Jump to content
Planeta.Ge

ისევ ბიომეტრიული მოწმობების შესახებ


Recommended Posts

Saturn

თუმცა გაუკეთებელი არაფერი არ არის დაფინანსების არსებობის შემთხვევაში.

კარგი რა. ეგ ის ლაპარაკია, თუ ქალი ბავშვს 9 თვეში აჩენს, 9 ქალმა ერთ თვეში უნდა გააჩინოსო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი რა. ეგ ის ლაპარაკია, თუ ქალი ბავშვს 9 თვეში აჩენს, 9 ქალმა ერთ თვეში უნდა გააჩინოსო.

ვერ ვხვდები ანალოგიას ჩემს პოსტთან. 4 თვეში არ გამოვა ეს საქმე, მაგრამ ზოგადად გადაუწყვეტელი პრობლემა არაა ასეთი სისტემის შექმნა.

 

ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ყველა მობილურზე ლაპარაკობდა, ქსელი დაიტვირთა და მორჩა

რეალურად ყველაზე სერიოზული პრობლემა ესაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პლუს, როგორ წარმოგვიდგენია კომუნიკაცია 3 ათას უბანთან? უკაბელო ქსელები საქართველოში მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს და ჯერჯერობით არცთუ სტაბილურად მუშაობს. ბევრს გვახსოვს საახალწლოდ "გუდვილში" რომ TBC-ს ტერმინალები გაითიშა. ძალიან მარტივი რაღაც მოხდა: უბრალოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ყველა მობილურზე ლაპარაკობდა, ქსელი დაიტვირთა და მორჩა. ჰოდა ყველა სოფელში ოპტიკური ქსელის მიყვანას უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება და 2 წელიწადში ამის მოსწრაბა არარეალურია. აგერ გადაჩიჩქნა "კავკასუსმა" მთელი ქალაქი და "გადასაჩიჩქნი კიდევ ბევრია".

თბილისსა და სხვა ქალაქებში უკევ არის ოპტიკური ქსელები, ხოლო რაიონებში შესაძლებელია მაგთის და მაქსიმალის უკაბელო ქსელის გამოყენება,

თუმცა, ტექნიკურად ეს რომ მოხერხდეს ინვესტიციებია განსახორციელებელი რომ სისტემამ გამართულად იმუშავოს ვგულისხმობ უკაბელო ინტერნეტეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰოდა ვინ შეამოწმებს, რამდენად სწორად მუშაობს ეს კომპიუტერული სიტემა? ოპოზიცია დაიქირავებს გარე IT-აუდიტს და ყველაფერს ზედმიწევნით გადაამოწმებენ რათა თითის ანაბეჭდების ერთიდაიგივე კომპლექტის ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ჰქონდეს მიბმული? რომ იმ ზემოთხსენებული "ყუთის" პროგრამა სწორადაა დაწერილი და მასში ტროას ცხენები არ არის ჩადებული? რომ ყველანაირი ადმინისტრატორული წვდომა მონაცემთა ბაზის ცენტრალურ სერვერზე კონტროლირებადი იქნება მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში?

 

ვიღაც იტყვის - არა, ამდენი არაა საჭირო. მარტო აღვრიცხოთ ხალხი ბიომეტრიული მონაცემებით. და, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ვინ გააკონტროლებს რომ ერთიდაიგივე თითის ანაბეჭდები ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ექნება მიბმული? ცენტრალიზებული სისტემის გარეშე როგორ გავაკონტროლებთ რომ "ზედმეტი" პირადობის მოწმობები არ იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს?

 

ასეთი რამის ორგანიზებას ოპოზიცია ვერ მოახერხებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, ატრიალოს "კარუსელები", ბეროს ამომრჩეველთა სიები და წყლიდან საერთოდ მშრალად ამოვიდეს.

 

დამერწმუნეთ, თუ ადამიანი მოტივირებულია რომ საშუალო დონის IT აუდიტი მოატყუოს, ის მას მოატყუებს. ხოლო მაღალი დონის აუდიტი ძალიან-ძალიან ძვირია.

აქ უკვე მოცემულია სავარაუდო გაყალბების სქემა, ასე რომ ამის საწინააღმდგეო მექანიზმი უნდა იქნას შემუშავებული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ტყუილია ეგ. შანსი არ არსებობს უბრალოდ ნულიდან მასეთი სისტემა 4 თვეში ააწყო.

კომპიუტერს რო ყიდულობ, სამონტაჟოდ მაგალითად, შენ გგონია ნოლიდან იწყობა? გეუბნები არის პრაქტიკაში გამოყენებული თქო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

Saturn

 

გამოხმაურების ნახვაSaturn, on გუშინ, 11:51 PM, said:

ტყუილია ეგ. შანსი არ არსებობს უბრალოდ ნულიდან მასეთი სისტემა 4 თვეში ააწყო.

 

კომპიუტერს რო ყიდულობ, სამონტაჟოდ მაგალითად, შენ გგონია ნოლიდან იწყობა? გეუბნები არის პრაქტიკაში გამოყენებული თქო

არსებობს ესეთი სისტემა SAP. სრულიად დამთავრებული სისტემაა, პრაქტიკულად ყველანაირ ბიზნესს შეიძლება მოარგო. "მხოლოდ" კონფიგურირებაა საჭირო. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს გრძელდება SAP-ის პროექტები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

გეუბნები არის პრაქტიკაში გამოყენებული თქო

მე კი გეუბნები რომ ტყუილია ეგ. შეიძლება 4 თვეში გაიცა ბიომეტრიული პასპორტები, მაგრამ მთელი ინფრასტრუქტურის აწყობას და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

 

ioio

არსებობს ესეთი სისტემა SAP. სრულიად დამთავრებული სისტემაა, პრაქტიკულად ყველანაირ ბიზნესს შეიძლება მოარგო. "მხოლოდ" კონფიგურირებაა საჭირო. როგორ ფიქრობ, რამდენ ხანს გრძელდება SAP-ის პროექტები?

SAP -ის დანერგვა ხანგრძლივი და ურთულესი პროცესია. საქართველოში ბევრს არ აქვს, ძვირია ძალიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მე კი გეუბნები რომ ტყუილია ეგ. შეიძლება 4 თვეში გაიცა ბიომეტრიული პასპორტები, მაგრამ მთელი ინფრასტრუქტურის აწყობას და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას გაცილებით მეტი დრო სჭირდება.

მე კიდე გეუბნები, ბოლივიაში ნოლიდან ააწყვეს.. და ბოლო ბოლო კი ბატონო, მეტი დრო სჭირდებოდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰე, ჰე, ეხლა მოვისმინე თუკი ვინმე დააფინანსებს თბილისში მზად ვართ ბიომეტრიული არჩევნები ჩავატაროთო :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...