Jump to content
Planeta.Ge

ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა!


Recommended Posts

fashisti

ყოველ წელს დავდივარ ქობულეთში და აშკარად იტყუები მანდ თუ ტრაქტორია საჭირო რომ ადამიანმა გაიაროს მაშინ 2004 წლამდე საერთოდ ვერტმფრენებით ყოფილა საჭირო გადაადგილება...

 

ბათუმი კი ძალიან მაგრადაა გაკეთებული და ყოველ წელს რომ ჩავდივარ სულ მიკვირს ასე საკაიფოდ რომ გააკეთეს შენ დანგრეული და გაუბედურებული ბათუმი სად ნახე არვიცი შეიძლება ბევრი სპირტიანი სასმელი დალიე...

 

ისე ზოგადად გზები კარგ მდგომარეობაში არაა იმიტომ რომ წყლის ახალი მილები გაყავთ + კანალიზაცია და ასე შემდეგ 2011-2012 წლიდან (ზუსტად აღარ მახსოვს წელი) ყველა სამუშაობი დამთავრდებაო და დაიგება ახალი ასვალტი...

 

მე დავწერე, რომ ბათუმში კი არ მიდის 'აღმშენებლობა', არამედ მის ერთ ნაწილში, რასაც 'პიტაჩოკი' ვუწოდე, რადგან ქალაქის დიდი ნაწილი იმ დღეშია, როგორც ვთქვი.

 

ნუ, ქობულეთის ამბავში ერთ-ერთ ჩვენგანს სულ მცირე ოკულისტი სჭირდება, უარეს შემთხვევაში კი ოფთალმოლოგი.

 

აშკარად იტყუები

 

საერთოდ, სხვა დროს ასეთ შემთხვევებში უმჯობესია იხმარო სხვანაირი გამოთქმები, მაგ "აშკარად ცდები".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ე.ი. ბათუმის ნახვისას დიდი მნიშვნელობა ჰქონაი იმას თუ რა სათვალეები უკეთია ადამიანს. თუ ეს ფერადი ანცსათვალეა "მაგრად" არის გაკეთებული და თუ ჩვეულებრივი სათვალე, მაშინ ..............

 

პორტში მქონდა საქმე და მერე საპატრულოში მომიწია წასვლა. ნუ ეს ნახევარი ქალაქია. იქ რაც ხდება დავწერე. 'პოტომკინის ბათუმშიც" მინდოდა შევლა, მაგრამ ვერ მოვასწარი. ნუ, იქ შეიძლება მართლა კარგად არის გაკეთებული, არ გამოვრიცხავ (თუმცა ეჭვი კი მეპარება).

 

ამ თემის აზრი ის არის, რომ "ბათუმი კი არ ლამაზდება", არამედ მისი ნაწილი. მეორე ნაწილი კი ნადგურდება. მე ასეთი ტალახი არსად არ მინახავს. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოველ წელს დავდივარ ქობულეთში და აშკარად იტყუები

:givi:

ბათუმზე ვერაფერს ვიტყვი, ქობულეტში კი ისეთი სიბიძურეა რომ მართლა ბულდოზერია საჭირო :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Helena222

მერე სურათი ვერ გადაუღე???? ჩვენ მარტო "ქათქათა" ბათუმს გვანახებენ!!!!

 

ეეეჰ, მართალი ხარ. აწი, ფოტოთი შეიარაღებული ვივლი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

შენ სიღნაღი უნდა ნახო რა „ლამაზია“ :givi:

 

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი, რაც ნაცებს ხარისხიანად გამოსდით, არის პროპაგანდა :what:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ნაცებს ხარისხიანად გამოსდით, არის პროპაგანდა

:yes:

თან ხალხიც რომ უწყობს ხელს , ესაა საოცრება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

თან ხალხიც რომ უწყობს ხელს , ესაა საოცრება

 

ნუ, რა უნდა ქნას ხალხმა? ერორებს რომ ვუყურებ, ჩემზეც კი მოქმედებს ეს მექანიზმი. აგერ გებელსის პროპაგანდამ ყველაზე უფრო ჭკვიანი ერი გამოალენჩა არც თუ დიდი ხნის წინ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ნუ, რა უნდა ქნას ხალხმა?

კრიტიკული აზროვნება "ჩართოს" - თუ აქ ამის უნარი ( ტუმცა "ნეანდრტალელებს საიდან?)

 

საერთოდ არ უყურონ , თუმცა ამას ნებისყოფა სჭირდება :user:

 

კრახია რა :(

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

 

სტუდენტობის დროს 3 თუ 4 არდადეგები ქობულეთში მაქვს გატარებული. ოღონდ ყველა წასვლაზე ნახევარ დროს ბათუმში ვატარებდი, რადგან ჩემი მეგობრების საკმაო ნაწილი იქ ისვენებდა ხოლმე. ასე რომ საკმაოდ კარგად ვიცნობ ამ ორ ქალაქს და არა მარტო მათ. ყველა საკურორტო დასახლებაში ვარ ნამყოფი არაერთხელ. ეს არც ისე შორეულ წარსულში იყო, 2000-2006 წლებში ვიყავი სტუდენტი.

 

მას მერე რამდენიმეწლიანი (3-4) პაუზა მქონდა. არ ვიყავი ნამყოფი აჭარაში და პირველად ჩავედი 2008 წლის სექტემბერში, ომის შემდეგ, მეორედ შარშან ზაფხულში. დავანებოთ თავი გემოვნებას. ვთვლი რომ 90% ძალიან უგემოვნოდ და დაბალი ხარისხით არის გაკეთებული ბათუმში, თვით მათი მარგალიტის - შერატონის თამადობით. მე განსხვავებებს მოგიყვები.

 

გზები:

ადრე: ბათუმში სანაპირო ზოლთან ახლოს საკმაოდ ნორმალური გზები იყო ადრე, დაშორებულ უბნებში მეტ-ნაკლებად. ქობულეთში აღმაშენებლის გამზირი საკმაოდ ნორმალური. რუსთაველი ნახევარი ცუდი გზა იყო, მეორე ნახევარი საერთოდ არ ვარგოდა. დამაკავშირებელი გზები (ქობულეთიდან-სარფამდე გზას ვგულისხმობ) კარგი იყო.

ახლა: 2008-ში ქობულეთში არ გამივლია (მატარებლით ვიყავი) და ბათუმში იგივე სიტუაცია დამხვდა.

შარშან, ქობულეთი სულ ათხრილი იყო მთლიანად, ბათუმში კატასტროფა იყო, 2-3 ქუჩის გარდა მანქანით ვერსად გაივლიდი საერთოდ. წვიმის დროს ვერც ფეხით. :)

 

საცხოვრებელი სახლები: ვისაც კარგ ადგილას ქონდა სახლი ისინი ისედაც ყოველ წელს არემონტებდნენ და შეძლებისდაგვარად აფართოებდნენ სახლებს, რათა უკეთესი მომსახურება შეეთავაზებინათ დამსვენებლისთვის და შესაბამისად მეტი შემოსავალი მიეღოთ. აგერ არიან ბათუმელები და დამეთანხმებიან. მე ვინც ვნახე იქაურები, უმეტესობა წუწუნებდა, რომ ცხოვრება გაძვირდა და უჭირთ ისეთი ტემპებით და ხარისხით გარემონტება-გაფართოება როგორც უწინ, რადგან ძალიან გაძვირდა ცხოვრება და ასეთ შემთხვევაში ისეთი ფასის დადება მოუწევთ ბინებზე, რომ გაუჭირდებათ გაქირავება.

 

სასტუმროები: ქობულეთში ჭყონიას სასტუმროს გარდა ახალი ვერაფერი ვნახე, ბატუმში კი ბატონო, რამდენიმე. საერთო ჯამში ამ სასტუმროებმა ამ ქალაქებს ალბათ მაინც უფრო შემატეს, ვიდრე დააკლეს, რადგან დიდი გემოვნებით რა თქმა უნდა ვერც ძველი და გაპარტახებული კომუნისტებისდროინდელი სასტუმროები დაიკვეხნიდა. ესენი სუფთად მაინც გამოიყურება.

 

ბარები, რესტორნები, კაფეები: ადრე მინიმუმ 2-ჯერ მეტი იყო და გაცილებით დაბალი ფასები ჰქონდათ. ვიზუალურად საერთოდ არაფერი შეცვლილა. რაც აშენებულია ზოგი სულ დაანგრიეს, ზოგი იგივე დატოვეს, უმეტესობა სეზონური, ასაწყობია, ბუნგალოების (პირობითად ბუნგალოების, თორე 80% ჩვეულებრივი, დიდი ზომის კარავია) ტიპისაა და ადრეც და ეხლაც ერთნაირად გამოიყურება.

 

გასართობი ინფრასტრუქტურა: ქართული იდიოტიზმის პიკი და ნმერ პირველი პრობლემა მაშინაც და ახლაც! :yes: კურორტობაზე პრეტენზიის მქონე ქალაქებში პრაქტიკულად ვერაფრით ერთობი სკუტერების თუ ე.წ. "ბანანების" გარდა. მაქსიმუმ 3-4 გარეთ გამოდგმული პინგ-პონგის მაგიდა. ბილიარდის თამაში მინდოდა, ავაწრიალე მთელი ბათუმი და 2 საბილიარდოს ძლივს მივაგენი, ისიც ერთი კერძო სასტუმროს შენობაში იყო. "ინტერნეტ-კაფეს" მე გასართობად არ ვთვლი. :) ამხელა ქობულეთში კინოთეატრი არა აქვთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდა ვაღიაროთ, რომ ერთადერთი, რაც ნაცებს ხარისხიანად გამოსდით, არის პროპაგანდა

 

 

კი,ოღონდ დაუნებისთვის. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფოტოები დადეთ რა ბათუმის...ოღონდ რაც ეხლა ხდება ისინი

 

რამდენი წელია არ მინახია მომენატრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

გადათხრას რაც შეეხება გიჟები არ არიან და ტყუილა უბრალოდ არ თხრიან ხო ეგ გათხრილი ადგილები შემაწუხებელია მაგრამ ახალი მილები გაყავთ და რომ დამთავრდება დააგებენ ასვალტს...

 

ხარისხზე და გემოვნებაზე დავა სხვა საქმეა იმიტომ რომ თქვენ აბსოლიტურად არაფერი არ მოგწონთ ამ მთავრობამ რაც არ უნდა გააკეთოს გინდ კარგი და გინდ ცუდი მაგრამ იმის მტკიცება რომ წინათ რაღაც უკეთესად იყო აშენებული და დღეს უარესადაა ეს უბრალოდ მიშას სიძულვილით გამოწვეული ტყუილია და ახლა ძალიან მეზარება ძველი და დღევანდელი დროის შედარება იმიტომ რომ ვინც სხვაობას ვერ ხედავს არვიცი იმას რა უნდა დაუმტკიცო რომ გაიგოს..

 

 

მოკლედ თქვენ გინდ ის თქვით და გინდ ეს უბრალოდ 1 ძალიან მარტივ და ჩამჭრელ კითხვას დაგისვამთ წინათ თუ ესე კარგად იყო ყველაფერი და დღეს თუ დაქცეულია ქვეყანა 2010 წელს რატომ გვყავდა აჭარაში 926 ათასი ტურისტი? :) (უფრო სწორად ვიზიტორი თუ რაც ქვიათ) ეგენიც მიშამ მოისყიდა? და 2003 წელს აჭარაში თუარვცდები 60 ათასი ტურისტი ჩადიოდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...