Jump to content
Planeta.Ge

როგორ ფიქრობთ რატომ გაყვა მიშას ხალხი? რა იყო ხალხის ქუჩებში გამოსვლის მთავარი მიზეზი?


რას ელოდებოდით ვარდების რევოლუციისგან? ამ რევოლუციით რის გამოსწორებას ელოდებოდით?   

14 members have voted

  1. 1. რატომ უჭერდით მხარს ვარდების რევოლუციას?

    • მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების გამო ანუ იმიტომ რომ თქვენი საარჩევნო უფლება დაირღვა, არჩევნები გაყალბდა;
    • უასმართლობის და უკანონობის გამო... კორუმპირებული სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა;
    • მაშინდელი არასწორი საგარეო პოლიტიკისა და კურსის გამო;
      0
    • ტოტალური კორუბციის გამო ყველა სფეროში!
      0
    • საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო... ანუ არ გქონდათ წყალი, დენი, გაზი და ასე შემდეგ...
    • ტოტალური უმუშევრობის გამო... სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე... ანუ არ გქონდათ შემოსავლები!!! სოციალური დაცვა და სამედიცინო დახმარება!
    • არ გქონდათ სასტუმროები, შადრევნები, შეღებილი სახლები, განათებული ქუჩები, დაგებული გზები და ასე შემდეგ...
      0
    • შევარდნაძისადმი პირადი ზიზღის გამო;
    • გართობის გამო;
      0


Recommended Posts

ანუ ხალხის ქუჩაში გამოსვლის მთავარი მიზეზი იყო უბრალოდ მობეზრება?

სწორედ ეს იყო შევარდნაძე რომ 12 წელი არ ყოფილიყო ერთპიროვნული მმართველი და საპრეზიდენტო ვადები სხვადასხვა პირებზე გადანაწილებულიყო იგივე პირობებში რევოლუცია არ მოცდებოდა, მიშა რომ პირველ საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ წასულიყო დღეს ნაკლები მაგინებელი ეყოლებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

Morfius

ანუ ხალხის ქუჩაში გამოსვლის მთავარი მიზეზი იყო უბრალოდ მობეზრება? ედიკა მობეზრდათ, არ დაეზარათ და ამის გამო ქუჩებში გამოვიდნენ??? ეს მართლა საინტერესო ვერსიააა... :TAT:

 

ჯერ ერთი ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს... გაითამაშეს სპექტაკლი, ე.წ. ვარდების რევოლუციისა...

 

ეგ ვარდების რევოლუცია, მაპატიოს მათ, ვისაც მართლა სჯერა, რომ რევოლუციაში მიიღო მონაწილეობა, კარგად ორგანიზებული და მართული პროცესი იყო, რომლის მიზანი ჩამყაყებული ედიკას შეცვლა იყო ახალი სისხლით, მაგრამ იგივე იდეოლოგიით...

 

ხალხი ახლა არ იყო გამოსული ქუჩაში? მიშას წინააღმდეგ?

ხალხს რა დაულევს მიზეზს ქუჩაში გამოსვლისა ჩვენ ქვეყანაში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

georgekh13

ხალხს რა დაულევს მიზეზს ქუჩაში გამოსვლისა ჩვენ ქვეყანაში...

 

 

asds

 

 

მე იმას ვამბობ ვეფხვო რომ ხელოვნური იყო ნოენბრის აქციებიც და ფსევდო რევოლუციაც...

ხელოვნური რომ იყო და ორგანიზატორები რომ აფერისტობდნენ და მაიმუნობდნენ ეგ მეც ვიცი მაგრამ თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან... რამ გაიყვანა მასა მიტინგზე? ყველა გართობის მიზნით იყო მისული და ყველას ფული გადაუხადეს??? მასა და უმრავლესობა ხომ იქ თავისი პრობლემების მოგვარების იმედით მივიდა... ხოდა რა იყოს ეს მთავარი მიზეზი რამაც ხალხი იქ მიიყვანა???

 

მთავარი აზრიდან და კითხვის არსიდან ნუ გადაუხვევ! :read:

 

...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მთავარი მიზეზი რამაც ხალხი ქუჩაში გამოიყვანა... რა იყო? :007:

 

1)ტოტალური უმუშევრობის გამო... სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე... ანუ არ გქონდათ შემოსავლები!!! სოციალური დაცვა და სამედიცინო დახმარება!

 

 

 

2)საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო... ანუ არ გქონდათ წყალი, დენი, გაზი და ასე შემდეგ...

 

3) უასმართლობის და უკანონობის გამო... კორუმპირებული სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა

 

რა არის იცი, გაააჩნია ხალხს რა მაინც, ვის რა უჭირდა ესეც იყო, ამიტომ ზოგი ამის გამო გამოვიდა, ზოგი იმის გამო, ზოგიც კი ყველაფრის გამო,

ვისთვის რა იყო პრიორიტეტული, მაგრამ ძირითადად აი ეს სამი რამ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველებს "წადი, წადის" ზახილი უყვართ...მომიტინგეობა და ერთმანეთის ჭმა, გენშია, გენში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

ხალხი ახლაც რომ გამოვიდეს , გამოვა მიშას წინააღმდეგ და არა ვინმეს მხარის დასაჭერად.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ გამოვა ხალხი ქუჩებში... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ხოდა რა იყო ეს მწვავე მიზეზი?

 

Morfius

სწორედ ეს იყო შევარდნაძე რომ 12 წელი არ ყოფილიყო ერთპიროვნული მმართველი და საპრეზიდენტო ვადები სხვადასხვა პირებზე გადანაწილებულიყო იგივე პირობებში რევოლუცია არ მოცდებოდა,

 

ედიკა მობეზრდათ, არ დაეზარათ და ამის გამო ქუჩებში გამოვიდნენ??? ეს მართლა საინტერესო ვერსიააა...

 

თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან... რამ გაიყვანა მასა მიტინგზე?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველებს "წადი, წადის" ზახილი უყვართ...მომიტინგეობა და ერთმანეთის ჭმა, გენშია, გენში

ეს იმ სერიიდანაა რასაც ვაკვირდებით უხსენებელთა ფორუმზე "ოოო რა უვარგისია ქართველი ერი"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს იმ სერიიდანაა რასაც ვაკვირდებით უხსენებელთა ფორუმზე "ოოო რა უვარგისია ქართველი ერი"

 

ერი უვარგისიკი არა,უმაგრესი ერია მეგობარო, უბრალოდ აქვს დამახასიათებელი "შტერობები" და რას იზამ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერი უვარგისიკი არა,უმაგრესი ერია მეგობარო, უბრალოდ აქვს დამახასიათებელი "შტერობები" და რას იზამ

და შტერობის ერთ ერთი გამოვლინება ალბათ უსამართლობაზე პროტესტის გამოხატვააა ხო?

გავიხსენოთ 2007 წლის აქციები 7 ნოემბრამდე,

პროტესტანტები არ ითხოვდნენ პრეზიდენტის გადადგომას,

არამედ იმ მოთხოვნათა 10 პუნქტში საკმაოდ რაციონალური საკითხები იყო დაყენებული,

სამართლიანი, შესასრულებელი, მაგრამ მთავრობამ ყური არ ათხოვა ამ მოთხოვნებს

და ძალა გამოიყენა, რასაც მოყვა უკვე პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო არ გამოვა ხალხი ქუჩებში... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ხოდა რა იყო ეს მწვავე მიზეზი?

 

 

თუ დავუკვირდებით, ხალხმა რაც მიშას აპატია თუ შეარჩინა, იგივეს ედიკას ამოანთხევინებდნენ. იმიტომ რომ ედიკა უფრო დემოკრატი ჩანს, ვიდრე მიშა.

მთელი თავისი მოღვაწეობის პერიოდში მიშას არც ერთი საკითხი არ გადაუწყვეტია ხალხის სასარგებლოდ, მიუხედავად საპროტესტო გამოსვლებისა. პირიქით უფრო თავხედურად აკეთებს უფრო უარესს, ვიდრე მანამდე იყო.

ხალხი აქამდეც გამოვიდოდა, მაგრამ უჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ვერაფერს შეცვლის და არის ბედს მინდობილი.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

შენ თუ ერთი რაიმე კონკრეტული მიზეზი გინდა არ ვიცი, იმ დროს საქართველოში არ ვიყავი და ზედმიწევნით კარგად საზოგადოების იმდროინდელი განწყობილება არ მეცოდინება, მაგრამ დავუშვათ და 10 000 ადამიანი მაირთლაც გავიდა ქუჩაში დამოუკიდებლად, საკუთარი მოტივაციით, ამით რა შეიცვალა?

 

ეგ ფსევდო რევოლუცია ხომ ისედაც შედგებოდა და ასედაც სულ რომ 1000 ნაყიდი ღორი ყოლოდათ მიტინგზე?

 

ან რა იყო ბოლო ბოლო ეგ მიზეზი? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

 

შენ თუ ერთი რაიმე კონკრეტული მიზეზი გინდა არ ვიცი, იმ დროს საქართველოში არ ვიყავი და ზედმიწევნით კარგად საზოგადოების იმდროინდელი განწყობილება არ მეცოდინება, მაგრამ დავუშვათ და 10 000 ადამიანი მაირთლაც გავიდა ქუჩაში დამოუკიდებლად, საკუთარი მოტივაციით, ამით რა შეიცვალა?

 

ეგ ფსევდო რევოლუცია ხომ ისედაც შედგებოდა და ასედაც სულ რომ 1000 ნაყიდი ღორი ყოლოდათ მიტინგზე?

 

ან რა იყო ბოლო ბოლო ეგ მიზეზი? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან... რამ გაიყვანა მასა მიტინგზე

კარგი მაშინ კითხვას დაგიბრუნებ გადადგა ედუარდი და მოვიდა მიშა ხალხი ზეიმობს, რა აზეიმებდათ, შუქი მოვიდა უცბად, გაზი თუ სამუშაო ადგილები მიიღეს და ხელფასი იმდენი ჰქონდათ სიხარულით რა ექნათ აღარ იცოდნენ, რა აზეიმებდათ 1 დღეში საქართველო ჯოჯოხეთიდან სამოთხედ გადაიქცა? აზეიმებდათ მომავლის იმედი, ასე რომ აქ შუქი დენი და ხელფასი მეორეხარისხოვანია, რეალური მიზეზი კი ის არის, რომ მობეზრდა და დაიღალა ხალხი შევარდნაძეთი, ანალოგიურათ მობეზრდებათ ყველა ლიდერი სულ რომ უფრთო ანგელოზი იყოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო... ანუ არ გქონდათ წყალი, დენი, გაზი და ასე შემდეგ...

 

 

ჩემი აზრით უმეტესობა ამ მიზეზის გამო გავიდა ალბათ,

აბა სოფლებიდან ხალხი რო ჩამოდიოდა იმათ საერთოდ არ აინტერესებდათ საგრეო და საშინაო პოლიტიკა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

დავუშვათ და 10 000 ადამიანი მაირთლაც გავიდა ქუჩაში დამოუკიდებლად, საკუთარი მოტივაციით, ამით რა შეიცვალა?

 

 

რა შეიცვალა მეთქი არ ვკითხულობ... რა აწუხებდა ყველაზე მეტად ხალხს და რისი შეცვლის იმედი ჰქონდა იმას ვკითხულობ მე... :007:

 

 

 

Morfius

კარგი მაშინ კითხვას დაგიბრუნებ გადადგა ედუარდი და მოვიდა მიშა ხალხი ზეიმობს, რა აზეიმებდათ, შუქი მოვიდა უცბად, გაზი თუ სამუშაო ადგილები მიიღეს და ხელფასი იმდენი ჰქონდათ სიხარულით რა ექნათ აღარ იცოდნენ, რა აზეიმებდათ 1 დღეში საქართველო ჯოჯოხეთიდან სამოთხედ გადაიქცა? აზეიმებდათ მომავლის იმედი, ასე რომ აქ შუქი დენი და ხელფასი მეორეხარისხოვანია, რეალური მიზეზი კი ის არის, რომ მობეზრდა და დაიღალა ხალხი შევარდნაძეთი, ანალოგიურათ მობეზრდებათ ყველა ლიდერი სულ რომ უფრთო ანგელოზი იყოს.

მაშინვე არც შუქი მოვიდოდა და არც გაზი... ეს იცოდა მოსახლეობამ მაგრამ იმედი ხომ ჰქონდათ (თანაც სრულიად რეალური და სამართლიანი)??? წინასწარმეტყველი კიდევ არავინაა რომ გამოიცნოს ესა თუ ის მთავრობა დანაპირებიდან რას შეასრულებს და რას არა... მაგრამ რაც შემდეგ მოხდა იმაზე არ მაქვს საუბარი... მე დავსვი კითხვა თუ რა მიზეზით და რისი იმედით გავიდა ხალხი მიტინგზე... თუ ადამიანს რამე არ აწუხებს ის არანაირად არ გავა მიტინგზე... უნდა არსებობდეს ერთი მწვავე მიზეზი... ყველანაირად კმაყოფილი ხალხი მიტინგზე არ გავა... თანაც ასე მასიურად... თანაც რაიონებიდან...

 

laci

asds

საყოფაცხოვრებო პრობლემების გამო... ანუ არ გქონდათ წყალი, დენი, გაზი და ასე შემდეგ...

იყო ხალხი რომლებსაც დენიც ჰქონდათ და გაზიც... და იცით რატომ? იმიტომ რომ სამუშაოები და შემოსავლები ანუ ფული ჰქონდათ და შესაბამისად არც მოსულან ეგენი მაშინ მიტინგზე... (აფერისტ პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ!)

შენ ფული თქვი თორემ... როცა ფული გაქვს დენიც გაქვს, გაზიც, სამართალიც და სხვა კაი ცხოვრებაც ... გინდაც გარეთ სულ იქცეოდეს ქვეყანა! ასე რომ ხალხი ტოტალური უმუშევრობის გამო და უფულობა-უფინანსობის გამო გავიდა მიშას გვერდზე დასადგომად... ზუსტად ამ პრობლემის მოგვარების იმედით გავიდა ხალხი მიტინგზე... სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირე... ანუ არ გქონდათ შემოსავლები!!! სოციალური დაცვა და სამედიცინო დახმარება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...