Jump to content
Planeta.Ge

როგორ ფიქრობთ რატომ გაყვა მიშას ხალხი? რა იყო ხალხის ქუჩებში გამოსვლის მთავარი მიზეზი?


რას ელოდებოდით ვარდების რევოლუციისგან? ამ რევოლუციით რის გამოსწორებას ელოდებოდით?   

14 members have voted

  1. 1. რატომ უჭერდით მხარს ვარდების რევოლუციას?

    • მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო ანუ იმიტომ რომ თქვენი საარჩევნო უფლება დაირღვა, არჩევნები გაყალბდა;
    • უასმართლობის და უკანონობის გამო... კორუმპირებული სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა;
    • მაშინდელი არასწორი საგარეო პოლიტიკისა და კურსის გამო;
      0
    • ტოტალური კორუბციის გამო ყველა სფეროში!
      0
    • საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო... ანუ არ გქონდათ წყალი, დენი, გაზი და ასე შემდეგ...
    • ტოტალური უმუშევრობის გამო... სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე... ანუ არ გქონდათ შემოსავლები!!! სოციალური დაცვა და სამედიცინო დახმარება!
    • არ გქონდათ სასტუმროები, შადრევნები, შეღებილი სახლები, განათებული ქუჩები, დაგებული გზები და ასე შემდეგ...
      0
    • შევარდნაძისადმი პირადი ზიზღის გამო;
    • გართობის გამო;
      0


Recommended Posts

ვეფხვი

 

ეხლა იგივე არ არის? ნუ კარგი შუქი გაზი წყალი და ა.შ. არის და ეგ არ არის პრობლემა

მაგრამ გადახდა ხო უნდა ამას ყველაფერს...

ამას რო თავი დავანებოთ კორუბცია, მონოპოლია და მრავალი სხვა .......

 

მოკლედ, მაგარი ცუდი სიტუაციაა დღეს საქართველოში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

laci

ეხლა იგივე არ არის? ნუ კარგი შუქი გაზი წყალი და ა.შ. არის და ეგ არ არის პრობლემა

მაგრამ გადახდა ხო უნდა ამას ყველაფერს...

ხოდა მაგას არ ვამბობ მეც??? სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია! თორემ კორუბციისა და საგარეო პოლიტიკის გამო ხალხი არ გამოვა ქუჩაში თუ მათ ფული აქვთ...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თორემ კორუბციისა და საგარეო პოლიტიკის გამო ხალხი არ გამოვა ქუჩაში თუ მათ ფული აქვთ

 

მართალი ხარ, ვის რაში აინტერესებს საგარეო და საშინაო პოლიტიკა

სოციალური გაჭირვება თუ გამოიყვანს მასას,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

ეხლა იგივე არ არის? ნუ კარგი შუქი გაზი წყალი და ა.შ. არის და ეგ არ არის პრობლემა

მაგრამ გადახდა ხო უნდა ამას ყველაფერს...

ამას რო თავი დავანებოთ კორუბცია, მონოპოლია და მრავალი სხვა .......

 

მოკლედ, მაგარი ცუდი სიტუაციაა დღეს საქართველოში.

თქვენ გეტყობათ იმედს და რუსთავი2-ს არ უყურებთ?

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D :D რატო? ყველაფერი აჟურშია რ2 და იმედზე? :D

:)

ამას წინათ მიშას გამოსვლას ვუყურე (ანგარიში შემაჯამებელი) და ბილეთის დახევა მინდოდა უკან გასაფრენის...

ისე კოხტად და ლამაზად გააქანიორწყლა ოპოზიცია, ისე ლამაზად წაიღო სახლსი პოსტერები, გაგიხარდებოდა ადამიანს...

 

მარა, მერე რომ გავედი ქალაქში, გადავიფიქრე...

 

:)

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რაც გავაბოლდე მე ლიჩნად ამის გამო გავყევი და სხვისი არ ვიცი, თითქმის ყველა ჩამოთვლილი მიზეზის ერთობლიობა იყო ზოგადად,

მეც გვარიანად გამაცუცურაკა მიშამ.მიზეზი რა თქმა უნდა ბევრი იყო ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარა, მერე რომ გავედი ქალაქში, გადავიფიქრე

 

კიდევ კარგი...

:)

 

მეც უყურე მაგ გამოსვლას და ყველაზე ძალიან მომეწონა

,,მე თავს არავის ვაჩაგვრინებდი ბავშვობაში,,-ო მიშამ რო წამოაყრანტალა...:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშინვე არც შუქი მოვიდოდა და არც გაზი... ეს იცოდა მოსახლეობამ მაგრამ იმედი ხომ ჰქონდათ (თანაც სრულიად რეალური და სამართლიანი)??? წინასწარმეტყველი კიდევ არავინაა რომ გამოიცნოს ესა თუ ის მთავრობა დანაპირებიდან რას შეასრულებს და რას არა... მაგრამ რაც შემდეგ მოხდა იმაზე არ მაქვს საუბარი... მე დავსვი კითხვა თუ რა მიზეზით და რისი იმედით გავიდა ხალხი მიტინგზე... თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან...

ყველანაირად კმაყოფილები არ იყვნენ მაგრამ აქ მთავარ მიზეზზე გვქონდა საუბარი, მთავარი მიზეზი კი სწორედ მობეზრებაა, შუქი და გაზი ეხლა არის მაგრამ ხომ მაინც გადის ხალხი მიტინგზე? ესეიგი სოციალური პირობები არ არის აქ მთავარი, აშშ-ში ხალხი იდეალურ პირობებში ცხოვრობს მაგრამ მიტინგები ხომ იმართება მაინც?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

კარგი კვლევა წამოგიწყია. მართლაც საინტერესოა. პირადად მე, გამოვტყდები, უშუქობამ დამმართა ფსიქოზი და უპირველესი ფაქტორი ეს იყო. მემგონი სააკაშვილს ეს კვლევა უკვე დაუდეს დიდი ხნის წინ სპეციალისტებმა და ამიტომაც შუქზე ძირითადი აქცენტი გააკეთა და სწორადაც მოიქცა. 21-ე საუკუნეში უშუქობა და უცხელწყლობა საშინლად დამთრგუნველად მოქმედებდა. ამის შემდეგ ცხადია, კორუფცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე...

დღეს ცხადია ბევრად მეტ ფულს იპარავს მთავრობის ზედა ფენა, მაგრამ ჩვეულებრივ ობივატელს ეს მხოლოდ აღქმული აქვს და არა განცდილი.

ამჯერად უფრო ცივილიზაციისთვის ფასეული საკითხის გამო მოხდება სააკაშვილის თავიდან მოშორება - სამართალი, პიროვნების უფლება და ღირსება და ა.შ.

ანუ პროგრესი მაინც მომხდარია და ეს კარგია. პროგრესს ვერაფერი შეაკავებს, თავისთავად აქვს კალაპოტი, რომელსაც თუ ხელს არ შეუშლი, განსაკუთრებული ხელშეწყობის გარეშეც მოხდება გაუმჯობესება. ჩვენი ქვეყნის უბედურება ისაა, რომ სააკაშვილი უკვე გახდა მუხრუჭი პროგრესის შემდგომი ეტაპისთვის. გადავივლით ამასაც, მთავარია ოღონდ ისევ მუხრუჭი არ ავირჩიოთ.

მთავარია გაგვიმართლოს და ხალხმა ცივილიზებული ტიპების სასარგებლოდ გადაწყვიტოს არჩევანი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

ყველანაირად კმაყოფილები არ იყვნენ მაგრამ აქ მთავარ მიზეზზე გვქონდა საუბარი, მთავარი მიზეზი კი სწორედ მობეზრებაა, შუქი და გაზი ეხლა არის მაგრამ ხომ მაინც გადის ხალხი მიტინგზე? ესეიგი სოციალური პირობები არ არის აქ მთავარი, აშშ-ში ხალხი იდეალურ პირობებში ცხოვრობს მაგრამ მიტინგები ხომ იმართება მაინც?

მობეზრება მწვავე მიზეზი ვერ იქნეა თუ ხალხს ფული აქვს...

სოციალურად კმაყოფილ საზოგადოებაში მობეზება ვერ შექმნის ქუჩაში მასიურად გამოსვლის მწვავე მიზეზს...

 

ეხლა კი არის შუქიც და გაზიც მაგრამ მხოლოდ ,,ფულიანებისთვის´´ ანუ ისევე როგორც ეს ედიკას დროს იყო... შენ ედიკას დროს ფული გეკითხა თორემ ფული თუ გქონდა დენიც გქონდა და გაზიც...

 

ამერიკის მიტინგებს კიდევ ჩვენ აქ არ განვილხილავთ... ეს ცალკე თემაა და შეუსაბამობაა მათი შედარება...

 

flo-masteri

 

გამოვტყდები, უშუქობამ დამმართა ფსიქოზი და უპირველესი ფაქტორი ეს იყო. მემგონი სააკაშვილს ეს კვლევა უკვე დაუდეს დიდი ხნის წინ სპეციალისტებმა და ამიტომაც შუქზე ძირითადი აქცენტი გააკეთა და სწორადაც მოიქცა. 21-ე საუკუნეში უშუქობა და უცხელწყლობა საშინლად დამთრგუნველად მოქმედებდა. ამის შემდეგ ცხადია, კორუფცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე...

შენ რატომ არ გქონდა შუქი... ფიზიკურად დეფიციტი იყო ეს საქართველოში თუ უბრალოდ ფული არ გქონდა მაგხელა თანხა გადაგეხადა ასე ვთქვათ ლევი დენისთვის?

აბა ერთი ედიკას დროს მოსახლეობას იმხელა ტარიფი გადაეხადა რასაც ეხლა იხდიან... დენი იქნებოდა კი არა და სულ ცხელ-ცსელს მოგართმევდნენ სახლში მოტანით და თან მადლოასაც გეტყოდნენ... უფულობაა მთავარი პრობლემა.... ფული და შემოსავლები თუ გაქვს დენიც გაქვს, გაზიც და სამართალიც... ხვდები ალბათ შენ ამ ყველაფერს...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა გამოკითხვა სწორად, უფრო სწორად აკლია ერთი პასუხი - არასდროს არ ვუჭერდი მხარს.

თორემ მე მაგალითად ვერ ვღებულობ მონაწილეობას გამოკითხვაში და ალბათ ბევრი ვერ მიიღებს ამის გამო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

verusi

არაა გამოკითხვა სწორად, უფრო სწორად აკლია ერთი პასუხი - არასდროს არ ვუჭერდი მხარს.

,,რევოლუცია|” მოხდა და მოხდა ხალხის აქტიური მხარდაჭერით და არა პასიური ხალხის მხარდაჭერით... ასე რომ მე ვკითხულობ იმათ ვინებმაც მხარი დაუწირეს და რატომ დაუჭირეს ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

 

,,რევოლუცია|” მოხდა და მოხდა ხალხის აქტიური მხარდაჭერით და არა პასიური ხალხის მხარდაჭერით... ასე რომ მე ვკითხულობ იმათ ვინებმაც მხარი დაუწირეს და რატომ დაუჭირეს ...

საეჭვო რევოლუციებში არ მონაწილეობა პასიურობას არ ნიშნავს.

იმ დროს საქმე მქონდა ჩემი და სულ ფეხებზე მეკიდა რევოლუცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...