Jump to content
Planeta.Ge

ამაზე გრძელი და დიდი ზომის...


Recommended Posts

ამაზე გრძელი და დიდი ზომის...

ამ დღეებში გაირკვა, რომ კავკსასიაში ყველაზე გრძელი ჩვენ გვქონია. უფრო სწორად, გვექნება!

ცუდი არაფერი იფიქროთ, ასაფრენ ზოლს ვგულისხმობ. ფოთში, აეროპორტის პროექტის პრეზენტაციისას, სააკაშვილმა განაცხადა: "ფოთის აეროპორტს კავკასიაში ყველაზე დიდი ასაფრენი ზოლი ექნება."

 

რადგან ასაფრენ ზოლზე იყო საუბარი, ალბათ უპრიანი იქნებოდა ეთქვა, ყველაზე გრძელიო, თუმცა შეიძლება, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არც ჰქონდეს. აქ მთავარი ისა არის, რომ სააკაშვილის ასეთი განცხადება პირველი არ არის. ანუ, მას "გართულება" აქვს სიდიდზე და სიგრძეზე.

 

სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, ვის ვეჯიბრებით. რატომ არ შეიძლება საქმე ისე გავაკეთოთ, სხვას არ შევედაროთ და არ გავეჯიბროთ. ერთხელ სააკაშვილის და აბაშიძის შედარებითი დახასიათება დავწერე და იქ აღვნიშნე, რომ სწორედ აბაშიძეს უყვარდა ტრაბახი, სიგრძეებით და პირველობით. ჭოროხზე რომ ხიდი ააშენა, აჭარის ტელევიზია ორი წელი იმეორებდა, საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდიაო. შემდეგ რასაც გააკეთებდა, "ასლან ბაბუ" ყველას არწმუნებდა, ევროპაში საუკეთესოაო. ასეთი იყო კორტები და ბათუმის სტადიონიც, რომელიც მიუხედავად ევროპაში საუკეთესოს "სტატუსისა", რამდენიმე წელიწადში ლამის თავისით დაიშალა...

 

აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ აჭარის საბავშვო ოპერა მსოფლიოში ერთადერთი და განუმეორებელი იყო. სააკაშვილიც ასეთივე "ვნებითაა" შეპყრობილი. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, საუკეთესოა, ან პირველია, ან ყველაზე დიდი და გრძელია. განა ფოთის აეროპორტის მნიშვნელობას ვაკნინებ - არანაირად, მაგრამ ნუთუ ფოთის აეროპორტის მნიშვნელობა იმით იზომება, მისი ასაფრენი ზოლი კავკასიაში ყვლაზე გრძელია, თუ არა?! ხვალ რომ სომხებმა "ჩვენზე გრძელი" გააკეთონ, მერე ჩვენც უნდა დავაგრძელოთ, თუ რა ვქნათ?!

 

ამასთან დაკავშირებით ერთი ძველი ამბავი მახსენდება, რომელიც პოეტ იოსებ გრიშაშვილს ეხება:

 

მოგეხსენებათ, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა გზების და ხიდების ისეთ შენებას მიჰყვეს ხელი, სააკაშვილის მონდომება მონაგონია. ჰოდა, ააშენეს პირველი დიდი ხიდი მტკვარზე და გახსნაც შესაფერისი დაგეგმეს. ერთ-ერთ საპატიო სტუმრად იოსებ გრიშაშვილი მიიწვიეს. გამოვიდა ხიდის გახსნაზე პოეტი და ლექსიც წაიკითხა. ვისაც გრიშაშვილის აუდიო ჩანაწერები მოუსმენია, ემახსოვრება, რომ მას ლექსის კითხვის თავისებური მანერა ჰქონდა. ყოველი სტრიქონის ბოლოს ხმოვნებს დაუსრულებლად აგრძელებდა. ჰოდა, იმ გამოსვლის დროსაც დაუწყია:

 

"ამაზე გრძელიიიიიიიიიი, ამაზე დიდიიიიიიიი...." - ბოლშევიკები დაძაბულან და წამოჯაგრულან: ეს კაცი ხომ არ გვაგინებსო. გრიშაშვილს კი მშვიდად გაუგრძელებია:

"ჯერ არ ყოფილა ჩვენს მტკვარზე ხიდიიიიიი!" - და ბოლშევიკებიც კმაყოფილნი დარჩენილან.

 

როგორ გგონიათ, სააკაშვილს არ მოეწონებოდა, ფოთის აეროპორტის გახსნისას, რომელიმე პოეტი თუ გამოვიდოდა და იტყოდა:

 

"ამაზე გრძელი და დიდი ზომის,

აბა, სად არის საფრენი ზოლი?!"

 

http://www.kvirispalitra.ge/kviridan-kviramde/6877-amaze-grdzeli-da-didi-zomis.html

 

ცოტა გაერთეთ. :givi:

 

სათაურის წაკითხვისას ვინ რა იფიქრეთ ისაც დაწერეთ ოღონდ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთ ქოთანს ვიცნობდი, ყველას არწმუნებდა ოქროს ძირი მაქვსო, მაგრამ გატყდა და თიხისა ყოფილიყო.

სათაური პირდაპირ გავიგე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ამაზე გრძელიიიიიიიიიი, ამაზე დიდიიიიიიიი...."

ყველა ნაცმოელის და ამ პარტიის ფასინი თუ უფასო აპოლოგეტის ჯანში იყოს, აი ეგრე :givi:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თემის ავტორის პათოსს ვეთანხებმი, რა ბანძობა, რა უმსგავსობაა, ამიტომაცაა რომ ამ მახინჯებს არც სახარება აქვთ წაკითხული

და არც კლასიკური ლიტერატურა რომ იცოდნენ ერთი ელემენტარული რამ თავმდაბლობა არის ადამიანის ღირსება,

ხოლო ტრაბახი არის პროვინციალიზმი,

 

მიშა, მიუხედავად იმისა რომ თუ არ ვცდები ვეიკელი ხარ და დაჟე მაგარი სკოლა გაქვს დამთავრებული და სხვათა შორის საკმაოდ

კარგი განათლებაც მიღებული, მაინც სოფელო ხარ სეჩემა, სოფელო ხიხო,

იმიტომ რომ გენეტიკა გაქვს ბანძი, ამაშია საქმე,

 

აი შენზე ნათქვამი რა დედა ბ.. მამა ბ.. შვილს რად უნდა დიაგნოზი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამ აეროპორტზე ადრე თქვა რომ თბილისის,ერევნის და ბაქოს აეროპორტებზე ერთად აღებულზე უფრო მეტ თვითმფრინავებს მიიღებსო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ამაზე გრძელი და დიდი ზომის...

 

Эксперты полагают, что размер ///// практически не оказывает никакого влияния на успехи мужчины в постели. Достаточно длины в 10-12 сантиметров в возбужденном состоянии. Опрос среди женщин показал, что лишь 15% из них обращают внимание на длину, для 20% оказалась важна толщина, а для остальных всё это не столь важно.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამაზე გრძელი და დიდი ზომის...

:clapp: :D :clapp:

 

რა მაცდური სათაური აქვს თემას////

 

 

 

რა იციან ეს მარიაჟობა, თუ აკეთებ გააკეთე და გახსნაზე დაგვპატიჟე

რად უნდა <იმას აჯობებს> და <იმაზე დიდი იქნება>

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...