Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

თუ ხალხი რეალურად გავა გარეთ და მართლაც დაიწყება ამ ხელისუფლების შეცვლის პროცესი, ხალხში უნდა შეჯერდეს აზრი თუ ვინ მოვა სანაცვლოდ, ხალხმა თავიდანვე უნდა იცოდეს რა უნდა და რას ითხოვს, მხოლოდ მიშიკოს წასვლის სურვილით დაბრმავებული არ უნდა შეიკრიბოს ხალხი, რაგდან თავი დავიზღვიოთ იმისგან, რომ თუ არასასურველი და უარესი კანდიდატი წამოყოფს თავს ოპოზიციურ არენაზე, წიწიბურა იქნება ეს თუ მაკარონა, იმთავითვე ჩაახრჩოს ხალხმა ეს წამოწყება.

 

დროა საზოგადოების აზროვნება განვითარდეს იმ დონეზე, რომ გარდა იმის ძახილისა, რომ ეს საშინელია, შესაცვლელია, ცუდია და წადი, წადიიიიიი... მან იცოდეს პრობლემის გადაჭრის გზაც, ცუდის შეცვლისას უკეთესით ჩანაცვლება, ჯერ გავაგდოთ და მერე ვნახოთ რაღაცა ან ვიღაცა გამოჩნდება არა, და არც იმ კანდიდატზე მიმხრობა ვინც უკეთ და ყველაზე ხმამაღლა ყვირის ტრიბუნიდან.

 

მოკლედ უნდა მოხდეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზრუნვა, არა მხოლოდ ფორუმზე, არამედ ოჯახში, მეგობრებთან, ნათესავებთან, სამსახურებში და ა.შ. თუ ვის ვხედავთ სათავეში, ვინ იქნება უკეთესი, ვინ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას და ვის შეიძლება ეყოს ძალა და გონი, რომ არ დაუშვას წინამორბედთა შეცდომები და პატივი სცეს ხალხის უფლებებს და კანონს.

 

და აქვე კითხვა, ვინაა ღირსეული კანდიდატი თქვენი აზრით, ვის ენდობა ერი და ვისი სიტყვების სჯერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 130
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

 

და აქვე კითხვა, ვინაა ღირსეული კანდიდატი თქვენი აზრით, ვის ენდობა ერი და ვისი სიტყვების სჯერა?

 

რა ხდება მესიას ვეზებთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

 

ეეხხ.კაი ხანია აღარ მგონია რომ ხალხი ბრძენია....ქაოსია და მისი დალაგება, უახლოესი 20 წელი არ მოხდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[quote name='babuagiorgi' date='17 March 2011 - 11:31 AM' timestamp='1300357868' post='393721']
რა ხდება მესიას ვეზებთ?
[/quote]
ხო

:)

[quote name='machkatela' date='17 March 2011 - 12:30 PM' timestamp='1300361430' post='393729']
[b]nika3012[/b]

ეეხხ.კაი ხანია აღარ მგონია რომ ხალხი ბრძენია....ქაოსია და მისი დალაგება, [b]უახლოესი 20 წელი არ მოხდება[/b]
[/quote]
თქვენ დიდი ოპტიმისტი ყოფილხართ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინაა ღირსეული კანდიდატი თქვენი აზრით, ვის ენდობა ერი და ვისი სიტყვების სჯერა?

 

ეჰ..:( არ ვიცი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს-დღეობით ყველაზე მისაღები ადამიანი საპრეზიდენტო სკამზე არის დავით მაღრაძე.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინ გვინდა სათავეში?

რა მნიშვნელობა აქვს? მაინც "გადადექი" უნდა იძახოს ერმა და... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

გეთანხმები

 

აი როგორც ეგვიპტეში და ტუნისში მოხდა... და დიდწილად მაროკოშიც (იქ კონსტიტუციური ცვლილებები დაიწყო)

 

არა მარტო "გადადექი" , არამედ რეალური დემოკრატიული არჩევნების მოთხოვნა, და თუ არ შეასრულებს ესა თუ ის ძალა, არავითარი სახლში წასვლა და მორიგი 10 წელი ლოდინი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ არავინ იცის ვინაა ღირსეული, ვინ გვინდა და ვის ენდობა ხალხი, მაშინ გარეთ გასვლას და გადადექის ყვირილს, ანდა ხელისუფლების შეცვლას რა აზრი აქვს? მიშას თუ წიწიბურა შეცვლის რა მნიშვნელობა ექნება ამ ყველაფერს, თუ საერთოდ შედგა ეს "რევოლუცია"
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მნიშვნელობა აქვს? მაინც "გადადექი" უნდა იძახოს ერმა და... :givi:

აბა რა უდა ქნას. *** მაგარია იყვიროს? 2003 ში გადადექი რომ არ ეყვირა ერს. შსს-ს რეფორმა ხომა რ მხოდებოდა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

ცვლილება ყოველთვის აუცილებელია... რათა წყალი არ დაგუბდეს და არ დაჭაობდეს. საუკეთესო თევზი სწრაფ მდინარეშია, გომბეშოები კი ჭაობში

 

 

დღეს საქართველოში და სხვა სსრკ-ს ქვეყნებში ხალხი იგივეს იძახის აბა ვინ უნდა მოვიდესო... ანუ ხალხი ელოდება პრინცს თეთრ რაშზე.. ანუ უნდა მოვიდეს პიროვნება და ყველაფერი რადიკალურად შეცვალოს გახდეს ერის გმირი და 1 წელიწადში ქვეყნისგან შვეიცარული შოკოლადი აქციოს...

ეს არის სსრკ-ს ბრალი. 70 წელი ბელადი გვყვავდა ტან დიდებული ბელადი. აბა რომელს არ თვლიდა ხალხი (უმრავლესობა) გმირად?

 

ხოდა აქედან გამომდინარე ოპოზიციაში რომ არ ჩანს ვინმე დიდებული ადამიანი, ორატორი, როგორიც იყო მIშა. ამიტომ ხალხს ჰგონია აზრი არ აქვს ხელისუფლების შეცვლას ... :)) არა და კონკურენციის პირობებში იქნება წინსვლა მხოლოდ...

არ გვჭირდება ისევ ბელადი რომელიც 90% მიიღებს რევოლუციის შედეგად. არააა.... ეგ ისევ დამღუპველი იქნება... ასე რომ ცემი აზრით რომელიმე პიროვნების რეიტინგის ძალიან სერიოზულად ამაღლება.. სიტყვაზე იკაკოსი. შარტავასი ან თუნდაც ბურჯიკასი იქნება დამღუპველი...

და საერთოდ კონსტიტუციაა შესაცვლელი რომ 4 წელიწადზე მეტი 1 კაცს არ შეეძლოს პრეზიდენტობა...

 

პ.ს. გაგება ალეტერნატივა მიშას არ აქვს კიდევ უარესია :(

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეჰ, ერთი ქარიზმატული ადამიანი მჭირდება, ვინც შეძლებს და დაიყოლიებს იმ ხალხს პოლიტიკაში მოსვლაზე, ვინც მე მინდა. მე მაგალითად სამი კანდიდატი მყავს ისეთი, ვის პატრიოტიზმში, პატიოსნებასა და პირველ რიგში უმაღლეს პროფესიონალიზმში დარწმუნებული ვარ: დავით ჩიკვაიძე, მიხეილ ჯანიკაშვილი, ლევან ვასაძე. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სამწუხაროდ სამივე კატეგორიულ უარზეა პოლიტიკაში მოსვლაზე.

 

დავით ჩიკვაიძეზე აქ შეგიძლიათ იხილოთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რა კოლოსალური გამოცდილების, საუკეთესო კავშირებისა და რეპუტაციის მქონე კაცია, რომელიც ნამდვილად ძალიან საჭიროა ქართული პოლიტიკისთვის: http://www.gesug.unige.ch/Archives/2004-2005/Speakers/Chikvaidze-e.php

 

სამწუხაროდ ვერ გადაგითარგმნით ეხლა ამას, ძალიან დიდია და იმიტომ.

 

მიხილ ჯანიკაშვილი ბევრს გეხსომებათ, საქსტანდარტის შეფი იყო ვიდრე რევოლუციამდე, მანამდე კი ქართული კოსმოსური ინჟინერიის "მამა", ავტორი იმ ქართული თანამგზავრებისა, რომლებიც კოსმოსში გაუშვეს. ვინც იცნობს ეცოდინება რა დონეზე წესიერი და ყოველმხრივ განსწავლული ადამიანია.

 

ამათგან ლევან ვასაძე ყველაზე ცნობილია და შეიძლება ჩემზე მეტიც იცოდეთ.

 

სიის გაგრძელება ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ამ სამზე განსაკუთრებით მწყდება გული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...