Jump to content
Planeta.Ge

განხვიხილოთ "ანალიტიკური" სტატია


Recommended Posts

--------------------------------------------------------------------------------

http://opinion.ge/?p=3174

 

ის არაფერს თმობს… და არც არასოდეს დაუთმია არაფერი.

 

ის არ თმობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საარჩევნო გარემოს, დემოკრატიისთვის გარდაუვლად მნიშვნელოვან მედიას, პოლიციის დეპოლიტიზაციას, სასამართლოს… ის არ თმობს არც ბიზნესს და მონოპოლიებს ბიზნესებში… მოკლედ, არაფერს თმობს.

მიუხედავად იმისა, რომ მას პირდაპირი და შეფარვითი, ქარაგმული ტექსტებით ჰკარნახობენ, რომ დათმობა, კომპრომისი, კონსენსუსი აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ მოკარნახეთა შორის არიან არა მხოლოდ კონსტრუქციულად განწყობილი ოპონენტები თუ მისივე გუნდის წევრები, არამედ, დასავლელი მეგობრებიც, მათ შორის, ძმაკაცი მეგობრებიც… ის მაინც არაფერს თმობს. არ დაუთმია და არც დათმობს.

 

ხვალ, 2011 წლის აპრილსა თუ მაისში 200-300 ათასი ადამიანის რომ მიადგეს თხოვნა-მოთხოვნით, რომ მან დათმოს ყველაზე ელემენტარულიც კი, ის ოდნავ დაფრთხება, ოდნავ მოიღუშება, ვნებების ჩასაცხრობად პაწკუა, პატარა, იმნიშვნელო „დათმობაზე“ წავა, ამ „დათმობას“ ისე გაჰყიდის, თითქოს მესამე მსოფლიო ომი მოეგოს… კრიზისს გადააგორებს, ვნებებს ჩააცხრობს და… და… კვლავ არაფერს დათმობს, კვლავ გაერთპიროვნულდება.

 

მის გარშემო ვინცაა, უმრავლესობას „ესმის“ მისი ეს ჯიქურ-ჯიუტობა…მაგალითად, ეს ესმის დავით ბაქრაძეს – ქვეყნის მეორე პირს, ჭკვიან, განათლებულ, მაგრამ ჩვეულებრივ კონფორმისტ ადამიანს, რომელიც, რეალურად, შემგუებელია არა იმიტომ, რომ მას სიმდიდრე უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას სხვა გზა არ გააჩნია… ეს უკომპრომისობა ესმის მაგალითად გიგა ბოკერიას – ჭკვიანს, ასევე განათლებულს, დემოკრატადწოდებულს… მედასავლეთეს, ბაქრაძის არ იყოს, ალტრუისტს… ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მისი, მმართველის უკომპრომისობის საფუძვლებს ხედავენ ყველაფრის მონოპოლისტი კეზერაშვილი, „საშიში მენეჯერი“ მერაბიშვილი, „საშიში და ჩუმი“ ადეიშვილი… წვრილფეხობაზე აღარაფერს ვიტყვი.

 

ერთპიროვნულობას, სავსებით სამართლიანად, ვერ ეგუებიან მეტწილად ის ადამიანები, რომლებმაც იციან ხელისუფლებაში ყოფნის სიამეები – ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ოქრუაშვილი – თავდაცვის მინისტრი, კიწმარიშვილი – რევოლუციის თანაავტორი, მეოთხე.

 

ესენი, „ყოფილები“ სწორედ იმას ვერ ეგუებიან, რომ „მარადმა“, ჟარგონით რომ ვთქვათ – „ისინი პულკიდან მოტეხა“… ცხადია, ეს, წამოსულები ბაქრაძის მსგავსი კონფორმისტები არ არიან, მაგრამ ეს ოდნავადაც არ ახასიათებს მათ სწორედ ნახსენებ ბაქრაძეზე უკეთესად.

ერთპირუვნულ მმართველს სხვებიც ვერ ეგუებიან, მაგალითად, ალასანია – თუმცა, მისი კონსტრუქციული ტონი ამომრჩეველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის შეგზავნილია…

 

არაა ალასანია შეგზავნილი, უბრალოდ, ვენდეტის მსურველებთან ერთად დადგომა არ სურს და ჰგონია, რომ ის, ერთპიროვნული მმართველი, რაღაცას მაინც დათმობს, სულ პატარას, პაწკუას… „უმნიშვნელოს“.

 

„გულუბრყვილოა“ ალასანია… არაფერს დათმობს „ის“ არასოდეს… და „ლოგიკა“ ამაშიცაა…

 

მაგალითად, საარჩევნო გარემო რომ დათმოს, დღის წესრიგში უნდა დადგეს ყველა წინა არჩევნების შედეგი… თუ ოპოზიცია მართალია და რეალურად მართლაც მილიონი მეტი ამომრჩეველია სიებში ვიდრე არის, გამოდის, რომ 2008 წელს ორჯერ და 2010 წელს ხელისუფლებას არჩევნები არ მოუგია…

 

სასამართლო რომ დათმოს, გამოდის, რომ უამრავ ადამიანს, რომელსაც ხელისუფლებამ სიცოცხლე გაუმწარა, ექნება სამართლიანი მოთხოვნა აღდგეს სამართლიანობა… ეს კი, გარდა მორალური მარცხისა, ფინანსური დანახარჯების გაწევასაც ნიშნავს.

 

მედია რომ დათმოს, გამოდის, რომ მისი კრიტიკა შეიძლება… ჟურნალისტიც და ოპონენტი პოლიტიკოსიც უფრო ხშირად დასვამენ არასამისო აქცენტებს… მაგალითად იტყვიან, რომ ნამდვილად არ მუშაობს წეროვანში გახსნილი ქარხანა, რომელსაც საპონი უნდა ეწარმოებინა… ან იტყვიან, რომ არმიაზე წასული 4 მილიარდი ლარიდან 1 მილიარდი დაუსაბუთებელია… ავტომატურად მიადგებიან ადამიანებს (არა მხოლოდ ხელისუფლებიდან), რომლებმაც „მიითვისეს“ ეს თანხა და… იქამდეც შეიძლება მივიდნენ, რატომ წააგეთ ომი ასე სწრაფად 2008 -ში… არ დათმობს, წყალი არ გაუვა, არ დათმოს არც მედიას.

 

„გულუბრყვილო“ ალასანია კოლეგა ოპოზიციონერებზე მართალი მაინცაა – თუ რევოლუციების მოსურნეები ქუჩაში გამოვარდებიან, ნახსენები მედია ისე შეფუთავს, რომ „უცებ“ გამოვა – ყველანი რუსეთის აგენტები ვყოფილვართ… მათ შორის ისინიც, ვისაც რუსეთი მასზე მეტად „ეზარება“. მიუტრიალდება ეს ერთპიროვნული მმართველი დასავლეთს და „დაუსაბუთებს“, რომ პრემიერად სწორედ თავად უნდა მოვიდეს, თორემ მოვა ბუა – ალასანიას, ბურჯანაძის, კიწმარიშვილის თუ სანიკიძის სახით და… და დასავლეთი დაკარგავს პარტნიორს კავკასიაში…“ავჩარკას“ რუსეთის წინააღმდეგ.

 

ამდენად აწყობს ამ ერთპიროვნულს ეს „რევოლუცია“ და მაქსიმალურად ბევრის მონაწილეობა ამ „ჩხუბში“… მათ შორის „რვიანის“ წევრებისაც, რომლებსაც ძვალი რაა, ძვალსაც არ უგდებს იმიტომ, რომ „რვიანის“ ცალკეულ წერებს მოთმინების ფიალა აევსოთ და „გრეჩიხას“ გვერდით დადგნენ…

 

სადაა გამოსავალი? პასუხი ამ კითხვაზე ძალზედ რთულია… რევოლუციური პროცესები რომც დაიწყოს, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდება… არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთი, ერთპირუვნულად მმართველი მოიგებს, არამედ იმიტომ, რომ, მეზობელ რუსეთს შეექმნება საკმარისი „საფუძელი“ დაამყაროს წესრიგი მეზობელ სახელმწიფოში, ისე, როგორც ამერიკამ დაამყარა ერაყში თუ დაამყარებს ლიბიაში.

 

რუსეთი ფიგურანტია… მისი ფაქტორის გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება… არ შეიძლება მისი იგნორირება და თვალის დახუჭვა იმაზე, რომ ის აქვეა, მართლა 40 კილომეტრში დედაქალაქიდან.

 

თუმცა, შეგუებაც არ შეიძლება… არ შეიძლება კი არა, წარმოუდგენელია შეგუება იმასთან, რომ ნემსის, ასანთის კოლოფის, 2000 ლარის და სიდედრის კაბის ჯიბიდან სიგარეტის მომპარავს 4-ჯერ მეტი სასჯელი აქვს ვიდრე გირგვლიანის აწ უკვე თავისუფალ მკვლელს… სახელმწიფო ხაზინის ქურდს… მოხუცებისა და შვილებისთვის წამლების წამღლეტს…

 

დიახ – ჩვენ ვამბობთ უარს რევოლუციაზე… და ვამბობთ უარს სამოქალაქო დაპირისპირებაზე… ვამბობთ უარს ყოველგვარი „მაგრამ“-ის გარეშე…

 

… მაგრამ!!!

 

თუ ჩემი შვილის მამა, ანუ მე ვერ მივიღებ თანამონაწილეობას ჩემი შვილის სამშობლოს მშენებლობაში, თუ ისეთივე უჟანგბადობა იქნება, როგორიც ახლაა ყველა სფეროში… თუ…

 

… არა, მე ბაქრაძის მსგავსი კონფორმისტი, ან კეზერაშვილის მსგავსი მომხვეჭელი ვერ გავხდები… ვერც კიწმარიშვილივით… ვერც ალასანიასავით „ვიგულუბრყვილებ“…

 

ამიტომ…. (და აქ წესით უნდა დავწერო გამოსავალი…)… ამიტომ… მე მოვკვდები!!!

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამაგიეროდ საქართველოს ტერიტორიებს თმობს!

 

უფულოდ ეგ არაფერს თმობს. 260 მილიონი მიიღო კოდორის ჩაბარებაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მის გარშემო ვინცაა, უმრავლესობას „ესმის“ მისი ეს ჯიქურ-ჯიუტობა…მაგალითად, ეს ესმის დავით ბაქრაძეს – ქვეყნის მეორე პირს, ჭკვიან, განათლებულ, მაგრამ ჩვეულებრივ კონფორმისტ ადამიანს, რომელიც, რეალურად, შემგუებელია არა იმიტომ, რომ მას სიმდიდრე უყვარს, არამედ იმიტომ, რომ მას სხვა გზა არ გააჩნია… ეს უკომპრომისობა ესმის მაგალითად გიგა ბოკერიას – ჭკვიანს, ასევე განათლებულს, დემოკრატადწოდებულს… მედასავლეთეს, ბაქრაძის არ იყოს, ალტრუისტს… ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ მისი, მმართველის უკომპრომისობის საფუძვლებს ხედავენ ყველაფრის მონოპოლისტი კეზერაშვილი, „საშიში მენეჯერი“ მერაბიშვილი, „საშიში და ჩუმი“ ადეიშვილი… წვრილფეხობაზე აღარაფერს ვიტყვი.

ამდენი შაბლონური ჭეშმარიტების ერთად მიღება მართალი გითხრათ გამიჭირდა

1. რატომაა ბაქრაძე ჭკვიანი და განათელბული, სად გამომჟღავნდა თუ ამ სტატიის ავტორი იცნობს ბაქრაძეს და აქედან დაასკვნა,

ან თუნდაც რომ იცნობდეს მე რატომ ვენდო მის შეფასებას,

2. ხო, ნუ ბოკერიას შეფასებამ დაგლიჯა, ალტრუისტი ეს ნამეტნავია, არ ვიცი, არ ვიცი, პრინციპში თუკი ჯორჯ სოროსია ალტრუისტი ალბათ ბოკერიაც ალტრუისტია, ალბათ :givi:

მე თვითონ მაკვირვებს ასეთი მიდგომა საკიტხისადმი და ადამიანების ასეთი უაპელაციო შეფასება,

ჭკვიანი, განათლებული, ალტრუისტი,

სახეზე შეატყო მათ, თუ მეტყველების მანერაზე, ან სად კონკრეტულად რა სფეროში გამოამაჟღავნა ბაქრაძემ თავისი უზადო განათლება ან სად გვიჩვენა ჭკუის მაგალითი,

არ ვიცი, რომელიღაც ჟურნალში ეწერა ბაქრაძE ჭკვიანი არისო და ამანაც ალბათ დაიჯერა, ვერ გეტყვით :TAT:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რატომაა ბაქრაძე ჭკვიანი და განათელბული, სად გამომჟღავნდა

"ვის უნდა 20000" -ის თამაშის დროს გამომჟღავნდა და კიდევ ოქსფორდში თუ კემბრიჯში რომ მიანიჭეს რაღაც სტატუსი და თქვენ რომ გულზე გასკდით აქ, თემაც იყო გახსნილი :givi:

 

mtidan

260 მილიონი მიიღო კოდორის ჩაბარებაში

ნუ დავწვრილმანდებით, მილიარდი დავწეროთ, ჩვენი რა მიდის?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა ალასანია შეგზავნილი, უბრალოდ, ვენდეტის მსურველებთან ერთად დადგომა არ სურს და ჰგონია, რომ ის, ერთპიროვნული მმართველი, რაღაცას მაინც დათმობს, სულ პატარას, პაწკუას… „უმნიშვნელოს“.

 

„გულუბრყვილოა“ ალასანია… არაფერს დათმობს „ის“ არასოდეს… და „ლოგიკა“ ამაშიცაა…

რატომ არაა ალასანია შეგზავნილი, იმიტომ რომ შენ ასე ამბობ, თუ იმიტომ რომ შენ ასე გჯერა, ესეც გაუგებარია,

ხო, გულუბრყვილო კი ბატონო ჩასვა ეხლა ბრჭყალებში მაგრამ მაინც, გამოდის რომ ალასანია არ არის შEგზავნილი, პატიოსანი კაცია,

 

მაგრამ ვერ ხვდება იმას რასაც მთელი საქართველო ხვდება? რომ მიშა არაფერს არ დათმობს,

 

გამოდის რომ ალასანია არათუ გულუბრყვილო, არამედ უბრალოდ იდიოტია, რა ჯობია, იყო შეგზავნილი თუ იდიოტი ვერ გეტყვით,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მაგალითად, საარჩევნო გარემო რომ დათმოს, დღის წესრიგში უნდა დადგეს ყველა წინა არჩევნების შედეგი… თუ ოპოზიცია მართალია და რეალურად მართლაც მილიონი მეტი ამომრჩეველია სიებში ვიდრე არის, გამოდის, რომ 2008 წელს ორჯერ და 2010 წელს ხელისუფლებას არჩევნები არ მოუგია…

წმინდა წყლის დემაგოგიაა, დათმოს, დათმოს და ათAსი წელი ვინ შეახსენებს მაგას რა იყო 2008 წელს და რომც შეახსენოს იმდენი რამე აქს ნაჭამი რომ სულ ცალ ფეხზე არ დაიკიდებს?

ამ ფრაზის არაადეკვატურობა იმაში გამოიხატება რომ სმართლიანი არჩევნების არ დათმობის უმთავრესი მოტივი არის ის რომ ძალაუფლებაა ტკბილი და მასთან განშორებაა ძნელი და არა ეგ ზევით გაჟღერებული სიბრძნე

 

Saturn

ვის უნდა 20000" -ის თამაშის დროს გამომჟღავნდა და კიდევ ოქსფორდში თუ კემბრიჯში რომ მიანიჭეს რაღაც სტატუსი და თქვენ რომ გულზე გასკდით აქ, თემაც იყო გახსნილი

რაღაც მაგდაგვარი დავწე მეც, მასხოვს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ნუ დავწვრილმანდებით, მილიარდი დავწეროთ, ჩვენი რა მიდის?

 

მე ეგრე მიღირს. 250-ში მაქვს აღებული. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, მე ბაქრაძის მსგავსი კონფორმისტი, ან კეზერაშვილის მსგავსი მომხვეჭელი ვერ გავხდები… ვერც კიწმარიშვილივით… ვერც ალასანიასავით „ვიგულუბრყვილებ“…

 

ამიტომ…. (და აქ წესით უნდა დავწერო გამოსავალი…)… ამიტომ… მე მოვკვდები!!!

დასასრულია საერთოდ გიჟურად საინტერესო :givi:

იბზრიალა, იბზრიალა გაცვეთილ ჭეშმარიტებებში და ბოლოს აღარ იცოდა რა ეთქვა, რა გამოსავალი მოეძებნა,

ისიც არ უნდოდა რომ სტანდატული ნიჰილიზმი დაეთესა და ამიტომაც მიმართა ასეთ სასწოული გამოსავალს

და დაწერა "მე მოვკვდები"

მიდი და გაიგე ეხლა რისი თქმა მინდოდაო,

გაგიგე ჩემო მოქხევე, გაგიგე, არ გამგების... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მართლა არ ვიცი რაოდენ ჭკვიანი და განათლებულია ბაქრაძე,სამაგიეროდ ის ვიცი რომ ყოვლად უპრინციპო და კონფორმისტია.ზოგადი განცხადება რომ არ გამომივიდეს,კონკრეტულ მაგალითს მოვიყვან: 2003-2004 წლებში გარკვეული ჯგუფის მიერ მიმდინარეობდა მუშაობა აფხაზეთის სტატუსზე და მასში ბაქრაძეც შედიოდა.დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ მიშამ გააკრიტიკა და ბაქრაძემ იმწუთში უკან წაიღო თავისი ხელმოწერა(ამ დროს კოტე კუბლაშვილმა ეს არ გააკეთა).ცინიზმი იმაშიცაა რომ რაღაც ხნის შემდეგ პრეზიდენტმა თავის პროექტში ფაქტიურად იქ დაწერილი ყველაფერი გაიმეორა,ოღონდ გაუარესებული ვარიანტით.

Siknadmo

პიროვნებების დახასიათებას არც მე ვეთანხმები,მაგრამ საკმაოდ საინტერესო წერილია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ამირჩიეთ პრეზიდენტად)))

რატო არა? გამოცდილება მაქვს, იმპერატორიც ვიყავი, ძლიერი დიპლომატის და დემოკრატი მმართველის სახელი მქონდა და ჩემი აშენებული "სახელმწიფო" დღესაც დგას ვირტუალურ მსოფლიოში და ლიდერია ძლიერთა შორის)))

ისე კი არაა მიშას აშენებული ჟარი რომ "იცავდეს", მსოფლიოს ერთ მეოთხედს აზანზარებს და დრემდე ბევრს იქ კოშმარულ სიზმრებში ვესიზმრები(მტრებს) :what:)))))))))

მოკლედ რით ვარ ცუდი? :nekro:

 

ამონარიდი ჩემი პროფილიდან:

მტერი ღირსეულია თუ არა, მკვდარი უკეთ გამოიყურება))) :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ახალი ჩემთვის არაფერი არაა, სამაგიეროდ თურმე მიშა პრინციპში მაგარია, ჯიუტია, მაგრამ მაგარი, არაფერს თმობს,

მას ირგვლივ ჰყავს ჭკვიანი, მაგრამ კონფორმისტი ხალხი, სამაგიეროდ ალტრუისტი და ინტელექტუალური ადამიანები ყოფლიან მის გუნდში

 

და რაც მთავარია, ბოლო გზავნილი ის-ანუ წესიერი, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ადამიანი თურმე ძალიან პრინციპული და სუფთაა ამიტომაც არანაირ გარეგებაში არ შEვა ბოროტებასთან, იგი მზადაა დაჟე მოკვდეს ოღონდ აქ,

ვაჟასებური "ბილწ არ შავეკვრი ზავითა" არაააა, ეგ უფრო უხერხემლო, დეპრესიაში ჩავარდნილი კაცის დაწერილია, რომელსაც ერთი გამოსავალიღა დარჩა, თუკი ვაჟკაცობა ეყოფა თავი დაიბრიდოს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ეგ უფრო უხერხემლო, დეპრესიაში ჩავარდნილი კაცის დაწერილია, რომელსაც ერთი გამოსავალიღა დარჩა, თუკი ვაჟკაცობა ეყოფა თავი დაიბრიდოს

ეგრეა,თუმცა გამოსავალი არც მე ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ერთპირუვნულ მმართველს სხვებიც ვერ ეგუებიან, მაგალითად, ალასანია – თუმცა, მისი კონსტრუქციული ტონი ამომრჩეველში ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის შეგზავნილია…

 

არაა ალასანია შეგზავნილი, უბრალოდ, ვენდეტის მსურველებთან ერთად დადგომა არ სურს და ჰგონია, რომ ის, ერთპიროვნული მმართველი, რაღაცას მაინც დათმობს, სულ პატარას, პაწკუას… „უმნიშვნელოს“.

 

სადაა გამოსავალი? პასუხი ამ კითხვაზე ძალზედ რთულია… რევოლუციური პროცესები რომც დაიწყოს, სავარაუდოდ, წარუმატებლად დასრულდება… არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთი, ერთპირუვნულად მმართველი მოიგებს, არამედ იმიტომ, რომ, მეზობელ რუსეთს შეექმნება საკმარისი „საფუძელი“ დაამყაროს წესრიგი მეზობელ სახელმწიფოში, ისე, როგორც ამერიკამ დაამყარა ერაყში თუ დაამყარებს ლიბიაში."

 

 

ამ ორ საკითხში არ აქვს სწორი შეფასება :)

 

ალასანია შეგზავნი არაა, არამედ ისევ მიშას მიერ ამერიკისთვი შეთავაზებული მუხრუჭი ე.წ. კოსტრუქციული ოპოზიციის სარჩულში (შეგზავნილი გამოდის).

ასეა ეს თუ არა, ეს უკვე ალასანიას პრობლემაა. ამ პიროვნებამ დღემდე ყველაფერი გააკეთ, ან არაფერი არ გუკეთებია იისათვის, რომ სხვა რამეში დავრწმუნებულყავით.

ავტორს კი გლუბრყვილო პიროვნებად ჰყავს წარმოდგენილი, თუმცა ესეც არის.

 

გამოსავალი არააო რა. რევოლუცია რუსეთში წაგვიყვანსო და ამიტომ მოვკვდეთ მიშა გახარებისათვის.

 

მაგრად არის დათრგუნული საზოგადოებრივი აზრი ძალიან მაგრად.

 

ფაქტიურად დღეს ორივე მმართულეით არის სამუშაო. "კონსტრუქციული " მოლაპარაკებები და მასიური გამოსვლები.

რაც ეხება მასიურ გამოსვლებს, დღეს ამისათვის კარგი ნიადაგია მომზადებული. თან კადაფის მაგალითი არსებობს მიშასთვის. არ გარისკავს. მას ხომ ბელგიაში არქიტექტორობა სურს.

 

რაც ეხება რუსეთს, აქ შანსი არაა შიდა წესრიგში ჩარევისა. საბაბიც არ იქნება . მიშა დაბომბვაზე არ წავა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...