Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები ბერნში შედგება

12:04 07-03-2011

რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები ბერნში შედგება საქართველოს დელეგაცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების დასაწყებად 9 მარტს ბერნში გაემგზავრება , - ამის შესახებ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოვიდა ოფიციალური ინიციატივა მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე.

"ჩვენ ყოველთვის მზადყოფნას ვაცხადებდით, ჩავრთულიყავით მოლაპარაკებებში, თუმცა დეტალებზე საუბარი მოლაპარაკებების დაწყებამდე მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია", - აღნიშნა ვაშაკიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მოლაპარაკებებს ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს. დელეგაციას თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს.

ამერიკის უშიშროების ეროვნული საბჭოს რუსეთის საკითხების დირექტორმა, მაიკლ მაკფოლიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს ომიდან სამი წლის შემდეგ ორმა ქვეყანამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა აშშ-ს მთავრობა ამ დისკუსიაში არ მონაწილეობს.

როგორც ცნობილია, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას საქართველო აფერხებს. ოფიციალური თბილისი მოსკოვს პირობად როკისა და ფსოუს უკანონო საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაციას უყენებს

 

მე ვფიქრობ რომ კაკ მინიმუმ სამაჩაბლოდნ და აფხაზეთიდან გავაყვანინებთ ჯარებს,

დანარჩენი თქვენ დააამატეთ :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 139
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

fashisti

მთავარია ჩვენმა მხარემ რამე სიდებილე არ ქნას და ბოლომდე იდგნენ თავის პოზიციებზე... ანუ აფხაზეთიში და სამხრეთ ოსეთიში ნებისმიერი საქონელი რაც შემოვა უნდა განბაჟდეს და დღგ საქართველოს მთავრობამ აიღოს

შამილი

ეს ხელისუფლება არის მოღალატე კრემლის მსტოვართა ხროვა თავიანთ ზომიერ თუ ვითომრადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ერთად მოუწევთ კრემლში მარბიელ ოპოზიციას და ვითომ ანტირუს ხელისუფლებას ერის წინაშე პასუხის გება

giauridia

ეჭვიც არ მეპარება, რომ "ჩვენები" თანხმობას მისცემენ რუსების გაწევრიანებას მსო-ში რუსეთის პირობებზე. ამაზე კამათი უსაფუძვლოა.

Posted Images

მე ვფიქრობ რომ კაკ მინიმუმ სამაჩაბლოდნ და აფხაზეთიდან გავაყვანინებთ ჯარებს,

დანარჩენი თქვენ დააამატეთ :TAT:

ხუმრობ? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რას ხუმრობს კაცო, მე სოჭის იმედიც მაქვს პაწა... :read:

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

რას ხუმრობს კაცო, მე სოჭის იმედიც მაქვს პაწა... :read:

ამაზე სხვა გეგმა აქვთ ჩაფიქრებული ჩვნებს,

ეხლა მთლად ყველაფერს ვერ ვიტყვი, კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ მინიშნებით

კი, ჯერ ააშენონ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლახან შემოვბანცალდი უხსენებლებიდან :givi:

მაშინ ჰო, მაშინ ჰო :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ხუმრობს კაცო, მე სოჭის იმედიც მაქვს პაწა..

სოჭმა ნიკოფსია და დარუბანტი გამახსენა რატომაც არა? :givi:

 

ახლახან შემოვბანცალდი უხსენებლებიდან

ვოლდემორტის ფორუმიდან? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მე ვფიქრობ რომ კაკ მინიმუმ სამაჩაბლოდნ და აფხაზეთიდან გავაყვანინებთ ჯარებს

 

 

ეს ზღაპარია და გამშვები პუნქტებში ქართველი მებაჟეებიც მაგედან არის.რუსეთი შევა მაგ ორგანიზაციაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვფიქრობ რომ კაკ მინიმუმ სამაჩაბლოდნ და აფხაზეთიდან გავაყვანინებთ ჯარებს,

დანარჩენი თქვენ დააამატეთ

 

რუსეთთან ყოველი მოლაპარაკების შემდეგ ხალხი გაღიმებული რჩება, ამჟამადაც ასე მოხდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყურადღებო სტატიაა ... მთლიანად წაიკითხეთ

საინტერესოა ამერიკის პოზიციაც :yes:

 

Россия и Грузия обсудят вступление РФ в ВТО

 

Переговоры в Берне пройдут без посредников

Ранее Тбилиси делал заявления, на основании которых эксперты приходят к следующему выводу о грузинской позиции: Грузия требует от России открыть доступ грузинским представителям к таможенной границе у реки Псоу (абхазский участок грузино-российской границы) и у Рокского туннеля (югоосетинский участок грузино-российской границы). В то же время грузинские власти утверждают, что вопрос поддержки вступления России в ВТО для Тбилиси не связан с вопросом деоккупации Грузии.

 

«Мы предложили России организовать совместный таможенный контроль на всем протяжении грузино-российской границы. Возможны и другие компромиссы, в том числе и за счет присутствия международных организаций», – разъяснил журналистам заместитель министра иностранных дел Грузии Георгий Бокерия на пресс-конференции в Женеве прошлой осенью.

 

http://www.voanews.com/russian/news/georgia/russia-georgia-wto-2011-03-08-117590744.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.presage.tv/?m=politics&AID=3694#Comments

 

 

02:48 09.03.2011

[ელენ ბარი, The New York Times]

მოსკოვი - როდესაც ამ კვირაში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი უმცროსი ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის ლიდერებს შეხვდება, განხილვის ერთ-ერთ მთავარი თემა იქნება აშშ-რუსეთის ურთიერთობების „გადატვირთვის“ შედეგები, კერძოდ რუსეთის დიდი ხნის მისწრაფება გაწევრიანდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რასაც აქტიურად უჭერენ მხარს ამერიკის ოფიციალური პირები.

 

მაგრამ ამ პროექტის წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. კერძოდ, დაბრკოლებას ქმნის ის, რომ საქართველოს, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 2000 წელს გაწევრიანდა, ორგანიზაციაში ნებისმიერი წევრის მიღების დაბლოკვა შეუძლია.

 

საქართველოს და რუსეთს შორის უთანხმოება ბოლო ათი წლის განმავლობაში სულ უფრო მწვავდებოდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობა რუსეთისგან პოლიტიკის შეცვლას მოითხოვდა. მოლაპარაკებები 2008 წელს დაიწყო, თუმცა რამდენიმე თვეში ამ ორ ქვეყანას შორის სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამო ომი გაჩაღდა და საკითხის შემდგომმა განხილვამ აზრი დაკარგა.

 

ახლა, ჩვიდმეტი წლის განმავლობაში გაჭიანურებული რუსეთის მიღების საკითხი სავაჭრო ორგანიზაციაში დასასრულს უახლოვდება. ორშაბათს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს ის, რომ აპირებენ რუს კოლეგებთან შეხვედრას შვეიცარიაში, ქვეყანაში, რომელსაც „მხარეებს შორის შუამავლის ვალდებულება აქვს“.

 

ეს რთული და ნაწილობრივ მტკივნეული საკითხიცაა ყველა დაინტერესებული მხარისთვის: რუსეთისთვის, რომელიც იძულებულია მოელაპარაკოს მთავრობას, რომლის დემონიზაციაც მოახდინა; შეერთებული შტატებისთვის, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია რუსეთის მსო-ში გაწევრიანება, და საქართველოსთვის, რომელიც იძულებულია მოლაპარაკებები ძალიან შეზღუდულ ვადებში აწარმოოს, ვიდრე მის მოკავშირეებს მოთმინება არ დაუკარგავთ.

 

„საქართველოსთვის მსო-ს საკითხი ჯოხის ორი ბოლოს საკითხია“, – მიაჩნია სვანტე კორნელს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფუნდამენტური საერთაშორისო კვლევების სკოლასთან არსებული ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევების დირექტორს.

 

„ერთი მხრივ ეს ერთგვარი ბერკეტია“, – ამტკიცებს კორნელი, „მეორე მხრივ, საქართველო შეიძლება გამოჩნდეს, როგორც პრობლემების წყარო, რაც მას იზოლაციით ემუქრება“.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოლაპარაკებების ინიციატორი რუსეთია და რომ ეს მოლაპარაკებები სავარაუდოდ ოთხშაბათს ან ხუთშაბათს დაიწყება. მას არ დაუკონკრეტებია ის, თუ რა პირობებს წამოაყენებს საქართველო. თუმცა, მანამდე ქართული მხარე მოითხოვდა საბაჟო კონტროლში მონაწილეობას რუსეთს და სეპარატისტულ ტერიტორიებს შორის საზღვარზე.

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ ის ისურვებდა რუსული საზღვრის მხარეს საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებას – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანალოგი მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის დნესტრისპირეთის საზღვრებთან. კანდელაკის თქმით, დამკვირვებლები ხელს შეუშლიან საქონლისა და ნარკოტიკის კონტრაბანდას, ასევე საზღვრებზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას.

 

„თუკი რუსეთი ამას არ დათანხმდება, ის არ გაწევრიანდება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“, – დასძინა მან - საქართველოს არ სურს დაბრკოლებად იქცეს, მაგრამ პრობლემების მიზეზი საქართველო არ არის“.

 

მისი თქმით, მოლაპარაკებები საქართველოს აძლევს იმის „კარგ შესაძლებლობას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას შეახსენოს“ სეპარატისტული ტერიტორიები, რომელთა დამოუკიდებლობასაც მხოლოდ რუსეთი და კიდევ სამი სახელმწიფო აღიარებს. ორ წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ სამხრეთ ოსეთში საქართველოს ჯარი დაამარცხა და რეგიონში მცხოვრები ათობით ათასი ეთნიკური ქართველი დღემდე დევნილად რჩება. ამასობაში კი რუსეთმა სეპარატისტულ ტერიტორიებზე მძიმე შეიარაღება, მათ შორის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები და გამშვები სისტემები განათავსა.

 

„ეს საკითხი კვლავ აქტუალურია და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაზე უშუალოდ აისახება“, – ამტკიცებს კანდელაკი, „პრობლემა დღემდე გადაუჭრელია“.

 

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე დელეგაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მედედკოვმა კომენტარზე უარი გვითხრა.

 

ამერიკელი ჩინოვნიკები პროცესში ჩარევას არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ აშშ რუსეთის მსო-ში გაწევრიანების საკითხში დაინტერესებულია. პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა მაიკლ მაკფოლმა მოლაპარაკებებს უწოდა „ორმხრივი და არა სამმხრივი საკითხი“.

 

მოსკოველ დიპლომატებს „ესმით, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ, და რომ უბრალოდ ვერ დაიცდიან მანამ, სანამ ჩვენ ქართველებს დათმობას არ ვაიძულებთ – რადგან ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა მაკფოლმა ოთხშაბათის სატელეფონო პრესკონფერენციის დროს. მისი თქმით, საქართველოს ლიდერები მზად არიან „განიხილონ კონკრეტული ეკონომიკური და სავაჭრო საკითხები და დავა სხვა დონეზე არ გადაიტანონ“.

 

ვაშინგტონში პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის რუსეთის საკითხების ექსპერტ ანდერს ასლუნდს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ მოსკოვს უნდა მოსთხოვოს ყველა სავაჭრო სანქციის გაუქმება, რომელიც ამ უკანასკნელმა 2006 წელს შემოიღო, როდესაც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა საქართველოდან ღვინის და მინერალური წყლის იმპორტი აკრძალა, რითაც ქართულ ეკონომიკას ძლიერი დარტყმა მიაყენა. ”საბაჟო და სასაზღვრო საკითხებზე მოლაპარაკებები გაცილებით რთული იქნება, რადგან ის საზღვრების ოფიციალურ აღიარებასთანაა დაკავშირებული“, – ამბობს ასლუნდი.

 

მან აღნიშნა ასევე, რომ ვეტოს უფლება, რომელიც საქართველოს აქვს, არის ერთ-ერთი იმ უკანასკნელ გარემოებათაგან (ინტელექტუალური საკურების დაცვის და სასოფლო სამეურნეო სუბსიდიებთან დაკავშირებულ პრობლემებთან ერთად), რომელიც რუსეთს და სავაჭრო ორგანიზაციაში მის გაწევრიანებას შორის არსებობს. ასლუნდის თქმით, ”მსო-ს წევრები აღიარებენ საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის უფლებას, თუმცა რუსეთი გაწევრიანებასთან სულ უფრო ახლოს არის“.

 

„დღეს საქართველოს სერიოზული ბერკეტები აქვს, მაგრამ მალე ეს ბერკტები გაქრება, – ამტკიცებს იგი - მან ეს ბერკეტები ეფექტურად უნდა გამოიყენოს“.

{foreignpress.ge]

 

 

მე მგონი დღეს შვეიცარიაში იწყება ჩვენს და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები და მანდ ტელევიზიებში და საერთოთ პრესაში რას ამბობენ და რას წერენ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

როგორც მე ვიცი დიტო,ჩვენი ხელისუფლება ჯერ იძახის რომ მაგრად ვდგავართო,ანუ ისევ ძველი მოთხოვნებია რუსეთის საზღვარზე აფხაზებთან და ოსებთან საკონტროლო პუნქტების დაწესება ჩვენთვის.

ამაზე რუსეთი როცა ჯერ ისინი არ ყავდა ნაცნობი,მაშინ არ მიდიოდა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ჩიხია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...