Jump to content
Planeta.Ge

ისევ ბიომეტრიული მოწმობების შესახებ


Recommended Posts

http://www.sapikhvno.org/viewtopic.php?t=6772

დილით ვკითხულობდი "ლიბერალის" სტატიას უნდა გამოვიყენოთ თუ არა ბიომეტრული მონაცემები არჩევნებზე ხმის მიცემისას?

 

ოპოზიცია თავგამოდებით ითხოვს ამ სისტემის დანერგვას, ხოლო ეს რაც შეიძლება მალე, ხელისუფლება კი თავგამოდებით ეწინააღმდეგება. სანამ სისტემის აგებისი შესაძლებლობას შევაფასებდე, ვიტყვი რომ შინაგანად მე სრულიად ვემხრობი იმას რომ ბიომეტრიული პირადობის მოწმობები გაიცეს რაც შეიძლება მალე. წელს დავესწარი კონფერენციას სადაც სამოქალაქო რეესტრმა წარმოადგინა თავისი პროექტი და დამერწმუნეთ, ერთ-ერთი პირველთაგანი ვიქნები ვინც ამ მოწმობას აიღებს (მიუხედავად იმისა რომ დიზაინის ამბები მაეჭვებს). ამ მოწმობით უამრავი კარგი რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი. იდენტიფიკაცია, ციფრული ხელმოწერა და ა.შ.

 

მაგრამ მოდი ეს გვერდზე გადავდოთ და ყველაფერი ავწონ-დავწონოთ.

 

ხელისუფლების არგუმენტებში არის ლოგიკის მარცვალი. ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გაცემა ძვირიცაა და დროში გაწელილიც. ძვირი იმიტომ რომ ჩიპები უფასო არაა. დროში გაწელილი იმიტომ რომ ელემენტარულად ბიომეტრიული ფოტოს გადაღებას და თითის ანაბეჭდების აღებას დრო უნდა. არადა საქმე 3 მილიონზე მეტი ბარათის გაცემას ეხება. "ბალვანკებს" (ანუ ცარიელ პირადობის მოწმობებს, რომლებიც ჯერ არაა პერსონალიზებული, ანუ მორგებული კონკრეტულ ადამიანზე) იყიდიან, ვთქვათ, ამერიკაში. შესაბამისად აღჭურვილ სტამბაში სახელის და გვარის დაბეჭდვას, ჩიპზე ინფორმაციის დატანას, საიდუმლო კოდების დალუქულ კონვერტში დაბეჭდვას და მერე ამ მოწმობების რეესტრის შესაბამის განყოფილებებში დარიგებას ხომ დრო უნდა?

 

მეორე მხრივ, 3 ათას IT სპეციალისტზე გვაბოლებს ბატონი მინაშვილი. სააღრიცხვო მოწყობილობა უნდა იყოს ისეთივე ყუთი, როგორც სწრაფი გადახდის აპარატებია. არანაირი კლავიატურა, CD Rom გარედან და ზედ ჩაწერილი სუპერ მარიო, რომელსაც საარჩევნო კომისიის წევრები ითამაშებენ დაბალი აქტივობისას. შესაბამისად, გაფუჭების ალბათობა იქნება დაბალი და თუ სადმე რამე მაინც გაფუჭდება, მობილური ჯგუფები მიხედავენ.

 

მაგრამ იმისათვის რომ ასეთი სისტემის გაფუჭების ალბათობა იყოს დაბალი, აუცილებელია რომ მასზე იმუშაოს სერიოზულმა კომპანიამ, რომელსაც არამარტო კარგი პროგრამისტები ჰყავს არამედ სერიოზულად უდგება ხარისხის კონტროლის საკითხს. სისტემამ უნდა გაიაროს ხანგრძლივი ტესტირება რომ არჩევნების დღეს დეფექტების გამოვლენის ალბათობა ნულის ფარგლებში იყოს.

 

ეს ყველაფერი ფული ღირს. თან დიდი ფული.

 

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმისათვის რომ პრობლემების დროულად აღმოფხვრა მოხდეს, აუცილებელია რომ თითოეულ საარჩევნო უბანზე მინიმუმ 2 ასეთი "სააღრიცხვო ყუთი" იდგეს. თუკი ერთი ყუთი 500 ლარი მაინც ეღირება (მარტო აპარატურა), ეს უკვე 3 მილიონ ლარს ურტყამს.

 

სისტემას პრაქტიკულად ერთდროულად მოაწყდება 3.5 მილიონი მოთხოვნა. დაახლოებით 12 საათის განმავლობაში. ეს დაახლოებით 81 მოთხოვნაა წამში. ესეც იმ შემთხვევაში თუ აქტივობა თანაბრადაა განაწილებული. არადა რეალურად ძირითადი აქტივობა გაცილებით მცირე პერიოდშია. დატვირთვა შეიძლება წამში 200 მოთხოვნამდეც ავიდეს. შესაბამისად, სერვერული ინფრასტრუქტურაც სერიოზული უნდა იყოს.

 

პლუს, როგორ წარმოგვიდგენია კომუნიკაცია 3 ათას უბანთან? უკაბელო ქსელები საქართველოში მხოლოდ ახლა იდგამს ფეხს და ჯერჯერობით არცთუ სტაბილურად მუშაობს. ბევრს გვახსოვს საახალწლოდ "გუდვილში" რომ TBC-ს ტერმინალები გაითიშა. ძალიან მარტივი რაღაც მოხდა: უბრალოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, ყველა მობილურზე ლაპარაკობდა, ქსელი დაიტვირთა და მორჩა. ჰოდა ყველა სოფელში ოპტიკური ქსელის მიყვანას უზარმაზარი ინვესტიციები სჭირდება და 2 წელიწადში ამის მოსწრაბა არარეალურია. აგერ გადაჩიჩქნა "კავკასუსმა" მთელი ქალაქი და "გადასაჩიჩქნი კიდევ ბევრია".

 

ანუ სინამდვილეში მასშტაბები მართლა ძალიან სერიოზულია. ხელისუფლებამ გულითაც რომ მოინდომოს ეს საქმე, 2013 წლის არჩევნებისათვის ამ სისტემის სრულყოფილად გამართვა მე პირადად ფანტასტიკის სფეროში მგონია.

 

დავუშვათ რომ ეს ყველაფერი მოესწრო. სერვერებიც იყიდეს, ინფრასტრუქტურაც მუშაობს საათივით, ყველა სოფელში ოპტიკა მიიყვანეს, პლუს სამარქაფოდ მობილური ქსელიც გვაქვს და მოკლედ საქართველო გახდა მსოფლიოში ყველაზე უფრო მაგარი ქვეყანა კომუნიკაციების (და ამ კომუნიკაციების დანარგვის სიჩქარის) დარგში.

 

არ დაგვავიწყდეს, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ პროექტის მხარდამჭერთა აზრით ხელისუფლება არის ცუდი, მას არ უნდა რომ დააზუსტოს საარჩევნო სიები, ის აწყობს კარუსელებს ყვითელი ავტობუსებით, ის მოისყიდის ამომრჩევლებს და საერთოდაც, ცუდი ტიპები არიან რა. უფრო მეტიც, ეს გაეროს და ევროსაბჭოს ხალხი უკვე დიდი ხანია მოისყიდეს და ისინიც ყველაფერს "უპრავებენ".

 

ჰოდა ვინ შეამოწმებს, რამდენად სწორად მუშაობს ეს კომპიუტერული სიტემა? ოპოზიცია დაიქირავებს გარე IT-აუდიტს და ყველაფერს ზედმიწევნით გადაამოწმებენ რათა თითის ანაბეჭდების ერთიდაიგივე კომპლექტის ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ჰქონდეს მიბმული? რომ იმ ზემოთხსენებული "ყუთის" პროგრამა სწორადაა დაწერილი და მასში ტროას ცხენები არ არის ჩადებული? რომ ყველანაირი ადმინისტრატორული წვდომა მონაცემთა ბაზის ცენტრალურ სერვერზე კონტროლირებადი იქნება მთელი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში?

 

ვიღაც იტყვის - არა, ამდენი არაა საჭირო. მარტო აღვრიცხოთ ხალხი ბიომეტრიული მონაცემებით. და, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ვინ გააკონტროლებს რომ ერთიდაიგივე თითის ანაბეჭდები ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ექნება მიბმული? ცენტრალიზებული სისტემის გარეშე როგორ გავაკონტროლებთ რომ "ზედმეტი" პირადობის მოწმობები არ იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს?

 

ასეთი რამის ორგანიზებას ოპოზიცია ვერ მოახერხებს. უფრო მეტიც, ის ხელისუფლებას მისცემს საშუალებას, ატრიალოს "კარუსელები", ბეროს ამომრჩეველთა სიები და წყლიდან საერთოდ მშრალად ამოვიდეს.

 

დამერწმუნეთ, თუ ადამიანი მოტივირებულია რომ საშუალო დონის IT აუდიტი მოატყუოს, ის მას მოატყუებს. ხოლო მაღალი დონის აუდიტი ძალიან-ძალიან ძვირია.

 

P.S. პირადად ვიცნობ ავტორს. ძალინ რაციონალურად მოაზროვნე ადამიანია. თან IT-სპეციალისტია ძალიან მაღალი კვალიფიკციის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ადამიანი მოტივირებულია რომ საშუალო დონის IT აუდიტი მოატყუოს, ის მას მოატყუებს. ხოლო მაღალი დონის აუდიტი ძალიან-ძალიან ძვირია

 

ანუ აზრი არ ააქვს ასეთი სახით აჩევნების ჩატარებას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ioio

ვიღაც იტყვის - არა, ამდენი არაა საჭირო. მარტო აღვრიცხოთ ხალხი ბიომეტრიული მონაცემებით. და, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, ვინ გააკონტროლებს რომ ერთიდაიგივე თითის ანაბეჭდები ანზორ ღობეგლეჯიაშვილსა და ჯამბულ ჯირკიგლეჯიაშვილს არ ექნება მიბმული? ცენტრალიზებული სისტემის გარეშე როგორ გავაკონტროლებთ რომ "ზედმეტი" პირადობის მოწმობები არ იქნება გამოყენებული არჩევნების დღეს?

ცენტრალური სერვერი რა თქმა უნდა საჭირო იქნება სადაც შეგროვდება ეს მონაცემები... ანუ მონაცემთა ბაზა! და რა პრობლემაა მაგის შექმნა???

 

არ დაგვავიწყდეს, რატომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ პროექტის მხარდამჭერთა აზრით ხელისუფლება არის ცუდი, მას არ უნდა რომ დააზუსტოს საარჩევნო სიები, ის აწყობს კარუსელებს ყვითელი ავტობუსებით, ის მოისყიდის ამომრჩევლებს და საერთოდაც, ცუდი ტიპები არიან რა. უფრო მეტიც, ეს გაეროს და ევროსაბჭოს ხალხი უკვე დიდი ხანია მოისყიდეს და ისინიც ყველაფერს "უპრავებენ".

ეს ყველაფერი კეთდება დემოკრატიისთვის და მომავალი თაობებისთვის რომ შემდგომში არჩევნებში ეჭვი არავის შეეპაროს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს ყველაფერი კეთდება დემოკრატიისთვის და მომავალი თაობებისთვის რომ შემდგომში არჩევნებში ეჭვი არავის შეეპაროს!

:007:

 

მე სულ ეჭვი მეპარებოდა და რა ვიცი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბიომეტრიული პასპორტის მქონე ამომრჩეველს ვერ მოისყიდიან, ვერ შეაშინებენ თუ????? :givi:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა მაინტერესებ, ვთქვათ გადაწყდა და ბიომეტრული არჩევნები უნდა ჩატარდეს..

 

1)რა ეღირება ბიომიშპასპორტი?

2)თუ არ გექნება ხმას ვერ მისცემ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნათელაანთ ბიჭს ერთში ვეთანხმები-მტავრი პრობლემაა მაჟორიტარები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლივიაშI ჩატარდა ამ მეთოდით წარმატებულად

 

4 თვე დასჭირდა სისტემის აწყობას და 50 მლნ დაჯდა...

 

ასე რო არ გვინდა რა!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

სინგაპურში როგორ ატარებენ?

თუ იცი...:)

 

 

 

 

 

აქაც ვიკითხავ იქნებ ვინმემ იცოდეთ

 

1)რა ეღირება ბიომიშპასპორტი?

2)თუ არ გექნება ხმას ვერ მისცემ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მოდავე სუბიექტები დავობდნენ მხოლოდ პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე... თუ ედიკა ქვოტას გამოუყოფდა არ დავობდნენ და გოგორიშვილ- ჟვანიას თავზე ევლებოდნენ... ჭიჭყინებენ მაშინ , როცა გარიგება არ ხდება... თუ გაურიგდნენ არც პარიტეტი ახსოვთ, არც მკვდარი სიები, არც მოსყიდვები....
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლივიაშI ჩატარდა ამ მეთოდით წარმატებულად

 

4 თვე დასჭირდა სისტემის აწყობას და 50 მლნ დაჯდა...

 

ასე რო არ გვინდა რა!!!

:givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

4 თვე დასჭირდა სისტემის აწყობას

ტყუილია ეგ. შანსი არ არსებობს უბრალოდ ნულიდან მასეთი სისტემა 4 თვეში ააწყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს რა ციფრია?

ეგ ალბათ ამომრჩევლების ციფრია და რა თქმა უნდა ყველა არ მივა არჩევნებზე და ვინც მივა, ისინიც დროის მიხედვით გადანაწილებული იქნებიან. მაგრამ 4 თვე არარეალურია. თუმცა გაუკეთებელი არაფერი არ არის დაფინანსების არსებობის შემთხვევაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...