Jump to content
Planeta.Ge

სოლომონის ახალი შეგონებანი.


Recommended Posts

მოიტანეს იარაღი,ჩაალაგეს მანქანაში,ტელევიზიებმა გადაიღეს და ბუთას მეგობრებს ციხეში უშვებდნენ.

სასამართლო პროცესზე ხომ ილაპარაკა თავისი პირით იმ პატრულის თანამშრომელმა, როგორ მოაცუნცულეს დიდუბე ჩუღურეთის რაიონის შს განყოფილებიდან არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და ამ ბიჭებს, როგორ მიუყარეს, აი ეს არის ტრაგედია, რომ ერთი დამნაშავე პატრულის გასამართლებლად 4 თუ 5 ახალგაზრდა ბიჭი ციხეში უნდა წასულიყო, მკვლელს კი მშვიდად გაეგრძელებინა პოლიციაში მუშაობა, სიმართლე რომ ვთქვათ იმ მომენტში იმ პატრულს ტყვია არ უსვრია მიზანმიმართულად, სპეციალურად, მაგრამ არაპროფესიონალებით რომ გატენეს ეგ სამსახური ეს ყველაფერი მაგის ბრალია, იარაღთან დაუდევარი მოპყრობით ტყვია გაუვარდა და ახალგაზრდა ბავშვი იმსხვერპლა, ტრაგედიაა და ამაზე უფრო დიდი ტრაგედია კი ის რომ ამ ყველაფრის დამალვას ცდილობდნენ უდანაშაულოების ციხეში გაშვების ხარჯზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ძუკუ

ცნობილმა ფეისბუქელმა სოლომონ თერნალმა ყველა თავის "ფრენდს" თხოვა ამის გავრცელება,რასაც სიამოვნებით ვაკეთებ.   თავს არ მოიკლავს ქართველი, არა... .автор Solomoon Ternali, написано 6 Март 2011 г. в 21:30

Siknadmo

ვინც ვერ გაიგო რომ ომია, ომი და ნაცმოძრაობა გვეომება, იბრძვის იმ მცირე რესურსებისთვის რაც მათ მძარცველურმა პოლიტიკამ გამოიწვია, იმ მცირედი რესურსის ბოლომდე კონტროლისათვის რაც კიდევ დარჩა,     მიშას და

georgekh13

სატურნ, მე საქართველოს მტერი კი არ ვარ, თუ კეთდება, დამანახეთ და ბრმა კი არ ვარ...   ჩახედული არ ხარო... დედაჩემს რომ 80 ლარი აქვს ხელფასი, ეს კარგად ვიცი... ჩვენი ინსტიტუტი რომ დახურეს და რამდენიმესა

Saturn

 

გეტყობა რომ არსებულ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობ. მათი ოპონირება კი, როგორც წესი აზრს მოკლებულია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

გეტყობა რომ არსებულ გარემოში თავს კომფორტულად გრძნობ

არა. უბრალოდ ამ გარემომდე არსებულ გარემოში უფრო არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს და ჰოპლას დაძახებით ევროპული სტანდარტების მქონე ქვეყნის აშენების არ მჯერა.

 

Morfius

არაპროფესიონალებით რომ გატენეს ეგ სამსახური ეს ყველაფერი მაგის ბრალია

ადამიანი არ იბადება არც პატრულის თანამშრომლად და არც რომელიმე სხვა სპეციალისტად. ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს. იმ პატრულის თანამშრომლებს ატარებენ სპეციალურ კურსებს, სადაც ასწავლიან იარაღთან მოპყრობასაც და ბევრ სხვა რამეს. ნუ ეხლა გაიშნიკების პროფესიონალიზმს ვერ შეედრებიან მაინც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

giauridia

 

არა. უბრალოდ ამ გარემომდე არსებულ გარემოში უფრო არაკომფორტულად ვგრძნობდი თავს და ჰოპლას დაძახებით ევროპული სტანდარტების მქონე ქვეყნის აშენების არ მჯერა.

 

...

აბა, შადრევნების აშენებით და პარლამენტში მოწყობილი შოუებით შეიძლება აშენება?

ანდა, მარტო ფასადების შეღებვებით?

ანდა ერთი და იგივე შენობის რამდენიმეჯერ საზეიმოდ გახსნით (და მაინც დაუმთავრებელი რომ რჩება ის შენობა) აშენდება ევროპული ქვეყანა?

ანდა რუსთაველზე ლუსტრების ჩამოკიდებით აშენდება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

Morfius

სასამართლო პროცესზე ხომ ილაპარაკა თავისი პირით იმ პატრულის თანამშრომელმა, როგორ მოაცუნცულეს დიდუბე ჩუღურეთის რაიონის შს განყოფილებიდან არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და ამ ბიჭებს, როგორ მიუყარეს, აი ეს არის ტრაგედია, რომ ერთი დამნაშავე პატრულის გასამართლებლად 4 თუ 5 ახალგაზრდა ბიჭი ციხეში უნდა წასულიყო, მკვლელს კი მშვიდად გაეგრძელებინა პოლიციაში მუშაობა

მეც ზუსტად მაგას ვამბობ.

სიმართლე რომ ვთქვათ იმ მომენტში იმ პატრულს ტყვია არ უსვრია მიზანმიმართულად

ვიცი,ისევე როგორც გირგვლიანის მოკვლა არ უნდოდათ,უბრალოდ სადისტურად დასჯა.

საქმეც მაგაშია,რომ თვითონ ეს შემთხვევები კი არ არის განსაკუთრებული,არამედ ის რაც ამას მერე მოყვა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ჰუმანურობაზე კი არა, მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობ, ყველა შემთხვევაში აუცილებელი იქნება ხელისუფლების ცალკეული პირების მხრიდან გარკვეული ლოიალობის მოპოვება,

გარიგებები, გარიგებები და ისევ გარიგებები...

 

ალასანია + თარგამაძე

 

რადიოს 105,0 ...

 

ხუმრობები მამაჩემის რადიოზე... :givi: :givi: :givi:

 

გავიცინეთ და გავიარეთ...

 

ეგ უკვე მოძველდა...

 

ახალი რა გვაქვს საინტერესო და შედეგის მომტანი?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა, შადრევნების აშენებით და პარლამენტში მოწყობილი შოუებით შეიძლება აშენება?

ანდა, მარტო ფასადების შეღებვებით?

ანდა ერთი და იგივე შენობის რამდენიმეჯერ საზეიმოდ გახსნით (და მაინც დაუმთავრებელი რომ რჩება ის შენობა) აშენდება ევროპული ქვეყანა?

ანდა რუსთაველზე ლუსტრების ჩამოკიდებით აშენდება?

არა. შენ არ ხარ ჩახედული იმაში რა კეთდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილისტებთან სერიოზულ საუბარს აზრი არა აქვს, ვერაფერს შეაგონებთ საუბრიტ, თუკი რეჟიმი მას პირადად არ შეეხება

ცალ ფეხზე ჰკიდია-სხვისი გასაჭირი,

სხვისადმი თანაგრძნობა ისეთი თვისებაა რაც სინდისს უკავშირდება,

ხოლი ის არსებები კი ძალიან მარტივად არიან მოწყობილნი,

მოშივდება დაიწყებს წკმუტუნს,

დაარტყამენ ეტკინება

და ას.შ. :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ პატრულის თანამშრომლებს ატარებენ სპეციალურ კურსებს, სადაც ასწავლიან იარაღთან მოპყრობასაც და ბევრ სხვა რამეს

2 კვირაში? იარაღთან მობყრობის შესწავლას სპეციალური სამხედრო დისციპლინის "საცეცხლე მომზადების" კურსის გავლა სჭირდება, ეს თეორიული კურსი კი შსს აკადემიაში მინიმუმ 6 თვე გრძელდებოდა სანამ პრაქტიკულ მეცადინეობებზე გადავიდოდნენ და ასწავლიდა ამ საქმის პროფესიონალები ბატონი გია საგინაშვილი და ვალერიან მარგიანი. ამჟამად კი შპს აკადემიაში ბირჟიდან აყვანილ კადრს ასწავლიან რას? პოლიციის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მეცამეტე მუხლს, პეინდბოლისთვის განკუთვნილი სათამაშო თოფუკებით ტინგიცურ სირბილს, რომელიც მძაფრსიუჟეტიანი ფილმის დუბლებს უფრო მოაგონებს ადამიანს და 15 მეტრიან დისტანციაზე (ბრმა რომ არ ააცელს სამიზნეს) სროლას, ის ბევრი სხვა რამეც ვიცი რა არის და ბევრი კი არა ძალიან ცოტაა, ასე რომ ჩემო კარგო შსს კი არა შპს აკადემიის ახლებური კადრის "პროფესიონალიზმის" ნაყოფია რობაქიძის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.

 

ადამიანი არ იბადება არც პატრულის თანამშრომლად და არც რომელიმე სხვა სპეციალისტად.

მართალი ხარ უნდა აღიზარდოს ოფიცრად ამათ რომ 2 დღის გამომძვრალები შეტენეს პოლიციაში მაგას ვამბობ მეც.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ პატრულის თანამშრომლებს ატარებენ სპეციალურ კურსებს

აი ამ სპეციალურკურსგატარებულ პატრულს არ ანდობს გრიგალაშვილი სწორედ იარაღს, პატრული არის პოლიცია ბუტაფორია, პოლიციელს რომ იარაღს სამსახურში დაგატოვინებენ და "ჩორნი ხოდებით", რომ დაიარება სამსახურის შემდეგ ზოგ ზოგიერთი მათგანი სახლამდე, ამაზე მეტი აგდება და თავზე ლაფის დასხმა რაღა გინდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვფიქრობ რომ თუკი საქ. გაჩნდება სერიოზული კრიმინალური დაჯგუფება,

ჩვენი პოლიცია ვერ შეძლებს მის განეიტრალებას, მიზეზი არაპროფესიოანლიზმია,

პრაქტიკულად ჩვენმა პოლიციამ ეგ. წოდებული შAვი სამყარო სერიოზული წინააღმდეგობის გარეშE დაამარცხა,

თუკი მაფიას დასავლეთის ქვეყნებსა და იგივე რუსეთში წლების მანძილზე ავლენენ,

ნუ იქ მასალების შEგროვება, გადმობირება, ხალხი ტვინს ასხავს მოკლედ,

ამათმა ერთი ხელის მოსმით დაიჭირეს, კი, ეფექტურად მოხერხდა კრიმინალის განადგურება,

მაგრამ ჩვენმა პოლიციამ ეს პროფესიონალიზმის, შრომისა და წვალების გარეშE შეძლო,

 

როგორც შავი სამყარო გადაგვარდა იმის გამო რომ მას არც საზოგადოების, არც სახელმწიფოს წინააღმდეგობას არ განიცდიდა,

ასევე დასუსტებულია ჩვენი პოლიციას,

მარტო გაკრიალებული ფორმითა და ოფისებით ვერ მოხერხდება პროფესიონალური ჩვევების გამომუშავება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა. შენ არ ხარ ჩახედული იმაში რა კეთდება.

არ შეიძლება რომ ჩაგვახედოთ ჩვენც? :)

 

რად უნდა ჩახედვა, როცა მიშამ რამდენიმეჯერ გახსნა ერთი და იგივე შენობა, მაგალითად ქუთეისში...

ანდა, შენობა, რომელიც მხოლოდ ფასადი იყო და მეტი არაფერი... გახსნეს ქუთაისში და ჯერ კიდევ რემონტი მიდის...

სხვათაშორის ერთს დააწერეს და ნაცმოს კაცს გადასცეს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა. შენ არ ხარ ჩახედული იმაში რა კეთდება.

სატურნ, მე საქართველოს მტერი კი არ ვარ, თუ კეთდება, დამანახეთ და ბრმა კი არ ვარ...

 

ჩახედული არ ხარო... დედაჩემს რომ 80 ლარი აქვს ხელფასი, ეს კარგად ვიცი...

ჩვენი ინსტიტუტი რომ დახურეს და რამდენიმესართულიანი შენობა (ცენტრში, თბილისში) 5 000 ლარად გაყიდეს და ხალხი სხვაგან გადაიყვანეს, ვითომ გარემონტებულ შენობაში, ესეც ვიცი...

ისიც ვიცი, რომ ჯერ კიდევ დაუმთავრებელი შენობების გახსნა ხდება საზეიმოდ...

ისიც ვიცი, რომ პარლამენტი ცირკი გახდა... თუმცა არც არასდროს ყოფილა მართლა პარლამენტი...

ისიც ვიცი, რომ ხალხი ექიმთან ვერ მიდის უფულობის გამო... პირადად ვიცნობ ბევრს...

ამას წინათ ქუთაისში სამედიცინო ინსტიტუტი დაიხურა დიდი (ფული ვერ გაიყვეს დამფუძნებლებმა და საერთოდ დახურეს), ბავშვები წერეთელში გადაიყვანეს (ალბათ შეეშინდათ უკმაყოფილების), თითქმის ყველა... დაამატეს ადგილები... ხომ წარმოგიდგენია სწავლის ხარისხი როგორ აიწევდა იქ?

 

დანარჩენს, რასაც ვერ ვხედავ, მერე მოგიყვები...

:)

დავამატებ... ისიც ვიცი როგორ ხდება ბიზნესისთვის ფულის შეწერა... კონკრეტულ მაგალითებზე, გვარები, სახელები... და როგორ მორიგდნენ საფინანსოსთან ისიც ვიცი...

Edited by georgekh13
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისიც ვიცი...

ეგ ყველაფერი ჩვენც ვიცით, მაგრამ გვიანი რომაა უკვე? კაცმა 2 საპრეზიდენტო ვადა ყვლიფა საქართველო და 10 წლის შემდეგ კი გავა დამსახურებულ პენსიაში ნებისმიერი მის მსგავსად, რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე. ქართველმა ხალხმა კი იმდენი ტყუილი წვნია, რომ გენიოსი უნდა იყო ადამიანი ახალი ტყუილი ჯერ არ ნაცადი ტყუილი მოახვიო თავს, იმედია მომავალ არჩევნებზე მაინც არ შეცდება მოსახლეობა თორემ სააკაშვილს, რომ კაკალივით შერჩა მთელი ეს უსამართლობა ეგ ისედაც ცხადია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ ყველაფერი ჩვენც ვიცით, მაგრამ გვიანი რომაა უკვე? კაცმა 2 საპრეზიდენტო ვადა ყვლიფა საქართველო და 10 წლის შემდეგ კი გავა დამსახურებულ პენსიაში ნებისმიერი მის მსგავსად, რომელიმე ეგზოტიკურ კუნძულზე. ქართველმა ხალხმა კი იმდენი ტყუილი წვნია, რომ გენიოსი უნდა იყო ადამიანი ახალი ტყუილი ჯერ არ ნაცადი ტყუილი მოახვიო თავს, იმედია მომავალ არჩევნებზე მაინც არ შეცდება მოსახლეობა თორემ სააკაშვილს, რომ კაკალივით შერჩა მთელი ეს უსამართლობა ეგ ისედაც ცხადია.

ვნახოთ, რეალურად სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა არც ყოფილა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...