Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

სახალხო კრება რევოლუციისთვის ემზადება. განცხადება ამასთან დაკავშირებით კალათბურთის სასახლეში "სახალხო კრების ღონისძიებაზე გაკეთდა.

როგორც სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხდა, აღდგომის შემდეგ, ისინი გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობის კონკრეტულ თარიღს. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო. 24-საათიან რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება მობილიზაცია და ბრძოლის საბოლოო ეტაპს დაიწყებენ.

მანამდე, ნინო ბურჯანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას დღეს, სამწუხაროდ, რევოლუცია სჭირდება და თუ სხვა გამოსავალს არ დაუტოვებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს, ამისთვის მზად არიან.

"ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. არასოდეს არ არის გვიან ხალხის სამსახურში ჩადგომა. ჯარს და პოლიციას მივმართავ, ემსახუროს ხალხს და არა ხელისუფლებას", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ჯარი და პოლიცია ხალხის მხარეს დადგება.

"საქართველოს დასავლური ფასეულობებით შეფუთული ბოლშევიკები მართავენ. საქართველოს ხელისუფლებაში მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის წარმომადგენლები არიან. მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინოთ, რომ ქართველი ხალხი ამას არ შეეგუება. ამ ხელისუფლების მოშორების შემდეგ, ქვეყანას გამთლიანების შანსი გაუჩნდება. გაჩნდება შანსი, შეიქმნას სამუშაო ადგილები. დარწმუნებული ვარ ეს ბრძოლა ხალხის წარმატებით დასრულდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/162622-sakhalkho-kreba-revoluciisthvis-emzadeba.html

 

ერთ-ორი თვის წინ რომ გეკითხათ, ბურჯანაძეს ხალხი გაყვებაო(მასიურად)...სასაცილოდ არ მეყოფოდა

 

მაგრამ ეხლა იმდენად დამძიმდა უკვე სოციალური ვითარება, აღარ გამოვრიცხავ აღარაფერს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 83
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რა ვიცი, რა ვიცი, ვნახოთ, რას იზავენ და თუ ღირს მათ გვერდით დადგომა,

ბურჯანაძეს ბუნერივია არ ვენდობი, მაგრამ ნაცები რომ გასასრესები არიან

ამის მისახვედრად დიდი ინტ. წიაღსვლები საჭირო არაა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ჯარი და პოლიცია ხალხის მხარეს დადგება.

აბა რისი იმედი აქვს? საკუთარი თავი და მყრალი ორგანიზაცია ხალხი ჰგონია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

იწყება

სახალხო კრება რევოლუციისთვის ემზადება
ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი

შივა იყოს მაგათი მფარველი...

Edited by Jonathan livingston
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდადა ეს დედაკაცი ატეხილი, დიდი ხანია მისი ოჯახი ვირის აბანოს იმსახურებს.

მე უფრო ის მწყინს, ნონა გაფრინდაშვილი რომ დადის მაგ წუნკალის ჭკუაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყანას დღეს, სამწუხაროდ, რევოლუცია სჭირდება და თუ სხვა გამოსავალს არ დაუტოვებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს, ამისთვის მზად არიან.

"ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.

"ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.

შენ თუ ინტრიგანი არა ხარ, ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდაო რა (ვისაც ფილმი რაჭველებზე "ყველაზე სცრაფები მსოფლიოსში" ნანახი აქვს მიხვდება ამ გამონათქვამს) :D მშვიდობიანათო, ისევ მშვიდობიანათო. ნუ კარგით რა, კარგით რა...

 

დროა უკვე ოპოები მოეშვან უკან დასახევი გზების დატოვებას და საკუთარ თავებზე ზრუნვას, აღარაა ლამაზად და კანონიერი გზებით ხელისუფლების გაშვების დრო, ყველაფერს რასაც დასაწყისი აქვს უნდა ქონდეს დასასრულიც, იმედია ამჯერად ხალხი არ მიცემს ოპოზიციას შუა გზაზე გაჩერების და შეკრებილი ათასობით ხალხის დაშლის უფლებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

მშვიდობიანათო, ისევ მშვიდობიანათო. ნუ კარგით რა, კარგით რა...

აბა რა უნდა თქვან, სისხლი უნდა დავღვაროთო? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა უნდა თქვან, სისხლი უნდა დავღვაროთო? :givi:

 

სისხლი არაა აუცილებელი, თუმცა შესაძლოა მაქამდეც მივიდეს საქმე. უბრალოდ ეს ფაქიზი გამოთქმები და უკან დასახევ გზას რომ იტოვებენ გამაღიზიანებელია რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცუდადა ეს დედაკაცი ატეხილი, დიდი ხანია მისი ოჯახი ვირის აბანოს იმსახურებს.

მე უფრო ის მწყინს, ნონა გაფრინდაშვილი რომ დადის მაგ წუნკალის ჭკუაზე.

ვისაც რევალუცია არ უნდა ყველა მიშისტია, ეხლა თუკი კონკრეტულად ბურჯიკა არ გევასება ეგ სხვა საკითხია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

სისხლი არაა აუცილებელი, თუმცა შესაძლოა მაქამდეც მივიდეს საქმე. უბრალოდ ეს ფაქიზი გამოთქმები და უკან დასახევ გზას რომ იტოვებენ გამაღიზიანებელია რა

ეხლა მე მაგათ დამცველად ნაღდად არ გამოვდგები

 

მარა აბა რა უნდა ეთქვათ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სისხლი არაა აუცილებელი, თუმცა შესაძლოა მაქამდეც მივიდეს საქმე. უბრალოდ ეს ფაქიზი გამოთქმები და უკან დასახევ გზას რომ იტოვებენ გამაღიზიანებელია რა

ამ ქვეყანას მაკაკების ხელში მომავალი არა აქვს, ნელ-ნელა ჩაალპობენ ქართველობას და გადააგვარებენ, უფრო სწორად

გამოსდიან მათგან თუთბერიკოებს და დეისაძეებს ხოდა ეგეთი ცხოვრების და საქ. მომავლის დედაც

 

მე ლიჩნად მეტრ.. და მეძავეები საქართველოში ცხოვრება ნაღდად არ მინდა

და ამის წინააღმდეგ რაც შესაძლებლბოა მექნება ვიბრძოლებ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა მე მაგათ დამცველად ნაღდად არ გამოვდგები

 

მარა აბა რა უნდა ეთქვათ?!

 

მაგ წინადადების გარდა ("ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.") ყველაფერი შესანიშნავად იყო ნათქვამი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nika3012

მაგ წინადადების გარდა ("ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი.") ყველაფერი შესანიშნავად იყო ნათქვამი

აბა სისხლს დავღვრითო უნდა ეთქვათ?

 

კარგი რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

აბა სისხლს დავღვრითო უნდა ეთქვათ?

სისხლს დაღვრის და მოუწევს იმ სისხლში ბანაობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სისხლს დაღვრის და მოუწევს იმ სისხლში ბანაობა.

კი, საქართველოს... მარა ხელისუფლების გარდა არავინ ღვრის სისხლს ეგეთ სიტუაციებში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...