Jump to content
Planeta.Ge

მატერიალიზმი და იდეალიზმი


Recommended Posts

რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად. მის თავდაპირველ ფესვებს პლატონთან მივყავართ. რაციონალიზმს გარკვეული მსგავსება ახასიათებს იდეოლოგიითა და მოწოდებით ჰუმანიზმთან და ათეიზმთან, ვინაიდან ის იძლევა რელიგიურ ან ზებუნებრივ რწმენათა გარეთ სოციალური და ფილოსოფიური შემეცნების საფუძვლებს; თუმცა რაციონალიზმი ამ ორი მიმართულებისგან განსხვავდება, რაც შემდგომში მდგომარეობს:

 

როგორც სახელი მიუთითებს, ჰუმანიზმი ხალხის თვითშეგნებასა და საყოველთაო ღირებულებებზე ამახვილებს ყურადღებას. მაშინ როცა რაციონალიზმი ჰუმანიზმის მთავარი კომპონენტია, ამასთან ჰუმანიზმის ძლიერი კომპონენტია ასევე ეთიკაც, რასაც რაციონალიზმი არ ითვალისწინებს. შედეგად, რაციონალისობა ჰუმანისტობას არ ნიშნავს.

ათეიზმი, ღმერთის ან ღვთიურის ურწმუნობა, შეიძლება ნემისმიერ ბაზას ან საერთოდ არანაირ ბაზას ეყრდნობოდეს, მაშასადამე მას რაციონალიზმი არ სჭირდება. უფრო მეტიც, თავად რაციონალიზმი არც ამტკიცებს და არც უარყოფს ათეიზმს

 

იდეალისტური ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის თანახმად სულიერება ითვლება პირველ ამომავალ მცნებებად, ხოლო მატერია, ბუნება, ფიზიკური სამყარო და მათი შემეცნება მეორადად, განპირობებულად.

 

ამგვარად იდეალიზმი უპირისპირდება მატერიალიზმს. საინტერესო იქნებოდა თუ თქვენს მოსაზრებებს დაწერდით აღნიშნულ საკითხზე. რომელი მიდგომა უფრო მისაღებია თქვენთვის? რა უფრო მართებულად მიგაჩნიათ და რატომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რაციონალიზმი, ასევე რაციონალისტური მოძრაობა ფილოსოფიური დოქტრინაა, რომლის მტკიცებით სინამდვილის შეცნობა შეიძლება განსჯითა და ფაქტების ანალიზით, რწმენის, დოგმისა ან რელიგიური სწავლების ნაცვლად

სინამდვილის შეცნობა მხოლოდ განსჯითა და ფაქტების ანალიზით შეიძლება. რწმენა და დოგმა ამ საქმისთვის არ გამოდგება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სინამდვილის შეცნობა მხოლოდ განსჯითა და ფაქტების ანალიზით შეიძლება. რწმენა და დოგმა ამ საქმისთვის არ გამოდგება.

Saturn

 

მართალს ამბობ. სინამდვილე ნამდვილი ფაქტების ანალიზით დგინდება და არა რელიგიური და მითოლოგიური თეორიებით. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ათეიზმი არის დაკავშირებული რაციონალიზმთანმ, თუმცა მართალია არ არის აუცილებელი რომ ყოველთვის ათეისტებს რაციონალიზმი სჭირდება. ათეისტს შეუძლია ყოველგვარი ლოგიკის და რაციონალიზმის გარეშე უბრალოდ უარი თქვას ღმერთის რწმენაზე ან არც არასდროს არ წამდეს ღმერთი და მას არ შჭირდება თავის ათეისტობისთვის რამენაირი მტკიცებულება..

 

ეს ალბათ იმიტომ რომ ათეიზმი ბუნებრივია, არ სჭირდება ახსნა იმას თუ რატომ გაქვს ორი ხელი და ორი ფეხი, ბუნებრივია რომ გქონდეს ორი ხელი და ორი ფეხი და ამას არ ჭირდება რაციონალიზმი, ასევეა ათეიზმიც..

 

 

თუმცა ათეიზმი რაციონალიზმით შეიარაღებული ძლიერი ძალაა, რომელსაც რელიგიურ არგუმენტების განეიტრალება შეუძლია და ათეიზმის გავრცელებისთვის კარგ გარემო-პირობების შექმნა შეუძლია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ჩამოვთვალოთ იდეალისტი და მატერიალისტი ფილოსოფოსები

gege

იდეალისტური ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის თანახმად სულიერება ითვლება პირველ ამომავალ მცნებებად, ხოლო მატერია, ბუნება, ფიზიკური სამყარო და მათი შემეცნება მეორადად, განპირობებულად.

მე როგორც ვიცი გონი და არა სული

ხოლო მატერია, ბუნება, ფიზიკური სამყარო და მათი შემეცნება მეორადად, განპირობებულად.

ანუ შენის აზრით ისეთი ფილოსოფოსები რომლებიც იყვნენ პლატონი, ჰეგელი, კანტი, დეკარტი, ჰეგელი ეგრე ფიქრობდნენ? და შემეცნებას მეორადად მიიჩნევდნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

Siknadomo

 

ტერმინებთან ყველას თავისებური დამოკიდებულება გააჩნდა. გარდა ამისა ლათინურიდან, ბერძნულიდან და გერმანულიდან ნათარგმნ სიტყას კონტექსტიდან გამომდინარე ენიჭება მნიშვნელობა მთელ რიგ შემთხვევებში. ასე რომ ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს. რაც შეეხება შემეცნებას:

 

„დეკარტი ამტკიცებს, რომ ცოდნა მუდამ საეჭვოა. იგი უდავო არასდროს არაა. აუცილებელია ვიპოვოთ კრიტერიუმი უეჭველი ცოდნის დასადგენად, და ამგვარს გამოცდილებაში ვერ ვიპოვით. ამიტომ ყველაფერი, რაშიც ეჭვი ლოგიკურად შეიძლება იქნეს შეტანილი, კი არ უნდა გადავაგდოთ, არამედ განზე უნდა გადავდოთ, მანამ, სანამ ჭეშმარიტის მცდარისაგან გასარჩევად საიმედო კრიტერიუმს ვიპოვით. ამგვარი კრიტერიუმის რაობას, კი იმგვარ ვითარებაში, იმგვარ საგანთან მიმართებაში ამოვიკითხავთ, რომელიც ყოველგვარ ეჭვს გაუძლებს. ამის შემდეგ უნდა დავუბრუნდეთ ძიების პროცესში ჩვენს მიერ დროებით განზე გადადებულ საგნებს და მათი ღირებულება შევაფასოთ.

ჯერ-ჯერობით, ახალი არაფერი თქმულა. ემპირიული ცოდნისადმი უნდობლობის დასაბუთების მრავალი მცდელობა იყო წამოყენებული სკეპტიკოსებისა და იდეალისტების მიერ. მაგრამ დეკარტი ეჭვს იმაზეც ავრცელებს, რაც უმრავლესობას უეჭველად მიაჩნდა. იგულისხმება მათემატიკა და გეომეტრია. თითქოს, დეკარტისათვის, ანალიზური გეომეტრიის შემქმნელისათვის, უეჭველი უნდა იყოს მათემატიკური ცოდნა. დეკარტი ცოდნის ამ სახის უპირატესობას არ აურყოფს, მაგრამ მიაჩნია, რომ სრული უეჭველობის გარანტიას ეს ცოდნაც ვერ იძლევა. მათემატიკურ დასაბუთებაში დაეჭვების შესაძლებლობის საჩვენებლად, დეკარტი ახდენს ეჭვის რადიკალიზაციას: თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ ჩვენი შემქმნელი კეთილი ღმერთი კი არ არის, არამედ ბოროტი გენიაა _ ბოროტი სულია, რომელმაც ისე შეგვქმნა, რომ უეჭველი გვეჩვენება ის, რაც სინამდვილეში მოჩვენებაა, რომ ჩვენ ყველანი ერთნაირი მრუდე სარკეები ვართ _ მაშინ მათემატიკურ დებულებებშიც შეიძლება შევიტანოთ ეჭვი. ე.ი. სინამდვილეში შესაძლებელია 2+2=5, მაგრამ ჩვენ ყველას გვეჩვენება, რომ 2+2=4. ამგვარ დაშვებაში ალოგიკური არაფერია. ასეთ შემთხვევაში, შემეცნებაში ადამიანისათვის რაიმე სიცხადესა და უეჭველობაზე ლაპარაკი ფუჭია. მაგრამ დეკარტი აქედანაც ნახულობს გამოსავალს. მისი აზრით, ადამიანს ამ შემთხვევაშიც რჩება ერთი და მოუცილებელი თვისება, რაც ეჭვისაგან ხელშეუხებელია. ესაა ლოგიკური მსჯელობის, აზრთა გამომდინარეობის სისწორის გაგების უნარი (რასაც ყველაზე რადიკალური სკეპტიკოსი და აგნოსტიკოსიც უშვებდა). უამისოდ შეეჭვებაც და უარყოფაც შეუძლებელი იქნებოდა.“

 

 

მაგრამ მე ამ შემთხვევაში თქვენი აზრი უფრო მაინტერესებს ვიდრე დეკარტის ან პლატონის. უბრალო ჩვეულებრივი ადამიანების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.

 

 

Nukriiko

 

‘ათეიზმი რაციონალიზმით შეიარაღებული ძლიერი ძალაა, რომელსაც რელიგიურ არგუმენტების განეიტრალება შეუძლია და ათეიზმის გავრცელებისთვის კარგ გარემო-პირობების შექმნა შეუძლია..“

 

რატომ გგონიათ ასე? მაგალიტად ავიღოთ მეცხრამეტე საუკუნის ოციანი წლების ევროპა. აქ ათეიზმის დასანერგად უზარმაზარი სახელმწიფო მანქანები მუშაობდნენ. იყენებდნენ ყველაფერს ტერორით დაწყებული აგიტაცია პროპაგანდით დამთავრებული, ამას ხელს უწყობდა ის უზარმაზარი სამეცნიერო ტექნიკური ნახტომები რაც იმ პერიოდში კაცობრიობამ გააკეთა. შეუცნობელს აღარ „ბრალდებოდა“ უკვე ბევრი რამ. გარკვეულ შედეგსაც მიაღწიეს ამ კუთხით მაგრამ შენარჩუნება უკვე შეუძლეელი აღმოჩნდა ––– მთელი ევროპა 20_იან 30_იან წლებში ოკულტიზმმა მოიცვა. ასე რომ რას ეყრდნობით როდესაც ამას ბრძანებთ? თქვენი მსჯელობა რა არგუმენტებს ეფუძნება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ჰეგელი, კანტი, დეკარტი, ჰეგელი ეგრე ფიქრობდნენ?

Siknadmo

 

ესენი ტყუპი ჰეგელები იყვნენ? :givi: :givi: რამენი ჰეგელები ჰყოლია კაცობრიობას.... :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gege

 

რატომ გგონიათ ასე? მაგალიტად ავიღოთ მეცხრამეტე საუკუნის ოციანი წლების ევროპა. აქ ათეიზმის დასანერგად უზარმაზარი სახელმწიფო მანქანები მუშაობდნენ. იყენებდნენ ყველაფერს ტერორით დაწყებული აგიტაცია პროპაგანდით დამთავრებული, ამას ხელს უწყობდა ის უზარმაზარი სამეცნიერო ტექნიკური ნახტომები რაც იმ პერიოდში კაცობრიობამ გააკეთა. შეუცნობელს აღარ „ბრალდებოდა“ უკვე ბევრი რამ. გარკვეულ შედეგსაც მიაღწიეს ამ კუთხით მაგრამ შენარჩუნება უკვე შეუძლეელი აღმოჩნდა ––– მთელი ევროპა 20_იან 30_იან წლებში ოკულტიზმმა მოიცვა. ასე რომ რას ეყრდნობით როდესაც ამას ბრძანებთ? თქვენი მსჯელობა რა არგუმენტებს ეფუძნება?

ჩემი მსჯელობა ეყრდნობა სტატისტიკას, განვითარბულ ქვეყნებში (პირველ რიგში ინტელექტუალირ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურად განვითარებულ ქვეყნებზეა ლაპარაკი) ათეისტთა რიცხვი საგრძნობლად იმატებს. რომ შევადაროთ 20-საუკუნის 50-იანი წლები და 2000-იანი წლები, ნახავ რომ სტატისტიკურად ათეისტთა რიცხვმა მკვეთრად მოიამტა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

ჩემი მსჯელობა ეყრდნობა სტატისტიკას, განვითარბულ ქვეყნებში (პირველ რიგში ინტელექტუალირ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურად განვითარებულ ქვეყნებზეა ლაპარაკი) ათეისტთა რიცხვი საგრძნობლად იმატებს. რომ შევადაროთ 20-საუკუნის 50-იანი წლები და 2000-იანი წლები, ნახავ რომ სტატისტიკურად ათეისტთა რიცხვმა მკვეთრად მოიამტა..

 

ხომ ვერ დამიკონკრეტებთ რომელ სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობით? სად შეიძლება მსგავსი სტატისტიკა მოვიძიო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gege

На 2005 год первое место в списке 50 самых атеистических стран мира, составленным американским колледжем Питцер, занимает Швеция (45—85 % жителей являются атеистами). За ней следует Вьетнам (81 %), Дания (43—80 %), Норвегия (31—72 %), Япония (64—65 %), Чехия (54—61 %), Финляндия (28—60 %), Франция (43—54 %), Южная Корея (30—52 %) и Эстония (49 %)

 

http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%90%D1%82%D0%B5%D0%B8%D0%B7%D0%BC#.D0.94.D0.B5.D0.BC.D0.BE.D0.B3.D1.80.D0.B0.D1.84.D0.B8.D1.8F

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

На 2005 год первое место в списке 50 самых атеистических стран мира, составленным американским колледжем Питцер, занимает Швеция (45—85 % жителей являются атеистами). За ней следует Вьетнам (81 %), Дания (43—80 %), Норвегия (31—72 %), Япония (64—65 %), Чехия (54—61 %), Финляндия (28—60 %), Франция (43—54 %), Южная Корея (30—52 %) и Эстония (49 %)

 

გმადლობთ, საინტერესო ლინკი დადევით. ეს გასაგებია მაგრამ მე მხოლოდ ათეიზმის თემა არ მაინტერესბდა როდესაც ამ თემას ვხსნიდი, თქვენი ნაწერიდან, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა რომ თქვენ საკუთარ თავს მაიტერიალისტად მიიჩნევთ, (თუ ვცდები ბოდიშს გიხდით)შესაბამისად ძალიან გთხოვთ თქვენი საკუთარი სიტყვებით დაწეროთ რას ნიშნავს ეს თქვენთვის? საერთოდ როგორ გესმით ეს ტერმინი და თქვენი არჩევანი რამ განაპირობა.

 

ამ თემაში კონკრეტული ადამიანების კონკრეტული მოსაზრებები თუ დაიდება , ვფიქრობ რომ გაცილებით საინტერესო იქნება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შესაბამისად ძალიან გთხოვთ თქვენი საკუთარი სიტყვებით დაწეროთ რას ნიშნავს ეს თქვენთვის?

ესეთ საკითხებზე ზოგადი ლაპარაკი არ მიყვარს, შეკითხვა უფრო დამიკონკრეტეთ რას გულისხმობთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენს თვლით თუ არა საკუთარ თავს მატერიალისტად და რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ანუ მატერიალიზმის თქვენეული ახსნა მაინტერესებს და მიზეზი რატომ აირჩიეთ ეს მიმართულება. :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gege

1) ადამიანს ცხოვრების აზრი? - არ არსებობს უნივერსალური "ცხოვრების აზრი" - არსებობს "აზრები", "მიზნები" და ა.შ რომელიც მუდმივად ახლდება და მუდმივად განიცდის ევოლუციას და ამ აზრებს და მიზნებს ადამიანი თვითონ ისახავს.. ასე რომ ჩვენი, ათეისტების არჩევანი არის და იქნება ყოველთვის უფრო გააზრებული ვიდრე მორწმუნეების, რადგან მორწმუნეებისგან განსხვავებით ჩვენ არ გვაქვს ერთი უნივერსალური ცხოვრების აზრი რომელიც აუცილებლად უნდა მივიღოთ.

 

2) ათეისტები ვართ უფრო თავისუფლები ვიდრე მორწმუნეები? არა რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ განსაკუთრბით ყველა სფეროში თავისუფლები, მაგრამ როგორც მინიმუმ ჩვენ თავისუფლები ვართ, დოგმებისგან და სასულიერო პირებისგან, რაც თქვენ მორწმუნეები ვერასდროს ვერ იქნებით დოგმებისგან და სასულიერო პირებისგან თავისუფლები და თუ იქნებით, მაშინ მორწმუნეები აღარ გერქმევათ..

 

3) რელიგიას მორალი არ შეუქმნია - მორალს ადამიანის ბუნება და ზოგადად კულტურა ქმნის, მორალის ფუძე რელიგიაში არ არის. რა თქმა უნდა თავის დროზე როცა შეეცადნენ რომ მორალი და რელიგია გაეგივებინათ, ამით შეცდომაში შევიდნენ უამრავი ათეისტიც კი. მაგრამ საბედნიეროდ დემაგოგია და პროპაგანდა გადავლახეთ და თუ დავაკვირდებით - დღევანდელ მორალს, კარგად ვნახავთ რომ იგივე პაპუასებშიც კი ყალუბდება პირიმიტიული მორალი (არა კაც კვლა და ა.შ) ასე რომ ეს არა რელიგიისგან მოდის, არამედ ზოგადად ადამიანის ბუნებისგან... და თუ მორალი ადამიანის ბუნებისგან მოდის, მაშინ ჩვენ ჩვენ თავშივე შეგვიძლია მორალის ნახვა

 

 

4) მატერიალიზმი მაძლევს მე იმის საშუალებას, არ ვიყო იდეების, რწმენის და დემაგოგიის მსხვერპლი. მე ვარ ათეისტი და ამას სწორედ მატერიალიზმით ვამტკიცებ, რადგან ჩვენ ჩვენი ფსიქტოლოგიური სტრესების (სიზმრების, შიშების და ა.შ) გააზრებით შეგვიძლია მივიდეთ იმ დასკვნამდე თუ როგორები ვართ და საკუთარი თავი შევისწავლოთ. ხოლო რელიგია შინაგან გრძნობებით და ტკივილით აპელირებს და გხდის მასზე დამოკიდებულს. მატერიალიზმი მაძლევს მტკიცებულებებს და მაძლევს იმის საშუალებას დავრწმუნდე რელიგიის სიცრუეში.. მატერიალიზმს მღვდელი ვერ გაექცევა, მატერიალიზმზე ის უფრალოდ თვალს დახუჭავს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ათეისტს შეუძლია ყოველგვარი ლოგიკის და რაციონალიზმის გარეშე უბრალოდ უარი თქვას ღმერთის რწმენაზე ან არც არასდროს არ წამდეს ღმერთი და მას არ შჭირდება თავის ათეისტობისთვის რამენაირი მტკიცებულება..

მცდარი აზრია. ნებისმიერი ათეისტი მიდის ღმერთის არარსებობასთან ლოგიკური დასკვნების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სინამდვილეში სწამს ღმერთის და უბრალოდ უარყოფს მას, ეს კი ათეიზმი არაა.

 

თუმცა ათეიზმი რაციონალიზმით შეიარაღებული ძლიერი ძალაა, რომელსაც რელიგიურ არგუმენტების განეიტრალება შეუძლია და ათეიზმის გავრცელებისთვის კარგ გარემო-პირობების შექმნა შეუძლია..

ათეიზმი არაა ძლიერი ძალა, რაციონალიზმია დღეისათვის გაბატონებული და ძიერი ძალა. ათეიზმი უბრალოდ "იზმია" და მეტი არაფერი ჩემის აზრით. ნებისმიერი ძალით ათეიზმი, ისევე როგორც ძალით მორწმუნე სამწუხარო სიცარიელეა.

 

 

მოკლედ... უკიდურესი რაციანლიზმიც თავის ათეიზმით, იდეალიზმიც, რელიგიურობაც და კრეტინიზმიც ერთნაირად დამღუპველია როგორც ცალკეული ინდივიდისთვის, ასევე მთელი კაცობრიობისთვისაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...