Jump to content
Planeta.Ge

რელიგია და სახელმწიფო


რელიგიის თავისუფლება  

6 members have voted

  1. 1. აიკრძალოს თუ არა ზოგიერთი რელიგიური მიმართულება, რომლებიც იმართებიან უცხოეთიდან? ან ქადაგებენ ანტისახელმწიფო მოძღვრებას?

    • დიახ, აიკრძლოს სრულიად
      0
    • ნაწილობრივად შევზღუდოთ ამორჩევით და მავნებლობის ხარისხით
    • არცერთი რელიგიის აკრძალვა არ შეიძლება
    • ჩემთვის სულერთია რომელი იქნება აკრძალური, რომელი არა


Recommended Posts

რა თუნდაც ამას? ეხლა მართლა რაღაც ნუ შეგეშალა, 2000 წლის წინანდელ ამბავს კი არ ვყვები, რომ არქეოლოგიური მასალა დავდო, აგერ სადღაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს იყო და იმ გამამტყუნებელი განაჩენის მოძიებაც არ გაუჭირდება დაინტერესებულ პირს.

 

იეჰოვას მოწმეების შეურაცხყობით და ბატონ ჩარლ რასელზე ცილისწამებათა უნამუსოდ გავრცელებით დაინტერესებული შენზე მეტად არავინ მინახავს ამ ფორუმზე. :) ხოდა, მასეთ დაინტერესებულ პირად როცა გვევლინები, უნდა გახსოვდეს ხოლმე რომ ცილისწამებასთან ერთად საფუძვლიანი ფაქტების დადებაზეც იფიქრო; მაგრამ ვაი რომ შენისთანა უნამუსო ცილისმწამებლებს ენის ტლიკინის მეტი რა შეგიძლიათ. :givi:

მოკლედ, წერე ცილისწამებები :) და გულის ჭია გაიხარე, ბოღმამ მასე იცის.

 

დროებით კაიაფას აჩრდილო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონ ჩარლ რასელზე

:givi:

 

მაგრამ ვაი რომ შენისთანა უნამუსო ცილისმწამებლებს ენის ტლიკინის მეტი რა შეგიძლიათ.

წოტა წაატორმუზე და უზრდელობაში ნუ გადადიხარ თორემ შენი პირველი ნიკის ბედს გაიზიარებ.

 

დროებით კაიაფას აჩრდილო

კარგად პილატეს ნარჩენო :givi:

 

დაინტერესებული შენზე მეტად არავინ მინახავს ამ ფორუმზე.

სიმართლე მტკივნეულია რას იზავ

 

ბატონ ჩარლ რასელზე

არა ამაზე მეორედ უნდა გავიცინო :givi: როდიდან გახდნენ თაღლითები ბატონები :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უმჯობესი იქნება თუ ამ საკითხს ცოტა უფრო ღრმა ანალიზს გავუკეთებთ, კანონი როგორც ზოგადსავალდებულო ქცევის წესი სახელმწიფომ დაადგინა ეთნიკური თავისებურობებიდან, ერის ისტორიიდან, ტრადიციებიდან და ზოგადად მენტალიტეტიდან, ზნე ჩვეულებებიდან გამომდინარე და თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ეს ქართული სახელმწიფოს უდიდესი მონაპოვარია, რაც ცხადად მეტყველებს იმაზედ რომ ქართველი ეთნოსი ტოლერანტული და შემწყნარებელია სხვადასხვა რწმენისა თუ რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მიმართ, მაგრამ ის აქვე აღნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და გარკვეულწილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მას, მასთან კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებითა და ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებით. ქართული სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე განიცდიდა სხვადასხვა რელიგიებისა თუ რელიგიური მიმდინარეობების მავნე ზემოქმედებას, ქვეყანაში გაბატონებული დამბყრობელთა ურდოები თითქმის ყოველთვის აიძულებდნენ მოსახლეობას იძულებით მიეღოთ ისეთი რელიგიური მიმდინარეობები როგორებიცაა, მუსლიმანობა (ისლამი), მაზდეიანობა, ზოროასტრიზმი. ქართველი ბევრჯერ დამდგარა არჩევანის წინაშე მაგრამ მისი არჩევნის შესახებ 100000 მოწამის მოქმედება მეტყველებს, ამ არჩევანზე მეტყველებს დედოფალ ქეთევანის წამება. მიუხედავად ასეთი ამაზრზენი მოქმედებებისა ურდოთა მხრიდან დავით მეფემ აღმაშენებელმა მას შემდეგ რაც მან თბილისი არაბი ამირასაგან გაათავისუფლა, მუსლიმანი მოსახლეობის რწმენა არ შებღალა, ხელუხლებლად დატოვა ჯამი და მეჩეთი, აკრძალა ღორის დაკვლა მეიდანზე, რითაც მაგალითი მისცა ერს ლოიალურები ყოფილიყვნენ მავანთ მიმართ, ეხლა ამ ისტორიული ექსკურსიდან გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნეში და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. რა ხდება დღეს.

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო გამოეყო წითელ სივრცეს გაიხსნა რა საზღვრები დასავლეთის სახელმწიფოებთან, ( ევროკავშირის წევრ ქვეყნები, აშშ ) დომინანტმა სახელმწიფოებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების დასაზვერად იდეალური საშუალება და აპრობირებული ხერხი გამოიყენეს, მისიონერული "წმინდა" ეგიდით შემოგზავნეს ქვეყანაში "ცხვრის ტყავში გახვეული მგლები" გამონაკლისი არც საქართველო იყო და აი 90 იან წლებში როდესაც სამოქალაქო და ძმათამკვლელ ომში იყო გართული სახელმწიფო მექანიზმი, "პრახადნოი დვერში" აქტიურად და თავისუფლად შემოძვრნენ შემდეგი რელიგიური სექტები თუ მიმდინარეობები ( რასელისტები ე.წ იეჰოვას მოწმეები, ევანგელისტები, ბაფტისტები, ქარიზმატები, ორმოცდაათიანელები, ხსნის არმია, მასონები და კაბალისტები) თითოეული ამ სექტის, რომელთა ძირითადი ნაწილი კათოლიკური ეკლესიიდან სქიზმის შედეგად გამოძევებულ პროტესტანტ მარტინ ლუთერ კინგის, ლუთერანულ პროტესტანტული ეკლესიის განშტოებებს წარმოადგენს, მიზანი და ამოცანა იყო შემდეგი:

1. მოსახლეობის ფსიქოლოგიურ იდეოლოგიური დამუშავება.

2. ქვეყნის ბაზრისა და ეკონომიკის შესწავლა, განვითარების პროგნოზი და ანალიზი.

3. მათი რელიგიური მრწამსის შერყევა და გადმობირება

4. ქვეყანაში არსებული დომინანტი რელიგიის ცილისწამება დაკნინება დასუსტება.

5. ნიადაგის მომზადება ქვეყნის მშვიდობიანად ანექსიისთვის.

6. რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობისა და განხეთქილების გამოწვევა.

მავანთ დახვეწილმა სქემამ და გეგმამ დასასრული ჰპოვა ირანის საზღვართან, ამ უკანასკნელებმა სამაგალითოდ მოახერხეს 35 ქვეყანაში შეპარულ ე.წ მისიონერს თავი და ბაფთიანი ყუთებით გააგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ ირანში მათი შესვლის მცდელობაზე აღარ უოცნებია მავანთ, სამაგიეროდ ქართულ მოსახლეობის კითხვაზე თუ რას დაწანწალებდნენ, სხარტი პასუხი ქონდათ, იესომ დაგვავალა, წადით და მოიმოწაფეთ მთელი ქვეყნიერებაო, ამ მთელ ქვეყნიერებაში რომ ირანიც შედის ეს დაივიწყეს და მათ მიერ მავანთ თავის მოხერხვის ფაქტიც გაასაიდუმლოეს შეძლებისდაგვარად. განსაკუთრებული აგრესიით მათ წინააღმდეგ გამოირჩეოდა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც სტრაზბურგში უჩივლეს და პროცესიც კი მოუგეს, მაგრამ რუსეთისაგან ჩვეულებისამებრ ნაბახუსევი პასუხი მიიღეს " სტრასბურგი და თქვენი მოჩვენებითი უფლებებიც ერთ ადგილზე გვკიდია და ის სახელმწიფოებიც რომლებიც გმფარველობენო" უკანასკნელ პერიოდში ისე შეჭირვდნენ იატაქქვეშა საქმიანობაზეც კი გადავიდნენ და ამ ყველაფერს მეწამული ქრისტიანობა დაარქვეს სახელად ადვილად მოირგეს ქრისტეს სიტყვები თუ მე მდევნიდნენ თქვენც გაგდევნიანო და ახლადგადმოსაბირებენ კანდიდატს ამუშავებენ დევიზით: მსხვერპლი ვარ ესე იგი მართალი ვარო. ეს მსხვერპლობანას თამაში და " თავგანწირული ქრისტიანობა" საქართველოშიც შეიმჩნეოდა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიიდან გაძევებული ყოფილი მღვდელი დუქარდით დასდევდა მათ და როგორც სალაგას სახალხოდ კრეჭდა თმებს, ამ პროცესების ამსახველ კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმაც ჯეროვნად მიიღო მართლმადიდებლური მუშტი კბილებში და ისედაც დასიებული ტუჩები გაუორმაგდა, სხვათაშორის ხმა დადიოდა თავის კანტურის წიკებიც მას შემდეგ დასჩემდაო. შემდეგ იყო შურისძიება და დღემდე გრძელდება, თუ სულ რაღაც 10 წლის წინ სექტანტი ჩუმად იყო სექტანტი, ეხლა იძახის მართლმადიდებელი რატომ ხარო? ანუ გეგმის ამოქმედება და შეკვეთის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამ გეგმის ნაწილებიდან აღსანიშნავია ეტაპები სახელწოდებით "კგბეშნიკი პატრიარქი", "მამათმავალი ბერები", "ლეზბოსელი მონაზვნები", "ჯიპიანი მამაოები", "რად გვინდა ამდენი ტაძარი"? და ასე შემდეგ დაუსრულებელი თითქოსდა უხილავი ბრძოლა, თავის მხრივ არც მართლმადიდებლები ჩამორჩნენ და შეიქმნა ე.წ მმკ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და მისტერ ბენდუქიძემ თქვა: ხომ იუდას მეძახით მაინც და ეხლა გაჩვენებთ როგორი იუდაც ვარო და სახელდახელოდ შეთითხნა, ვითომ საწყალ რელიგიურ უმცირესობათა დამცველი ორგანიზაცია სახელწოდებით "თავისუფლების ინსტიტუტი", შედეგი კი ასეთია დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იდევნება, ხოლო სიტყვები: "თუ მე მდევნიდნენ თქვენც გაიდევნებითო" რასელისტებმა და სხვა სექტებმა ლექსიკონიდან ამოიღეს. აქ სამაიმუნო და დასამალ დასაფარი არაფერია, ამ ვათხანალიას სახელად ჰქვია, რელიგიური რევოლუციის პროვოცირება, რომელსაც სახელმწიფო ახდენს უფრო დიდი სახელმწიფოს შეკვეთით, მაგრამ ითვალისწინებს რა რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია ასე ვთქვათ არც მწვად წვავს და არც შამფურს, ცალკე მართლმადიდებლებს აფინანსებს, ცალკე თავისუფლების ინსტიტუტს, ვითომ ნეიტრალური პოზიცია უჭირავს სინამდვილეში კი ტაქტიკურ თამაშს ეწევა, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი დაიმორჩილეს და აღკვეთეს და ცხვრის ტყავით შემოპარული მგლების თავის ადგილზე მოსმა რა გაუხდათ? აქ მერყეობს სახელმწიფო თან საკუთარი ხალხის ეშინია ვინაიდან იცის, რომ ქართველი მრწამსის გულისთვის სიცოცხლეს დათმობს, თან კიდევ ამერიკიდან მიღებული შეკვეთის აღსრულებისათვის ხელის შეშლა არ შეუძლია იცის რომ უფროსი ძმა გაუბრაზდება და თავში წამოარტყავს. მოკლედ ორ ცეცხლს შუაა, მაგრამ მიშა რისი მიშაა თუ გამოსავალი არ იპოვა ადგა და გულზე დაიკრიფა ხელები, აგერ ბატონო კონსტიტუციაში ხო წერია რწმენის თავისუფლებაო, ა ბატონო აღმაშენებელის მაგალითიო და მეც ლოიალური ვიქნებიო, ოღონდ ორ დეტალს აღარ ამბობს, კერძოდ იმას, რომ შენი უფლების რეალიზაცია, არ უნდა ლახავდეს ჩემს უფლებებს და დავითს კიდევ აღმაშენებელი ერქვა მას კი სააკიანცი. გვერდით თემაში მომწერე, რატომ ჩაგრავ რელიგიურ უმცირესობასო და აქვე გიპასუხებ კი არ ვჩაგრავ, მართლმადიდებლურ ეკლესიის მაგინებლებს ვეუბნები რომ საგინებლები თავად არიან და სანამ ბეწვის ამოცლას შეეცდებიან სხვისი თვალიდან ჯერ საკუთარ უკანალში გათხრილი დირე უნდა გამოიძრონ, ხოლო ეს არ სიამოვნებს მავანს, როდის იყო ადამიანს დაფარული მწარე სიმართლის გახმაურება სიამოვნებდა ამიტომაც მეთამაშებიან დახლართულ ჭადრაკს მაგრამ მეც ბოდიში და რუსეთივით უნდა დავიკიდო, იმიტომ რომ მართლმადიდებელი არ ვარ და სხვისი სათქმელის თქმით უკვე დავიღალე.

ეს გამოხმაურება მომეწონა. საკმაოდ ვრცლად და გასაგებ ენაზე დაგიწერია.

ჩემი გზავნილის მიზანიც ეგ იყო რაც აქ თავიდან ბოლომდე სწერია. იუდას იუდას სახელი უნდა ერქვას და მიუხედავად იმისა თუ რომელ აღმსარებლობას, (ძირითად და არა სექტანტურ) მივეკუთვნებით, ვართ თუ არა რელიგიურები საერთოდ, ასეთ მოვლენას რასაც ინტერვენცია ჰქვია ჩვენს საზოგადოებაში უცხო იდეოლოგიის, ჩვენი ტრადიციული ზნეობის, კულტურის, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ და მოვიკვეთოთ როგორც "ოკუპანტები" ისევე მათი მომხრე მე 5 ე კოლონა, რომლებმაც უკვერ გაიშიფრენ თავი მომხვდურებთან ერთად საქმით.

და უნდა ვებრძოლოთ ყველამ, ქრისტიანმა თუ მუსულმანმა, ათეისტმა, ყველამ ვისაც საკუთარი ქვეყანა გვიყვარს ჯერ კიდო ინსტიქტურად მაინც. ებრძოლოს უნდა ეკლესიამ. მოაწყოს მშვიდობიანი გამოსვლები და მოითხოვონ სახელმწიფოსგან ასეთი ხალხის სახელმწიფო სამსახურებიდან ჩამოშორება, აეკრძალოთ მათ ტელევიზიებში მუშაობა და ღია აგიტაცია თავიანთი სექტების. ხოლო სექტების ხელმძღვანელები გამოვლენილი იყვენ და შეყვანილი არასასურველ პირთა სიაში საქართველოში მისაღებად.

ესაუბრონ ხალხს ამ სექტების მავნებლობაზე და მათ ანტისახელმწიფო საქმიანობაზე.

ასეთ დროს ეკლესიას დაუდგება მხარში არა მარტო მისი მრევლი, არამედ საქართველოს "მრევლი" ისინი ვისაც ქრისტე თუ არა, საქრთველო სწამთ და არანაკლებ უყვართ ვიდრე ჯვარზე გაკრული ღმერთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

 

მართლმადიდებლები 25 მილიონს წელიწადში სხვისი ჯიბიდან იღებენ, მოწმეები კი თავისი ჯიბიდან ამოღებული ფულით რას დაბეჭდავებ?

 

რასელისტებს არ ვიცნობ, იეჰოვას მოწმეებს ვიცნობ. მართლმადიდებლების ჩაგვრა კი ერთი არ მინახავ მთელი ჩემი ცხოვრების მანძელზე. მართლმადიდებლების მიერ კი მოწმეების შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და დევნა კი, რამდნეიც გინდა. ასე რომ ტყუილად გწყურიათ ის, რასაც აქ წერთ რელიგიური მიმდინარეობების აკრძალვაზე. აკი გითხარი, X-ე საუკუნეში აღარ ვართთქო. :)

 

აი ეგ 25 მილიონი აღელვებს შენს დასმმოძღვრებლებს და სხვა არაფერი, მაგისთვის ებრძვით მართლმადიდებლობას.

 

ეტყობა კარგად ვერ გდევნიან ჯერ, ეს შენს გზავნილებსაც შუბლზე აწერია. იმათაც ვისაც შენს გამო ბანს ადებენ და შენ რომ საერთოდ ხელს არ გკიდებენ.

მოიცა ცოტა, გადავარდება ეს მთავრობაც და მერე ნახე რომელ საუკუნეში ამოყოფენ შენნაირები თავს)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეგ 25 მილიონი აღელვებს შენს დასმმოძღვრებლებს და სხვა არაფერი, მაგისთვის ებრძვით მართლმადიდებლობას.

verusi

 

ვებრძვი? :givi:

 

ეტყობა კარგად ვერ გდევნიან ჯერ, ეს შენს გზავნილებსაც შუბლზე აწერია.

აბა დააკონკრეტე.

 

იმათაც ვისაც შენს გამო ბანს ადებენ და შენ რომ საერთოდ ხელს არ გკიდებენ.

განყოფილების წესებს თუ დავარღვევ, დამადებენ ბანს. :yes:

 

მოიცა ცოტა, გადავარდება ეს მთავრობაც და მერე ნახე რომელ საუკუნეში ამოყოფენ შენნაირები თავს)))

:givi: იოცნებე. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...