lasha_alo Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 (edited) http://ghn.ge/news-36497.htmlხელისუფლება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ოპოზიციის წინადადებებზე საკუთარი პოზიციების დაფიქსირებას დღეიდან, 9 მარტიდან, დაიწყებს. სამუშაო ჯგუფის სპეციალური შეხვედრა ცესკოში უკვე ჩაინიშნა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შეხვედრის მონაწილე პოლიტიკური რვიანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, სწორედ დღეს გამოჩნდება, სურს თუ არა ხელისუფლებას ქვეყნის საარჩევნო გარემოს რეალურად გაუმჯობესება. "რეალურად, მოლაპარაკებები სწორედ დღეიდან დაიწყება. იმ კალკულაციიდან გამომდინარე, რომელიც ხმის ბიომეტრიული პასპორტებით მიცემის თაობაზე მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა, არსებობს შანსი, კიდევ ხვალ მორიგი "სიურპრიზი" მოგვიწყოს, თუმცა იმედი მაქვს ხელისუფლება გონიერებით მოეკიდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს და ასევე გონიერ პასუხებს მივიღებთ", - განმარტა თარგამაძემ. ე.წ. რვიანის კიდევ ერთი წარმომადგენლის, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძის თქმით კი, ოპოზიცია ყველა წამოჭრილ საკითზე ხელისუფლების პოზიციას მაქსიმუმ თვის ბოლომდე ელოდება. "სწორედ თვის ბოლოსთვის გვექნება ზუსტი სურათი იმის თაობაზე, რას ფიქრობს ხელისუფლება ჩვენს წინადადებებზე, აპირებს თუ არა მის გათვალისწინებას და ზოგადად, ჰქონდა თუ არა აზრი ამ მოლაპარაკებებს", - განუცხადა"ჯი-ეიჩ-ენს" გამყრელიძემ. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით სამუშაო ჯგუფი გასული წლის შემოდგომაზე შეიქმნა. მის მუშაობაში ოპოზიციური სპექტრიდან რვა პარტია მონაწილეობს. ჰმ , კი ვარ ალაფანად მიჩნეული, მაგრამ გარემოს გაუმჯობესებაზე დიდი ოპტიმიზმი არ გამაჩნია. :TAT: Edited March 9, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 ვაჰ, ძლივს არ გამოჩნდა ექიმი, მეწარმე.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შეხვედრის მონაწილე პოლიტიკური რვიანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუცხადა, სწორედ დღეს გამოჩნდება, სურს თუ არა ხელისუფლებას ქვეყნის საარჩევნო გარემოს რეალურად გაუმჯობესება. ახლა წავა ვაჭრობა ბიომეტრულ პასპორტებზე, გაჭიმავენ, გაჭიმავენ, გაჭიმავენ და ამასობაში ხალხიც გაჭიმავს ფეხებს შიმშილით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 "რეალურად, მოლაპარაკებები სწორედ დღეიდან დაიწყება. იმ კალკულაციიდან გამომდინარე, რომელიც ხმის ბიომეტრიული პასპორტებით მიცემის თაობაზე მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა, არსებობს შანსი, კიდევ ხვალ მორიგი "სიურპრიზი" მოგვიწყოს, თუმცა იმედი მაქვს ხელისუფლება გონიერებით მოეკიდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს და ასევე გონიერ პასუხებს მივიღებთ", - განმარტა თარგამაძემ. "რეალურად, მოლაპარაკებები სწორედ დღეიდან დაიწყება. იმ კალკულაციიდან გამომდინარე, რომელიც ხმის ბიომეტრიული პასპორტებით მიცემის თაობაზე მმართველმა გუნდმა შემოგვთავაზა, არსებობს შანსი, კიდევ ხვალ მორიგი "სიურპრიზი" მოგვიწყოს, თუმცა იმედი მაქვს ხელისუფლება გონიერებით მოეკიდება ჩვენს მიერ შეთავაზებულ წინადადებებს და ასევე გონიერ პასუხებს მივიღებთ", - განმარტა თარგამაძემ. მა შემდეგ რაც ლიბერალის სტატია წავიკითხე ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით მეც ბევრი კითხვა გამიჩნდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 ცესკო-ში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მომუშავე ჯგუფის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს . კონსულტაცია, რომელსაც ხელისუფლებისა და რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ესწრება, დღეს მოულოდნელად განახლდა. შეხვედრაზე არ იმყოფება "ოპოზიციური რვიანი" სრული შემადგენლობით. მათ მხოლოდ "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე და ექსპერტი ირაკლი მელაშვილი წარმოადგენენ, თუმცა, როგორც ვეფხვაძემ შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, ის ვერ გაახმოვანებს "რვიანის" შემადგენლობაში მყოფი პარტიების პოზიციას, რადგან დღეს წარმოადგენს ტექნიკურ მხარეს, რომელიც სხდომის წარუძღვება. შეხვედრაზე "ოპოზიციური რვიანის" გარდა, ასევე არ იმყოფებიან "ედპ"-ს, "ქართული დასის", "მრეწველებისა" და "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" წარმომადგენლები, რამაც ხელისუფლების წარმომადგენელთა პროტესტი გამოიწვია. უმრავლესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა მოითხოვა, გაერკვიათ, რატომ არ იმყოფებიან შეხვედრაზე აღნიშნული პარტიები. როგორც სამუშაო ჯგუფის მოდერატორ ორგანიზაციაში (IFES) განმარტეს, შეხვედრას მალე შეუერთდებიან "ედპ"-სა და "მრეწველების" წარმომადგენლები, ხოლო "ქართული დასი" და "საქართველოს დემოკრატიული პარტია" პარლამენტში მიმდინარე დებატების გამო, ჯგუფის დღევანდელ მუშაობაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.წარმოადგენს თუ არა ხელისუფლოება ოპოზიციის შეთავაზებაზე კონკრეტულ პასუხებს, ამის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვევა. Aამ საკითხზე კომენტარი შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან არ გაკეთებულა. როგორც ცნობილია, "ოპოზიციურმა რვიანი" "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ადეკვატური პასუხების არ არსებობის შემთხვევაში მოლაპარაკებების ამ ფორმატით გაგრძელებას არ აპირებს. http://www.interpressnews.ge/ge/politika/164320-saarchevno-garemos-sakithkhze-molaparakebebi-qrvianisq-sruli-shemadgenlobis-gareshe-ganakhlda.html ეს მოლაპარაკებები უკვე მარაზმში გადადის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 Siknadmoმა შემდეგ რაც ლიბერალის სტატია წავიკითხე ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით მეც ბევრი კითხვა გამიჩნდა არ არის ყველაფერი ისე როგორც იქ წერია,უფრო მარტივადაა.მანდ ორი საკითხი არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში:1.ელექტრონული სიები.ეს ბევრა ქვეყანაშია დანერგილი და ამის გაკეთებას არაფერი არ უშლის ხელს.2.პიროვნების ვერიფიკაცია უბანზე.ეს მართლაც არსად არ გაკეთებულა,რადგან ეტყობა ჩვენი ხელისუფლების გარდა თავში არავის არ მოუვიდა ყალბი პირადობების დამზადება.თუმცა ესეც შესაძლებელია,რადგან პიროვნება არა მთელი ქვეყნის მასშტაბებით მონაცემებს უნდა შედარდეს,რაც მარლა ძალიან რთული იქნება,არამედ მხოლოდ უბნის მასშტაბებით,ანუ მაქსიმუმ 1500 კაცს,რაც ასევე რეალურია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 "წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო"ან"როდის იყო კვერცხის მათხოვარი ხიდს აშენებდაო" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 (edited) დათვს თავში სცემდნენ, ეს რა ბრაგაბრუგიაო.... ? Edited March 30, 2011 by Anima Libera Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 babuagiorgi"წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო"ან"როდის იყო კვერცხის მათხოვარი ხიდს აშენებდაო" Anima Liberaდათვს თავში სცემდნენ, ეს რა ბრაგაბრუგიაო.... ?რა ანდაზები აგიტყდათ? არეულობა გარანტირებულია ქვეყანაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 30, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2011 არეულობა გარანტირებულია ქვეყანაში შენ ანგარიშიც გეცოდინება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.