Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

დღევანდელი ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, რომელიც ამძიმებს უამრავ ქართველის ცხოვრებას, ვერ ქმნის რევოლუციურ სიტუაციას.

ქართული საზოგადოება შევეგუეთ:

1) ეკონომიკურ გაჭირვებას

2) ავტორიტარიზმს

3) სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას

4) უსამართლობას

5) რეპრესიებს და ა.შ

მაგრამ ეს განა საზოგადოების ბრალია? ჩემი აზრით არა და შევეცდები ავსხსნა რატომაც არ არის საზოგადოების ბრალი. მე ჩემ პირად გამოცდილებიდას გაგიზიარებთ

2006-07 წლებსი მე პირადად აქციებზე სიარულით ვაქტიურობდი, 2004 წელს უნივერსიტეტის ავტონომიის გაუქმების დროს სტუდენტები რომ შეიკრიბენ და ავტონომიის დაცვა დაიწყეს, მაშინ სხვათაშორის მიშა სააკაშვილი რომ მოვიდა, ხალხმა სტვენა დაუწყო. ერთი სიტყვით იმის განცდა არ მქონია, რომ აქციებში სიარულით შეიძლება ძლიერ დავზარალებულიყავი, ჰა ჰა შეიძლება მსუბუქი ფიზიკური დაზიანება მიმეღო და მაგრამ რეპრესიები თუ გაგრძელდებოდა ამ აქციების შემდეგ, ამას საერთოდ არ ვფიქრობდი (შეჩვეული ვიყავი შევარდნაძის რეჟიმს), მოხდა ისე რომ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ ჩემი ოჯახისთვის და ჩემთვის, ნათელი გახდა რომ უკვე რაღაც კარგად არ წავიდოდა და ესეც მოხდა, საქართველოს სრული ავტორირარიზაცია დაიწყო მაშინ, როცა ქვეყანაში გაქრა ძალთაბალანსი და მხოლოდ უკონტროლო მეფე დარჩა სცენაზე. სიმართლეს გეტყვით მე 2006 წლიდან 2007 წლამდე რამოდენიმე ძმაკაცმა. რომელიც სხვადასხვა პარტიაში იყვნენ, ყველამ თავის პარტიაში ჩამწერა, (ზოგმა დაუკითხავადაც კი და მერე გავიგე რომ ჩამწერეს) დაახლოებით მე რაც ვიცი 3 პარტიაში ვიყავი ჩაწერილი: ახალ მემარჯვენეებში, ბადრი პატარკაციშვილის პარტიაში და მგონი სალომე ზურაბიშვილის პარტიაში, მაგრამ რეალურად არასდროს არ ვყოფილვარ პარტიული და არ გავკარებილვარ მათ, თუმცა აქციებზე დავდიოდი და 2007 წლის ნოემბრამე ვაქტიურობდი, მქონდა რა მუხტი.

მაგრამ 2007 წელს უკვე დავზადნე, როდესაც მივიღე სხვადასხვა ინფორმაცია. მე ეჭვი შემეპარა 2007 წლის ნოემრბრის დარბევის შემდეგ, რომ აშკარად რაღაც შინაგანათ ვეღარ ვუჭერ ოპოზიციას მხარს და მათ როგორც მოღალატეებს (ამ შემთხვევაში ოპოზიციონრობის მოღალატეებს) ისე შევხედე და მართლაც ამის შემდეგ მე არც ერთ აქვიაზე არ მიმიღია მონაწილობა.

ჩემთვის აშკარა იყო რომ არსებული ოპოზიცია არის:

1) ხელისუფლებასთან შეკრული

2) რუსეთუმე, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო (სხვათაშორის 2007 წლამდე ოპოზიცია არ აწვებოდა რუსეთუმობას)

3) აშკარად მარცხისთვის იყო განწირული მთელი მათი წამოწყებანი

4) უუნაროები იმისთვის რომ ხელისუფლება შეეცვალათ

საბოლოოდ რა მრჩებოდა,ოპოზიცია ფულს აიღებდა, ჩვენ აქციის მონაწილეებს ან გვცემდნენ ან ციხეში დაგვიჭერდნენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უფრო გაძლიერებულიყო ხელისუფლება. ოპოზიციამ არჩევნებშიც კი დამარცხდა და არა თუ არჩევნებში არამედ 100 ათასი კაცი რომ ჰყავდა ხელთ, ხელისუფლების შეცვლის ერთი ადგილი არ გააჩნდა.. გამოდის რომ მათი მარცხით, ჩვენ ვზარალდებით. ერთი სიტყვით ყველანარირი სტიმული დავკარგე, რომ მიმეღო მონაწილეობა რამე აქციაზე.

ჩემნაირად კიდე რამდენი ადამიანია საქართველოში. უმრავლესობამ დავკარგეთ იმის სურვილი რომ გავიდეთ აქციებზე და დავმარცხდეთ ისე რომ მცირე მოგებაც კი არ ვნახოთ, ან პრესის თავისუფლება, ან რეპრესიული მანქანის დასუსტება და ა.შ პირიქით, რამდენჯერაც გავედით მით უფრო გაძლიერდა ხელისუფლება და ეს ოპოზიციის ბრალია.

ერთ რამეს ვიტყვი, რომ სანამ ეს ოპოზიციონრები იქნებიან პოლიტიკაში, საქართველოში ვერ მოხდება რევოლუცია და ეს არის სასტიკი სიმართლე, ჩვენ თუ გვინდა რეჟიმის შეცვლა, ჯერ ოპოზიცია უნდა შევცვალოთ ალასანიიდან დაწყებული ჯონდი ბაღათურიით დამთავრებული.

შეცვლა კი შეიცავს იმას, რომ თითოეულ აქციაზე მათ სტვენით და შეძახილებით შევხვდეთ, რომ მათ ერთი ხმაც არ მივცეთ სანამ უბრალოდ მათ ნაცვლად სხვა არ მოვა.

დიახ ალასანიაზე, უსუფაშვილზე, გუბაზიზე, ბურჯანაძე-ნოღაიდელზე და სხვა დანარჩენ ოპოზიციონრებზე დგას ხელისუფლება და მერე გიკვირთ რატომ არ ხდება რევოლუცია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

+1..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი, რა ვიცი, არადა არ მაქვს იმედი რომ ახალი ძალა მოვა მაგრამ არა, საიდან უნდა მოვიდეს,

ერთი პერიოდი ერთგვარი მცირედი იმედი მქონდა რომ ეკლესიური ადამიანები ჩაებმებოდნენ პოლიტიკაში,

ხაზგასმით ვამბობ, ეკლესიურები და არა ეკლესია,

იმიტომ რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ეკლესიის პოლიტიზაციის,

ერთხელ მართლმადიდებლების ფორუმზე ასეთი თემაც კი გავხსენი სადაც გამოვთვქი იმედი რომ მოვიდოდა სუფთა თაობა, ეკლესიური რომლებსაც ექნებოდა სათანადო განათლება და მორალი პრინციპები და ნებისყოფაც იმის რომ რამე შეეცვალეთ,

იქ მეტნაკლებად სოციალურად აქტიური ხალხი იკრიბება,

ჩემდა გასაკვირად ერთი მხარდამEრი პოსტიც კი ვერ ვნახე,

მოკლედ მიმანიშნეს რომ ფუჭი იმედი მქონდა, ჩვენი საქმე პოლიტიკა არ არისო,

ნუ მოკლედ ჩემდა სამწუხაროდ ეს არ გამოვა,

მქონდა ფორუმის იმედიც, მაგრამ ვერ გავიგე რა მოხდა, ეროვნული ძალა, კონსერვატულ-მოდერნისტულიც კი, თანაც ვინც ერ. ფორუმელი მინახავს საკმაოდ საინტერესო ტიპაჟები,

მაგრამ ეს ძალაც ჩაფლავდა,

ამჯერად მაინც, გარკვეულ სიმპატიებს ვინარჩუნებ პროამერიკული ოპოების მიმართ, ვგულისხმობა ალასანის, რესპებს, მემარჯვეენებსაც,

მაგრამ მერის არჩევნებში რაც მოხდა და მერე ხომ საერთოდ, არ ვიცი,

თანაც კაცო

როგორ შეიძლება სულ იმედი გაგიცრუვდეს რა, ბოლო ბოლო ოპტომიზმის ულევი მარაგი ხომ არ მაქვს,

არადა რაფერ გინდა ხელი ჩაიქნიო,

გვერდზე გადგე და იკაიფო,

არ შემიძლია ხელის ჩაქნევა, მაინც, მაინც, პატარა მბჟუტავი იმედი რჩება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

საბოლოოდ რა მრჩებოდა,ოპოზიცია ფულს აიღებდა, ჩვენ აქციის მონაწილეებს ან გვცემდნენ ან ციხეში დაგვიჭერდნენ და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ უფრო გაძლიერებულიყო ხელისუფლება. ოპოზიციამ არჩევნებშიც კი დამარცხდა და არა თუ არჩევნებში არამედ 100 ათასი კაცი რომ ჰყავდა ხელთ, ხელისუფლების შეცვლის ერთი ადგილი არ გააჩნდა.. გამოდის რომ მათი მარცხით, ჩვენ ვზარალდებით. ერთი სიტყვით ყველანარირი სტიმული დავკარგე, რომ მიმეღო მონაწილეობა რამე აქციაზე.

ჩემნაირად კიდე რამდენი ადამიანია საქართველოში. უმრავლესობამ დავკარგეთ იმის სურვილი რომ გავიდეთ აქციებზე და დავმარცხდეთ ისე რომ მცირე მოგებაც კი არ ვნახოთ,

ხოდა ამიტომ რა უნდა ქნათ??? უნდა ადგეთ და თავს უშველოოოოთ... არ არის ხომ ხედავთ საქართველოს საშველიიი...

ვისაც რითი შეგიძლიათ იმით უშველეთ თაააააავს... წააადით, წააადით!

თავს და ოჯახს უშველეეეთ!

საქართველოსთვის თქვენ ხან ამომრჩეველის ბრბო ხართ და ხან საზარბაზნე ხოოორცი! ამ დროს კიდევ პოლირიკოსები ხალხის ხარჯზე სუქდებიან და მდიდრდებიააან! გიყენებენ ხალხნო, გხმარობეეენ!

წააადით, გაიქეციიით! ვაახ... რითი ვერ გაიგეთ ეს?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ამჯერად მაინც, გარკვეულ სიმპატიებს ვინარჩუნებ პროამერიკული ოპოების მიმართ, ვგულისხმობა

ალასანის, - სირცხვილი!

რესპებს, - სირცხვილი!

მემარჯვეენებსაც, - სირცხვილი და თავის მოჭრა!

მაინც, მაინც, პატარა მბჟუტავი იმედი რჩება

კი, კი... უცხოპლანეტელების იმედი!!!

ოცი წელი რითი ვერ გაგიქრათ ეგ იმედი?

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი პერიოდი ერთგვარი მცირედი იმედი მქონდა რომ ეკლესიური ადამიანები ჩაებმებოდნენ პოლიტიკაში,

ხო ეკლესიურები მოვლენ, ილოცებენ და ქვეყანა აყვავდება! კარგი რა, კარგი რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ქართული საზოგადოება შევეგუეთ:

1) ეკონომიკურ გაჭირვებას

2) ავტორიტარიზმს

3) სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას

4) უსამართლობას

5) რეპრესიებს და ა.შ

ხალხი უბრალოდ :drag:

http://www.youtube.com/watch?v=DdLv6hk12uw

ახალგაზრდობის იმედი ნურავის გექნებათ:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვიცი, რა ვიცი, არადა არ მაქვს იმედი რომ ახალი ძალა მოვა მაგრამ არა, საიდან უნდა მოვიდეს,

დღეს მზე ჩინეთიდან ამოდის. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

ახალგაზრდობის იმედი ნურავის გექნებათ:(

რატომ? მე შენი იმედი მაქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვეთანხმები ნუკრიკოს აზრს არანაირად, ოკ,

ბატონო ჩემო ადექით ასეთმა ადამიანებმა და შექმენით პოლიტიკური პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, წინააღმდეგ შEმტხევაში გამოდის რომ თქვენი ასეთი საქციელით დესტრუქციულ ქმედებას უწყობთ ხელს და ხელისუფლებისთვის სასურველი პოზიცია გიკავიათ,

რეალურად თქვენ ისევე უყურებთ ოპოზიციის მთელს სპექტრს როგორც რიგითი საააკაშვილის მომხრე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ხოდა ამიტომ რა უნდა ქნათ??? უნდა ადგეთ და თავს უშველოოოოთ... არ არის ხომ ხედავთ საქართველოს საშველიიი...

ვისაც რითი შეგიძლიათ იმით უშველეთ თაააააავს... წააადით, წააადით!

თავს და ოჯახს უშველეეეთ!

საქართველოსთვის თქვენ ხან ამომრჩეველის ბრბო ხართ და ხან საზარბაზნე ხოოორცი! ამ დროს კიდევ პოლირიკოსები ხალხის ხარჯზე სუქდებიან და მდიდრდებიააან! გიყენებენ ხალხნო, გხმარობეეენ!

წააადით, გაიქეციიით! ვაახ... რითი ვერ გაიგეთ ეს?

აი ბატონებო მოწოდება იმ ქართველებისთვის ვინც ყველანაირი იმედი დაკარგეთ,

წადით მაშინ და თავს უშველეთ, რას კარგავთ აქ დროს, თუკი უკეთესობისკენ ცვლილების იმედი არ გაქვთ,

ან კიდევ მეორე ვარიანტი გახდით ნაცები-თუმცა მანდაც ძალიან ჭირს უკვე, საკვები მარაგი იწურება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ჩემო ადექით ასეთმა ადამიანებმა და შექმენით პოლიტიკური პარტია ან საზოგადოებრივი მოძრაობა, წინააღმდეგ შEმტხევაში გამოდის რომ თქვენი ასეთი საქციელით დესტრუქციულ ქმედებას უწყობთ ხელს და ხელისუფლებისთვის სასურველი პოზიცია გიკავიათ,

ეს რა არის დავით ზურაბიშვილის აზრს იმეორებ? :D

რესურსი სადაა, იმისთვის რომ შევქმნა პარტია?

მაგათ აქვთ რესურსი, უკვე კარგა ხანია გრანტებს აზიან და მაყუთი აქვთ, მხარდაჭერაც ჰქონდათ, დაფინანსება ზოგს აშშ-დან, ზოგს რუსეთიდან აქვს, მაგრამ ჩემი ფეხები, შევიდნენ ნაცებთან გარიგებაში და ჩაშალეს ყველაფერი..

ეხლა გაედოთ და თავს იმართლებენ..

ხო და თუ უ#######ოები არიან ან მოღალატეები არ ვენდობით და არ მივყვებით და ზედმეტი პრეტენზიები არ ჰქონდეთ ოპოზიციას...

რაც შეეხება მიშისტებს, მიშისტებს უნდათ რომ ჩვენ მათ სატელიტ ოპოზიციონრებს გავყვეთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

დიახაც, ვიმეორებ და ვეთანხმები ზურაბიშვილის აზრს, დიახაც, პრინციპში რასაც ვფიქრობდი ის გაახმოვანა სწორად,

ხომ ხარ მემარცხენე ხოდა ხომ არის კიდევ ნიკუშა მარქსი და ჩეგესტო, აქაც ჰქონდათ პრესკონფერენცია,

ფული არ გაქვთ ხო?

წადი და იყაჩაღეთ მე რა ვიცი, ასე შოულობდნენ ნაროდნიკები და სოციალ-დემოკრატებუ ფულს,

ან დაიწყეთ ტერორისტული აქტების მოწყობა წითელი ბრიგადებივით,

აბა ბიძიკოებო, არაფრის გაკეთება თქვენ არ გსურთ, ოპოზიციას კიდევ რეალ ტივი და რუსთავი 2 იც აგინებს,

მე რა, მაგრამ თქვენ ხართ მძიმე მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით (სხვა რამეს არ ვგულისხმობ, რა ვიცი იქნებ მილიანერები ხართ)

გრანტიო? იშოვე გრანტი, ვინ გიშლის, რატომ არ მოგცემენ ვითომ, კი ბატონო გრანტის კანალი გაჭრა გარკვეულმა სასტავმა, გასაგებია, მაგრამ თქვენც გადით მემარცხენე პარტიებზე ევროპაში, ფულის მეტი რა აქვთ მაგათ,

აგერ ჩემი ახლობელია, სოროსისტი არაა, ბიოლოგია და სოფლის მეურნეობაზე უამრავი გრანტი აქს მოთრეული გერმანელებისგან და ჰოლანდიელებისგან და ჯიბეში კი არ ჩაუდია კეთილი საქმეები გააკეთა უამრავი გლეხებისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...