Jump to content
Planeta.Ge

გულუბრყვილო მოქალაქე


Recommended Posts

ჩემს მეგობარს პროცესორი გაუფუჭდა და ცოტა ხნით ჩემი ვათხოვე. 2010 წლის 28 დეკემბერს კი პროცესორის წამოსაღებად მივაკითხე. ჩემთან ახლოს ცხოვრობს და მასთან შევყოვნდი. ღამის ორის ნახევარი იქნებოდა, პროცესორით ხელში შინ რომ ვბრუნდებოდი. გადასასვლელ ხიდთან, შუქნიშანთან რომ გადავდიოდი, მანქანამ გამოიარა. ჯერ მომაძახეს, სად მიგაქვს ეგ პროცესორიო, მერე გაჩერდნენ და მანქანიდან გადმოვიდნენ, პროცესორი მოიპარეო? არა, ბატონო, ჩემია, აქვე ვცხოვრობ, თუ გნებავთ, წამომყევით, საბუთები სახლში მიდევს და გაჩვენებთ-მეთქი.

 

განყოფილებაში წამოდი და იქ გავარკვევთ მაგასო და პოლიციის მე-9 განყოფილებაში მიმიყვანეს.

შემიყვანეს თუ არა, კორიდორშივე მიმახეთქეს კედელს. პროცესორში რაღაც ჩაიმტვრა. ბუნებრივია, გავაპროტესტე, რას შვრებით, ჩალით ხომ არ არის ქვეყანა დახურული, ადვოკატი მომიყვანეთ-მეთქი. თავში იმისთანა ჩამცხეს, თვალთ დამიბნელდა.

 

სამნი იყვნენ და ხან ერთი მირტყამდა, ხან - მეორე. რას სჩადით, შევარდნაძის დრო ხომ არ არის, ტყუილუბრალოდ რომ მცემთ-მეთქი? მიპასუხეს, შევარდნაძის დრო რომ იყოს, ახლა ჯიბეები ჰეროინით გექნებოდა გამოტენილი, რომ გცემთ და სხვა არაფერი, მადლობა გვითხარიო.

 

მერე უფროსი შემობრძანდა და რატომ სცემეთ, რა დააშავაო? უპასუხეს, აი, ეს პროცესორი მოჰქონდა და დავაკავეთო. ვინ გცემაო, მკითხა? ამ სამმა-მეთქი. ვისია პროცესორი, შეგიძლია დაამტკიცო, რომ შენიაო? პროცესორს როგორც კი გახსნით, შიგ ჩემი სახელი აწერია-მეთქი. ცოტა ხანში შემობრუნდა უფროსი, ამისი ყოფილაო. მერე მომიბრუნდა, ჭკვიანად იყავი, თორემ მეც დაგიმატებო. ამის მერე ნარკოლოგიურში გადამიყვანეს. არც იქ აღმომაჩნდა არაფერი, მაგრამ გათავისუფლების ნაცვლად, მცხეთის კაპეზეში ამოვყავი თავი, რადგან ქალაქის წინასწარი დაკავების იზოლატორი სავსე აღმოჩნდა.

 

- რა გითხრეს, რატომ დაგაკავეთო?

- არაფერიც არ უთქვამთ, ისე შემაგდეს იზოლატორში. მეორე დილით სასამართლოში წამიყვანეს. იქ გავიგე, რომ დაუმორჩილებლობისათვის დავუკავებივარ. ისე დამაკისრა მოსამართლემ 400-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა, არც დაინტერესებულა, რა და როგორ მოხდა.

 

http://www.kvirispalitra.ge/justice/6928-shishith-khmachatsyvetilebi.html

 

 

:)) :user: :mubaraq:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღირსია..

 

მონებს ეგრე უნდა მოექცე..

მაგის მშობლებიც უნდა ჩაეყუდებინათ, უკეთესი იქნებოდა..

 

მიშა მაგადია!

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გინდათ დემოკრატიის შუქურაში ცხოვრობთ!!!...

 

ძალიან ბევრი შემთხვევა ხდება მზგავსი და რატო?

ადრე არ იყო და ეხლა ამ ბოლო დროს რატო დაიწყეს ისევ ის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ ათხოვა მეგობარს პროცესორი? 21 საკუუნეში რა დროს მეგობრობა,

რომ მიექირავებინა და ქირავნობის ხელშეკრულობა ჰქონოდა თან,

არც არაფერი დაშავდებოდა,

 

თავის თავს დააბრალოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ ათხოვა მეგობარს პროცესორი? 21 საკუუნეში რა დროს მეგობრობა,

რომ მიექირავებინა და ქირავნობის ხელშეკრულობა ჰქონოდა თან,

არც არაფერი დაშავდებოდა,

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მერე ნუ ივლით ღამე ქუჩაში პროცესორებით.. :givi: :givi:

 

ესეც მართლაია პრინციპში. რა უნდა წესიერ კაცს ღამე და თან პროცესორით. :)

 

პ.ს. სატურნს ხომ არ დაუწეია ჯერ, რომ ეს ტყუილი იქნებაო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პროცესორს როგორც კი გახსნით, შიგ ჩემი სახელი აწერია-მეთქი.

ვახ, ეხლა სპეციალურად გავხსენი ჩემი პროცესორი და შიგნით არ ჩემი და არც მაგ ტიპის სახელი არ ეწერა (კსტაწი რა ჰქვია?)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რას სჩადით, შევარდნაძის დრო ხომ არ არის, ტყუილუბრალოდ რომ მცემთ-მეთქი?

მე ამ ფრაზამ გამაკვირვა

 

თორე ეგეთები ხშირად ხდება...

 

ანუ კიდევ არიან გულუბრყვილოები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.წ. არჩევნებზე მაგ ახალგაზრდას და მის მშობლებს 5 ნომერიც ხომ არ ქონდთ შემოხაზული? :))

 

ბანერი გააკეთეთ რა "მე მიყვარს გურჯისტანი!" ავათარად უნდა დავაყენო :))

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ე.წ. არჩევნებზე მაგ ახალგაზრდას და მის მშობლებს 5 ნომერიც ხომ არ ქონდთ შემოხაზული?

ამ ფრაზის შემდეგ

 

რას სჩადით, შევარდნაძის დრო ხომ არ არის, ტყუილუბრალოდ რომ მცემთ-მეთქი?

არ გამიკვირდება

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რავა ყველა ზემოზგი ინტელექტუალები ხართ გურჯისტანში რა უბედურებაა :))

 

აღარ მიკვირს შვეიცარიას მეცხრე წრეზე რომ გაასწრეთ ყოველმხრივი განვითარებით და პლანეტის საუკეთესო სახელმწიფო ააშენეთ..

 

 

მამენტ ჯაპანელებს რაიმე რეკომენდაციებიც მიეცით რა გეთაყვა, თქვენ იმედზეა სრულიად მილქი ვეის გალაქტიკა :))

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულად კი, რასაც იმსახურებს საქართველოს მოსახლეობა, ზუსტად ის აქვს და ვაი ვიშით და "არ ვიცოდი/არ მეგონა" სისულელეებით არაფერი შეიცვლება.

 

დაიმსახურებს უკეთესს? ექნება უკეთესიც.

 

ეტო Fაქტ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

სატურნს ხომ არ დაუწეია ჯერ, რომ ეს ტყუილი იქნებაო

ეგ რომ ტყუილია ძალიან ადვილი მისახვედრია ამ ფრაზით:

კორიდორშივე მიმახეთქეს კედელს. პროცესორში რაღაც ჩაიმტვრა

ის რასაც მეზღაპრე პროცესორს უწოდებს სინამდვილეში სისტემური ბლოკია ანუ რკინის ყუთი. მოდი დავენიძლავები ვისაც უნდა რომ როგორც არ უნდა მიმახეთქოს კედელზე, მაგაში არაფერი არ ჩაიმტვრევა.

newstudio კი განარკომანდა ამხანაგებო, მხოლოდ ნარკოტიკის მაგივრად ყვითელ პრესაზე ზის. დღეში ერთი-ორი სისულელე რომ არ დადოს იქიდან ფორუმზე "ლომკები" ეწყება.

 

Siknadmo

ეხლა სპეციალურად გავხსენი ჩემი პროცესორი და შიგნით არ ჩემი და არც მაგ ტიპის სახელი არ ეწერა

ხო აი ეგეც ეგეც მეორე ტყუილია. შიგნით რას უნდა ეწეროს მფლობელის სახელი? მაზერბორდს თუ ვიდეო ადაპტერს?

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

ეგ რომ ტყუილია ძალიან ადვილი მისახვედრია ამ ფრაზით:

 

ის რასაც მეზღაპრე პროცესორს უწოდებს სინამდვილეში სისტემური ბლოკია ანუ რკინის ყუთი. მოდი დავენიძლავები ვისაც უნდა რომ როგორც არ უნდა მიმახეთქოს კედელზე, მაგაში არაფერი არ ჩაიმტვრევა.

:givi: დაგვინებული რეაქცია.

 

კაცო, პროცესორი. ანუ შეიძლება მიკროპროცესორი იგულისხმა, ან კიდევ მატრბოდრი სადაც პროცესორი იყო. აქ არ არის გამორიცხული ის, რომ არ ესმის დასახელება და ა.შ.

 

მაგრამ, რაზე აკავებენ ასე ხალხს ღამე?

ეს რა ეხლა მივდივარ და მაჩერებენ ქუჩაში?

კაცო აკი დემოკრატია არისო?

ეს დალოცვილი 13 წელია ჩეხეთში ვცხოვრობ და ამ ხნის განმავლობაშია არსოდესა რ გავუჩერებივარ პოლიციელს ქუჩაში. ეხლა მანქანით მესმის, მაგრამ ფეხით მოსიარულე? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...