაზე დიალოგში მონაწილეობით. "რა თქმა უნდა, გასაკეთებელი ბევრი რჩება. მედიის სფეროში უმთავრესია იმის მიღწევა, რომ ჟურნალისტებმა ანალიზის კეთებისა და ფაქტების წარმოდგენისას გამოავლინონ პროფესიონალიზმი. შეუძლებელია ღიმილის გარეშე წაიკითხოთ მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გაკეთებული ამალგამა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს დახმარების პოლიტიკის არაეფექტურად და თვით უსარგებლოდ წარმოდგენით გამოწვეულ ზოგიერთი ევროპელის კანონიერ შეშფოთებასა და იმ "რეტროგრადულ", თვით "ნეობოლშევიკურ" ტენდენციებს შორის, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დროში დააბრუნებდა", - აცხადებს ფრანგი დიპლომატი.ერიკ ფურნიეს მტკიცებით, ევროპა მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროპული ღირებულებებისაკენ მიმავალ გზაზე, კვლავაც გააგრძელებს ამის კეთებას, რადგან შედეგები წამახალისებლად ეჩვენება. "დიახ, არის იმედგაცრუებები, სხვათა შორის ორმხრივი, მაგრამ ევროპის სამეზობლო პოლიტიკა მთელ თავის მართებულობას ინარჩუნებს. ჩვენი ვალია ნაკლოვანებების გამოვლენა და მათი გამოსწორება, მაგრამ საჭიროა გავაგრძელოთ ქმედება და არ მივენდოთ კრიტიკულ დასკვნებს, რომელთა არსი ჩვენი გამხნევებაა და არა გულის გატეხა", - აღნიშნავს ფურნიე.http://www.interpressnews.ge/ge/politika/163562-erik-furnie-khmelthashua-zghvis-auzis-qveynebshi-saqarthvelos-yvelaze-demokratiuls-utsodebs.html ერიკიც იყიდეს, თუ რა ეტაკა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 ერიკ ფურნიე ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში საქართველოს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს საქართველო რომ არ არის ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 საქართველო რომ არ არის ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანა? ალბათ ფრანგულად შავი ხმელთაშუას ნიშნავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 (edited) ეხ ერიკ,ერიკ..არა და რამდენიმე დღის წინ ზოგიერთებმა კინაღამ გმირად შეგრაცხეს.. :givi: Edited March 23, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 (edited) გიორგი68ეხ ერიკ,ერიკ..არა და რამდენიმე დღის წინ ზოგიერთებმა კინაღამ გმირად შეგრაცხეს.. :givi: მე კი სულ ვიძახდი, მაგარი შათლახია მაი კაცი-მეთქი Edited March 24, 2011 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 (edited) შავი ზღვის აუზში შედის მარმარილოს, აზოვის, კილიკიის და შავი ზღვაც,ერიკამ სწორი ტერმინი იხმარა და მამენტ სიმართლეც Edited March 24, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 ეხლა კი მეგობრებო ჩAმონათვალი იმ ქვეყნების რომლებსაც ერიკას თქმით ვუსწრებთ დემოკრატიაში Моря бассейна Средиземного моря омывают берега 22 государств — членов ООН: Европа (с запада на восток):1) Великобритании (Гибралтар), 2)Испании, 3)Франции, 4)Монако,5) Италии, 6)Мальты, 7)Словении, 8)Хорватии, 9Боснии и Герцеговины, 10) Черногории, 11) Албании, 12) Греции,13) Турции (европейская часть); Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 შეუძლებელია ღიმილის გარეშე წაიკითხოთ მედიის ზოგიერთი საშუალების მიერ გაკეთებული ამალგამა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საქართველოს დახმარების პოლიტიკის არაეფექტურად და თვით უსარგებლოდ წარმოდგენით გამოწვეულ ზოგიერთი ევროპელის კანონიერ შეშფოთებასა და იმ "რეტროგრადულ", თვით "ნეობოლშევიკურ" ტენდენციებს შორის, რომლებიც საქართველოს საბჭოთა კავშირის დროში დააბრუნებდა", - აცხადებს ფრანგი დიპლომატი. რა საინტერესო წინადადებაა... ორჯერ წავიკითხე და ვერ გავუგე მაინც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 fashistiარასამთავროებს საყვედურობს საქართველოში არსებული მდგომარეობის მუქ ფერებში წარმოდგენაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 ერიკ ფურნიე ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში საქართველოს ყველაზე დემოკრატიულს უწოდებს newstudio -ს არ უთხრათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 არასამთავროებს საყვედურობს საქართველოში არსებული მდგომარეობის მუქ ფერებში წარმოდგენაშიააა მიშას მოსყიდული რომაა მაგას თქმაც არ უნდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 საქართველო რომ არ არის ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანა? დალტონიკია მე ვიყო სარკოზიიიიიიიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 (edited) ააა მიშას მოსყიდული რომაა მაგას თქმაც არ უნდაჩვენ ხომ ინგლისზე, საფრანგეთზე, იტალისა და საბერძნეთზე უფრო მეტი დემოკრატია გვაქვს,ამაში ძნელია ერიკას არ დაეთანხმო დალტონიკია მე ვიყო სარკოზიიიიიიიიხმელთაშუა ზღვის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე 22 ქვეყანაა განლაგებული, შAვი ზღვაც ამ აუზში შედის, ასე რომ ერიკას ეს არ შეშლია, მაგრამ როდესაც ამ ქვეყნების ჩამონათვალს გაეცნობი რომლებსაც ვუსწრებთ დემოკრატიაში,ნამდვილი შოკი მაშინ გელოდება, ზევით მიწერია ის ქვეყნები რომლებიც დემოკრატიის თვალსაზრისით კალბასის ჩეკივით წამოვიხიეთ Edited March 24, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 ეხლა კი მეგობრებო ჩAმონათვალი იმ ქვეყნების რომლებსაც ერიკას თქმით ვუსწრებთ დემოკრატიაში Моря бассейна Средиземного моря омывают берега 22 государств — членов ООН: Европа (с запада на восток):1) Великобритании (Гибралтар), 2)Испании, 3)Франции, 4)Монако,5) Италии, 6)Мальты, 7)Словении, 8)Хорватии, 9Боснии и Герцеговины, 10) Черногории, 11) Албании, 12) Греции,13) Турции (европейская часть); შენ გვარს დააკვირდი, ფურნიე ე.ი. ფურნია იყო მაგის შთამომავალი. აქედან გამომდინარე კი რაც ია-ზე მთავრდება სულ სამეგერელო იყო.მაგალითად; ესპანია, შვეიცარია, ნიკარაგუა, შოტლანდია და ა.შ. ფურნია პატრიოტი კააცია ეტყობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 24, 2011 (edited) ხმელთაშუა ზღვის აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე ნუ ამ გაგებით კონტინენტიც იგულისხმება, მაგრამ არაფერი გვესაქმება ჩვენ ხმელთაშუა ზღვის ბასეინში. ეხლა თუ ერიკას გეოგრაფიის მასწავლებელი ელამი იყო,მაშინ კი....... პ.ს. იგულისხმევა ზღვის აუზი ე.ი. გარშემო და ნუ ატ.............. ფურნიე და შენი გეოგრაფიის მასწავლებელიც. Edited March 24, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.