Jump to content
Planeta.Ge

ყვითელი მიკროავტობუსები


Recommended Posts

Saturn

რა იყო არ მოდის სახლში წყალი?

არ ვიცი მოდის ტუ არა მგზავრებტან წყალი - კვლევა არ ცამიტარებია, მაგრამ როგორც ჩემი ქუთაისელი ბიძა იტყოდა - ქოთლარიენ

:user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მივესალმები მოძრაობის მოწესრიგებას....მაგრამ..პრობლემა ისაა, რომ ქალაქში დამადლებული "მოწესრიგება", გულუბრყვილოსიფათიანი მერის პირადი ბიზნესი არ უნდა იყოს!!!!!!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მაგრამ მე უკვე კარგა ხანია არ ვსარგებლობდი მიკროავტობუსით, იმიტომ რომ გადატენილია, დგას სუნი,

არ რეცხავდნენ ეგ ჩემისები, დასაჯდომები არის გაზეპილი,

და ყვითელ ავტობუსებში ხო სულ შანელის სუნი ტრიალებს. ეჭვი მაქვს ზუსტად ასევე ეტირებათ ყოფა მაგ ყვითელ მარშუტკებსაც 6 თვეში, როგორც თავის დროზე ყვითელ სანდრაბუსებს ეტირათ.

 

სისუფთავე ერთი საკითხია, და მეორე საკითხია რამდენად ეყოფა ეს მარშუტკები მგზავრთა ნაკადს. სადღაც 2 წლის წინ, როცა მიწევდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, დილაობით ან ავტობუსში ვიყავი კარს მიკრული, ან მარშუტკაში სამი გაჩერების მოშორებით ვახერხებდი ამოსვლას (რა თქმა უნდა ფეხზე ვიდექი).

 

იმის მერე ავტობუსების რაოდენობა შემცირდა, ახლა მარშუტკებშიც ხალხის ფეხზე დაყენებას ავკრძალავთო. ხოდა მაინტერესებს რითი ივლის ხალხი სამსახურში? ტაქსით? ან სტუდენტები რითი იმოძრავებენ? ამაზე ვინმეს უფიქრია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

McLaren

 

ყვითელი ავტობუსები ტავიდანვე დედანატირები იყო, გაკრასკული იყო რა....ესენიც ალბათ მას "გაკრასკულები" იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტუდენტები რითი იმოძრავებენ?

მეტროთი. თან 20 თეთრია სტუდენტებისთვის მეტროთი მგზავრობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სტუდენტები რითი იმოძრავებენ?

 

 

მეტროთი. თან 20 თეთრია სტუდენტებისთვის მეტროთი მგზავრობა.

აქ თუ კარტებით იქნება გადახდა,ალბათ შეღავათებიც იქნება.ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება ასე იძახის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე დოქტორანტი ვარ და მითხრეს, შეღავათები შენც გერგება წესითო - ანუ, სტუდენტებში გავდივარ-რა :P
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მეტროთი. თან 20 თეთრია სტუდენტებისთვის მეტროთი მგზავრობა.

მაგალითად დიდ დიღომს მეტრო არ უდგება. ე.ი. მეტრომდე მისასვლელად რამე მარშუტკას უნდა გამოყვეს. ეგ ლარი, მერე მეტრო 20 თეთრი, თუ გპიში სწავლობს ან სამედიცინოზე ხო კაი, თუ ისეთ ადგილასაა, სადაც მეტრო არაა, კიდე ავტობუსი ან მარშუტკა. ეგეც 2 ლარამდე ადის მარტო ერთი გზა. ეგ ფინანსურად და დროის მხრივ ალბათ ერთ საათზე მეტხანს წაიღებს მთელი ეს მოგზაურობა. ხოდა კითხეთ ახლა სტუდენტს თუ არ ურჩევნია იმ 50 თეთრიანი ჭუჭყიანი მარშუტკით 20 წუთში სასწავლებლამდე მისვლა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 50 თეთრის ნაცვლად 70 თეთრი ეღირება. "მარშრუტკების" მძღოლთა დიდმა ნაწილმა აღნიშნული განცხადება საკუთარ მიკროავტობუსში უკვე გამოაკრა და პირველი აპრილიდან მგზავრობის გაძვირებას გეგმავენ. NN6, 11, 49, 31, 40, 100, 202, 126 - იმ სამარშრუტო ტაქსების არასრული ჩამონათვალია, სადაც მგზავრების ფასის გაზრდის შესახებ განცხადება დახვდათ. გამარჯვებული გადამზიდავები ამბობენ, რომ მძღოლებმა ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და რადგანაც დღეს ქალაქში მოძრავი სამარშრუტო ტაქსები მძღოლთა მფლობელობაშია, მათ ფასის ზრდის შესაჩერებლად არანაირი ბერკეტი არ აქვთ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "მარშრუტკების" საპირველაპრილო "ხუმრობა" / მგზავრობა 70 თეთრი ხდება.

 

"მეორე დღეა, სამარშრუტო ტაქსების მგზავრები დაახლოებით შემდეგი სახის წარწერა ხედავენ: "ძვირფასო მგზავრებო, საწვავზე ფასის გაზრდის გამო იძულებული ვართ, პირველი აპრილიდან მგზავრობის ღირებულება 70 თეთრი გავხადოთ..." სატრანსპორტო პროფკავშირის ხელმძღვანელი ლავრენტი ალანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისთვის ცნობილია 30 სამარშრუტო ხაზი, რომლის მძღოლებიც მგზავრობაზე ფასის გაზრდას აპირებენ. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ მძღოლებთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც ფასის ზრდის არგუმენტად ბენზინის გაძვირება დასახელდა. ალანია ამბობს, რომ ფასის მატება ე.წ. გრძელ ხაზებს ეხება, თუმცა მინიმუმ ათი თეთრით ფასის მომატებას ასევე გეგმავენ ის სამარშრუტო ტაქსებიც, რომლებიც მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობენ", - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მარტის დასაწყისიდან 70-თეთრიანი ტარიფი უკვე მოქმედებს NN221, 167 და 141 ხაზებზე. მძღოლების არგუმენტი ის იყო, რომ ამ ნომრების მანქანებს განსაკუთრებით დიდ მანძილზე უხდებოდათ მგზავრების გადაყვანა. ამასთან, როგორც ცნობილია, უკვე მაისის ბოლოდან თბილისში 350-მდე ახალი ყვითელი სამარშრუტო ტაქსი იმოძრავებს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის თანახმად, წლის ბოლომდე ძველი მიკროავტობუსები ახალი სამარშრუტო ტაქსებით მთლიანად ჩანაცვლდება. ერთ-ერთი გამარჯვებული კომპანია "თბილლაინის" წარმომადგენელი დავით ასანიძე ამბობს, რომ მას გაძვირების შესახებ ინფორმაცია არ აქვს, მძღოლებმა ეს გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და დასძენს, რომ როდესაც გამარჯვებული გადამზიდავები საკუთარ მიკროავტობუსებს შემოიყვანენ, ფასი 50 თეთრი იქნება", - დასძენს გამოცემა.

 

"მერია როცა ამბობს, რომ არაფერ შუაშია, ეს სწორია, მაგრამ როდესაც გარანტიებს იძლეოდა, რომ არ გაძვირდებოდა მგზავრობა, თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს იყო ტყუილი. მათ ამის ბერკეტი არ აქვთ. ეს გარანტიები იყო უსაფუძვლო, ხოლო მერიის წარმომადგენლებმა ტექსტები მაშინვე შეცვალეს, როგორც კი ტენდერი დასრულდა. დღეს იმის თქმა, რომ გამარჯვებულ კომპანიებს არავინ ეკითხება - არასერიოზულია. ისინი არიან პასუხისმგებლობის მქონენი სამარშრუტო ხაზების უზრუნველყოფაზე, ისინი არიან გამარჯვებულები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ მგზავრების გადაყვანა და ასე მარტივად ვერ აიცილებენ პასუხისმგებლობას", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას საკრებულოს წევრი, რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

კომპანია "თბილლაინის" ხელმძღვანელი დავით ასანიძე 1-ელი ივლისიდან თბილისში, სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის გაძვირებას არ გამორიცხვას. ამის შესახებ ასანიძე გაზეთ "რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.

”ივლისიდან ხაზებზე ახალი ”მარშრუტკები" გავლენ, რაც შეეხება მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდას, ამაზე საუბარი მიმდინარეობს და ეს სავარაუდოდ, ასეც იქნება”, - აცხადებს ასანიძე.

 

http://www.interpressnews.ge/ge/ekonomika/171965-samarshruto-taqsebith-mgzavroba-shesadzloa-1-eli-ivlisidan-gadzvirdes.html

 

გილოცავთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალი მიოკროავტობუსები კომფორტის თვალსაზრისით კარგი იქნება მათთვის ვისაც საშუალება აქვს (ასეთი კიდე ძალიან ცოტაა), ხოლო ეს კომფორტი გაჭირვებული, უბრალო ხალხის ხარჯზე მიიღწევა.

ის რომ ამ მიკროავტობუსებში ბევრი ხალხი არ ამოვა და ოფლის სუნი არ დადგება, მხოლოდ იმის ხარჯზე მოხდება რომ სხვა ტრანსპორტში გაუარესდება ისედაც მძიმე სიტუაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

ის რომ ამ მიკროავტობუსებში ბევრი ხალხი არ ამოვა და ოფლის სუნი არ დადგება, მხოლოდ იმის ხარჯზე მოხდება რომ სხვა ტრანსპორტში გაუარესდება ისედაც მძიმე სიტუაცია.

ზუსტად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...