Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ვეფხვი

 

ანუ, დამოუკიდებლობის დედაც?

კმაყოფილებასაც გაააჩნია, საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ქართველი კაცის დეგრადირება,

პროფანაცია ვაჟკაცობის და პატრიოტიზმის,

რეალურად კი, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა რომ არც მამაკაცური თვისებები არ ჰქონდა შერჩენილი ერს და პატრიოტიზმი ხომ საერთოდ

ქვეყანა რომ გიყვარდეს, ჯერ საკუთარი ოჯახი უნდა გიყვარდეს. შემდეგ ამ ოჯახის ადგილს და მის კარგად ყოფნას შენს ქვეყანაში უნდა ხედავდე, დაცულად გრძნობდე მას აქ და არა სხვაგან.

როცა ასე არის იცავ შენ ქვეყანას, რადგან ამით შენს ოჯახს იცავ მასში. და როცა შენი ქვეყანა შენი აღარაა, და სენი ოჯახი ამ ქვეყანაში ვერაა ისე რომ გინდა იყო, მაშინ შენი ქვეყნის მტერშიც შეიძლება განმათავისუფლებელს ხედავდე.

და თუ სულ მის მხარეს არა, არც შენი ქვეყნისთვის გამოიდობ ძალიან თავს.

ოჯახი თუ არა ვიღაც უნდა გიყვარდეს და ეს ვიღაც ბედნიერი მხოლოდ ამ ქვეყანასთან ერთად გეგულებოდეს.

თუ ეს ვიღაცაც არ გყავს, მაშინ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მას ხედავდე კარგად ამ ქვეყანაში და არა სხვაგან.

ასეა ეს და ამას ვერაფერი სეცვლის.

პატრიოტიზმი ძალად მოთრეული მცნებაა, ის არ არსებობს ელემენტარული გათვლების გარეშე.

ასე იყო ოდითგანვე, ასე არის და ასე იქნება მომავალშიც.

დამოუკიდებლობაზე მოთხოვნაც უკეთესობისკენ სვლის სურვილით მოდის, როდესაც შენის ბოლომდე შენთვის გამოყენება შეგიძლია და მისი სხვისთვის გაყოფა არ გსურს.

მოსემ ებრაელები რომ გაიყვანა ეგვიპტიდან 40 წელი უდაბმოში აბოდიალა სანამ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. რატომ გზა არ იცოდა? არა, იცოდა და კარგად იცოდა, რომ მონა კაცი არაა და ის ვერ იბრძოლებდა მისი ქვეყნისთვის და არ იბრძოლებდა მონის ფსიაოლოგიით. ამიტომ ისინი თავისუფლებას შეაჩვია, ახალი თაობები თავისუფლებაში დაიბადნენ და თავისუფლები გაიზარდენ და მხოლოდ ამის მერე მიიყვანა აღთქმულ ადგილას საცხოვრებლად.

როგორ იზრდება ჩვენი ახალი თაობა? უყვართ რამე ამ ქვეყანაში და მისი განსაკუთრებულობის ან რაიმე ღირსების შეგრძნება აქვთ?

არა, გაქცევაზე აქვთ თვალი ქვეყნიდან საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრებისკენ და ესენი იბრძოლებენ? მალე ქართულიც კი არ ეცოდინებათ და რა დაიცვან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

verusi

Siknadmo

სხვათაშორის საბჭოთა კავშირსაც ტყუილად აქებ. მაქედან და გადარჩენისათვის კიდო უფრო ადრე რუსეთთან გაერთიანებამ დაგვღუპა, ფუნქცია დაგვიკარგა სათითაოდ და ყველას ერთად საკუთარი ქვიყნისთვის ბრძოლის . მთელი თაობები აღიზარდა მონური აზროვნებით და ამი აღმოფზვრა არც ისეთი იოლია.

ანუ, დამოუკიდებლობის დედაც?

კმაყოფილებასაც გაააჩნია, საბჭოთა კავშირის დროს მოხდა ქართველი კაცის დეგრადირება,

პროფანაცია ვაჟკაცობის და პატრიოტიზმის,

რეალურად კი, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, აღმოჩნდა რომ არც მამაკაცური თვისებები არ ჰქონდა შერჩენილი ერს და პატრიოტიზმი ხომ საერთოდ

მოიცა, მოიცა... ხატოვნად წერთ მაგრამ არაადეკვატურად...

 

რატომ მოაწერა ერეკლემ ხელი ტრაქტატს რუსეთთან? იმიტომ რომ საქართველოს უკვე მაშინ ,,დედა არ ჰყავდა´´... დედა არ ჰყავდა ჯერ კიდევ მონღოლების შემოსევიდან მოყოლებული... უკვე მონღოლების შემდეგ ვეღარ გაიმართა საქართველოს წელში...

... და 300 წელი რომ ჯერ თურქები ისხდნენ ჩვენთან და მერე ირანელები ეგ არაფერი არა??? მაგას არ მოუხდენია ქართველების განვითარებაზე ზეგავლენა ხომ???

 

ასე რომ რუსეთს ნურაფერს აბრალი... თვით ოცდაერთი წლის მთავრობაც კი იმდენად სუსტი იყო რომ დაჟე სომხების თავდასხმებსაც კი ვერ უძლებდა... მაშინ ჯუღაშვილი და სხვა გაკომუნისტებული ქართველები რომ არა დღეს თურქების მიერ ვიქნებოდით დაპყრობილები... ეს რალობაა!

 

 

verusi

 

ახალ თაობებზეა მხოლოდ იმედი. მართლა კარგი თაობა მოდის და ამიტომ მავანნი ცდილობენ მათ მოწამვლას, ტრადიციებს ჩამოშორებას, რომ საქართველო არ იყოს არასდროს თავისუფალი.

რასაც გაზრდიან ის თაობა ეყოლება შემდგომში საქართველოს... ახალი თაობის დეგრადირება დაწყებულია უკვე (ანუ ეს ის თაობაა რომელსაც ამ სააკაშვილის რეჟიმის გარდა სხვა წყობა არ უნახავს და მათთვის კარგიც ეგ არის და ცუდიც... განსაკუთრებით თუ ჯერ კიდევ ისევ მშობლების კისერზე ზიან) და თუ მართლა 2013 წლამდე გასტანა გამოდის რომ მთელი ერთი თაობა კომპლექტში ამ სააკაშვილის იდეოლგიით იქნება გაზრდილი...

2003 წლიდან 2013 წლამდე 10 წელია და პატარა ვადა არ არის საქართველოს ისტორიაში... შევარდნაძემ ხომ სულ რაღაც 12 წელი ,,იმეფა´´!

ახალი თაობა კი არა უკვე ძველმა თაობამაც კი დაიწყო დეგრადირება... გაფუჭდა ხალხი უვე ძალიან!

 

 

რადგან ზოგი შენსავით ფიქრობს საბჭოთა კავშირში კარგი იყოო და რუსეთთან ვიქნებით ეხლა კარგადო(ალბათ ფიქრობ ასე) მეორენი კი ამერიკისკენ გვექაჩებიან, იქ უკეთ ვიქნებითო.

არ ვფიქრობ მასე... მხოლოდ ფაქტებს ვყვები!!!

 

 

არსად კარგად არ ვიქნებით ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში. ჯერ რუსისგან თუ ამერიკელისგან გავნთავისუფლდეთ, მერე კი ყველაფერი კარგად იქნება.

ეგ იდეალური ვარიანტია მაგრამ არარეალური... ხომ გაგიგია უპატრონო ქვეყანას ეშმაკები დაეპატრონენნო...

რა სასამართლო, რის ხავერდოვანი და უსისხლო რევოლუციები... რა დემოკრატია, რის თავისუფალი არჩევნები... რა ამერიკა და რის დასავლური ფასეულობები... რეებს ოცნებობთ ხალხნო?

 

ყველას გვევასება დავით აღმაშენებელი... ხომ ასეა???

მაგრამ... დავით აღმაშნებელი თავის დროზე როგორც და რა მეთოდებითაც მოქმედებდა საქართველოს გასაერთიანებლად და ასაყვავებლად იგივე რომ დღეს გაეკეთებინა საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი არ აცდებოდა ნამდვილად... (ხომ ხედავ კადაფის რას უშვრებიან)...

ყორღანაშვილი მოღალატე იყო და ყოველგვარი სასამართოს გარეშე გადაუშვეს კლდიდან... მაგრამ არის კი ამის გამკეთებელი დღეს ვინმე? არც არავინ იმიტომ რომ ყველა ცდილობს დასავლეთის თამაშის წესებით ითამაშოს... (იმიტომაც ჩაიფუშა 26 მაისს ხალხის ის მასობრივი მღელვარება სტადიონზე)... იგივე რომ დღეს გაიმეორო ტრიბუნალზე წარგადგენენ ისევ და ისევ დასავლური სტანდარტებისდა გამო...

 

Siknadmo

და რა საჭიროა ლიდერი, მგონი ხარიზმატულმა ლიდერებმა სიკეთე არ მოგვიტანა,

ხარიზმატულ ლიდერს აქვს ძალაუფლებისადმი პათოლოგიური ლტოლვა, ეს კი ძალიან ცუდია მოსახლეობისთვის,

საბოლოო ჯამში ასეთი ტიპი ემსახურება არა სახელმწიფო ინტერესებს არამედ საკუთარ ამბიციებს,

გეთანხმები მაგრამ არაქარიზმატული ლონდრე ვის რად უნდა პოლიტიკაში და სახელმწიფოს მმართველად... :givi:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

verusi

ქვეყანა რომ გიყვარდეს, ჯერ საკუთარი ოჯახი უნდა გიყვარდეს. შემდეგ ამ ოჯახის ადგილს და მის კარგად ყოფნას შენს ქვეყანაში უნდა ხედავდე, დაცულად გრძნობდე მას აქ და არა სხვაგან.

როცა ასე არის იცავ შენ ქვეყანას, რადგან ამით შენს ოჯახს იცავ მასში. და როცა შენი ქვეყანა შენი აღარაა, და სენი ოჯახი ამ ქვეყანაში ვერაა ისე რომ გინდა იყო, მაშინ შენი ქვეყნის მტერშიც შეიძლება განმათავისუფლებელს ხედავდე.

და თუ სულ მის მხარეს არა, არც შენი ქვეყნისთვის გამოიდობ ძალიან თავს.

ოჯახი თუ არა ვიღაც უნდა გიყვარდეს და ეს ვიღაც ბედნიერი მხოლოდ ამ ქვეყანასთან ერთად გეგულებოდეს.

თუ ეს ვიღაცაც არ გყავს, მაშინ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მას ხედავდე კარგად ამ ქვეყანაში და არა სხვაგან.

ასეა ეს და ამას ვერაფერი სეცვლის.

პატრიოტიზმი ძალად მოთრეული მცნებაა, ის არ არსებობს ელემენტარული გათვლების გარეშე.

აბსოლიტურად გეთახმები...თუ ქვეყანა ჩემზე და ჩემს ოჯახზე არ ფიქრობს და არ ზრუნავს და მხოლოდ ამომრჩეველ ჯოგად და საზარბაზნე ხორცად ვჭირდებით რა თქმა უნდა გაგიჩნდება ან პროტესტის გრძნობა ან თვითგადარჩენის ისტიქტი ამუშავდება... და რომელ ქვეყანაშიც და რომელ ქვეყანასთანაც ერთად იგრძნობ თავს დაცულად და მშვიდად რა თქმა უნდა იქეთ გაგიწევს გული... 20 წელია საქართველო დამოუკიდებელია... რა ხეირი რო??? მიზეზები არ დაილია მოკლედ ჩვენთვის... მიზეზებს რა დალევს... ხოდა ჩვენ კიდევ ცხოვრება და განვითარება გვინდა ბატონო... ხოდა თავები მაინც გადაირჩინეთ ბატონებო, თავებიიი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

ქვეყანა რომ გიყვარდეს, ჯერ საკუთარი ოჯახი უნდა გიყვარდეს. შემდეგ ამ ოჯახის ადგილს და მის კარგად ყოფნას შენს ქვეყანაში უნდა ხედავდე, დაცულად გრძნობდე მას აქ და არა სხვაგან.

როცა ასე არის იცავ შენ ქვეყანას, რადგან ამით შენს ოჯახს იცავ მასში. და როცა შენი ქვეყანა შენი აღარაა, და სენი ოჯახი ამ ქვეყანაში ვერაა ისე რომ გინდა იყო, მაშინ შენი ქვეყნის მტერშიც შეიძლება განმათავისუფლებელს ხედავდე.

და თუ სულ მის მხარეს არა, არც შენი ქვეყნისთვის გამოიდობ ძალიან თავს.

ოჯახი თუ არა ვიღაც უნდა გიყვარდეს და ეს ვიღაც ბედნიერი მხოლოდ ამ ქვეყანასთან ერთად გეგულებოდეს.

თუ ეს ვიღაცაც არ გყავს, მაშინ საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მას ხედავდე კარგად ამ ქვეყანაში და არა სხვაგან.

ასეა ეს და ამას ვერაფერი სეცვლის.

პატრიოტიზმი ძალად მოთრეული მცნებაა, ის არ არსებობს ელემენტარული გათვლების გარეშე.

ასე იყო ოდითგანვე, ასე არის და ასე იქნება მომავალშიც.

დამოუკიდებლობაზე მოთხოვნაც უკეთესობისკენ სვლის სურვილით მოდის, როდესაც შენის ბოლომდე შენთვის გამოყენება შეგიძლია და მისი სხვისთვის გაყოფა არ გსურს.

მოსემ ებრაელები რომ გაიყვანა ეგვიპტიდან 40 წელი უდაბმოში აბოდიალა სანამ აღთქმულ მიწაზე მიიყვანა. რატომ გზა არ იცოდა? არა, იცოდა და კარგად იცოდა, რომ მონა კაცი არაა და ის ვერ იბრძოლებდა მისი ქვეყნისთვის და არ იბრძოლებდა მონის ფსიაოლოგიით. ამიტომ ისინი თავისუფლებას შეაჩვია, ახალი თაობები თავისუფლებაში დაიბადნენ და თავისუფლები გაიზარდენ და მხოლოდ ამის მერე მიიყვანა აღთქმულ ადგილას საცხოვრებლად.

როგორ იზრდება ჩვენი ახალი თაობა? უყვართ რამე ამ ქვეყანაში და მისი განსაკუთრებულობის ან რაიმე ღირსების შეგრძნება აქვთ?

არა, გაქცევაზე აქვთ თვალი ქვეყნიდან საზღვარგარეთ უკეთესი ცხოვრებისკენ და ესენი იბრძოლებენ? მალე ქართულიც კი არ ეცოდინებათ და რა დაიცვან?

გეთანხმები რა, თავიდან ბოლომდე რაც გიწერია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მოიცა, მოიცა... ხატოვნად წერთ მაგრამ არაადეკვატურად...

 

რატომ მოაწერა ერეკლემ ხელი ტრაქტატს რუსეთთან? იმიტომ რომ საქართველოს უკვე მაშინ ,,დედა არ ჰყავდა´´... დედა არ ჰყავდა ჯერ კიდევ მონღოლების შემოსევიდან მოყოლებული... უკვე მონღოლების შემდეგ ვეღარ გაიმართა საქართველოს წელში...

... და 300 წელი რომ ჯერ თურქები ისხდნენ ჩვენთან და მერე ირანელები ეგ არაფერი არა??? მაგას არ მოუხდენია ქართველების განვითარებაზე ზეგავლენა ხომ???

 

ასე რომ რუსეთს ნურაფერს აბრალი... თვით ოცდაერთი წლის მთავრობაც კი იმდენად სუსტი იყო რომ დაჟე სომხების თავდასხმებსაც კი ვერ უძლებდა... მაშინ ჯუღაშვილი და სხვა გაკომუნისტებული ქართველები რომ არა დღეს თურქების მიერ ვიქნებოდით დაპყრობილები... ეს რალობაა!

ყველაფერს რუსებს კი არ ვტენი კაცო, ვაფშე, მე თუ მკითხავ, რუსებმა საკმაოდ დადებითი როლი ითამაშეს, მაგრამ ჩვენ როგორ მივიღეთ ისინი ამაშია საქმე,

საჭირო იყო რუსებთან დავშორება, იმიტომ რომ მათგან მივიღეთ რაღაც პრივილეგიები და გადავიჯ.. თავზე, რამაც განვითარების მხრივ უკან დაგვწია

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ მოაწერა ერეკლემ ხელი ტრაქტატს რუსეთთან?

და რას მოაწერა? საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და რუსეთზე მიერთებას? ერეკლემ მოაწერა ხელი ჩვეულებრივ სამოკავშირეო ხელშეკრულებას და რუსებისაგან განსხვავებით ასეთი ხელშეკრულებების პირობებს იცავდნენ სპარსელებიც, თურქებიც და მონღოლებიც, რომლებთანაც ქართველ მეფეებს ადრეც ჰქონდათ მსგავსი ხელშეკრულებები დადებული. უბრალოდ ერეკლემ ვერ გაითვალისწინა რა ნაგავთან ჰქონდა საქმე. ასეთი პრეცენდენტი არ არსებობდა ქართულ დიპლომატიაში და ამის გამო ვერ გაითვალისწინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

და რას მოაწერა? საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და რუსეთზე მიერთებას?

შიგნით რა ეწერა მაგი არ მიგულისხმია მე... სამოკავშირეო იყო თუ ტრანსგალაქტიკური მთავარი ისაა რომ რუსეთს მიმართა დახმარებისათვის იმიტომ რომ საქართველოს უკვე ,,დედა არ ყავდა´´ და დედა არ ყავდა რუსებამდე გაცილებით ადრე... ასე რომ უცხო ძალების ზეგავლენა ქართულ შეგნებაზე და ქართული აზროვნების დეგრადაცა რუსებამდე გაცილებით ადრე დაიწყო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომების შემდეგ ყველა ქვეყანა ისვენებს 20-30 წელი, დემოგრაფიული ბალანსის აღსადგენად,

იმ 90-იანმა წლებმა გაანადგურა ხალხის ყველაზე აქტიური ნაწილი, კაცების,

აბა, ახლა წარმოიდგინეთ ის ხალხი რომ 2007 წლის აქციებზე ყოფილიყო, ხელჩართული ბრძოლა წავიდოდა,

ვინც გადაურჩა იმ 90-იანებს, ისინი რევოლუციას ვერ მოაწყობენ, რასაც რევოლუცია ქვია და არა გადაბარება,

ახლა ელოდეთ ახალი თაობის წამოჩიტებას, რომელსაც არც სიფრთხილე ექნება და არც ასეთი გოთვერნობა,

ეგაა ჩვენი ვითომ ეროვნულების დამსახურება, ამოწურეს ქვეყნის ენერგია 2-3 წელში,

თანდათან ვრწმუნდები, რომ ის მოძრაობა იყო ძალად შემოგდებული და გაღვივებული, ქვეყნის წელში გადასატეხად,

ამ ჩვენს ეროვნულებს მეტი რა უნდოდათ, იაფი პოპულარობით, გამოჩენილი ხალხი გახდნენ,

გარედან მეტი ვერაფერი მოგვიხერხეს და საკუთარ ემოციებზე ჩაგვახვევინეს, ხალხი ისტერიაში და ფსიქოზში ჩააგდეს,

ამ დროს, თურმე მიდი რა ეკონომიკურ სიძლიერეზე იფიქრე, რაის დამოუკიდებლობა,

ვიდრე ბაზრის თავისუფალ კონკურენციას ქვეყანაში არ ააწყობ, რა დამოუკიდებლობაზეა ბაასი, მართული ხარ ყველა ვარიანტში,

ვინც ფულს გადმოგიგდებს,

არადა იყო ამის საშუალება, უამრავი შპს და კერძო ფირმები წამოიჩიტა ესესერის ბოლო წლებში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ დროს, თურმე მიდი რა ეკონომიკურ სიძლიერეზე იფიქრე, რაის დამოუკიდებლობა,

ვიდრე ბაზრის თავისუფალ კონკურენციას ქვეყანაში არ ააწყობ, რა დამოუკიდებლობაზეა ბაასი

მთავარია დამოუკიდებლობა,თორემ ბალახსაც შევჭამთ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

მთავარია დამოუკიდებლობა,თორემ ბალახსაც შევჭამთ..

ბორჯომი გვარჩენსო და ისო, მანდარინი :givi:

ეჰ, თურმე ცარიელ დამოუკიდებლობას რა თავში იხლი,

დანგრეული ეკონომიკა, ტერიტორია დაკარგული, ხალხის ყველაზე აქტიური ნაწილი მიწაში ჩადებული,

მოტრიალდნენ ამ ქაოსში ქურდები და რაც ომს გადაურჩა მიიტაცეს,

ვიძახოთ ახლა ჯოს, ჯოს,

ფუი, რა, აგვაგდეს ფინთი გოიმებივით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალეკო ლობჟანიძეს!! უდიდესი პოლიტიკოსია.! ალბათ დამეტანხმებით. თან აბსოლიტურად ნატელი წარსულით. მისი გმირობები კი არავის დაავიწყდება! ერთი სიტყვით ნამდვილი საპრეზიდენტი და უალტერნატივო კანდიდატია
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომების შემდეგ ყველა ქვეყანა ისვენებს 20-30 წელი, დემოგრაფიული ბალანსის აღსადგენად,

იმ 90-იანმა წლებმა გაანადგურა ხალხის ყველაზე აქტიური ნაწილი, კაცების,

აბა, ახლა წარმოიდგინეთ ის ხალხი რომ 2007 წლის აქციებზე ყოფილიყო, ხელჩართული ბრძოლა წავიდოდა,

ვინც გადაურჩა იმ 90-იანებს, ისინი რევოლუციას ვერ მოაწყობენ

აი აქმდე სრულად გეთანხმები.

აფხაზეთში საუკეთესო ნაწილი შაწყვიტეს უაზროდ და ღალატით რუსებს. შემდეგ და მანამდე ერთმანეთის ხოცვით სამოქალაქო ომში, რომლის რეალურ სურათს და ციფრებს ჯერ ამ ხელისუფლების ხელში ვერ გაიგებ, რადგან ის სატანა შევარდნაძე მართავს ისევ ამ ქვეყანას მიშას ხელით, მოკალათებული თბილად საკუთარ ტახტზე.

მე ძალიან კარგად მახსოვს მაშინდელი განწყობა 80ანების ბოლო და 90 დასაწყისი. სულ სხვა ერი იყო, ბევრი თუ არა, ნაწილი იმ ერის. საბრძოლო სული ღვიოდა და თუ ლაჩრობის მაგალითებს ვხედავდით, გმირობისაც იყო.

2008 წელმა კი სრულად დაგვანახა თუ რა დეგრადირებულია ქართველობაში საბრძოლო საბრძოლო სული, არც კი ვლინდება სადმე.

ჯარში სამსახურის დროსაც ვხედავდი ამას ომამდე და ვიცოდი ასექ რომ იქნებოდა რაც მოხდა, ვამბობდი ამას იქაც, მაგრამ ვინ გიჯერებდა? მტრებიც კი მყავდა ამის გამო ბევრი, რას ქვია გვარდია და მხედრიონი ამ ჯარს ჯობდაო...

მერე კი მახსოვს როგორ ძარცვავდენ ომში წასული თანამებრძოლების ქონებას კაზარმებში დარჩენილები. მახსოვს როგორ არ მივიდა 660 კაციდან თავიანთი თანამებრძოლის დასაფლავებაზე არცერთი იმის გამო, რომ ეშინოდათ იქ გამოჩენა, ვინმემ რაიმე შარი არ მოგვდოსო. თუმცა იცოდნენ კარგად უდანაშაულო რომ იყო.

მახსოვს კარგად როგორ ყრიდნენ ჭორებს თვითონ იმის გამო, რომ თავიანთი სილაჩრე გაემართლებინათ.

ისიც მახსოვს როგორ წვავდნენ ფორმებს და მალავდენ რუსმა არ გვინახოსო და მერე ნაწილებში დაბრუნებულებს ჩასაცმელი ფორმა არ ჰქონდათ.

აი ეს არის დღევანდელი ჟარი, რომელსაც არანაირი საუკეთესო შეიარაღება არ უსველის, რადგან ჯარის შემადგენელი ნაწილი ჯარისკაცია პირველ რიგში, რომელიც კაცი უნდა იყოს ბუნებით და არა არაკაცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ძაღლი ყეფდაო და ქარავანი მიდიოდაო...

სანამ აქ ვფიქრობთ, ვდავობთ თუ ერთმანეთს ვეთანხმებით, თუ ვინ უნდა იყოს შემცვლელი სააკაშვილის, დასავლეთს უკვე მოუძებნია მისი კანდიდატურა და ამაზე უკვე წერენ.)))

როგორც რუსულ საიტებზე წერენ, ამერიკაც და ევროპაც ერთად სეშფოთებულია სააკაშვილის სავარაუდო გაპრემიერებით, რომ ის ჩავარდნილი პროექტია და შემცვლელიც მოუძებნეს ბოკერიას სახით.

მაგრამ რომ არ დაუშვან ისეთი სეცდომა როგორც სააკაშვილის პროექტში მოხდა, მას მუდმივად ეყოლება კატალიზატორის როლში მომაგრებული ალასანიაც და მის გაძლიერებასაც შეუწყობენ ხელს.

ამისათვის სავარაუდოდ ჯერ საპარლამენტო არჩევნებში გაიყვანენ ახალშექნილ პარტიას სახელისუფლებო პარტიასთან ერთად მცირე ხმათა განსხვავებით, რადგან ერთპარტიული სისტემა არც დასავლეთს აწყობს საქართველოში, როდესაც ნახეს მისი უარყოფითი როლი საქართველოს პოლიტიკაში და ისიც, რომ ერთპარტიულ ხელისუფლებასაც ვერ აკონტროლებენ ზოგჯერ სრულიად.

 

სხვები სად არიან ამ დროს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეჰ სადაა სამართალი თუ არა ბატონ ირაკლის მინიმუმ გარემოს დაცვის მინისტრის პორტფელი ეკუთვნის შემდგომ საპენსიო ასაკში მთლიანად სახელმწიფო კმაყოფაზე უზრუნველყოფით საქართველოს დამსახურებული გარემოსშემცვლელის სტატუსით(ერთი სიტყვით გაიგებთ რა :yes:)

თვითონაც დაისვენებდა, ჩვენც და ბუნებაც :) ......და ბოკვერიაც :)

მაინც მაკდონალდსში და ბისტროში წყდება ჩვენი საქმე და იქეიფეთ,გაერთეთ და დატკბით საამური ცხოვრებით

როგორც ერთი თანაფორუმელი იტყვის ხოლმე: ნუ მოიშლით ძალიანაც ნერვებს,ტვინის უჯრედები აღდგენას არ ექვემდებარებიანოო :)

ეს საქართველოა (საავტორო უფლებები დაცულია) :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ძაღლი ყეფდაო და ქარავანი მიდიოდაო...

სანამ აქ ვფიქრობთ, ვდავობთ თუ ერთმანეთს ვეთანხმებით, თუ ვინ უნდა იყოს შემცვლელი სააკაშვილის, დასავლეთს უკვე მოუძებნია მისი კანდიდატურა და ამაზე უკვე წერენ.)))

როგორც რუსულ საიტებზე წერენ, ამერიკაც და ევროპაც ერთად სეშფოთებულია სააკაშვილის სავარაუდო გაპრემიერებით, რომ ის ჩავარდნილი პროექტია და შემცვლელიც მოუძებნეს ბოკერიას სახით.

მაგრამ რომ არ დაუშვან ისეთი სეცდომა როგორც სააკაშვილის პროექტში მოხდა, მას მუდმივად ეყოლება კატალიზატორის როლში მომაგრებული ალასანიაც და მის გაძლიერებასაც შეუწყობენ ხელს.

ამისათვის სავარაუდოდ ჯერ საპარლამენტო არჩევნებში გაიყვანენ ახალშექნილ პარტიას სახელისუფლებო პარტიასთან ერთად მცირე ხმათა განსხვავებით, რადგან ერთპარტიული სისტემა არც დასავლეთს აწყობს საქართველოში, როდესაც ნახეს მისი უარყოფითი როლი საქართველოს პოლიტიკაში და ისიც, რომ ერთპარტიულ ხელისუფლებასაც ვერ აკონტროლებენ ზოგჯერ სრულიად.

 

სხვები სად არიან ამ დროს?

ქართველმა ერმა თავისი ბედი დიდ ამერიკელ ერს გადააბარა :)

ამუშავდა პრინციპი

я тебя накормлю и я тебя и ..и ►

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...