Nukriko Posted March 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2011 ეს არ არის არც მემარცხენული და არც მემარჯვენულ პოზიციებიდან დაწერილი. შევეცადე ის ამეღწერა (კლასიფიკაციის გარეშე) როგორ ვითარდებოდა ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდგომ.. ნუ ძალიან დიდი თემაა და არა მგონია რომ სიცოცხლიუნარიანია, ამიტომ ჯერ მხოლოდ ერთ ნაწილს დავწერ და თუ ინტერესი იყოს, სხვა გავაგრძელებ კიდეც. კაპიტალისტურ სახელმწიფოების წარმატება დამოკიდებული იყო მის ინდუსტრიალიზაციაზე, რომელსაც სახელმწიფო აგეგმარებდა - საფრანგედან დაწებული იაპონიამდე დამთავრებული. იმავდროულად მთავრობების პოლიტიკური ერთგულება სრული დასაქმების მიმართ და ნაკლები ხარისხით, ეკონომიური უთანაწორობის შემცირების მიმართ, ანუ მათი ორიენტაცია კეთილდღეობაზე და სოციალურ დაზღვევაზე გამოიღო ის შედეგი, რომ პირველად შეიქმნა ფუფუნების საგანთა მასიური სამომხმარებლო ბაზარი. ფუფუნების ამ საგნებმა გადაინაცვლეს ამის შემდეგ აუცილებელ საგანთა კატეგორიაში. რაც უფრო ღარიბია ადამინი, მით უფრო დიდი ნაწილი თავისი შემოსავლისა უნდა დახარჯოს, პირველად აუცილებელ საგნებზე (როგორიცაა საჭმელი) 1930-იან წლებში ისეთი მდიდარ ქვეყანაშიც კი როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, შემოსავლების ერთი მესამედი მიდიოდა საჭმელზე, მაგრამ უკვე 1980-იან წლების დასაწყისში ამ დანახარჯის რიცხვმა შეადგინა 13% სხვა დანარჩენი კი იხარჯებოდა სხვა პროდიქტებზე. ეკონომიკის ინტერნაციონალიზმმა, გაზარდა წარმოების უნარი მთელ მსოფლიოში. შესაძლებელი გახდა მეტი პროდუქტის შექმნა საერთაშორისო შრომის გადანაწილებით. თავდაპირველად ის შეზღუდული იყო ე.წ „განვითარებულ ქვეყნებით: ე.ი ამერიკულ ბანაკით. სოციალისტური სახელმწიფოები იზოლირებულნი იყვნენ, ხოლო ყველაზე დინამიურად განვითარებადი, მესამე სამყაროს სახელმწიფოები 1950-იან წლებიდან ამჯობინებდნენ დამოუკიდებლად განეხორციელებინათ გეგმიური ინდუსტრიალიზაცია და ჩაენაცვლათ იმპორტირებული საქონელი, საკუთარ საქონლით. რა თქმა უნდა დასავლური კაპიტალისტური სახელმწიფოები ვაჭრობდნენ ჩანმორჩენილ მესამე სამყაროსთან, საკმაოდ წარმატებულად რადგან ვაჭრობის პირობები მათთვის სასურველი იყო - ისინი იაფად ყიდულობდნენ ნედლეულს და სუსრსათ. რაც მართლა შეიცვალა, ეს იყო განვითარებად ქვეყნების სამეწარმოო პროდიქცია. 1953 წლიდან ოცი წლის განმავლობაში დამზადებული პროდუქცია გაიზარდა ათჯერ, საერთაშორისო ვაჭრობაში მათი რაოდენობა ბაზრის 60% შეადგენდა. 1975 წლიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებზე მოდიოდა სამი მეოთხედი ავტომობილებისა მსოფლიოში. თუმცა მსოფლიოს ახალ სამრეწველო რევოლუცია ერთ კონკრეტულ რეგიონი არ მოუცვია. მთავარი მიმართულება წარმოადგენდა კაპიტალიზმის რესტრუქტურიზაცია და ინტერნაციონალური ეკონომიკის განვითარება. „ოქროს ეპოქა“ მიღწევები არ შეიძლება მხოლოდ ტექნიკურ რევოლუციით ავხსნათ. მაღალი ტექნოლოგიების გავლენა სამოქალაქო მრეწველობაში გახდა მასობრივი 1973 წლიდს შემდეგ, როდესაც გარღვევა მოხდა ინფორმაციულ ტექნოლოგიების და გენური ინჟინერიის. შესაძლოა მთავარი მიღწევები, რომელმაც შეცვალა სამყარო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იყო მიღწევები ქიმიაში და ფარმაკოლოგიაში, რომელმაც მალევე მოახდინა გავლენა დემოგრაფიულ მდგომარეობაზე მესამე სამყაროში, მისი კულტურული შედეგები მოხდა რამოდენიმე ხნის შემდეგ 1960-1970-იან წლებში ე.წ სექსუალურ რევოლიციით, ანტიბიოტიკების წყალობით (რიკებიც მეორე მსოფლიო ომამდე არ იცოდნენ, რომლის მეშვეობითაც სექსუალურ აღვირახსნიობის მტერი - ვენერიული დაავადებები, ადვილად განკურნებადი გახდა და ასეცე ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მეშვეობით, რომელიც 1960-იან წლებიდან ფართოდ გავრცელებული გახდა. (1980-იან წლებში სპიდის აღმოჩენის შემდეგ სექსი კვლავ რისკის შემცველი გახდა) მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კაპიტალიზმს კროლანდმა უწოდა „რეფორმირებული ისე რომ ვერ იცნობ“ ან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჰაროლდ მაკმილდონის მიხედვით „ახალი ვერსია ძველი სისტემის“ გადალახეს რა პირველი და მეორე მსოფლიოომის შორის დაშვებული შეცდომები, ის არა მარტო დაუბრუნდა თავის ჩვეულ ფუნქციას „დასაქმების მაღალი დონის და ეკონომიკური ზრდის გარკვეული ხარისხის შენარჩუნება“ დაიდო შეთანხმება ეკონომიკურ ლიბერალიზმს და სოციალ დემოკრატიებს შორის, რომელიც ძალიან წააგავს თავის ფორმით ცოლ-ქმრულ კავშირს და რომელმაც ძალიან ბევრი გადმოიღო საბჭოთა კავშირისგან. ეს უკანასკნელი იყო პიონერი ეკონომიკურ დაგემარებაში. სწორედ ამიტომ თავისუფალი ბაზრის იდეის ორთოდოქსების მხრიდან თავდასხმები რეფორმირებულ კაპიტალიზმზე ასე გაძლიერდა 70-იან და 80-იან წლებში. ეს მოხდა მაშინ როდესაც პოლიტიკა რომელიც აგებული იყო, ზემოთ ნახსენებ კავშირზე, აღარ იყო ეკონომიკურად წარმატებული. სპეციალისტები როგორიც იყო ჰაიეკი (ავსტრიელი) რომელიც არასოდეს არ იყო პრაგმატიკოსი და თანახმანი იყვნენ საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ ეცნოთ, ის რეალობა რომ ეკონომიკური მოღვაწეობა რომელიც ეწინააღმდეგობდა სახელმწიფოს ჩარევას ეკონომიკაში, შეიძლება ყოფილიყო წარმატებული. თუმცა მათ მოჰყავდათ მტკიცებულებები რომლებიც უარყოფდნენ ასეთ შესაძლებლობას. მათ სწამდათ ფორმულა „თავისუფალი ბაზარი = თავისუფალ პიროვნებას“ ისინი გმობდნენ ნებისმიერ გადახრას ამ პრინციპისგან და ხედავდნენ ასეთ გადახრაში „გზა მონობისკენ“ („გზა მონობისკენ“ ჰაიეკის წიგნი 1944 წ) ეს სპეციალისტები იცავდნენ ბაზრის სისუფთავის პრინციპს, დიდი დეპრესიის პერიოდში. ისინი აგრძელებდნენ იმ პოლიტიკის დაგმობას რომელმაც „ოქროს პერიოდი“ მართლა გაავსო ოქროთი, და ეს მიუხედავად იმისა სამყარო ხდებოდა კიდე უფრო მდიდარი, ხოლო კაპიტალიზმმა პოლიტიკურ ლიბერალიზმთან ერთად, კვლავ განიცადა აყვავება, ბაზრის და მთავრობის ურთიერთქმედების საფუძველზე, თუმცა აღნიშნულ პერიდშ 1940-1970-იან წლებში ამ ძველ წარმოდგენების მომხრეებს არავინ არ უგდებდა ყურს. ჩვენ არ გვაქვს მიზეზი რომ ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ კაპიტალიზმი იყო განზრახ რეფორმირებული, უკანასკნელ საომარ წლების შემდეგ, იმ ამერიკელ და ბრიტანელ პოტლირიკოსების მიერ, ვისაც ამის საშუალება გააჩნდა. კატასტროფა ომთაშორისო პერიოდში, რომლის განმეორებაც არ შეიძლებოდა, იყო განპირობებული მსოფლიო ვაჭრობის და ფინანსური სისტემის კრახით. ადრინდელი მსოფლიო ეკონომიკურ სისტემას ბრიტანული ეკონომიკა და მისი ვალუტა - ფუნტ სტერლინგი ასტაბილურებდა. პირველი და მეორე მსოფლიო ომებს შორის ბრიტანული ფუნტ სტერლინგი უკვე აღარ იყო საკმაოდ მყარი, რომ იგივე როლი შეესრულებინა, ამ როლის შესრულება მხოლოდ შეერთებულ შტატებს შეეძლო. დიდი დეპრესია გამოწვეული იყო თავისუფალი ბაზრის შეუზღუდაობით. ამიტომ, ამიერიდან ბაზარი საჭიროებდა სახელმწიფოს დაგეგმარება და ეკონომიკის მართვას ხოლო, სოციალური კუთხით დაუშვებელი იყო მასობრივი უმუშევრობის (რომელიც თავისუფალ ბაზრის შედეგად მოხდა) განმეორება. სახელმწიფო მოღვაწეები რომლებიც ანგლო-საქსურ ქვეყნებს არ მიეკუთვნოდნენ, ჰქონდათ მკცირე გავლენა მსოფლიო ვაჭრობასა და ფინანსურ სისტემაზე, მაგრამ ემხრობოდნენ, ძველ ლიბერალურ ეკონომიკის ანუ თავისუფალ ბაზრის შეცვლას. სახელმწიფო დაგეგმარება და ეკონომიკის მართვა არ იყო ზოგიერთ ქვეყნებისთვის სიახლე, მათ შორის საფრანგეთისთვის და იაპონიისთვის. სახელმწიფო საკუთრება და სამეწარმო განვითარების რეგურილება, იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპის ქვეყნებში 1945 წლის შემდეგ. ეს საკითხი არ იყო მხოლოდ იდეური უთანხმოება სოციალისტებსა და ანტისოციალისტებს შორის, ხოლო საერთო ნაბიჯი მარცხნივ, გახადა მემარცხენეობა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ომამდე იყო, ეს კარგად ჩანს 1947 წლების ფრანგულ და იტალიურ კონსტიტუციებში. ორმაოცდაათ წლიანმა სოციალისტურმა მთავრობამ (1960 წელს) სახელმწიფო სექტორი ნორვეგიაში ასრულებდა უფრო მცირე როლს ვიდრე დას.გერმანიაში, რომელიც არ იყო ეკონომიკის ნაციონალიზაციის მოხრე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted March 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2011 აუ ეხლა გავდიარ და იმაზე წერია როგორ წავიდა ხალხი სოფელში? და უემტესობა იქ დარჩა? ანუ მოეწონა იქ ცხოვრება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted March 17, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2011 აუ ეხლა გავდიარ და იმაზე წერია როგორ წავიდა ხალხი სოფელში? და უემტესობა იქ დარჩა? ანუ მოეწონა იქ ცხოვრება? არა პირიქით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებით მთელ მსოფლიოში დაიწყო აქამდე არნახული ურბანიზაცია.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.