asds Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 პატივცემულო ფორუმელებო შემთხვევით ხომ არ იცით რუსეთის კანონმდებლობა აქციების გამართვასთან დაკავშირებით? კონკრეტულად ის საკითხი მაინტერესებს თუ რა ნორმები უნდა დავიცვა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს წინ შიმშილობის აქციის გამართვისას, კანონის დარღვევა რომ არ დამაბრალოს რუსეთის შსს-მ და ხულიგნობის ან ღმერთმა იცის კიდევ რა ბრალდებით 15 ან მეტ დღიანზე არ გამიშვას.. აქციას სავარაუდოდ მარტო გავმართავ და ამდენად არც საავტომობილო გზას გადავკეტავ და არც ფეხით მოსიარლეთათვის შევქმნი დაბრკოლებას. სხვა რა ნორმები უნდა დავიცვა? შენობიდან უნდა ვიდგე გარკველი მანძილის (25-50 მეტრის) დაშორებით თუ რა? იმედია პიკეტირებისთვის და მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციებისთვის მოსკოვის მერიასთან შეთანხმებები არ არის საჭირო.. პ.ს. ვინაიდან ამ და სხვა ფორუმებს სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის მსახურებიც ადევნებენ თვალყურს, მათ გასაგონად ვიტყვი, რომ ვიდრე შვეიცარიის საელჩოში დავრეკავ და გავაფრთხილებ, რომ საელჩოსთან აქციას ვგეგმავ და ვიდრე აქციას დავიწყებდე, საქართველოს საელჩოში (რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს ე.წ. საქართველოს ინტერესების სექცია) დავრეკავ და მოვითხოვ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნებაში დაგვეხმარონ მე და ჩემი ოჯახის წევრებს. იმედია მზად იქნებიან : )) ყოველ შემთხვევაში დესტრუყქციოლობაში მაინც ვერ დამდებენ ბრალს : )) აჰ, თუმცა მე ხომ შეიარაღებული ამბოხების ორგანიზატორი ვარ : )) კინაღამ დამავიწყდა : ))არაუშავს, მაინც დავრელავ.. პ.პ.ს იმედია იურისტებიც ხართ აქ და ჩემთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაციის მოწოდებას შეძლებთ.. თემა პოლიტიკურია, რადგან შეიარაღებული ამბოხების ორგანიზატორის საქართველოში ჩამოსვლას ეხება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 ე.ი. შენ შვეიცარიის წინააღმდეგ არ აკეთებ აქციას ხო? თუ ეს აქცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგა რის, მასინ მერიაში შეიტანე მაინც განცხადება. და დააკონკრეტე.ესენი შენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში ხელს არ შეგიშლიან მეტრებს კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ შიგ არ შეუვარდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 ე.ი. შენ შვეიცარიის წინააღმდეგ არ აკეთებ აქციას ხო? თუ ეს აქცია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგა რის, მასინ მერიაში შეიტანე მაინც განცხადება. და დააკონკრეტე.ესენი შენ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ აქციაში ხელს არ შეგიშლიან მეტრებს კი არ აქვს მნიშვნელობა, თუ შიგ არ შეუვარდები.რათქმაუნდა შვეიცარიას არაფერს ვერჩი, უბრალოდ როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავალ სახელმწიფოს ვთხოვ რომ საქართველოში დაბრუნებაში დაგვეხმარონ, რადგან საქართველოს საელჩო (. შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია) ყველა საერთაშორისო ნორმისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევას მიმართავს და გვაიგნორებს წელიწადზე მეტია.. აი ეს მერიაში შეთანხმებები კი ნამდვილად პრობლემაა ჩემთვის, რადგან მაგდენი დრო არ მაქვს.. თუ დამიჭერენ არასანქცირებული აქციის გამართვისთვის დამიჭირონ, რა ვქნა ეხლა, თავი ბოლო 15 დღით დამიჭირონ და რომ გამოვალ ისევ გავმართავ აქციას თან შიმშილობას აქციას არ შევწყვიტავ და ბოლო ბოლო ან მე დავიტრუპები ან საქართველოში ჩამოვალთ.. ოჯახი გავარიდო ამ საკონცენტრაციო ბანაკს და მამენტ ჩემ თავს არ ვჩივი. მანდ რომ დიდი ზარ ზეიმით არ დამხვდებიან კი მესმის, ასე რომ.... უმირატ ტაკ ს მუზიკაი ბაბუ : )) ასე უფრო საინტერესოა.. ეს მერიასთან შეთანხმება აბიზალობკაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 (edited) უმირატ ტაკ ს მუზიკაი ბაბუ : )) ასე უფრო საინტერესოა.. ეს მერიასთან შეთანხმება აბიზალობკაა? კაცო ტყუილად რომ არ გცემონ სხვა საქმეზე, მილიცონერებს უთხარი "პროტი სააკაშვილითქო", ან დაწერე ეს სადმე ლოზუნგზე რუსულად პ.ს. ისე კი მარტო რომ აკეთებ აქციას ეფექტი უნდა მიაყოლო, ისე რეზონას ვერ მიაღწევ.ხელის მიჭედებს გასწავლი თუ გინდა Edited March 21, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 კაცო ტყუილად რომ არ გცემონ სხვა საქმეზე, მილიცონერებს უთხარი "პროტი სააკაშვილითქო", ან დაწერე ეს სადმე ლოზუნგზე რუსულად პ.ს. ისე კი მარტო რომ აკეთებ აქციას ეფექტი უნდა მიაყოლო, ისე რეზონას ვერ მიაღწევ.ხელის მიჭედებს გასწავლი თუ გინდა მთავარია ნერვებმა არ მიმტყუვნოს და ჩემ დასაკავებლად თუ მოვლენ რომელიმე ძაღლი არ გავისტუმრო ან გავიყოლო წერილზე.. დანარჩენი ნიშტიაკ, ვინ არ უცემიათ : )) აქციის ეფექტურობა კი ჩემთვის ის იქნება შვეიცარიის საელჩომ რომ არ დაგვაიგნოროს და ოფიციალურ თბილისს ის მაინც კითხოს რატომ არ აძლევთ ამ ადამიანებს საქართველოში დაბრუნების საშუალებასო.. ცხინვალიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადმოსვლა შეცდომა იყო ბაბუ, იძულებითი (სხვა გზა არ დაგვიტოვეს ფეესბეშნიკებმა), მაგრამ შეცდომა და ვიდრე საწყის წერტილს/საქართველოს არ დავუბრინდები ჩემი გზის გაგრძელება არ გამოვა. ჩემ გამო კი ოჯახის წევრები იყვნენ საფრთხეში საქართველოში და არიან გაცილებით დიდ საფრთხეში რუსეთის ტერიტორიაზე და ამდენად შვეიცარიის საელჩო, როგორც ორ ქვეყანას შორის შუამავალი საქართველოში ჩვენ დაბრუნებას თუ შეუწყობს ხელს აქციაც წარმატებული იქნება და შვეიცარიელებისაც ცამდე მადლობელი ვიქნები.. რუსული მხარისგან რომ ადეკვატურ/ცივილიზებულ დამოკიდებულებას არ უნდა ველოდე ეს 2009 წლის 11 სექტემბრიდან, რუსეთის ტერიტორიაზე ფეხის დადგმის დღიდან ვიცი, ასე რომ აქციის არ გამართვა და ისე საქართველოში დაბრუნება ვგონებ რომ არარეალურია. მით უმეტეს რომ საქართველოს საელჩო არაფერს აკეთებდა და არაფერს გააკეთებს (დარწმუნებული ვარ) ჩვენს დასახმარებლად. პ.ს. ხელის მიჭედებას კი ნამდვილად ვერ ვისწავლი (ვერ გავქაჩავ) ბაბუ, ერთი გული მაქვს კაცო ორი კი არა : ))) მიჭედების პროცესში რომ დამისტუკოს მერმე რა ვქნა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted March 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 (edited) asdsაკი მომცესო თავშესაფარიო რუსებმა, შენ არ წერდი?მუშაობის უფლება მანდ ხომ გაქვს?მე არ გირჩევ ამ გამძაფრებებს, ოჯახი გყავს სხვა ტუ არაფერი,მოითმინე, ხომ იცი აქ როგორც დაგხვდებიან, საზღვრის უნებართვო გადაკვეთისთვის თავზე ხელს არ გადაგისვამენ,მერე არ ინანო, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი.... Edited March 21, 2011 by Marta1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 21, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 21, 2011 asdsაკი მომცესო თავშესაფარიო რუსებმა, შენ არ წერდი?მუშაობის უფლება მანდ ხომ გაქვს?მე არ გირჩევ ამ გამძაფრებებს, ოჯახი გყავს სხვა ტუ არაფერი,მოითმინე, ხომ იცი აქ როგორც დაგხვდებიან, საზღვრის უნებართვო გადაკვეთისთვის თავზე ხელს არ გადაგისვამენ,მერე არ ინანო, ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი....პოლიტიკური თავშესაფარი არ მოუციათ, ლტოლვილის სტატუსი მოქგვცეს (რატომღაც), ისიც იმიტომ რომ დეპორტაცია მოვითხოვე და ვერ დაგვადეპორტეს, მაგრამ სამაგიეროდ ჩრდილოეთ ოსეთში გამომკეტეს სადაც არანაირი აქტიურობის შესაძლებლობა არ მაქვს. შესაბამისად არაფერი აქ (და გინდაც დანარჩენ რუსეთში) არ მესაქმება.. საქართველოში ჩამოსვლის კი ნამდვილად არ მეშინია და ან როგორ უნდა მეშინოდეს? ჩემია ეგ ქვეყანა და ჩემი იქნება ყოველთვის. სააკიანცებმა და დანარჩენმა არაადამიანებმა მაქსიმუმი სიცოცხლე წამართვან მეტს ნამდვილად ვერას დამაკლებენ, ხელები არ შეწვდებათ.. საზღვრის უკანონო გადაკვეთასაც ვერ დამიმტკიცებენ ეგ სულელები საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რადგან ფორს მაჟორი საქართველოშიც კი ფორს მაჟორია, მაგრამ თავი ბოლო რამდენიმე დღე დარჩათ და დავით აღმაშენებლის მკვლელობითაც რომ გამსროკონ დიდი არაფერი დამაკლდება.. ოჯახმა დაისვენოს რა მთავარია, თან მე თუ დამიჭირეს ოჯახის წევრებს არაფერს დაუშავებენ ვგონებ, დაბადებიდან სულიერად ავადმყოფები თუ არ არიან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 აქციისთვის, რაც საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად უარყოფითი მხარით წარმოაჩენს, არავინ მანდ არაფერს არ დაგიშავებს. პირიქით გააპიარებენ, ინტერვიუებს გთხოვენ, ტელევიზიითაც გაგავარსკვლავებენ)) მომხრეებსაც დაგიყენებენ გვერდით რომლებიც შეწუხებული სახით მოითხოვენ შეწყდეს მათი ”მოძმე” ერის ჩაგვრა სააკასვილის მიერ)) გამოსვლის ტექსტებსაც დაგიწერენ წინასწარ, მოთხოვნებსაც დაგიკორექტირებენ უფრო კარგად რომ ჟღერდეს)) მაგდენ ამბავს პირდაპირ მიხვიდე საღვართან და გადმოხვიდე არ ჯობია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 აქციისთვის, რაც საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად უარყოფითი მხარით წარმოაჩენს, არავინ მანდ არაფერს არ დაგიშავებს. პირიქით გააპიარებენ, ინტერვიუებს გთხოვენ, ტელევიზიითაც გაგავარსკვლავებენ)) მომხრეებსაც დაგიყენებენ გვერდით რომლებიც შეწუხებული სახით მოითხოვენ შეწყდეს მათი ”მოძმე” ერის ჩაგვრა სააკასვილის მიერ)) გამოსვლის ტექსტებსაც დაგიწერენ წინასწარ, მოთხოვნებსაც დაგიკორექტირებენ უფრო კარგად რომ ჟღერდეს)) მაგდენ ამბავს პირდაპირ მიხვიდე საღვართან და გადმოხვიდე არ ჯობია?არ მიცნობ (პრინციპში არც არავინ მიცნობს) და იმიტომ ფიქრობ რომ რუსები ჩემ გამოყენებას შეძლებენ.. აქამდეც მოხერხებდნენ ამას მე რომ მე არ ვიყო, ასე რომ არანაირი მხარდაჭერა რუსული მხარის მხრიდან არ მქონდა და არ მექნება. უფრო პირიქით.. არც კრიმინალ სააკაშვილს ეხება ეგ აქცია და მით უმეტეს არც ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ კონფლიქტს.. უბრალოდ საქართველოში დაბრუნებაში დახმარებას მოვითხოვ შვეიცარიის მხარისგან, რომელიც შუამავალია ორ ქვეყანას შორის.. რაც შეეხება საზღვარზე მისვლას და გადმოსვლას, ასე მარტივად არ არის საქმე სამწუხაროდ.საზღვარი რომ გადაკვეთო შესაბამისი დოკუმენტაცია (საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა) უნდა გქონდეს, ამ დოკუმენტაციას კი საქართველოს საელჩო წეილიწადზე მეტია არ გვაძლევს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 რა ხდება იმ შემთხვევაში როდესაც პასპორტს კარგავენ? გაგეცხადებინა დავკარგეო და რაღაც დროებითი საბუთით დაბრუნდებოდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 რა ხდება იმ შემთხვევაში როდესაც პასპორტს კარგავენ? გაგეცხადებინა დავკარგეო და რაღაც დროებითი საბუთით დაბრუნდებოდი.ვახ, არ ხარ საქმის კურსში კაცო და როგორ აგიხსნა აბა? ჩვენი საბუთები რუსებს აქვთ და არ მოგვცემენ, პლუს ამას პასპორტი არც მქონია, უფრო სწორედ ვადაგასული მქონდა (შესაბამისად გამოუყენებადი), რადგან არსად წასვლას საქართველოდან არ ვგეგმავდი და ახალი არ ამიღია.. მერეა და წელიწადზე მეტია ჩემი განცხადება დევს საქართველოს საელჩოში და რეაგირება არ აქვთ, ეგ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა საელჩომ არ უნდა მომცეს? ასე რომ არასტანდარტული (პოლიტიკური "სოუსით" დამშვენებული) შემთხვევაა ჩვენი მაგალითი და მთლად ისე მარტივად არ გამოდის როგორც შენ ფიქრობ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 ვახ, არ ხარ საქმის კურსში კაცო და როგორ აგიხსნა აბა? ჩვენი საბუთები რუსებს აქვთ და არ მოგვცემენ, პლუს ამას პასპორტი არც მქონია, უფრო სწორედ ვადაგასული მქონდა (შესაბამისად გამოუყენებადი), რადგან არსად წასვლას საქართველოდან არ ვგეგმავდი და ახალი არ ამიღია.. მერეა და წელიწადზე მეტია ჩემი განცხადება დევს საქართველოს საელჩოში და რეაგირება არ აქვთ, ეგ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დროებითი მოწმობა საელჩომ არ უნდა მომცეს? ასე რომ არასტანდარტული (პოლიტიკური "სოუსით" დამშვენებული) შემთხვევაა ჩვენი მაგალითი და მთლად ისე მარტივად არ გამოდის როგორც შენ ფიქრობ..და ვინ ხარ ასეთი რო ერთიც და მეორეც გადაგმტერებია? ) მიმართე მაშინ საერთაშორისო სასამართლოს))) ან რუსებს რომ დეპორტი გაგიკეთონ. ამისთვის ლტოლვილის სტატუსზე უნდა თქვა უარი. თორემ ამათ თუ არ უნდათ შენი შემოშვება, კიდო დიდხანს მოგიწევს ლოდინი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 არა გადმოცემით ვიცი, წინაპრებმა დამიტოვეს წიგნი და ნელნელა ვეცნობი ცაშკიბული არ გაგიგია კაცო, არც ოხოჯე?ესაა მთიანეთი მუხურიდან ძალიან, ძალიან მოშორებით, მაგრამ ოფიციალურად რაიონს ეკუთვნის რამის წინააღმდეგი კი არა ვარ, არამედ გაკვირვებული. სურათია ასე გადაღებული თუ ეს ტბა ნაღდში ასეთი დიდია? ეს მაინტერესებს. პ.ს. რა შვრება ადს პროტესტი ხომ არა დაიჭირეს შვეიცარიელებმა და შვეიცარიის ციხეში ხომ არ გადააგზავნეს შემთხვევით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 babuagiorgihttp://planeta.ge/index.php?showtopic=52900&view=getnewpostაქ გადავიტანე ოფტოპი კი , რეალური ტბაა , გადახედე, ისიამუვნებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 23, 2011 პ.ს. რა შვრება ადს პროტესტი ხომ არა დაიჭირეს შვეიცარიელებმა და შვეიცარიის ციხეში ხომ არ გადააგზავნეს შემთხვევით?ჯერ ჯერობით ციხეში არ ვარ და არც მოსკოვში. ორშაბათს ჩავალთ და პირველ რიგში საემიგრაციო სამსახურის ცენტრალურ ოფისს მივაკითხავ და ვიარების განმუხტვაში ხელისშეწყობას ვთხოვ, დიდი ალბათობით დაგვაიგნორებენ, მაგრამ მაინც მივალ, აქციას რომ კუდები არ გამოაბან და სააკაშვილის სპეც-სამსახურების თანამშრომელია და მიზანმიმართულად ცდილობს რუსეთის დისკრედიტირებასო არ მომაწერონ რუსული მედიით.. შესაბამისად სამშაბათს ან მაქსიმუმ ოთხშაბათს აქციას დავიწყებ, ინფორმაციასაც დავუგზავნი ქართულ რედაქციებს. თუ დაინტერესდებიან ხომ კარგი, თუ არა და ნუ რაც უნდათ ის უქნიათ.. საქართველოს საელჩოშიც დავრეკავ (ალბათ მეასედ) აქციის დაწყებამდე, იქნებ გონება გაეხსნათ და თავად მითხრან დაგაბრუნებთ საქართველოშიო და აქციაც აღარ გახდება საჭირო, ვნახოთ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.