Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - „ჰერეთი“ ლიცენზირების პროცესის გამჭვირვალობას ითხოვს


Recommended Posts

რადიო „ჰერეთი“, რომელიც კახეთის რეგიონში მაუწყებლობს, დახმარებისთვის  ევროკავშირის წარმომადგენლობასა და საელჩოებს მიმართავს.

 

„რადიო „ჰერეთი“ უკვე მესამე წელია უშედეგოდ ითხოვს მაუწყებლობის ლიცენზიის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქ თბილისში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ამ დრომდე აჭიანურებს ახალი ლიცენზიების გაცემას მაუწყებლებისთვის, მოტივად კი “საზოგადოებრივი აზრის კვლევას” ასახელებს, რომელიც არ გამოქვეყნებულა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ - 2004 წლიდან. მაუწყებლობის კანონის მიხედვით კი, ასეთი სახის კვლევის ჩატარება 2 წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ჰერეთის“ დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე ავრცელებს.

 

მისივე თქმით, ცნობილია, რომ კომისია უკვე ადგენს პრიორიტეტებს მაუწყებლებისთვის, რადგან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაბამისი ინფორმაცია ამის თაობაზე მიმდინარე წლის 4 მარტს გამოაქვეყნა თავის ვებ–გვერდზე. თუმცა ამავე ვებ–გვერდზე არ არის განთავსებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები.

 

„სამწუხაროდ, აღნიშნული პროცესები გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს... ვინაიდან საქართველოს აღებული აქვს ვალდებულებები ევროკავშირთან ლიცენზირების გამარტივების პროცესებთან დაკავშირებით, მოგმართავთ თხოვნით, მაქსიმალურად ჩაერთოთ აღნიშნულ პროცესებში, რადგან სამართლიანად, ობიექტურად და გამჭვირვალედ მოხდეს აღნიშნული პროცესების წარმართვა,"- ნათქვამია წერილში, რომლითაც რადიო „ჰერეთი“ ევროკაშვირის წარმომადგენლობას მიმართავს.

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...