Jump to content
Planeta.Ge

საპატრიარქოზე შეტევა

Recommended Posts

ისე მართლა მაინტერესებს, რა პრობლემაა რომ ვიღაცეებს არ უყვარდეთ პატრიარქი?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 172
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ისე მართლა მაინტერესებს, რა პრობლემაა რომ ვიღაცეებს არ უყვარდეთ პატრიარქი?

ვის უყვარს და ვის არა პატრიარქი რეალურად ნაკლებად საინტერესოა,

გაღიზიანებას იწვევს ამის დეკლარიება

რატომ იწვევს ასეთი განცხადება გაღიზიანება აგრესიას?

ძალიან მარტივად და გასაგებად გიპასუხებ,

თუკი ადამიანს არ უყვარს პატრიარქი, ე.ი. ის არააა მართლმადიდებელი-ზოგადად ქრისტიანი, ხოლო ქართველების უმრაველსობისთვის მართლმადიდებლობა და ქართველობა ეს იდენტური ცნებებია,

ვისაც არ უყვარს პატრიარქი, მისთვის მიუღებელია ქრისტიანული თუ სხვა სახის ტრადიციონალისტური, ანუ ქართული ფასეულობები,

ვინაიდან ქართველები განეკუთვნებიან მცირერიცხოვანს ეთნოსს საკმაოდ მძიმე წარსულით თუ აწმყოთი და ვაბშე გაურკვეველი მომავლით,

გარე მტერს (ისორიულს თუ ახალ შეძენილს) ემატება ეთნიკური ჯგუფის შიგნით გაურკვეველი კი არა, ანტიეროვნული პირდაპირ რომ ვთქვათ ელემენტები, რომლებიც თავისი აზროვნებით საბრთხეს უქმნიან ქართველობას,

ბევრისთვის პატრიარქის გინება და ანტიეროვნულობა იდენტური მცნებაა, მათ შორის ჩემთვისაც

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვის უყვარს და ვის არა პატრიარქი რეალურად ეს არავის აინტერესებს,

გაღიზიანებას იწვევს ამის დეკლარიება

რატომ იწვევს ასეთი განცხადება გაღიზიანება აგრესიას?

ზოგადად "არ სიყვარულს" ზუსტად იმიტომ უხსნიან, რატომაც "სიყვარულს" უხსნიან! მე პირადად სხვისი არ ვიცი და მაგრად მადღაბნია ვინ რას და სად ხსნის - ერთადერთი ის არ მადღაბნია, როცა ამბობენ რომ - "ეს არ უნდა ქნა" ვითომ რატომ არ უნდა ვქნა? გაეხსნათ მერე "მე არ მომწონს ალაჰი" მე პირადად არანაირ თემას არ გავხსნიდი - აკი უკვე ვთქვი - მასე კარიკატურების დახატვაც არ შეიძლება მუჰამედის, მაგრამ დახატეს მაინც

იცი რატო?

უნდა და იმიტო,

ეგაა თავისუფლება, არის ხალხი, ვისაც უნდა მამაო უწყვეტდეს ცოლთან რა პოზაში დაწვება და არის ხალხი ვისაც სურს თავისუფალი იყოს, ორივემ უნდა მოახერხოს ის - რაც უნდა და არცერთი არ უნდა იყოს ამის გამო საგინებელი ან დაგმობილი და ა.შ.

რომლებიც თავისი აზროვნებით საბრთხეს უქმნიან ქართველობას

უფრო მეტი ზიანი მიუყენებიათ "ქართველობისთვის" - სწორედ ამ "ქართველობის" დროშით ამხედრებულ ხალხს, თუ კარაგდ დააკვირდები..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

უფრო მეტი ზიანი მიუყენებიათ "ქართველობისთვის" - სწორედ ამ "ქართველობის" დროშით ამხედრებულ ხალხს, თუ კარაგდ დააკვირდები..

არაა გამორიცხული, პრინციპში 90 იანი წლები ამის მაგალითი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

არაა გამორიცხული, პრინციპში 90 იანი წლები ამის მაგალითი იყო

და კიდე, ამ ჯგუფმა, ვისაც არ უყვარს პატრიარქი რითი უქმნის პრობლემებს "ქართველობას"?

არ მესმის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისაც არ უყვარს პატრიარქი, მისთვის მიუღებელია ქრისტიანული თუ სხვა სახის ტრადიციონალისტური, ანუ ქართული ფასეულობები

მე არ მიყვარს პატრიარქი,მაგრამ მისაღებია ქართული ფასეულობები..

ისე ქურდულ სამყაროში არ შეიძლება ქურდი გააკრიტიკო..და ქრისტიანულ სამყაროში პატრიარქი.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ეგაა თავისუფლება, არის ხალხი, ვისაც უნდა მამაო უწყვეტდეს ცოლთან რა პოზაში დაწვება და არის ხალხი ვისაც სურს თავისუფალი იყოს, ორივემ უნდა მოახერხოს ის - რაც უნდა და არცერთი არ უნდა იყოს ამის გამო საგინებელი ან დაგმობილი და ა.შ.

შენი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ცნობისთვის, მართლმადიდებლობაში ასეთი რამეების რეგულირება არ ხდება,

თუმცა არაა გამორიცხული რომ ცალკეული მამაოები ასეთი რჩევებით ერთობოდნენ, მაგრამ ზოგადად რაიმე სახის ლიტერატურა ან დოგმატიკურად დადგენილი, ან სინოდის გადაწყევიტელბა არ არსებობს,ყოველ შემტხვევაში მე არაფერი მსმენია,

მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ რომ ბევრ ღიპიან მღვდელს, ღიპიანობის შემდეგაც კი ოჯახში ნამატი აქვთ, უნდა ვივარაუდოთ რომ მათი ურთიერთობა მეუღლეებთან მხოლოდ მისიონერული პოზით არ შემოიფარგლება :nekro:

მე არ მიყვარს პატრიარქი,მაგრამ მისაღებია ქართული ფასეულობები..

ისე ქურდულ სამყაროში არ შეიძლება ქურდი გააკრიტიკო..და ქრისტიანულ სამყაროში პატრიარქი.. :givi: :givi:

ხო, მაგრამ შEნ ამის დეკლარილებას არ ახდენ, ხოლო გულში რას ფიქრობ ეგ შენი საქმეა, დაჟე, იმ გვერდის გაუქმებაშიც კი მიიღებ მონაწილეობა როგორც მე მახსოვს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხო, მაგრამ შEნ ამის დეკლარილებას არ ახდენ, ხოლო გულში რას ფიქრობ ეგ შენი საქმეა, დაჟე, იმ საიტზე შესვლას აპირებდი და და იმ ვებგვერდის გაუქმებას

რატომ არ შეიძლება შენ გიყვარდეს, სხვას არ უყვარდეს, ვიღაცას ვერ გადაეწყვიტოს და ა.შ.? რატომ უნდა აღიქვა ეს პროვოკაციად და მითუმეტეს თავდასხმად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო, მაგრამ შEნ ამის დეკლარილებას არ ახდენ, ხოლო გულში რას ფიქრობ ეგ შენი საქმეა, დაჟე, იმ გვერდის გაუქმებაშიც კი მიიღებ მონაწილეობა როგორც მე მახსოვს

ხო იმიტომ რომ პატივს ვცემ იმ ხალხს ვისაც სწამს..და არ მიმაჩნია სწორედ ამ გვერდების ხსნა და მარიაჟობა,რომ მე ვიღაცა არ მიყვარს,ეს უფრო მარიაჟობაა..ჩემი და მარხვას არ მაზავს და ეკლესიაშიც დადის საზიაროთ,აგრეთვე ჩემი ბევრი ახლო მეგობარი..ასე რომ ყველას თავისი აზრი აქვს და პატივი უნდა ვცეთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

მეც ესეთი პოზიცია მაქვს, მაგრამ როგორც კი ვხედავ, რომ ეს პოზიცია არის ცალმხრივი, ანუ მე ვცდილობ რომ პატივი ვცე, ხოლო ის არც აპირებს პატივი მცეს, მაშინ იღვიძებს ჩემში მებრძოლი ათეისტი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რატომ არ შეიძლება შენ გიყვარდეს, სხვას არ უყვარდეს, ვიღაცას ვერ გადაეწყვიტოს და ა.შ.? რატომ უნდა აღიქვა ეს პროვოკაციად და მითუმეტეს თავდასხმად?

ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ჩაფლული უამრავ პრობლემებში, აუცილებელია იყოს რაღაც საერთო ფასეულობები რომ ერთიანობა შევინარჩუნოთ, რათა ერთობლივად გადავწყვიტოთ პრობლემები,

ხოლო ადამიანი რომელიც ვთქვათ ანტიმართლმადიდებელია ის უკვე ჩემთვის პირდად აღიქმება როგორც უცხო სხეული,

ინდივიდი რომელიც ერთობიდან გასულია, როგორ ვთქვა ნუ, როგორც კიბოა რა,

ანტიმართლმადიდებელი არ ნიშნავს არამართლმადიდებელს,

ასე რომ თუკი ადამიანია ათეისტია, ან აჭარელი მუსლიმი, ან მესხი კათოლიკე, ან სულაც მესამე-მეოთხე თაობის ბაპტისტი და მისთვის საქ. მართლმადიდებლური ეკლესია არაა საძულველი ორგანიზაცია მისი და ჩემი ფასეულობები შესაძლოა იყოს საკმაოდ მსგავსი და აქედან გამომდინარე ის ადამიანი უკვე ჩემიანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხო იმიტომ რომ პატივს ვცემ იმ ხალხს ვისაც სწამს..და არ მიმაჩნია სწორედ ამ გვერდების ხსნა და მარიაჟობა,რომ მე ვიღაცა არ მიყვარს,ეს უფრო მარიაჟობაა..ჩემი და მარხვას არ მაზავს და ეკლესიაშიც დადის საზიაროთ,აგრეთვე ჩემი ბევრი ახლო მეგობარი..ასე რომ ყველას თავისი აზრი აქვს და პატივი უნდა ვცეთ..

ნუ, თუკი პატივს არ სცემ შენგან განსხავებული აზრის მქონე ადამიანებს, ყოველ შემთვევაში არ უნდა აგინო,ეს უბრალოდ ზრდილობის ამბავია და სამწუხაროდ ჩვენს ნუ ჯაააან გაევროპიოდებულ ლიბერასტებს ეს ავიწყდებათ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ, ჩაფლული უამრავ პრობლემებში

ამ პრობლემებს იქნებ სწორედ მართლმადიდებლები ქმნით, როცა ცდილობთ გააუცხოვოთ არამართლმადიდებლები?!

პრობლემების შეწმენდა გინდათ იმ ხალხზე, რომელიც უბრალოდ პრობლემებს რეალურად ვერ შექმნის..

ხოლო ადამიანი რომელიც ვთქვათ ანტიმართლმადიდებელია ის უკვე ჩემთვის პირდად აღიქმება როგორც უცხო სხეული,

ანტიმართლმადიდებელი ცოტა არ იყო ძალიან მანიპულირებადი სიტყვაა, შეგიძლია ყველაფერი ჩაატიო მასში და ვინც არ მოგეწონება და განსხვავებული მოაზროვნე გამოაცხადო ანტიმართლმადიდებლად "ალქაჯთა დევნის" და "ინკვიზიციის" აზროვნებაა მაგი.

რაც შეეხება შენ რას აღიქვავ უცხოდ და რას შენიანად ეს არ ეხება სახელმწიფო - საქართველოს. ხოლო შენ რასაც თვლი ეს არის პირადი შენი აზრი და არ ეხება ამ შემთხვევაშ საქართველოს..

ინდივიდი რომელიც ერთობიდან გასულია, როგორ ვთქვა ნუ, როგორც კიბოა რა,

რომელი ერთობიდან? ერიდან? მრევლიდან? პროფკავშირიდან? თემიდან? სოფლიდან?

უკაცრავად და ზოგადად ხელოვნებას და კაცობრიობის მიღწევები სწორედ ამ ე.წ "კიბოების" მოტანილია, მეტწილად. თუ დააკვირდები ხელოვნებს, გენიოსებს და ა.შ, ეს ის ხალხია რომელიც ხშირად მარტონი უპირისპირდებოდნენ საზოგადოებას. შორს რომ არ წავიდეთ "ალუდა ქეთელაურის" ამბავით ეს პრობლემა ქართველებმა უკვე ადრე გავიაზრეთ, მაგრამ სამწუხაროთ მეხსირება მოკლე გვაქვს ქართველებს.

ასე რომ თუკი ადამიანია ათეისტია, ან აჭარელი მუსლიმი, ან მესხი კათოლიკე, ან სულაც მესამე-მეოთხე თაობის ბაპტისტი და მისთვის საქ. მართლმადიდებლური ეკლესია არაა საძულველი ორგანიზაცია მისი და ჩემი ფასეულობები შესაძლოა იყოს საკმაოდ მსგავსი და აქედან გამომდინარე ის ადამიანი უკვე ჩემიანია

ჯერ ესერთი მოდი სხვანაირად შევხედოთ. მართლმადიდებლობისგან მოდის სიძულვილი, ეს ხშირ შემთხვევაში ჩანს ტელევიზიებშიც (მმკ და სხვა ექსტრემისტული მამაოების ქადაგებებში) და ამ სიძულვილს გინდა თუ არა სიძულვილით არ დაუპირისპირდეთო, ესაა თქვენი პოზიცია..

არა გამოდის ესე.. უმრავლესობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონეთ აღებული და უფრო მეტად გააზრებული მოქმედება გჭირდებათ, ვიდრე დინოზავრის პრინციპი - "ბევრნი ვართ და იმას გავაკეთებთ რაც გვინდა" - დღეს ბევრნი ხართ, მარა ესე თუ გააგრძელებთ ხვალე უმცირესობაში მოხვდებით.. ხო ხედავ ავტორიტეტი შერყეულიო აქვს საპატრიარქოს, მახსოვს 10 წლის წინ საპატრიარქოს კრიტიკა პრაქტიულად შეუძლებელი იყო და რეალურად არც არაფერს არ იყო საკრიტიკო.. დღეს შეიცვალა სიტუაცია და ხვალე რა იქნება კიდე არავინ იცის..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ, თუკი პატივს არ სცემ შენგან განსხავებული აზრის მქონე ადამიანებს, ყოველ შემთვევაში არ უნდა აგინო,ეს უბრალოდ ზრდილობის ამბავია

ამიტომაც დავარეპორტე..

მაგრამ ასევე მეორე მხარეც ძალიან აგრესიულია.. :yes: :yes:

ისევ დავაკოპირებ ნუკრიკოს პოსტს..

“იცხოვრე კარგად. თუ ღმერთები არიან და არიან სამართლიანნი, მაშინ მათ არ უნდა აინტერესებდეთ რამდენად ღვთისმოშიში იყავი, არამედ მხოლოდ ის რამდენად ღირსეულად იცხოვრე. თუ არიან ღმერთები და ისინი უსამართლონი არიან, მაშინ არ უნდა გსურდეს მათი თაყვანისცემა. თუ ღმერთები არ არიან, მაშინ შენ უბრალოდ გაქრები, მაგრამ გექნება კეთილშობილურად ნაცხოვრები და იარსებებ შენი საყვარელი ადამიანების მოგონებებში. მე არ მეშინია”. – მარკუს ავრელიუსი

ეგაა რა..

მე რომ ადამიანურად ვიცხოვრო,ამისთვის ნაღდათ არ მჭირდება შუამავალი..რომელიც ისევ ჩემი შესანახია.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ამ პრობლემებს იქნებ სწორედ მართლმადიდებლები ქმნით, როცა ცდილობთ გააუცხოვოთ არამართლმადიდებლები?!

პრობლემების შეწმენდა გინდათ იმ ხალხზე, რომელიც უბრალოდ პრობლემებს რეალურად ვერ შექმნის..

საქართველოს პრობლემები გამწვეული მძიმე სოციალური მდგომარეობით და სამართლებრივი სახელმწიფოს არ არსებობით

Nukriko

ანტიმართლმადიდებელი ცოტა არ იყო ძალიან მანიპულირებადი სიტყვაა, შეგიძლია ყველაფერი ჩაატიო მასში და ვინც არ მოგეწონება და განსხვავებული მოაზროვნე გამოაცხადო ანტიმართლმადიდებლად "ალქაჯთა დევნის" და "ინკვიზიციის" აზროვნებაა მაგი.

რაც შეეხება შენ რას აღიქვავ უცხოდ და რას შენიანად ეს არ ეხება სახელმწიფო - საქართველოს. ხოლო შენ რასაც თვლი ეს არის პირადი შენი აზრი და არ ეხება ამ შემთხვევაშ საქართველოს..

ანტიმართლმადიდებელია ყველა ვინც საქ. მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგაა განწყობილი და მისი დისკრედიტაცია სურს,

ჩემი პირადი აზრია ბუნებრივია, მაგრამ ჩემნაირები რბილად რომ ვთქვათ ცოტანი არ არიან

რომელი ერთობიდან? ერიდან? მრევლიდან? პროფკავშირიდან? თემიდან? სოფლიდან?

უკაცრავად და ზოგადად ხელოვნებას და კაცობრიობის მიღწევები სწორედ ამ ე.წ "კიბოების" მოტანილია, მეტწილად. თუ დააკვირდები ხელოვნებს, გენიოსებს და ა.შ, ეს ის ხალხია რომელიც ხშირად მარტონი უპირისპირდებოდნენ საზოგადოებას. შორს რომ არ წავიდეთ "ალუდა ქეთელაურის" ამბავით ეს პრობლემა ქართველებმა უკვე ადრე გავიაზრეთ, მაგრამ სამწუხაროთ მეხსირება მოკლე გვაქვს ქართველებს.

დიდი ადამიანები არასდროს არ უპირისპირდებოდნენ საზოგადოებას, არამედ საზოგადოებაში გაბატონებულ მავნე ჩვევებს

არა გამოდის ესე.. უმრავლესობას უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა გქონეთ აღებული და უფრო მეტად გააზრებული მოქმედება გჭირდებათ, ვიდრე დინოზავრის პრინციპი - "ბევრნი ვართ და იმას გავაკეთებთ რაც გვინდა" - დღეს ბევრნი ხართ, მარა ესე თუ გააგრძელებთ ხვალე უმცირესობაში მოხვდებით..

უცმირესობაში მოხვედრის რა გითხრა, მაინცდამაინც არ მაშინებს, მაგრამ აი რაც შეეხება პასუხისმგებლობას ამაში გეთანხმები

ხო ხედავ ავტორიტეტი შერყეულიო აქვს საპატრიარქოს, მახსოვს 10 წლის წინ საპატრიარქოს კრიტიკა პრაქტიულად შეუძლებელი იყო და რეალურად არც არაფერს არ იყო საკრიტიკო.. დღეს შეიცვალა სიტუაცია და ხვალე რა იქნება კიდე არავინ იცის..

თუკი შერყეული აქვს ავტორიტეტირ, რაც არა მგონია, ე.ი. ასეა საჭირო, ცუდად იქცეოდნენ და შეერყათ და დაისჯებიან კიდევაც,

თუკი ხვალ გაუმჯობესება არ მოხდება სულიერების თვალსაზრისით და ეკლესია მონასტრების სიმრაველე არ გამოიწვევს მრევლის მორალური და შენ წარმოიდგინე ინტელექტუალური მდგოამრეობის ამაღლებას,

მაშინ ბუნებრივია რომ სიტუაცია შეიცვლება

გიორგი68

ეგაა რა..

მე რომ ადამიანურად ვიცხოვრო,ამისთვის ნაღდათ არ მჭირდება შუამავალი..რომელიც ისევ ჩემი შესანახია..

პატიოსნება, თუ ზნეობრიობა მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისია, პირველი საფეხურია,

პრინციპში, რწმენა სულაც არაა საჭირო რომ იყო წესიერი ადამიანი, მაგრამ საკმარისია თუ არა ეს შEნთვის რომ მხოლოდ ასეთი იყო და არა მეტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...