Morfius Posted March 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2011 ვინაიდან სიტყვა "ჰარმონია" შეესიტყვება სიტყვა "სიყვარულს" მე გადავწყვიტე ჩემს უნიკალურ ბუდოს სახელად დავარქვა აიკი-დო, სიტყვა აიკი ძალიან ძველია, მაგრამ მე მის შინაარსში უფრო მეტს ვდებ ვიდრე ამას ძველი დროის მეომრები აკეთებდნენ - ამბობს აიკი-დო-ს ფუძემდებელი ოსტატი მორიჰეი უესიბა.აიკი- ეს არ არის ბრძოლის ილეთები და მტრისადმი ზიანის მიყენება. ეს არის გზა მსოფლიოში მშვიდობის დასამყარებლად და ყველა ერის ერთ ოჯახად გასაერთიანებლად.აიკი-დოს საიდუმლო იმაშია, რომ მიღწეულ იქნას ჰარმონია სამყაროს მამოძრავებელთან და ლტოლვა თავად შემოქმედისკენ. მან ვინც შეიცნო აიკი-დოს საიდუმლო აღმოაჩინა თავის თავში სამყარო და მას შეუძლია სრული უფლებით თქვას "მე ვარ სამყარო".როგორი იერიშიც არ უნდა მოიტანოს მტერმა ჩემზე მე არ დავმარცხდები, ეს იმის გამო კი არ მოხდება, რომ ჩემი ტექნიკა უფრო სწრაფია, ვიდრე მოწინააღმდეგის, საქმე სისწრაფეს სულაც არ ეხება, უბრალოდ ბრძოლა მთავრდება დაწყებისთანავე.როდესაც ვიღაც ცდილობს ჩემთან ჩხუბს, ის მიზნად ისახავს სამყაროსთან ბრძოლას და ამგვარად ის არღვევს თავის ჰარმონიას ჩემთან. შეუძლია მას ჩემზე გამარჯვება? ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც მან განიზრახა ჩემთან ბრძოლა, ის უკვე დამარცხდა, დროს არა აქვს მნიშვნელობა მოხდა ეს სწრაფად თუ ნელა.აიკი-დო არ არის წინააღმდეგობა და რადგან არ ეწინააღმდეგები ყოველთვის იმარჯვებ.მას ვისაც მრუდე გონება აქვს და წინააღმდეგობებით აღსავსეა, თავიდანვე განწირულია დამარცხებისათვის.შენ როგორ შეგიძლია გამოასწორო შენი გონება, განიწმინდო შენი გული და ჰარმონიაში იყო ბუნებასთან? უპირველესად შენ, შენს გულში მიიღებ შემოქმედის გულს, სწორედ ეს არის დიადი სიყვარული, მსოფლიოს ყველა კუთხის და დროის მამოძრავებელი. სწორედ ეს არის დიდი წინააღმდეგობა, სიყვარულს მტერი არ ჰყავს, ტვინი რომელიც მტრის არსებობაზე ფიქრობს ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას.მას ვისაც არ ესმის ეს, სამყაროსთან ვერ იქნება ჰარმონიაში, მისი ბუდო ეს არის გზა ნგრევისა. ეს არ არის შემოქმედების გზა.ამიტომ შეჯიბრებები ილეთების შესრულებაში, გამარჯვებულისა და დამარცხებულის გამოვლინება, ეს არ არის ჭეშმარიტი ბუდო, ჭეშმარიტი ბუდო დაუმარცხებელია. ნან-ბუდო. იყო დაუმარცხებელი ნიშნავს იმას რომ არასოდეს იბრძოლო.ჩვენთვის გამარჯვება არის გამარჯვება საკუთარი გონების წინააღმდეგობრიობასთან ჩვენშივე, ასეთია ჩვენთვის ბოძებული მისია.ეს უბრალოდ თეორია არ არის, ჩვენ ის პრაქტიკაში უნდა გამოვიყენოთ. სწორედ მაშინ შენ აღიქვავ ერთიანობას დიადი ბუნების ძალასთან. არ შეხედო თვალებში მოწინააღმდეგეს, ამგვარად შენი ყურადღება მის თვალებში იქნება შთანთქმული, არ შეხედო მის მახვილს რამეთუ მისმა მახვილმა არ მოგკლას შენ, საერთოდ არ შეხედო მას ვინაიდან შენი გონება გაიფანტება, ჭეშმარიტი ბუდო იმაში მდგომარეობს, რომ გამოიმუშაო მიზიდულობა, რომელიც შთანთქავს მოწინააღმდეგის ყურადღებას, ყველაფერი რაც ჩვენ გვრჩება ეს არის გზისკენ მოძრაობა.ჩემთვის ისიც კი საკმარისია, მოწინააღმდეგესთან ზურგით ვიდგე, როდესაც ის თავს მესხმის თავისი დარტყმის განზრახვით, მე ერთიანი ვარ სამყაროსთან, ეს არის და ეს. როდესაც მე ვდგევარ, ის ჩემში იქნება შთანთქმული. უესიბას და აიკი-დოს წინაშე არ დგას არც დრო და არც სივრცე, ეს მხოლოდ სრულყოფილი სამყაროა.უესიბას არ ჰყავს მტერი, ცდები, როდესაც ფიქრობ, რომ ბუდოს პრაქტიკაში გამოყენება ნიშნავს გყავდეს ბევრი მოწინააღმდეგე. ჭეშმარიტ ბუდოს არც მტერი ყავს. ჭეშმარიტი ბუდო ნიშნავს იყო ერთიანი სამყაროსთან და შეერწყა მის ცენტრს.აიკი-დოში საჭიროა ისეთი გონება, რომელსაც უნდა, რომ ემსახუროს მთელი მსოფლიოს ხალხებს და არა ისეთი ,რომელსაც უნდა, რომ იყოს ძლიერი და ნავარჯიშევი, მხოლოდ მოწინააღმდეგის დასამხობად.მე უშფოთველი ვარ ბრძოლის დროს, მე არ ვარ მიჯაჭვული სიკვდილზე მე სიცოცხლე ვარ. მე ღმერთს ყველაფერს პირვანდელი სახით ვუტოვებ, ჭეშმარიტი ბუდო სიყვარულია, ის ღმერთია ყველა მებრძოლის მცველი.მე ადამიანის საზოგადოებას არ ვეძებ არამედ ღმერთის, ეს არის შეშლილი სამყარო.აიკი- ეს სხვების კი არა საკუთარი გონების გამოსწორებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted March 4, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 4, 2011 (edited) უეშიბა მაგარი კაცი იყო . საერთოდ აიკიდო ყველაზე მეტად მომწონს იაპონური საბრძოლო ხელოვნებებიდან. ძალიან ეფექტურია. Edited March 4, 2011 by alex Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2011 უეშიბა მაგარი კაცი იყო . საერთოდ აიკიდო ყველაზე მეტად მომწონს იაპონური საბრძოლო ხელოვნებებიდან. ძალიან ეფექტურია.კი, თანამედროვე და მართლაც რომ ეფექტური. რადგან გათვლილია უფრო არა ბლოკირებებით დარტყმის როგორც კარატეში, არამედ მოწინააღმდეგის ძალის, ინერციის მიმართვით მისსავე საწინააღმდეგოგ.ვვარჟიშობდი ერთ დროს 90ან წლებში.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted March 17, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2011 კი, თანამედროვე და მართლაც რომ ეფექტური. რადგან გათვლილია უფრო არა ბლოკირებებით დარტყმის როგორც კარატეში, არამედ მოწინააღმდეგის ძალის, ინერციის მიმართვით მისსავე საწინააღმდეგოგ.ვვარჟიშობდი ერთ დროს 90ან წლებში..მართალი ხარ და სიგალი საოცარი ოსტატია კიდე . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.