Jump to content
Planeta.Ge

სტიქიური უბედრუბებები


Recommended Posts

აზრი

 

საიდან ეგ ინფორმაცია?

 

მე არ დამიწერია ინფორმაცია მაქვს-თქო. ყურადღებით იკითხე ხოლმე პოსტი და ეცადე ის ამოიკითხო რაც მასში წერია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე არ დამიწერია ინფორმაცია მაქვს-თქო. ყურადღებით იკითხე ხოლმე პოსტი და ეცადე ის ამოიკითხო რაც მასში წერია.

კაი ნუ გამომეკიდები სიტყვებზე :)

 

საიდან ამხელა დიდი ცოდნა რომ 100%-ით ღმერთის ნახელავი არ იყო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაჭრით ვერავინ ვერაფერს იტყვის ,თუმცა არც მე მგონია რო ღმერთის დაშვებით იყო ,მარა რა ვიცი მე . :dontknow:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საიდან ამხელა დიდი ცოდნა რომ 100%-ით ღმერთის ნახელავი არ იყო?

lasha kakauridze

 

ძალიან დიდი და ბევრი საფუძველი არსებობს, დარწმუნებული იყოს ადმაიანი რომ ღმერთს არ დაუსჯია იაპონიაში მცხოვრები უდანაშაულო ახალგაზრდები მოხუცები და ჩვილი ბავშვები სტიქიური უბედურებებით. ბევრის წერა მეზარევა და შევეცდები მოკლედ მაინც გითხრა ორი სიტყვა. თუმცა, შენ, როგორც ღვთის მორწმუნე ადამიანს, რომელსაც ბიბლია ღვთის სიტყვად მიგაჩნია, წესით და რიგით, უნდა გცოდნოდა, რომ ღმერთი უდანაშაულო ადამიანებს არ კლავს და მითემეტეს ისე სასტიკად, როგორც სტიქიური უბედურებების დროს იხოცებიან ადამიანები.

 

თუ გეცოდინებოდა რა არის სტიქიური უბედურება, რა იწვევს მას და რამდენად ურევია მასში თვითონ ადმაიანური ფაქტორი, ეჭვი არ შეგეპარებოდა იმაში რომ ღმერთი უდანაშაულო ადმაიანებს უმოწყალედ დასჯიდა სტიქიური უბედრუბებებით.

 

ამასთან ერთად, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობებს მხედველობაში თუ მიიღებდი, მიხვდებოდი რომ სტიქიური უბედრურებები არაა ღვთის სასჯელი. მარტივად რომ ვთქვათ, ბიბლიაში აღწერილია თუ როგორ მოქმედებდა ღმერთი ადმაიანების მიმართ მთელი კაცობრიობის ისტორიაში. ბიბლიაში აღწერილია ღვთის დამოკიდებულება ადმაიანებისადმი, როგორც დამნაშავეებისადმი, ისე უდანაშაულო ადმაიანებისადმიც. ბიბლიის თანახმად, სიყვარული ღვთისგან მომდინარეობს და ის ყველა მის მოქმედებაში აირეკლება. როგორც მორწმუნეს, ალბათ გახსოვს რომ ბიბლია ღმერთს სიყვარულს უწოდებს. სიყვარული კი უდანაშაულო ადამიანს ზიანს არ აყენებს. ამ მარტივი ცნობის საფუძველზე მაინც უნდა მიმხვდარიყავი რომ ღმერთი სტიქიური უბედურებებით არ სჯის მასე უმოწყალოდ ადმაიანებს.

 

გადაჭრით ვერავინ ვერაფერს იტყვის ,თუმცა არც მე მგონია რო ღმერთის დაშვებით იყო

alex

 

სწორად გგონია. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სწორად გგონია

არასწორად მოაზროვნისთვის კიი სწორად ჰგონია, ეხლა კი ჰგონია კი არა და რა იცის ზუსტად ქრისტემ მას დავწერ: "ღვთის ნების გარეშე, ერთი ღერი თმაც არ ჩამოგივარდებათ თავიდან" ასე რომ შენს ლოიალურ თეორიას იესოს სიტყვები სცემს პასუხს, "ღვთის ნების გარეშე, იაპონიაში სტიქიური უბედურება არ მოხდებოდა" ზემოთ რომ იკრიჭებოდი და იძახდი ესე იგი არ იციო, მეგონა რამე სერიოზულს დაწერდი, ეს არის შენი პოსტის სიბრძნე? სუ ეგა ხარ? შეიძლება უშუალოდ ღმერთმა არ გამოიწვია ის სტიქია, მაგრამ ხომ დაუშვა რომ იაპონია განადგურებულიყო? მისი ნებისაგან დამოუკიდებლად თმის ღერი თუ არ ვარდება თავიდან რას ატყუებ აქ ხალხს რომ ამხელა სახელმწიფოს სტიქიით განადგურება შეიძლება ღვთის ნების გარეშე? რას იძახი. რომ ღმერთს რომ არ სდომებოდა ეს მოხდებოდა? მოკლედ ოღონდ რასელის ბოდვა გაამართლო და იესოს სიტყვებსაც კი დამალავ რაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ დაუშვა რომ იაპონია განადგურებულიყო?

Morfius

 

დაუშვა კი მართალს ამბობ, მაგრამ ღმერთს არ გამოუწვევია იგი, ანუ ღვთის სასჯელი არ ყოფილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ღმერთო, ეს რა ხდება?! რას უშვები ამ ხალხს?!" - ამ სიტყვებით გამოხატა ბევრმა აღშფოთება მასზე, რაც იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების ეს კადრები იხილეს:

ფაქტია რომ საზარელი სტიქიური ძალების წინაშე უმწეო ადამიანები, ჯერ კიდევ ძველი დროიდან, ასეთ კატასტროფულ შემთხვევებს ღმერთს აბრალებდნენ. პირველყოფილი ადამიანები მსხვერპლად ადამიანებსაც კი სწირავდნენ, რომ დაემშვიდებინათ ზღვის, ცის, დედამიწის, მთის, ვულკანისა და სხვათა ღმერთები. რაც არ უნდა გასაკვირის იყოს, ზოგიერთს, დღესაც კი, კატასტროფული შემთხვევების შედეგი ბედისწერად ან ღმერთის მოქმედებად მიაჩნია.

 

ღმერთია პასუხისმგებელი უბედურებებზე, რომელთაც ამდენი ტანჯვა და ზარალი მოაქვთ ადამიანთათვის მთელ მსოფლიოში? ღმერთია დამნაშავე? თანამედროვე დროში მომხდარი სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მზარდი განადგურებისა და გაპარტახების გამო ღმერთს უნდა ადანაშაულებდნენ? რას აზრის ხართ თანაფორუმელებო?

ფაქტი არაფერია და მთელი ეს პოსტი მაგარი სულელურია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთის ნების გარეშე არაფერი ხდება თვით ერთი ღერი თმის თავიდან ჩამოვარდნაც, დიახ ღმერთმა დაუშვა ეს სტიქიური უბედურება, მაგრამ რატომ, რისთვის და შემსრულებელი ვინ იყო ამ სტიქიური უბედურების ეს გასარკვევია, იობს ზეციდან ცეცხლმა დაუხოცა ოჯახი და საქონელი მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თავად ღმერთმა გაანადგურა ცეცხლით, მაგრამ ხომ დაუშვა რომ სატანას გაენადგურებინა?

არა მგონია ეგ ღმერთისგან იყოს.

მიწისძვრები საჭირო ბუნებრივი და კანონზომიერი მოვლენაა/ ზოგჯერ მათ ეპიცენტრში შემტხვევითობის გამო მოყვება ვინმე.

და თუ ღმერთის და სამყაროს მართველი გონებისგან არის ასე დაპროგრამებული, არა ადამიანების ხოცვის გამო, არამედ იმისთვის რომ დედამიწაზე სიცოცხლე იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არასწორად მოაზროვნისთვის კიი სწორად ჰგონია, ეხლა კი ჰგონია კი არა და რა იცის ზუსტად ქრისტემ მას დავწერ: "ღვთის ნების გარეშე, ერთი ღერი თმაც არ ჩამოგივარდებათ თავიდან" ასე რომ შენს ლოიალურ თეორიას იესოს სიტყვები სცემს პასუხს, "ღვთის ნების გარეშე, იაპონიაში სტიქიური უბედურება არ მოხდებოდა" ზემოთ რომ იკრიჭებოდი და იძახდი ესე იგი არ იციო, მეგონა რამე სერიოზულს დაწერდი, ეს არის შენი პოსტის სიბრძნე? სუ ეგა ხარ? შეიძლება უშუალოდ ღმერთმა არ გამოიწვია ის სტიქია, მაგრამ ხომ დაუშვა რომ იაპონია განადგურებულიყო? მისი ნებისაგან დამოუკიდებლად თმის ღერი თუ არ ვარდება თავიდან რას ატყუებ აქ ხალხს რომ ამხელა სახელმწიფოს სტიქიით განადგურება შეიძლება ღვთის ნების გარეშე? რას იძახი. რომ ღმერთს რომ არ სდომებოდა ეს მოხდებოდა? მოკლედ ოღონდ რასელის ბოდვა გაამართლო და იესოს სიტყვებსაც კი დამალავ რაა.

ეგრე თუ ვიმსჯელეთ სატანა და ღმერთი ერთი და იგივე პიროვნებაა, ოღონდ ერთი ცუდ ხასიათზე და მეორე კარგზე.))

ისე არც ეგაა გამორიცხული))

როგორ არის ზესტი თარგმანი ქართულად ეგ? - ნეისპოვედიმი პუტი გოსპოდნი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგრე თუ ვიმსჯელეთ სატანა და ღმერთი ერთი და იგივე პიროვნებაა, ოღონდ ერთი ცუდ ხასიათზე და მეორე კარგზე.))

ისე არც ეგაა გამორიცხული))

verusi

 

სატანა და ღმერთი, ერთი და იგივე პიროვნება არაა. :)მე გამოვრიცხავ მსგავს რამეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიუხედავად იმისა, რომ რელიგიური წინამძღოლების მხრიდან, ინტენსიური სახით ხდება მცდარი რელიგიური მოსაზრებების ზეგავლენიც ქვეშ ხალხის მოქცევა, დღეს-დღებობით ჯერ კიდევ მოიძებნებიან ისეთი მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც საღ დასკვნებს აკეთებენ მიმდინარე მოვლენებზე, თუმცა სამწუხაროდ, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც ადვილად ექცევიან მცდარი რელიგიური "ქადაგების" ზეგავლენაში.

 

ძალიან გთხოვთ, ამ ვიდეოს უყურეთ და ნახეთ, რა დასკვნას აკეთებენ "მამაოს" ე.წ. "ქადაგებაზე" ადამიანები:

 

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

სად გააძრე ეგ ვდეო ტოო მაგარიააა! :D რა დაუზომბირებია მაგ მამაოს თავისი მრევლიიიიი :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა მგონია ეგ ღმერთისგან იყოს.

არც მე მგონია, მე იმ პოსტში სხვა რაღაც დავწერე. ღმერთისგან შეიძლება არ არის, მაგრამ ეს კატასტროფა მისი ნებისგან დამოუკიდებლად ვერ მოხდებოდა, ღმერთმა დაუშვა ნიშნავს შემდეგს მან ნება დართი კატასტროფის მიზეზს გამოეწვია კატასტროფა, თორემ თავად კი არ გახდა მიზეზი ამ კატასტროფისა.

 

ეგრე თუ ვიმსჯელეთ სატანა და ღმერთი ერთი და იგივე პიროვნებაა

სატანას წუთისოფლის ღმერთად მოიხსენიებენ, მაგრამ ის არ არის უზენაესი ღმერთი, ამ მსჯელობიდან კი ის ჩანს რომ უზენაესი ღმერთის ნების გარეშე ერთი ღერი თმაც კი არ ჩამოვარდება ადამიანის თავიდან როგორც ეს იესომ თქვა.

 

ამასთან ერთად, ბიბლიაში ჩაწერილი ცნობებს მხედველობაში თუ მიიღებდი, მიხვდებოდი რომ სტიქიური უბედრურებები არაა ღვთის სასჯელი

არასათანადო და არასრულყოფილი ცოდნიდან გამომდინარე მცდარ დასკვნებს აკეთებ გეტყობა რომ ბიბლიის ბაიბურში არ ხარ, ვინაიდან წარღვნა სწორედ სტიქიური უბედურებაა და ეს ღვთის სასჯელი იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი რამ არ გიფიქრიათ რომ სამყაროში ღმერთი ისეტი განვითარებული და ისეთი იმაღლესი გონი იყოს, რომ მისტვის ჩვენ მასთან შედარებით დაბალ საფეხურზე მდგარი ადამიანები იმ სხვა ცხოველებთან ერთად უბრალო ბაქტერიები ვიყოთ?

აი რაც არ უნდა გვიმტკიცონ ჩვენ რომ ზროხას ტკივა რომ კლავენ, ტირის, მასაც გრზნობები აქვს და ასე შემდეგ, დავიჯერებთ?

ჩვენთვის ხომ ის უფრო ადვილია დავიჟეროთ ცხოველებს სული არ აქვს როგორც ეკლესიაც ქადაგებს და არც გონება და ინსტიქტებით ცხოვრობენ როგორც მეცნიერება ამტკიცებს. ასე ხომ უფრო ადვილია სადილად მივირთვათ ისინი?

ხოდა წარმოიდგინეთ ეხლა რომ იმ ღმერთიოსთვისაც ისე ხართ ყველა. უბრალოდ საქონელი, მაგრამ საკვებად ის სულს იყენებს თქვენსას, სხეული კი გაქვთ იმისათვის რომ გამოზარდოთ სული მასში. როგორც პეპელა გაფრენამდე მატლის სხეულში ცხოვრობს.

ჰო და ამ სულის გემო დამოკიდებულია სიკეთეზე,სიყვარულზე, სიძულვილზე, ბოროტებაზე და ასე შემდეგ და ღმერთი მერე საკვებად მისაღებად არჩევს თუ როგორ, რა რაოდენობით გაჯერებული, რა სახის ინგრედიენტებით მიირთვას მოწეული მოსავალი.

და აი აქ რომ სეამჩნევს სიმწარემ მოუმატა, ან ავადმყოფობა დაემართა რამე და გემო დაკარგა, ან ლპობა დაიწყო, ვირუსი ვრცელდება რაც სპობს მის საკვებს, ზოგჯერ ანტიბიოტიკების გამოყენებით ცდილობს გამოსწორებას და თუ საქმე ცუდადაა ძალიან, შეწამვლით სპობს რაღაც ნაწილს, რომ მოახდინოს დაავადების კერის ლოკალიზაცია და არ გავრცელდეს მთელ ორგანიზმზე.

ბოლო ბოლო თუ ნახა რომ ძალიან ძნელი მოსავლელი ჯიშია და თან სხვა ჯიშებს ანადგურებს ეს ჯიში, მას უბრალოდ სულ გაანადგურებს და სხვას გაახარებს...

რა ქნას, მასაც ხომ უნდა ჭამა? თან გენრიელად )))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...