Jump to content
Planeta.Ge

რელიგია და სახელმწიფო


რელიგიის თავისუფლება  

6 members have voted

  1. 1. აიკრძალოს თუ არა ზოგიერთი რელიგიური მიმართულება, რომლებიც იმართებიან უცხოეთიდან? ან ქადაგებენ ანტისახელმწიფო მოძღვრებას?

    • დიახ, აიკრძლოს სრულიად
      0
    • ნაწილობრივად შევზღუდოთ ამორჩევით და მავნებლობის ხარისხით
    • არცერთი რელიგიის აკრძალვა არ შეიძლება
    • ჩემთვის სულერთია რომელი იქნება აკრძალური, რომელი არა


Recommended Posts

სხვა თემაში დავწერე, მაგრამ რადგან იქ თემა იყო რელიგიურ თავისუფლებაზე, გადავწყვიტე დამეწერა რელიგიურ შეზღუდვებზე.

ჩემის აზრით ყველა ის კონფესია, რელიგიური აღმსარებლობა, რომელთა სათავე ოფისები არის უცხოეთში და ასრულებენ თავიანთი უცხოელი ”დამმოძღვვრებლების” ნება სურვილს, უნდა აიკრძალოს და იდევნებოდეს სახელმწიფოდან.

გარდა ამისა ყველა რელიგიური აღმსარებლობა, რომელიც მოუწოდებს ან მფარველობს ანტისახელმწიფო იდეოლოგიას(მაგალითად ჯარში სამსახურზე უარი) უნდა აიკრძალოს, ხოლო მქადაგებლები დაისაჯონ.

მაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ და რომელ რელიგიებს, რომელ სიასი შეიყვანდენ აკრძალულებში ან ლეგიტიმურში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნაწილობრივად შევზღუდოთ ამორჩევით და მავნებლობის ხარისხით (2 votes [100.00%] - View)

ტოტალიტარული და ექსტრემისტული სექტები, ასევე ის სასულიერო პირები ვინც ექსტრემიზს და ფანატიზმს ქადაგებს უნდა აიკრძალონ..

 

 

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანები დაზომბირებისგან..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვა თემაში დავწერე, მაგრამ რადგან იქ თემა იყო რელიგიურ თავისუფლებაზე, გადავწყვიტე დამეწერა რელიგიურ შეზღუდვებზე.

ჩემის აზრით ყველა ის კონფესია, რელიგიური აღმსარებლობა, რომელთა სათავე ოფისები არის უცხოეთში და ასრულებენ თავიანთი უცხოელი ”დამმოძღვვრებლების” ნება სურვილს, უნდა აიკრძალოს და იდევნებოდეს სახელმწიფოდან.

გარდა ამისა ყველა რელიგიური აღმსარებლობა, რომელიც მოუწოდებს ან მფარველობს ანტისახელმწიფო იდეოლოგიას(მაგალითად ჯარში სამსახურზე უარი) უნდა აიკრძალოს, ხოლო მქადაგებლები დაისაჯონ.

მაინტერესებს სხვები რას ფიქრობენ და რომელ რელიგიებს, რომელ სიასი შეიყვანდენ აკრძალულებში ან ლეგიტიმურში.

უმჯობესი იქნება თუ ამ საკითხს ცოტა უფრო ღრმა ანალიზს გავუკეთებთ, კანონი როგორც ზოგადსავალდებულო ქცევის წესი სახელმწიფომ დაადგინა ეთნიკური თავისებურობებიდან, ერის ისტორიიდან, ტრადიციებიდან და ზოგადად მენტალიტეტიდან, ზნე ჩვეულებებიდან გამომდინარე და თანამედროვე რეალობის გათვალისწინებით, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება ეს ქართული სახელმწიფოს უდიდესი მონაპოვარია, რაც ცხადად მეტყველებს იმაზედ რომ ქართველი ეთნოსი ტოლერანტული და შემწყნარებელია სხვადასხვა რწმენისა თუ რელიგიური აღმსარებლობის მქონე ადამიანების მიმართ, მაგრამ ის აქვე აღნიშნავს მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს ქვეყნის ისტორიაში და გარკვეულწილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს მას, მასთან კონსტიტუციური შეთანხმების გაფორმებითა და ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსებით. ქართული სახელმწიფო საუკუნეების მანძილზე განიცდიდა სხვადასხვა რელიგიებისა თუ რელიგიური მიმდინარეობების მავნე ზემოქმედებას, ქვეყანაში გაბატონებული დამბყრობელთა ურდოები თითქმის ყოველთვის აიძულებდნენ მოსახლეობას იძულებით მიეღოთ ისეთი რელიგიური მიმდინარეობები როგორებიცაა, მუსლიმანობა (ისლამი), მაზდეიანობა, ზოროასტრიზმი. ქართველი ბევრჯერ დამდგარა არჩევანის წინაშე მაგრამ მისი არჩევნის შესახებ 100000 მოწამის მოქმედება მეტყველებს, ამ არჩევანზე მეტყველებს დედოფალ ქეთევანის წამება. მიუხედავად ასეთი ამაზრზენი მოქმედებებისა ურდოთა მხრიდან დავით მეფემ აღმაშენებელმა მას შემდეგ რაც მან თბილისი არაბი ამირასაგან გაათავისუფლა, მუსლიმანი მოსახლეობის რწმენა არ შებღალა, ხელუხლებლად დატოვა ჯამი და მეჩეთი, აკრძალა ღორის დაკვლა მეიდანზე, რითაც მაგალითი მისცა ერს ლოიალურები ყოფილიყვნენ მავანთ მიმართ, ეხლა ამ ისტორიული ექსკურსიდან გადმოვინაცვლოთ 21-ე საუკუნეში და ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ. რა ხდება დღეს.

მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო გამოეყო წითელ სივრცეს გაიხსნა რა საზღვრები დასავლეთის სახელმწიფოებთან, ( ევროკავშირის წევრ ქვეყნები, აშშ ) დომინანტმა სახელმწიფოებმა შავი ზღვის აუზის ქვეყნების დასაზვერად იდეალური საშუალება და აპრობირებული ხერხი გამოიყენეს, მისიონერული "წმინდა" ეგიდით შემოგზავნეს ქვეყანაში "ცხვრის ტყავში გახვეული მგლები" გამონაკლისი არც საქართველო იყო და აი 90 იან წლებში როდესაც სამოქალაქო და ძმათამკვლელ ომში იყო გართული სახელმწიფო მექანიზმი, "პრახადნოი დვერში" აქტიურად და თავისუფლად შემოძვრნენ შემდეგი რელიგიური სექტები თუ მიმდინარეობები ( რასელისტები ე.წ იეჰოვას მოწმეები, ევანგელისტები, ბაფტისტები, ქარიზმატები, ორმოცდაათიანელები, ხსნის არმია, მასონები და კაბალისტები) თითოეული ამ სექტის, რომელთა ძირითადი ნაწილი კათოლიკური ეკლესიიდან სქიზმის შედეგად გამოძევებულ პროტესტანტ მარტინ ლუთერ კინგის, ლუთერანულ პროტესტანტული ეკლესიის განშტოებებს წარმოადგენს, მიზანი და ამოცანა იყო შემდეგი:

1. მოსახლეობის ფსიქოლოგიურ იდეოლოგიური დამუშავება.

2. ქვეყნის ბაზრისა და ეკონომიკის შესწავლა, განვითარების პროგნოზი და ანალიზი.

3. მათი რელიგიური მრწამსის შერყევა და გადმობირება

4. ქვეყანაში არსებული დომინანტი რელიგიის ცილისწამება დაკნინება დასუსტება.

5. ნიადაგის მომზადება ქვეყნის მშვიდობიანად ანექსიისთვის.

6. რელიგიურ ნიადაგზე დაძაბულობისა და განხეთქილების გამოწვევა.

მავანთ დახვეწილმა სქემამ და გეგმამ დასასრული ჰპოვა ირანის საზღვართან, ამ უკანასკნელებმა სამაგალითოდ მოახერხეს 35 ქვეყანაში შეპარულ ე.წ მისიონერს თავი და ბაფთიანი ყუთებით გააგზავნეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ ირანში მათი შესვლის მცდელობაზე აღარ უოცნებია მავანთ, სამაგიეროდ ქართულ მოსახლეობის კითხვაზე თუ რას დაწანწალებდნენ, სხარტი პასუხი ქონდათ, იესომ დაგვავალა, წადით და მოიმოწაფეთ მთელი ქვეყნიერებაო, ამ მთელ ქვეყნიერებაში რომ ირანიც შედის ეს დაივიწყეს და მათ მიერ მავანთ თავის მოხერხვის ფაქტიც გაასაიდუმლოეს შეძლებისდაგვარად. განსაკუთრებული აგრესიით მათ წინააღმდეგ გამოირჩეოდა რუსეთის ფედერაცია, რომელსაც სტრაზბურგში უჩივლეს და პროცესიც კი მოუგეს, მაგრამ რუსეთისაგან ჩვეულებისამებრ ნაბახუსევი პასუხი მიიღეს " სტრასბურგი და თქვენი მოჩვენებითი უფლებებიც ერთ ადგილზე გვკიდია და ის სახელმწიფოებიც რომლებიც გმფარველობენო" უკანასკნელ პერიოდში ისე შეჭირვდნენ იატაქქვეშა საქმიანობაზეც კი გადავიდნენ და ამ ყველაფერს მეწამული ქრისტიანობა დაარქვეს სახელად ადვილად მოირგეს ქრისტეს სიტყვები თუ მე მდევნიდნენ თქვენც გაგდევნიანო და ახლადგადმოსაბირებენ კანდიდატს ამუშავებენ დევიზით: მსხვერპლი ვარ ესე იგი მართალი ვარო. ეს მსხვერპლობანას თამაში და " თავგანწირული ქრისტიანობა" საქართველოშიც შეიმჩნეოდა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესიიდან გაძევებული ყოფილი მღვდელი დუქარდით დასდევდა მათ და როგორც სალაგას სახალხოდ კრეჭდა თმებს, ამ პროცესების ამსახველ კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩვენი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმაც ჯეროვნად მიიღო მართლმადიდებლური მუშტი კბილებში და ისედაც დასიებული ტუჩები გაუორმაგდა, სხვათაშორის ხმა დადიოდა თავის კანტურის წიკებიც მას შემდეგ დასჩემდაო. შემდეგ იყო შურისძიება და დღემდე გრძელდება, თუ სულ რაღაც 10 წლის წინ სექტანტი ჩუმად იყო სექტანტი, ეხლა იძახის მართლმადიდებელი რატომ ხარო? ანუ გეგმის ამოქმედება და შეკვეთის განხორციელება გადამწყვეტ ფაზაში შედის, ამ გეგმის ნაწილებიდან აღსანიშნავია ეტაპები სახელწოდებით "კგბეშნიკი პატრიარქი", "მამათმავალი ბერები", "ლეზბოსელი მონაზვნები", "ჯიპიანი მამაოები", "რად გვინდა ამდენი ტაძარი"? და ასე შემდეგ დაუსრულებელი თითქოსდა უხილავი ბრძოლა, თავის მხრივ არც მართლმადიდებლები ჩამორჩნენ და შეიქმნა ე.წ მმკ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოსო და მისტერ ბენდუქიძემ თქვა: ხომ იუდას მეძახით მაინც და ეხლა გაჩვენებთ როგორი იუდაც ვარო და სახელდახელოდ შეთითხნა, ვითომ საწყალ რელიგიურ უმცირესობათა დამცველი ორგანიზაცია სახელწოდებით "თავისუფლების ინსტიტუტი", შედეგი კი ასეთია დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იდევნება, ხოლო სიტყვები: "თუ მე მდევნიდნენ თქვენც გაიდევნებითო" რასელისტებმა და სხვა სექტებმა ლექსიკონიდან ამოიღეს. აქ სამაიმუნო და დასამალ დასაფარი არაფერია, ამ ვათხანალიას სახელად ჰქვია, რელიგიური რევოლუციის პროვოცირება, რომელსაც სახელმწიფო ახდენს უფრო დიდი სახელმწიფოს შეკვეთით, მაგრამ ითვალისწინებს რა რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია ასე ვთქვათ არც მწვად წვავს და არც შამფურს, ცალკე მართლმადიდებლებს აფინანსებს, ცალკე თავისუფლების ინსტიტუტს, ვითომ ნეიტრალური პოზიცია უჭირავს სინამდვილეში კი ტაქტიკურ თამაშს ეწევა, კანონიერი ქურდების ინსტიტუტი დაიმორჩილეს და აღკვეთეს და ცხვრის ტყავით შემოპარული მგლების თავის ადგილზე მოსმა რა გაუხდათ? აქ მერყეობს სახელმწიფო თან საკუთარი ხალხის ეშინია ვინაიდან იცის, რომ ქართველი მრწამსის გულისთვის სიცოცხლეს დათმობს, თან კიდევ ამერიკიდან მიღებული შეკვეთის აღსრულებისათვის ხელის შეშლა არ შეუძლია იცის რომ უფროსი ძმა გაუბრაზდება და თავში წამოარტყავს. მოკლედ ორ ცეცხლს შუაა, მაგრამ მიშა რისი მიშაა თუ გამოსავალი არ იპოვა ადგა და გულზე დაიკრიფა ხელები, აგერ ბატონო კონსტიტუციაში ხო წერია რწმენის თავისუფლებაო, ა ბატონო აღმაშენებელის მაგალითიო და მეც ლოიალური ვიქნებიო, ოღონდ ორ დეტალს აღარ ამბობს, კერძოდ იმას, რომ შენი უფლების რეალიზაცია, არ უნდა ლახავდეს ჩემს უფლებებს და დავითს კიდევ აღმაშენებელი ერქვა მას კი სააკიანცი. გვერდით თემაში მომწერე, რატომ ჩაგრავ რელიგიურ უმცირესობასო და აქვე გიპასუხებ კი არ ვჩაგრავ, მართლმადიდებლურ ეკლესიის მაგინებლებს ვეუბნები რომ საგინებლები თავად არიან და სანამ ბეწვის ამოცლას შეეცდებიან სხვისი თვალიდან ჯერ საკუთარ უკანალში გათხრილი დირე უნდა გამოიძრონ, ხოლო ეს არ სიამოვნებს მავანს, როდის იყო ადამიანს დაფარული მწარე სიმართლის გახმაურება სიამოვნებდა ამიტომაც მეთამაშებიან დახლართულ ჭადრაკს მაგრამ მეც ბოდიში და რუსეთივით უნდა დავიკიდო, იმიტომ რომ მართლმადიდებელი არ ვარ და სხვისი სათქმელის თქმით უკვე დავიღალე.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შედეგი კი ასეთია დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური ეკლესია იდევნება

Morfius

 

:givi: :givi: :givi: ეს უკვე ცოცხალი ანეკდოტია რაა :givi: :givi: :givi:

 

ხო, ჯიპებში გამოჭიმული მართლმადიდებლები, წელიწადში 25 მილიონ ლარს რომ იჯიბებენ, რა მაგარი დევნილები არიაააან :givi: :givi: :givi:

 

ორ დეტალს აღარ ამბობს, კერძოდ იმას, რომ შენი უფლების რეალიზაცია, არ უნდა ლახავდეს ჩემს უფლებებს და დავითს კიდევ აღმაშენებელი ერქვა მას კი სააკიანცი.

ეჭვი არ შეგეპაროს მორფიუს რომ შენი რელიგიური უფლებები და სურვილები, ჩემს რელიგიურ თუ არარელიგიურ უფლებებს და სურვილებს არ უნდა ლახავდეს. ეს არ აწყობთ არც შენნაირ "პროფესორებს" და ე.წ. მართლმადიდებლებს. მაგრამ უნდა შეგახსენოთ რომ X-ე საუკუნეში აღარ ვართ.

 

სანამ ბეწვის ამოცლას შეეცდებიან სხვისი თვალიდან ჯერ საკუთარ უკანალში გათხრილი დირე უნდა გამოიძრონ,

რამხელა ბოღმას და აგრესიას დაატარებ გულში გათხრილს. :)

 

რუსეთივით უნდა დავიკიდო, იმიტომ რომ მართლმადიდებელი არ ვარ და სხვისი სათქმელის თქმით უკვე დავიღალე.

ანუ ყველას მამიდობას თავი დაანებო ჯობია არა? :givi:

 

:TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ ყველას მამიდობას თავი დაანებო ჯობია არა?

რასელისტების ბიცოლის ჩანაწერებიდან :givi:

 

რამხელა ბოღმას და აგრესიას დაატარებ გულში გათხრილს.

მკიდია მეთქი ბოლოში რომ მივაწერე ვერ წაიკითხე?

 

ეჭვი არ შეგეპაროს მორფიუს რომ შენი რელიგიური უფლებები და სურვილები, ჩემს რელიგიურ თუ არარელიგიურ უფლებებს და სურვილებს არ უნდა ლახავდეს. ეს არ აწყობთ არც შენნაირ "პროფესორებს" და ე.წ. მართლმადიდებლებს. მაგრამ უნდა შეგახსენოთ რომ X-ე საუკუნეში აღარ ვართ.

როდის შევლახე შენი უფლება რა დუქარდით თმები შეგაჭერი? შენ კი რასაც აკეთებ მართლმადიდებლებს რომ ლანძღავ ეს უკვე უფლებების შელახვაა.

 

ეს უკვე ცოცხალი ანეკდოტია რაა

 

ხო, ჯიპებში გამოჭიმული მართლმადიდებლები, წელიწადში 25 მილიონ ლარს რომ იჯიბებენ, რა მაგარი დევნილები არიაააან

შენ ჯობია თქვენი უფასო ჟურნალების ბეჭდვის სახსრები ითვალო საიდან და როგორ 25 მილიონს თუ მართლმადიდებლები წელიწადში იღებენ თქვენები 25 მილიონ ჟურნალს თვეში ბეჭდავენ რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3 ლარს უდრის.

 

ეს უკვე ცოცხალი ანეკდოტია რაა

გეთანხმები აბა რაა? ანეგდოტი არ არის? საქართველოში რასელისტები გულაობენ მართლმადიდებლები იჩაგრებიან.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, ჯიპებში გამოჭიმული მართლმადიდებლები

კარლ ვერნერი რომ ლექსუსით დაიარება და ისე მოძღვრავს "ქრისტეს ცხვარს" ეგ არაფერი? თქვენი ერთი ბეთელის ღირებულებით რომ ათი ეკლესიის აშენება შეიძლება იციი?

 

ჯიპებში გამოჭიმული მართლმადიდებლები

ამ ჯიპების შესაძენი სახსრები დოკუმენტში სახელად ბიუჯეტი გაწერილია, ამას მიუმატე მრევლის შეწირულობები და თქვენები რა ჯიპებითაც დადიან ის სახსრები საიდან შემოედინება ერთი ეგეც მიაწერე რა ბარემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯიპებში

შენ რომ გისმინოს კაცმა იტყვი: ქრისტეს სახედარი რად უნდოდა ფეხით რაა ვერ შევიდოდა იერუსალიმშიო, არ ჯობდა ის სახედარი გაეყიდათ და ამდენი მშიერი დადიოდა კაპერნაუმში იმათთვის მიეცათო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რასელისტების ბიცოლის ჩანაწერებიდან :givi:

Morfius

 

არა, ბიცოლაშენის ჩანაწერებიდან. :givi:

 

 

მკიდია მეთქი ბოლოში რომ მივაწერე ვერ წაიკითხე?

მასე რომ იყოს, ბოღმა მოხრჩობილი აღარ დაწერდი. ;)

 

როდის შევლახე შენი უფლება რა დუქარდით თმები შეგაჭერი?

ამ განყოფილებას წესების დამცველი მოდერატორი რომ ყავდეს, მიგახვედრებდა. ;)

 

შენ კი რასაც აკეთებ მართლმადიდებლებს რომ ლანძღავ ეს უკვე უფლებების შელახვაა.

არ ვლანძღავ. შენსავით აფერისტები არიანთქო და ატენიანთქო არსად დამიწერია. ასე რომ ბოდიში მოიხადე და ცილს ნუ მწამებ.

 

შენ ჯობია

მე ვიცი რაც ჯობია. შენ ის ჯობია, სხვის მამიდობას თავი დაანებო თორე ცუდი დაბოლოება იცისო ამბობენ. :givi:

 

თქვენი უფასო ჟურნალების ბეჭდვის სახსრები ითვალო საიდან და როგორ 25 მილიონს თუ მართლმადიდებლები წელიწადში იღებენ თქვენები 25 მილიონ ჟურნალს თვეში ბეჭდავენ რომლის საბაზრო ღირებულება დაახლოებით 3 ლარს უდრის.

მართლმადიდებლები 25 მილიონს წელიწადში სხვისი ჯიბიდან იღებენ, მოწმეები კი თავისი ჯიბიდან ამოღებული ფულით რას დაბეჭდავებ, არ არავის მამიდის გასარცევი არაა ოქრო. :givi: რა მაგრად გაწვება ყელში ბოღმააა.... :givi:

 

რასელისტები გულაობენ მართლმადიდებლები იჩაგრებიან.

რასელისტებს არ ვიცნობ, იეჰოვას მოწმეებს ვიცნობ. მართლმადიდებლების ჩაგვრა კი ერთი არ მინახავ მთელი ჩემი ცხოვრების მანძელზე. მართლმადიდებლების მიერ კი მოწმეების შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და დევნა კი, რამდნეიც გინდა. ასე რომ ტყუილად გწყურიათ ის, რასაც აქ წერთ რელიგიური მიმდინარეობების აკრძალვაზე. აკი გითხარი, X-ე საუკუნეში აღარ ვართთქო. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

არ გეთანხმები, "შეთქმულების თეორიას" ჰგავდა შენი პირველი პოსტი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა, ბიცოლაშენის ჩანაწერებიდან.

ჩემი ბიცოლა ხარ? სასიამოვნოა შენი გაცნობა ეს რა სიმპათიური ცოლი მოუყვანია ბიძაჩემს :givi:

 

მასე რომ იყოს, ბოღმა მოხრჩობილი აღარ დაწერდი

ბოღმა მოხრჩობილი არა კერხერი

 

ამ განყოფილებას წესების დამცველი მოდერატორი რომ ყავდეს, მიგახვედრებდა.

ეხლა უკვე ჩვეული თამაშის თამაშს ნუ იწყებ მოდერატორის დაშინებას.

 

მე ვიცი რაც ჯობია. შენ ის ჯობია, სხვის მამიდობას თავი დაანებო თორე ცუდი დაბოლოება იცისო ამბობენ.

ცალი ხელით ვერ გადაღუნავენ და აბა ორით სცადონ მსურველების სია შენ ჩამოწერე.

 

მართლმადიდებლები 25 მილიონს წელიწადში სხვისი ჯიბიდან იღებენ, მოწმეები კი თავისი ჯიბიდან ამოღებული ფულით რას დაბეჭდავებ, არ არავის მამიდის გასარცევი არაა ოქრო. რა მაგრად გაწვება ყელში ბოღმააა.

რამდენი ლარი გაქვს გადახდილი მიღებულ ჟურნალებში, რაღაც ძალიან სქელი ჯიბეეები არ გამოგდით.

 

რასელისტებს არ ვიცნობ, იეჰოვას მოწმეებს ვიცნობ.

შენ იეჰოვას მოწმეებს არ იცნობ თორემ რასელისტებს მართლა იცნობ.

 

მართლმადიდებლების ჩაგვრა კი ერთი არ მინახავ მთელი ჩემი ცხოვრების მანძელზე. მართლმადიდებლების მიერ კი მოწმეების შეურაცხყოფა, მათზე ფიზიკური ძალადობა და დევნა კი, რამდნეიც გინდა. ასე რომ ტყუილად გწყურიათ ის, რასაც აქ წერთ რელიგიური მიმდინარეობების აკრძალვაზე. აკი გითხარი, X-ე საუკუნეში აღარ ვართთქო.

მაგრად გამაცინე, თქვენი თავში ავარდნები რომ ამ ხელისუფლების ყოფნა არ ყოფნაზეა დამოკიდებული ვერ ხვდები? ხვალ სხვა მოვა დაიკიდებს ამერიკასაც და სექტებსაც და მერე ერიდე გაბრაზებულ მართლმადიდებლებს თორემ მე რაა.

 

არ გეთანხმები, "შეთქმულების თეორიას" ჰგავდა შენი პირველი პოსტი..

ყველა მოვლენა მაგაზე მიუთითებს რომ სწორედაც შეთქმულებაა, აბა რა არის წმინდა მისია მთელს მსოფლიოში? ამერიკელი თუ ქართველის სულის ხსნაზე ზრუნავს ირანელი რა ადამიანი არ არის :givi: სცადონ აბა იმათი სულების ხსნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფომ უნდა დაიცვას ადამიანები დაზომბირებისგან..

სახელმწიფო ვერ აკრძალავს ზემოთ დავწერე რატომაც, აკრძალავს და ეგრევე დაემხობა სააკაშვილის დემოკრატიული ხუხულა. ერთი საჩივრის ნოტა უნდათ ამერიკელებს საქართველოში რელიგიური უმცირესობა იდევნებაო და მორჩა დაემშვიდობებიან გრანტებსა და საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერას, მაგიტო არ მივწერე 21 საუკუნეა და მიდი მოვდივარო რო უხარია, ხვალ რომ სააკაშვილის მაგივრად ვასკა მოვიდეს და ვთქვათ რუსეთისკენ აიღოს გეზი და სახელმწიფოს განვითარების ორიენტაციაც ამერიკულ ფსევდო დემოკრატულს რუსულ დათვური ამჯობინოს ჯერ მარტო მკალავლიშვილის დუქარდს სად უნდა დაემალნენ, თავისუფლების ინსტიტუტი მოტყდება საზღვარგარეთ ლიდერებსაც აახვევინებენ და დარჩება რაა, საწყალი სოფლის მოსახლეობა, რომლის თავებში ცბიერად შეტენილ იდეოლოგიას ჯვარითა მით ძლიერითა გამობერტყავენ :givi: და დაარქვი მერე 21-ე საუკუნე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვასკა მოვიდეს და ვთქვათ რუსეთისკენ აიღოს გეზი და სახელმწიფოს განვითარების ორიენტაციაც ამერიკულ ფსევდო დემოკრატულს რუსულ დათვური ამჯობინოს ჯერ მარტო მკალავლიშვილის დუქარდს სად უნდა დაემალნენ, თავისუფლების ინსტიტუტი მოტყდება საზღვარგარეთ ლიდერებსაც აახვევინებენ და დარჩება რაა, საწყალი სოფლის მოსახლეობა, რომლის თავებში ცბიერად შეტენილ იდეოლოგიას ჯვარითა მით ძლიერითა გამობერტყავენ

იოცნებე. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენსავით აფერისტები არიანთქო და ატენიანთქო არსად დამიწერია

და ვერც დაწერდი, აფერისტობას დამტკიცება უნდა, რასელს კი სასამართლომ დაუმტკიცა და მაგიტო დავწერე, დაუმტკიცონ მართლმადიდებლებს თაღლითობა და მაგათზეც დავწერ კი არ მომერიდება.

 

იოცნებე.

აბა შენ მიშა მარადმწვანე მცენარე გგონია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ვერც დაწერდი, აფერისტობას დამტკიცება უნდა,

 

ეგ პრინციპი შენც გეხება და ყველას, ვინც ამ ფორუმზე უამრავ ცილისწამებას ავრცელებთ. თუნდაც ამას:

 

რასელს კი სასამართლომ დაუმტკიცა და მაგიტო დავწერე

 

ამას კიდე კომენტარიც კი არ სჭირდება:

დაუმტკიცონ მართლმადიდებლებს თაღლითობა და მაგათზეც დავწერ კი არ მომერიდება.

 

:givi:

 

 

აბა შენ მიშა მარადმწვანე მცენარე გგონია?

შენ მაგ იმედით იყავი რომ საქართველო მკალავიშვილების ნაირების სამართავი გახდეს. :yes: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუნდაც ამას:

რა თუნდაც ამას? ეხლა მართლა რაღაც ნუ შეგეშალა, 2000 წლის წინანდელ ამბავს კი არ ვყვები, რომ არქეოლოგიური მასალა დავდო, აგერ სადღაც მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს იყო და იმ გამამტყუნებელი განაჩენის მოძიებაც არ გაუჭირდება დაინტერესებულ პირს.

 

შენ მაგ იმედით იყავი რომ საქართველო მკალავიშვილების ნაირების სამართავი გახდეს.

მე მაგის იმედი არ მაქვს, მაგრამ საქართველო საოცრებათა ქვეყანაა სადაც წიკიანი ბოკერიაც კი უშიშროების საბჭოს მდივნად შეიძლება მოგევლინოს ადამიანს მკალავლიშვილისნაირების ხელისუფლებაში მოსვლა რა გასაკვირია? არ მითხრა ეხლა უკეთესები ყავთო.

 

ეგ პრინციპი შენც გეხება

მე არანაირად არ მეხება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...